BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20260101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;VALUE=DATE:20260304
DTEND;VALUE=DATE:20260307
DTSTAMP:20260417T185403
CREATED:20260226T113200Z
LAST-MODIFIED:20260304T065620Z
UID:10005944-1772582400-1772841599@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ფორუმი 2026
DESCRIPTION:4-6 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გამართავს ტრადიციულ სამეცნიერო ფორუმს\, რომელზეც ფართო საზოგადოებას წარუდგენს უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრებისა და ინსტიტუტების მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიშს. \nფორუმი 4 მარტს\, 16:00 საათზე\, ნიკო კეცხოველის სახელობის ბოტანიკის ინსტიტუტში გაიხსნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 20 წლის საიუბილეო პროგრამის ფარგლებში. 5 და 6 მარტს\, 12:00 საათზე\, უნივერსიტეტის G106 დარბაზში უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრები და ინსტიტუტები საზოგადოებას წარუდგენენ შესრულებული სამუშაოს ანგარიშს\, დასრულებული და მიმდინარე კვლევითი პროექტების შედეგებს\, საერთაშორისო თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებს. \nგახსნის ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგება უნივერსიტეტის რექტორი\, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე\, რომელიც შეაჯამებს გასული წლის სამეცნიერო მიღწევებს და ისაუბრებს უნივერსიტეტის სტრატეგიულ მიზნებზე. \nსამეცნიერო ფორუმი წარმოადგენს აკადემიური საზოგადოების\, სტუდენტებისა და დაინტერესებული ფართო საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან პლატფორმას\, რომელიც ხელს უწყობს კვლევის შედეგების გაზიარებას\, პროფესიულ დიალოგსა და ახალი თანამშრომლობების ფორმირებას. \nდეტალური განრიგი იხილეთ თანდართულ ფაილში. \nდრო და ადგილმდებარეობა: 4 მარტი\,16:00 საათი  – ფორუმის გახსნა (ნიკო კეცხოველის სახელობის ბოტანიკის ინსტიტუტი\, ბოტანიკის ქ. N1) \n5-6 მარტი 12:00 საათი – პრეზენტაციები (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, გ. წერეთლის გასასვლელი N 1-3) \nდასწრება თავისუფალია. \n2026
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universitetis-sametsniero-phorumi-2026/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/02/akhali-vebi-sametsniero-phorumi.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260307T093000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260307T150000
DTSTAMP:20260417T185403
CREATED:20260216T132804Z
LAST-MODIFIED:20260216T132804Z
UID:10005939-1772875800-1772895600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამეცნიერო კონფერენცია „ენისა და მეტყველების თერაპია საქართველოში: ხელოვნური ინტელექტი\, კვლევა და პრაქტიკა“
DESCRIPTION:7 მარტს\, 09:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში საქართველოს ენისა და მეტყველების თერაპევტთა ასოციაციისა (სემთა) და ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია „ენისა და მეტყველების თერაპია საქართველოში: ხელოვნური ინტელექტი\, კვლევა და პრაქტიკა“. \nკონფერენცია ეხმაურება ენისა და მეტყველების თერაპიის ევროპულ დღეს და მიზნად ისახავს პროფესიის შესახებ ცნობადობის ამაღლებას\, ინტერდისციპლინური თანამშრომლობის წახალისებას\, პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო მიგნებათა გაზიარებას. კონფერენციის მთავარი თემაა ენისა და მეტყველების თერაპიის ინოვაცია\, სიახლეები და მიგნებები. ღონისძიების მონაწილეები: \n\nმოისმინენ ინფორმაციას ადგილობრივ და საერთაშორისო კვლევების შედეგების შესახებ;\nმიიღებენ პრაქტიკულ რეკომენდაციებს;\nგაეცნობიან სფეროში არსებულ თანამედროვე მიდგომებსა და ინოვაციებს.