BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20250101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250603T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250603T180000
DTSTAMP:20260418T124200
CREATED:20250516T115515Z
LAST-MODIFIED:20250516T115515Z
UID:10005749-1748970000-1748973600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ პაოლო ბერნარდის საჯარო ლექცია „მიტოქონდრია: როგორ დაეხმარა უძველესი ბაქტერია ჩვენს ევოლუციას”
DESCRIPTION:3 ივნისს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში პადოვის უნივერსიტეტის (იტალია) ემერიტუს პროფესორი და ნიუ იორკის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი პაოლო ბერნარდი წაიკითხავს საჯარო ლექციას „მიტოქონდრია: როგორ დაეხმარა უძველესი ბაქტერია ჩვენს ევოლუციას”. \nლექცია მიეძღვნება სიცოცხლის წარმოშობისა და განვითარების მოლეკულურ მექანიზმებს. მომხსენებელი განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს მიტოქონდრიების ევოლუციურ როლს − როგორ იქცნენ უძველესი ბაქტერიები თანამედროვე უჯრედის ენერგეტიკულ ცენტრებად და როგორ განვითარდნენ მათი დახმარებით მრავალუჯრედიანი ორგანიზმები. \nპროფესორი ბერნარდი განიხილავს: \n\nფოტოსინთეზის ევოლუციას და ჟანგბადის როლის გარდატეხას დედამიწის ბიოლოგიურ ისტორიაში;\nუძველესი ანაერობული ორგანიზმების ადაპტაციას და მათ ენერგეტიკულ სტრატეგიებს;\nმიტოქონდრიის წარმოშობასა და მის გავლენას ცოცხალი ორგანიზმების ევოლუციაზე.\n\nპაოლო ბერნარდი პადოვის უნივერსიტეტის ბიომედიცინის მეცნიერებების დეპარტამენტის ემერიტუს პროფესორი და ყოფილი ხელმძღვანელია\, ასევე ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის კოლეჯის მოლეკულური პათობიოლოგიის დეპარტამენტში მოწვეული პროფესორი\, კლინიკური პათოლოგიის სამაგისტრო სკოლის ყოფილი დირექტორი და ბიომედიცინის მეცნიერებების დოქტორანტურის პროგრამის კოორდინატორი. \nპროფესორს გამოქვეყნებული აქვს 280 სამეცნიერო ნაშრომი და შედის ციტირების მიხედვით მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების 1.7%-ში. მიღებული აქვს არაერთი პრემია და წარდგენილი აქვს ასობით მოხსენება საერთაშორისო აკადემიურ სივრცეებში. \nპაოლო ბერნარდი იყო იტალიის ბიომემბრანებისა და ბიოენერგეტიკის ჯგუფის პრეზიდენტი. იგი არის ვენეციის მეცნიერების\, ლიტერატურისა და ხელოვნების ვენეციის ინსტიტუტის\, მილანის ლომბარდიის მეცნიერებისა და ლიტერატურის აკადემიისა და Academia Europaea-ს წევრი. \nმან მიიღო მედიცინის დიპლომი პადოვის უნივერსიტეტში და განაგრძო განათლება უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებით\, NIH-Fogarty სტიპენდიით ვაითჰედის ბიომედიცინის კვლევის ინსტიტუტში – მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (MIT). \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 3 ივნისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/16-05-2025-publiclecture/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/paolo_web_new-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250604T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250604T130000
DTSTAMP:20260418T124200
CREATED:20250603T063303Z
LAST-MODIFIED:20250603T063419Z
UID:10005764-1749038400-1749042000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ჰორიზონტი ევროპა“ ახალგაზრდა მეცნიერებისთვის
DESCRIPTION:4 ივნისს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში პროგრამის „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისი გამართავს საინფორმაციო შეხვედრას ახალგაზრდა მეცნიერებისთვის საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობათა შესახებ. \nშეხვედრაზე საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენლები განიხილავენ მარი სკლადოვსკა კიურის (MSCA)\, ევროპის კვლევების საბჭოს (ERC) ინდივიდუალურ კვლევით და მობილობის პროექტებს\, ასევე უკვე დაფინანსებული COST პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობებს. \nსაკონტაქტო პირები წარადგენენ დაფინანსების სხვადასხვა სქემას და დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან დამსწრეთ. \nშეხვედრაზე განხილული დაფინანსების სქემები ნებისმიერ კვლევით მიმართულებას მიესადაგება და განსაკუთრებით საინტერესო იქნება დოქტორანტებისთვის\, მათთვის\, ვისაც ბოლო 12 წელია მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი\, ასევე 40 წლამდე ნებისმიერი მეცნიერისთვის COST პროგრამაში მონაწილეობისთვის. \nდეტალური ინფორმაციისთვის იხ. შეხვედრის დღის წესრიგი. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 4 ივნისი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/06-03-2025-horizon/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/06/WEB-size-new-horizonti-evropa-akhalgazrda-metsnierebisthvis-fb-posti-2025-1-01.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250604T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250604T200000
DTSTAMP:20260418T124200
CREATED:20250530T101347Z
LAST-MODIFIED:20250530T101347Z
UID:10005763-1749060000-1749067200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა „აირჩიე საფრანგეთი“
DESCRIPTION:4 ივნისს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S103a აუდიტორიაში „კამპუს ფრანსისა“ და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა საფრანგეთში სწავლის შესახებ. \nშეხვედრაზე სტუდენტები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას საფრანგეთში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებზე\, ჩარიცხვის პროცედურებზე\, სამთავრობო სტიპენდიების მიღებაზე\, სავიზო მოთხოვნებსა და სასწავლო პროცესის თავისებურებებზე. \nპრესტიჟული უნივერსიტეტის\, Sciences Po-ის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ფრანგი სტუდენტი გამოცდილებას გაუზიარებს დამსწრეთ. \nსამუშაო ენები: ფრანგული\, ქართული \nდრო: 4 ივნისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S103a აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/30-05-2025-publiclecture/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/saphrangethi_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250605T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250605T170000
DTSTAMP:20260418T124200
CREATED:20250516T100804Z
LAST-MODIFIED:20250516T100804Z
UID:10005746-1749139200-1749142800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„დიდი გეტსბის“ გამოცემიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სემინარი
DESCRIPTION:5 ივნისს\, 16:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის რომანის „დიდი გეტსბი“ გამოცემიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სემინარი. \nსემინარზე მომხსენებლები განიხილავენ რომანის ისტორიულ და ლიტერატურულ მნიშვნელობას\, მის გავლენას ამერიკულ კულტურასა და თანამედროვე აზროვნებაზე. \nმომხსენებლები: \n\nპროფესორი რეზო მარსაგიშვილი – „დიდი გეტსბის“ პერსონაჟების სამეტყველო სტრატეგიები;\nასოცირებული პროფესორი ნინო გულიაშვილი – „აზრის კონსტრუირება რომანში „დიდი გეტსბი“: შედარებითი ლინგვისტური ანალიზი პრაგმატიკის\, ფსიქოლინგვისტიკისა და კოგნიტური ლინგვისტიკის ჭრილში“;\nდოქტორანტი ნონა მაზიაშვილი – „ფიცჯერალდი და კონრადი“;\nდოქტორანტი ქეთევან გახოკია – „დიდი გეტსბი – მოდერნისტული რომანი“;\nდოქტორანტი ია ჯეჯელავა – „დიდი გეტსბი და მდინარე“;\nდოქტორანტი დავით ცარიელაშვილი – „დიდი გეტსბი – ეპიკური გმირი“.\n\nსემინარს წარუძღვება პროფესორი პაატა ჩხეიძე. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 5 ივნისი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/16-05-2025-publication/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/gatsby_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250605T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250605T170000
DTSTAMP:20260418T124200
CREATED:20250520T123330Z
LAST-MODIFIED:20250520T123330Z
UID:10005755-1749139200-1749142800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პოლონელი პროფესორების საჯარო ლექციები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
DESCRIPTION:5 ივნისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ვარშავის სიცოცხლისშემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტის (Warsaw University of Life Sciences\, პოლონეთი) პროფესორები\, რობერტ პოპეკი და არკადიუშ პჟიბიში საჯარო ლექციებს წაიკითხავენ. \nრობერტ პოპეკი – „ურბანული მცენარეულობა\, როგორც ბუნებრივი ფილტრი: ჰაერში არსებული მყარი ნაწილაკების დაჭერაში მწვანე ინფრასტრუქტურის როლის შეფასება“ \nპროფესორი რობერტ პოპეკი განიხილავს\, როგორ უწყობს ხელს ურბანული გამწვანება ჰაერის დაბინძურების შემცირებას სწრაფად მზარდ ქალაქებში. წარმოადგენს უახლეს კვლევებს\, რომლებიც სწავლობს ურბანული მცენარეულობის − პარკების\, მინდვრების\, მწვანე ბარიერების − ეფექტიანობას ჰაერში არსებული მავნე ნაწილაკების (მაგ: მყარი ნაწილაკები\, მიკროპლასტიკი და სხვ.) დაჭერაში. ასევე განიხილავს მწვანე ინფრასტრუქტურის როლს გარემოს ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში. \nარკადიუშ პჟიბიში – „ფიტორემედიაცია: მდგრადი სტრატეგია ურბანული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის“ \nპროფესორი არკადიუშ პჟიბიში ყურადღებას გაამახვილებს ფიტორემედიაციის მნიშვნელობაზე ურბანულ გარემოში. ის მიმოიხილავს\, როგორ მუშაობს სხვადასხვა ტიპის ურბანული გამწვანება − განსაკუთრებით არაფორმალური მწვანე სივრცეები და მინდვრები − ჰაერის ბუნებრივ ფილტრებად. განიხილავს მცენარეთა სტრუქტურის\, ბიომრავალფეროვნების\, მდებარეობისა და გარემო პირობების გავლენას ჰაერის ხარისხზე და ეკოსისტემური სერვისების მიწოდებაზე. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 5 ივნისი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/20-05-2025-publiclectures/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/vebi-akhali-geo.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250612T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250612T130000
DTSTAMP:20260418T124200
CREATED:20250610T092545Z
LAST-MODIFIED:20250610T092643Z
UID:10005772-1749729600-1749733200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სტუდენტურ კონფერენციათა სერია ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში
DESCRIPTION:12 ივნისს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი გამართავს სტუდენტურ კონფერენციას ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში. \nკონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები \nსოციალურ მეცნიერებათა სექცია: დაიწყება 12:00 საათზე. \nჰუმანიტარულ მეცნიერებათა სექცია მუშაობას დაიწყებს 14:00 საათზე. \nკონფერენციაზე მოხსენებებით გამოვლენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები\, რომლებსაც გამოგზავნილი აქვთ შესაბამისი თემატური რეზიუმეები. \nკონფერენციას დაესწრებიან და მომხსენებლებს შეაფასებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამისი მიმართულების პროფესორები. \nკონფერენციის დღის წესრიგის სანახავად გთხოვთ\, მიჰყვეთ ბმულს. \nდრო: 12 ივნისი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nკონფერენციაზე დასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/10-06-2025-conference/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/06/konph_web_new-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250612T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250612T150000
DTSTAMP:20260418T124200
CREATED:20250604T070438Z
LAST-MODIFIED:20250604T074741Z
UID:10005765-1749736800-1749740400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პოლონელი პროფესორების საჯარო ლექცია „სისხლი და სისხლის ჯგუფების კავშირი კვებასთან“
DESCRIPTION:12 ივნისს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S103 დარბაზში ლუბლინის სოციალურ და სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები ლეშეკ ზაკრჟევსკი და აგნიეშკა მიხალსკა წაიკითხავენ ლექციას სისხლის\, სისხლის ჯგუფებისა და კვებასთან მათი კავშირის შესახებ. \nლექცია საინტერესო იქნება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების\, სამედიცინო და ჯანდაცვის მეცნიერებების\, ბიოლოგიის\, კვების მეცნიერების\, გამოყენებითი ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის სტუდენტებისთვის. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 12 ივნისი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  S103 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქუჩა N3 \nდასწრება თავისუფალია. \n2025 \n  \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/06-04-2025-publiclecture/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/06/poloneli_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250612T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250612T170000