\n\nკონფერენციის დასასრულს გაიმართება პანელური დისკუსია ენისა და მეტყველების თერაპიაში არსებული გამოწვევებისა და პროფესიის სამომავლო განვითარების პერსპექტივების შესახებ. \nსემთას წევრებისთვის 6 მარტს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 დარბაზში (გ. წერეთლის გასასვლელი N1-3) გაიმართება სპეციალური ვორკშოპი\, რომელსაც გაუძღვება ავეიროს უნივერსიტეტის პროფესორი ჟოაო კანოსა დიასი\, 20-წლიანი პროფესიული გამოცდილების მქონე ენისა და მეტყველების პორტუგალიელი თერაპევტი. \nინფორმაცია კონფერენციის მომხსენებლებისა და დღის განრიგის შესახებ იხილეთ მიმაგრებულ ფაილში. \nდასწრების მსურველებს გთხოვთ\, 1 მარტამდე გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე. გაითვალისწინეთ\, ადგილები შეზღუდულია. \nკონფერენციის პირდაპირი ტრანსლაცია განხორციელდება ბავშვის განვითარების ინსტიტუტისა და საქართველოს ენისა და მეტყველების თერაპევტთა ასოციაციის ფეისბუქგვერდებზე. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 7 მარტი\, 09:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sametsniero-konpherentsia-enisa-da-metqhvelebis-therapia-saqarthveloshi-khelovnuri-inteleqti-kvleva-da-praqtika/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/02/sametsniero-konpherentsia-enisa-da-metqhvelebis-therapia-saqarthveloshi-NEW.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260310T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260310T200000
DTSTAMP:20260417T185403
CREATED:20260220T072153Z
LAST-MODIFIED:20260220T072238Z
UID:10005943-1773169200-1773172800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პანელური დისკუსია „70 წელი 1956 წლის 9 მარტიდან“
DESCRIPTION:10 მარტს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ორგანიზებით გაიმართება პანელური დისკუსია  „70 წელი 1956 წლის 9 მარტიდან“. \n1956 წლის 5 მარტს\, სტალინის გარდაცვალების 3 წლის თავზე\, თბილისში დაიწყო ქართველთა საპროტესტო გამოსვლები ცენტრის ახალი პოლიტიკის გასაპროტესტებლად. აქციის მონაწილეები 1956 წლის 9 მარტს საბჭოთა ჯარებმა დახვრიტეს. დაიღუპა ორასზე მეტი დემონსტრანტი. \nდისკუსიის მონაწილეები: \nლევან ავალიშვილი – IDFI \nტიმოთი ბლაუველტი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი \nქეთი სართანია –  თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული\, ჰუმბოლტის უნივერსიტეტის დოქტორანტი \nირაკლი ხვადაგიანი – სოვლაბის\, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის\, მკვლევარი \nდისკუსიას მოდერაციას გაუწევს გიორგი კლდიაშვილი – IDFI \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 10 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/paneluri-diskusia-70-tseli-1956-tslis-9-martidan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/02/paneluri-diskusia-dzveli-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260313T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260313T180000
DTSTAMP:20260417T185403
CREATED:20260311T114216Z
LAST-MODIFIED:20260311T114216Z
UID:10005948-1773421200-1773424800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ჯეიმი ოლსონის საჯარო ლექცია „თანამედროვე ლიტერატურა და ბუნდოვანი ამერიკული ოცნება: გეტსბი და მის მიღმა“
DESCRIPTION:13 მარტს\, 17:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პროფესორი ჯეიმი ოლსონი წაიკითხავს საჯარო ლექციას „თანამედროვე ლიტერატურა და ბუნდოვანი ამერიკული ოცნება: გეტსბი და მის მიღმა“. \nჯეიმი ოლსონი წმ. მარტინის უნივერსიტეტის (ლეისი\, ვაშინგტონი\, აშშ) ინგლისური ენისა და ლიტერატურის პროფესორი და დეპარტამენტის ხელმძღვანელია. იგი ასწავლის აკადემიურ წერას\, თანამედროვე ამერიკულ ლიტერატურას და მსოფლიო ლიტერატურას თარგმანში. \n2022-2023 სასწავლო წელს ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში ასწავლიდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 13 მარტი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-jeimi-olsonis-sajaro-leqtsia-thanamedrove-literatura-da-bundovani-amerikuli-otsneba-getsbi-da-mis-mighma/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/03/jeimi-olsonis-sajaro-leqtsia-NEW.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260319T080000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260319T170000
DTSTAMP:20260417T185403
CREATED:20260319T075432Z
LAST-MODIFIED:20260402T100442Z
UID:10005950-1773907200-1773939600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ვორკშოპი „აკადემიური წერა და პუბლიკაცია პოსტპლაგიატის ეპოქაში“
DESCRIPTION:25 მაისს\, 11:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში ილიაუნის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი\, დოქტორი ტატიანა სიჭინავა და სანქტ-გალენის უნივერსიტეტის პრივატდოცენტი ელენა დენისოვა-შმიდტი დოქტორის ხარისხის მქონე ახალგაზრდა მკვლევრებისა და დოქტორანტებისთვის გამართავენ ვორკშოპს „აკადემიური წერა და პუბლიკაცია პოსტპლაგიატის ეპოქაში“. \nშეხვედრის მთავარი თემებია აკადემიური კეთილსინდისიერება\, ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენება კვლევაში და ის ტრანსფორმაციები\, რომლებიც ციფრულმა ტექნოლოგიებმა აკადემიურ პრაქტიკაში შეიტანა. მონაწილეები გაეცნობიან\, როგორ გამოიყენონ AI ინსტრუმენტები პასუხისმგებლიანად\, როგორ აირიდონ არაკეთილსინდისიერება და მოერგონ სამეცნიერო ჟურნალების ახალ მოთხოვნებს. \nინტერაქტიული სესიებისა და რეალური მაგალითების მეშვეობით მონაწილეები გაეცნობიან პრაქტიკულ სტრატეგიებს კვლევის ხარისხის შესანარჩუნებლად და საერთაშორისო სამეცნიერო პლატფორმებზე პუბლიკაციების მოსამზადებლად. \nვორკშოპი გაიმართება პროექტის „აკადემიური დარღვევებისა და აკადემიური ეთიკის გამოწვევების გადაჭრა საქართველოში“ ფარგლებში სანქტ-გალენის უნივერსიტეტის (შვეიცარია) ევროპის მმართველობისა და კულტურის ცენტრის (GCE-HSG) მხარდაჭერით. \nმონაწილეები შეირჩევიან განაცხადის საფუძველზე: https://bit.ly/4skst4A \nგანაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 30 აპრილი \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 25 მაისი\, 11:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკა\, S507 აუდიტორია\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/vorkshopi-akademiuri-tsera-da-publikatsia-postplagiatis-epoqashi/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/03/vorkshopi-NEW-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260319T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260319T190000
DTSTAMP:20260417T185403
CREATED:20260317T092223Z
LAST-MODIFIED:20260317T125712Z
UID:10005949-1773939600-1773946800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფილოსოფიური სემინარი: თორნიკე გოგინაშვილის მოხსენება „ნიკოლოზ ქიზიყელის მიერ სომხურიდან ქართულად თარგმნილი „პერი ჰერმენეიას“ კომენტარი და მისი შედარებითი ანალიზი თომა აქვინელის კომენტარებთან“
DESCRIPTION:19 მარტს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი\, თორნიკე გოგინაშვილი ყოველკვირეული სემინარების ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „ნიკოლოზ ქიზიყელის მიერ სომხურიდან ქართულად თარგმნილი „პერი ჰერმენეიას“ კომენტარი და მისი შედარებითი ანალიზი თომა აქვინელის კომენტარებთან“. \nმოხსენება ეხება არისტოტელეს ნაშრომის\, De interpretatione-ს („პერი ჰერმენეია“) კომენტარის\, ნიკოლოზ ქიზიყელის მიერ XVIII საუკუნეში სომხურიდან ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს. ნაშრომში განხილულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ის უცნობი ავტორის კომენტარი\, რომელიც ქიზიყელმა დავით უძლეველს მიაწერა\, თუმცა მისი ავტორობა სამეცნიერო ლიტერატურაში დღემდე სადავოა და დამატებით კვლევას საჭიროებს. \nკვლევის მთავარი მიზანია ნიკოლოზ ქიზიყელის მიერ თარგმნილი ამ ანონიმური კომენტარის შედარებითი ანალიზი თომა აქვინელის მიერ 1269-1271 წლებში დაწერილ კომენტარებთან\, იკვეთება თუ არა ქართულად თარგმნილ ტექსტში აქვინელის თეოლოგიურ-ფილოსოფიური ან ლოგიკური თეორიების კვალი\, რაც ახალ შუქს მოჰფენს აღნიშნული კომენტარის წარმომავლობასა და შინაარსობრივ ღირებულებას. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 19 მარტი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკა  (S507 აუდიტორია)\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/philosophiuri-seminari-thornike-goginashvilis-mokhseneba-nikoloz-qiziqhelis-mier-somkhuridan-qarthulad-thargmnili-peri-hermeneias-komentari-da-misi-shedarebithi-analizi-thoma-aqvinelis-komentarebthan/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/03/philosophiuri-seminari-tsophurashvili-02.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260320T080000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260320T170000
DTSTAMP:20260417T185403
CREATED:20260320T101704Z
LAST-MODIFIED:20260320T101814Z
UID:10005953-1773993600-1774026000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროექტის „საბჭოთა წარსულის რეპრეზენტაცია პოსტსაბჭოთა ქართულ მწერლობაში“ შედეგების წარდგენა
DESCRIPTION:6 აპრილს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის პროფესორები ლევან ცაგარელი და სალომე პატარიძე დოქტორანტ ნინო ბოკუჩავასთან ერთად წარადგენენ კვლევის  „საბჭოთა წარსულის რეპრეზენტაცია პოსტსაბჭოთა ქართულ მწერლობაში“ შედეგებს. \nპროექტის მიზანია შერჩეული ლიტერატურული ტექსტების შედარებითი ანალიზის საფუძველზე პოსტსაბჭოთა ხანის ქართულ მწერლობაში საბჭოთა წარსულის რეპრეზენტაციის თავისებურებების შესწავლა და  ამ ნარატივების გავლენის გარკვევა ქართული პოსტსაბჭოთა იდენტობის ჩამოყალიბებაზე. კვლევა ხელს უწყობს საზოგადოების მიერ საბჭოთა წარსულის გააზრება-დამუშავების პროცესს\, რაც აისახება როგორც საჯარო დებატებში საბჭოთა მემკვიდრეობის შესახებ\, ისე კოლექტიური ტრავმების გაცნობიერებასა და გადალახვაში. \nპროექტის ფარგლებში გამოიცა სახელმძღვანელო „ლიტერატურა და კოლექტიური მეხსიერება“\, მომზადდა პუბლიკაციები ადგილობრივი და საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალებისთვის და შემუშავდა ორი ახალი სასწავლო კურსის სილაბუსი: შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრანტებისთვის – „მეხსიერების კვლევები და ლიტერატურა“ (ასისტენტ-პროფესორი სალომე პატარიძე) და ფილოლოგიის დოქტორანტებისთვის – „ტრავმა ლიტერატურასა და კულტურაში: თეორიული პოზიციები და ანალიტიკური მიდგომები“ (პროფესორი ლევან ცაგარელი). \nგარდა ამისა ბერლინის ჰუმბოლდტისა და ვენის უნივერსიტეტებში კვლევითი მივლინებების შედეგად მომზადდა ათი სამაგისტრო და სამი სადოქტორო ნაშრომი\, რომელთა შესახებაც შეხვედრაზე მკვლევართა გუნდის წევრები ისაუბრებენ. \nკვლევა განხორციელდა 2022-2025 წლებში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის (№FR-22-793) ფარგლებში. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 6 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n2026
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/proeqtis-sabtchotha-tsarsulis-reprezentatsia-postsabtchotha-qarthul-mtserlobashi-shedegebis-tsardgena/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/03/proeqtis-sabtchotha-tsarsulis-reprezentatsia-postsabtchotha-qarthul-mtserlobashi-shedegebis-tsardgen-02-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260320T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260320T200000
DTSTAMP:20260417T185403
CREATED:20260310T071338Z