DTSTAMP:20260418T124200
CREATED:20250606T073739Z
LAST-MODIFIED:20250606T080541Z
UID:10005768-1749744000-1749747600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს ფილიალის საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან
DESCRIPTION:12 ივნისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 აუდიტორიაში შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს ფილიალი (AHF Georgia) გამართავს საინფორმაციო შეხვედრას სტუდენტებთან. \nშეხვედრის მიზანია ახალგაზრდებში აივ/შიდსის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ინფექციის გავრცელების პრევენცია. \nმსმენელს საშუალება ექნება\, დაესწროს  საინფორმაციო სესიას აივ/შიდსის\, ვირუსული ჰეპატიტებისა (B და C ტიპის) და სიფილისის პრევენციის გამოვლენის მექანიზმებისა და მათთან დაკავშირებულ სტიგმასთან ბრძოლის შესახებ. \nსაინფორმაციო ნაწილის დასრულების შემდეგ ყველა მსურველს შეუძლია  გაიაროს ნებაყოფლობითი\, ანონიმური უფასო კომბინირებული ტესტირება\, რომელიც მოიცავს სკრინინგს  შემდეგ ოთხ ინფექციაზე: აივ\, B ჰეპატიტი\, C ჰეპატიტი და სიფილისი. \nმსოფლიოში მოქმედი უმსხვილესი არასამთავრობო ორგანიზაცია AIDS Healthcare Foundation (AHF) 49 ქვეყნის 2 მილიონზე მეტ ადამიანს სთავაზობს სამედიცინო მომსახურებას. AHF-ის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა აივ/შიდსის\, სგგი-ის პრევენცია და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ განათლების გავრცელების ხელშეწყობა ახალგაზრდებში. \nდამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ორგანიზაციის Facebook- გვერდს: AHF Georgia. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 12 ივნისი\, 16:00 საათ \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507\, გ. წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/06-06-2025-informationmeeting/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/06/shidsi.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250613T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250613T190000
DTSTAMP:20260418T124200
CREATED:20250610T075955Z
LAST-MODIFIED:20250610T075955Z
UID:10005770-1749837600-1749841200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პანელური დისკუსია „თერგდალეულები და ქართული ეროვნული თვითმყოფადობის აღორძინება“
DESCRIPTION:13 ივნისს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება პანელური დისკუსია „თერგდალეულები და ქართული ეროვნული თვითმყოფადობის აღორძინება“ მე-19 საუკუნის ქართული ინტელექტუალური თაობის\, თერგდალეულების\, მისიისა და მემკვიდრეობის გააზრების შესახებ. სწორედ მათ დაეკისრათ ბრძოლა ეროვნული თვითშეგნების გაღვივებისა და მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარებისთვის. \nსაუბარი შეეხება იმ პრინციპებს\, რომლებიც თერგდალეულების მოძრაობას წარმართავდა\, ქვეყნის გარე და შიდა საფრთხეებს\, რომელთა გადალახვასაც ისინი ცდილობდნენ\, ასევე ეროვნული თვითმყოფადობის დაცვის მათ  სტრატეგიას. \nშეხვედრის მონაწილენი განიხილავენ თერგდალეულთა მოძრაობის შიდა დაძაბულობასა და გაკვეთილებს\, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია თანამედროვე საქართველოს წინაშე მდგომი გამოწვევების უკეთ გასაგებად და აღსაქმელად. \nდისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ილიაუნის პროფესორები გია ნოდია და ბელა წიფურია. \nმოდერატორი – ილიაუნის მოწვეული მასწავლებელი ვალერიან სიხუაშვილი \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 13 ივნისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/10-06-2025-paneldiscussion/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/06/thergdaleulebi-new-01-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250614T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250701T110000