LAST-MODIFIED:20260310T071338Z
UID:10005945-1774033200-1774036800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლექციების ციკლი „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“
DESCRIPTION:20 მარტს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურათმცოდნების მიმართულების ორგანიზებით იწყება ლექციების ციკლი „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“. \nპროექტის მიზანია უახლესი ქართული ლიტერატურის კვლევაში თანამედროვე თეორიული მიდგომების გამოყენების შესაძლებლობის წარმოჩენა. სხვადასხვა თაობის ლიტერატურათმცოდნეთა შორის საუკეთესო კვლევითი პრაქტიკის გაზიარება და აკადემიური სინერგიის შექმნა. \nმოწვეული ავტორები საკუთარ ნაწარმოებების შექმნისა და თემატიკის შესახებ ისაუბრებენ. მომხსენებლები კი შერჩეული ავტორების ლიტერატურულ ტექსტებზე მეცნიერულ დაკვირვებებს წარმოადგენენ  და მათ თეორიული მიდგომების საფუძველზე გააანალიზებენ. \nთემები და ავტორები \n\nავტობიოგრაფიული და ფოტომეხსიერება – ანა კორძაია-სამადაშვილი\, ნინო ხარატიშვილი\nურბანული სივრცის სემანტიკა – არჩილ ქიქოძე\nმეხსიერების ადგილები და ომის ტრავმა – ეკატერინე ტოგონიძე\, ელენე ჯაფარიძე\nსექსუალობა და გენდერი – თამთა მელაშვილი\, ქეთი ნიჟარაძე\nსხეული და ძალაუფლება – დათო გაბუნია\nსაბჭოთა რეპრესიები – ზაირა არსენიშვილი (ავტორს წარადგენს სოფიო არსენიშვილი)\nდუმილი 90-იანებში – ივა ფეზუაშვილი\nარქეტიპული სურათ-ხატები და ფენტეზი – ნატო დავითაშვილი\n\nმოდერატორი – სალომე პატარიძე \nორგანიზატორები – სალომე პატარიძე\, თეა თალაკვაძე \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 20 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/leqtsiebis-tsikli-uakhlesi-qarthuli-literatura-thanamedrove-theoriuli-paradigmebis-tchrilshi/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/03/leqtsiebis-tsikli-uakhlesi-qarthuli-literatura-thanamedrove-theoriuli-paradigmebis-tchrilshi-02-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260320T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260320T200000
DTSTAMP:20260417T185403
CREATED:20260310T120306Z
LAST-MODIFIED:20260310T120306Z
UID:10005946-1774033200-1774036800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლექციების ციკლი „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ – შეხვედრა არჩილ ქიქოძესთან
DESCRIPTION:20 მარტს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ლექციების ციკლის „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ პირველი შეხვედრა გაიმართება არჩილ ქიქოძესთან. \nდისკუსიაში მონაწილეობენ შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობისა და ლიტერატურათმცოდნეობის სტუდენტები: ლილი წიქარიშვილი\, სალომე ხაჭაპურიძე\, მარიამ დიხამინჯია და მარიამ ჩუბინიძე. \nპროექტის მიზანია უახლესი ქართული ლიტერატურის კვლევაში თანამედროვე თეორიული მიდგომების გამოყენების შესაძლებლობის წარმოჩენა. სხვადასხვა თაობის ლიტერატურათმცოდნეთა შორის საუკეთესო კვლევითი პრაქტიკის გაზიარება და აკადემიური სინერგიის შექმნა. \nმოწვეული ავტორები საკუთარ ნაწარმოებების შექმნისა და თემატიკის შესახებ ისაუბრებენ. მომხსენებლები კი შერჩეული ავტორების ლიტერატურულ ტექსტებზე მეცნიერულ დაკვირვებებს წარმოადგენენ  და მათ თეორიული მიდგომების საფუძველზე გააანალიზებენ. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 20 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/leqtsiebis-tsikli-uakhlesi-qarthuli-literatura-thanamedrove-theoriuli-paradigmebis-tchrilshi-shekhvedra-archil-qiqodzesthan/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/03/Archil_Kikodze-03-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260321T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260321T160000
DTSTAMP:20260417T185403
CREATED:20260311T092417Z
LAST-MODIFIED:20260311T092657Z
UID:10005947-1774105200-1774108800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ვორდპრესის პოპულარიზაცია საქართველოში – პრობლემები და გამოწვევები“ –WordPress Tbilisi Meetup-ის მეხუთე ღონისძიება
DESCRIPTION:21 მარტს\, 15:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ WordPress Tbilisi Meetup-ის ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსია „ვორდპრესის პოპულარიზაცია საქართველოში – პრობლემები და გამოწვევები“ WordPress-ის სააგენტოების დირექტორებთან. \nდისკუსიის თემები: \n\nსად არის WordPress დღეს საქართველოში?\nWordPress ეკოსისტემის სტრატეგიული განვითარება;\nშემდეგი ნაბიჯი – WordCamp?!\nWordPress და AI – მომავლის სტრატეგიული მიმართულებები.\n\nშეხვედრა ეწყობა WordPressის დეველოპერებისთვის\, სააგენტოების წარმომადგენლებისთვის\, ფრილანსერებისთვის\, ასევე მათთვის\, ვისაც აინტერესებს WordPress ის განვითარება და მომავალი საქართველოში. \nრეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/arTuW \nღონისძიებათა ციკლის მიზანია WordPress-ის\, ღია კოდის კულტურის\, ციფრული განათლებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარება საქართველოში. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 21 მარტი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/vordpresis-popularizatsia-saqarthveloshi-problemebi-da-gamotsvevebi-wordpress-tbilisi-meetup-is-mekhuthe-ghonisdzieba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/03/WordPress-Tbilisi-Meetup-is-mekhuthe-ghonisdzieba-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260324T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260324T180000
DTSTAMP:20260417T185403
CREATED:20260319T123131Z
LAST-MODIFIED:20260324T070855Z
UID:10005951-1774371600-1774375200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ ნანა იაშვილის ონლაინლექცია „ჩადებული ცხოვრება“: სახლი\, ვალი და ფინანსიალიზაცია საქართველოში“
DESCRIPTION:24 მარტს\, 17:00 საათზე\, ვენის უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის დეპარტამენტის დოქტორანტი\, ნანა იაშვილი ონლაინ წაიკითხავს ლექციას „ჩადებული ცხოვრება“: სახლი\, ვალი და ფინანსიალიზაცია საქართველოში. \nღონისძიებაზე მომხსენებელი წარმოადგენს თავისი სადოქტორო პროექტის კვლევით ჩარჩოსა და წინასწარ მიგნებებს. მოხსენება შეეხება საქართველოში კრედიტისა და ვალის სისტემებს\, კერძოდ „სახლის ჩადების“ პრაქტიკას. ნაშრომი იკვლევს საცხოვრისის ფინანსურ აქტივად გარდაქმნის პროცესს\, სადაც მსესხებლებად როგორც ბანკები\, ისე კერძო პირები („მევახშეები“ და „მოგირავნეები“) გვევლინებიან. კვლევაში გაანალიზებულია\, როგორ მოქმედებს აღნიშნული პროცესები შინამეურნეობებსა და ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. \nნანა იაშვილს სოციოლოგიისა და სოციალური ანთროპოლოგიის მაგისტრის ხარისხი მიენიჭა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (CEU). იგი არის პლატფორმის „ექსტრაქციის ლანდშაფტები: კაპიტალი\, ძალადობა და ქალაქი“ გუნდისა და „ურბანული მომავლის გამოწვევების“ აფილირებული წევრი. მისი სადოქტორო კვლევა ვენის უნივერსიტეტში საქართველოში საცხოვრისთან დაკავშირებულ დავალიანებებს ეძღვნება. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nფორმატი: ონლაინ (დეტალებისთვის დაუკავშირდით: mariam.darchiashvili@iliauni.edu.ge ) \nდრო: 24 მარტი\, 17:00 საათი (თბილისის დროით) \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtorant-nana-iashvilis-onlainleqtsia-chadebuli-tskhovreba-sakhli-vali-da-phinansializatsia-saqarthveloshi/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/03/onlain-seminari-anthropologia-03-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260330T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260330T180000
DTSTAMP:20260417T185403
CREATED:20260324T115003Z
LAST-MODIFIED:20260324T115115Z
UID:10005956-1774890000-1774893600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ მარიამ ცაავას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:30 მარტს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მოლეკულური ბიოლოგიისა და ნეირომეცნიერებების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი მარიამ ცაავა დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „COVID-19 პანდემიის ხანმოკლე და გრძელვადიანი ეფექტები ძილსა და ფსიქოფიზიოლოგიურ ჯანმრთელობაზე“. \nსამეცნიერო ხელმძღვანელები \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნატო დარჩია და ასოცირებული პროფესორი თამარ ბასიშვილი \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 30 მარტი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtorant-mariam-tsaavas-sadisertatsio-nashromis-datsva/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/03/sadisertatsio-metskhel-akhalivebi1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260331T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260331T180000
DTSTAMP:20260417T185403
CREATED:20260326T144148Z
LAST-MODIFIED:20260330T115001Z
UID:10005959-1774976400-1774980000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორ კონრად შიეკიერსკის მოხსენება „საკრალური ტექსტების აგენტობა და მატერიალურობა სომხურ ქრისტიანობაში“
DESCRIPTION:31 მარტს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A103 აუდიტორიაში ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის ორგანიზებით ლონდონის სამეფო კოლეჯის დოქტორი კონრად შიეკიერსკი წაიკითხავს მოხსენებას „საკრალური ტექსტების აგენტობა და მატერიალურობა სომხურ ქრისტიანობაში“. \nმომხსენებელი  განიხილავს სომხური ქრისტიანული წიგნებისა და გრაგნილების სოციალურ ცხოვრებას. ისინი მოქმედებენ როგორც წმინდა საგნები-არსებები (thing-beings) და მიეწერებათ ზებუნებრივი ძალა და აგენტობა (agency)\, ასევე აქვთ საკუთარი ცხოვრების ისტორია. დოქტ. კონრად შიეკიერსკი მატერიალური რელიგიის შესახებ არსებულ ლიტერატურასა და ეთნოგრაფიულ მაგალითებზე დაყრდნობით უპასუხებს შეკითხვებს: რა არის ეს ტექსტები\, რას აკეთებს და როგორ უკავშირდება ისინი ადამიანებს. \nგანხილული იქნება ფენომენი „სახლის წმინდანებისა“\, რომელთაც პატივს სცემენ სომხეთის არაოფიციალურ სალოცავებსა და სომხებით დასახლებულ საქართველოს რეგიონებში. \nკვლევა ასევე შეეხება ერევანში მდებარე მატენადარანს (მესროპ მაშტოცის სახელობის ძველი ხელნაწერთა ინსტიტუტი)\, სადაც დაცული ზოგიერთი რელიგიური ტექსტი ინარჩუნებს ძლევამოსილ საგან-არსებათა ტრადიციულ როლს და\, როგორც ეროვნული მემკვიდრეობის ძვირფასი ნიმუში\, იზიდავს არა მხოლოდ ვიზიტორებს\, არამედ მომლოცველებსაც. \nკონრად შიეკიერსკის სოციალური ანთროპოლოგიის დოქტორის ხარისხი მინიჭებული აქვს ლონდონის სამეფო კოლეჯში (თეოლოგიისა და რელიგიური კვლევების დეპარტამენტი). არის რამდენიმე სამეცნიერო გამოცემის თანარედაქტორი\, მათ შორისაა: „სომხეთი: თანამედროვე კულტურა ანთროპოლოგიური პერსპექტივიდან“ (2014)\, „სომხები პოსტსოციალისტურ ევროპაში“ (2016) და ჟურნალის Entangled Religions სპეციალური ნომერი „რელიგია და პანდემია“ (2022). \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 31 მარტი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, A103 აუდიტორია\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtor-konrad-shiekierskis-mokhseneba-sakraluri-teqstebis-agentoba-da-materialuroba-somkhur-qristianobashi/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/03/seminari-anthropologia-mariam-darchiashvili-02-1.png
END:VEVENT
END:VCALENDAR