DTSTAMP:20260418T124200
CREATED:20250610T131059Z
LAST-MODIFIED:20250725T070157Z
UID:10005773-1749895200-1751367600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მიღება საზაფხულო სკოლაში
DESCRIPTION:14 ივნისს\, 10:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G406 აუდიტორიაში გაიმართება გასაუბრება საზაფხულო სკოლით დაინტერესებულ სტუდენტებთან. \nსაზაფხულო სკოლა ტყის მდგრადი მართვის საკითხებზე მოეწყობა 16-25 ივნისს პროექტის „აკადემიური გამოცდილების გაზიარება მდგრადი ტყის მართვისთვის“ ფარგლებში. სტუდენტები შეიძენენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ტყის მართვის\, ოპერაციებისა და ბიომრავალფეროვნების მიმართულებით. \nსკოლას გაუძღვებიან შვეიცარიელი და ქართველი მეცნიერები და ლექტორები. ლექციები გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე\, პროგრამით ასევე დაგეგმილია 4-დღიანი საველე გასვლა ღამისთევით თიანეთის მუნიციპალიტეტში\, საბადურის ტყეში\, სადაც ჩატარდება პრაქტიკული სამუშაოები. \nსაზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შეუძლია სატყეო საკითხებით დაინტერესებულ ნებისმიერი პროფესიის სტუდენტს.\nდაინტერესებულმა პირებმა უნდა მოიწერონ იმეილზე 13 ივნისის ჩათვლით. საკონტაქტო ელფოსტა: vasil.metreveli.1@iliauni.edu.ge \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 14 ივნისი\, 10:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G406 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/10-06-2025-summerschool/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/06/konph_web_new-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250623T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250623T190000
DTSTAMP:20260418T124200
CREATED:20250528T074757Z
LAST-MODIFIED:20250623T130445Z
UID:10005761-1750701600-1750705200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ სერგეი შაროვის საჯარო მოხსენება „ინკლუზიური ხმები: ხელოვნური ინტელექტი სათათბირო დემოკრატიისათვის“
DESCRIPTION:23 ივნისს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 აუდიტორიაში ლიდსის უნივერსიტეტის ენის\, კულტურისა და საზოგადოების მეცნიერებათა სკოლის\, ენის ტექნოლოგიების პროფესორი სერგეი შაროვი წაიკითხავს მოხსენებას „ინკლუზიური ხმები: ხელოვნური ინტელექტი სათათბირო დემოკრატიისათვის“. \nპროფესორი შაროვი მიმოიხილავს ევროკავშირის პროგრამის Horizon ფარგლებში განხორციელებული პროექტის iDem მიდგომებსა და შედეგებს. პროექტის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს მარგინალიზებული ჯგუფების\, მათ შორის ხანდაზმულების\, მიგრანტებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირების ჩართულობას დემოკრატიულ პროცესებში ენობრივი ბარიერების დაძლევის გზით. \nმომხსენებელი განიხილავს\, როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს ხელი შეუწყოს მარგინალიზებული ჯგუფების ინკლუზიურ დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობას. რამდენადაც სათათბირო დემოკრატია უზრუნველყოფს ურთიერთგაგებას დაინტერესებულ მხარეებს შორის\, რთული ინსტიტუციური ენა ხშირად გამორიცხავს ხანდაზმულების\, მიგრანტებისა და ფსიქიკური პრობლემების მქონე პირების მონაწილეობას სამოქალაქო პლატფორმებსა და ონლაინ სივრცეებში. სწორედ ამიტომ პროექტი\, რომელიც ხორციელდება ბარსელონის ქალაქის მერიასთან\, Cibervoluntarios-თან\, PIM-სა და ANFFAS-თან თანამშრომლობით\, ფოკუსირებულია სამ კვლევით შემთხვევაზე და მიზნად ისახავს კატალონურ\, იტალიურ და ესპანურ ენებში კომპლექსური ლინგვისტური მოვლენების იდენტიფიცირებას\, რათა უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ამ საზოგადოებისთვის სათათბირო პროცესებში მონაწილეობა. სისტემურ-ფუნქციური ლინგვისტიკის საფუძველზე პროფ. შაროვი განიხილავს სხვაობას ენის მომხმარებლებსა (მაგ. სოციალურ-დემოგრაფიული ფაქტორები) და ენის გამოყენებას (მაგ. კომუნიკაციური ფუნქციები) შორის და მის ზეგავლენას ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ სათათბირო დიალოგზე. \nმოხსენების ბოლოს პროფესორი შაროვი აანალიზებს რისკებს\, ერთი მხრივ\, ზედმეტად ოპტიმისტური მოლოდინების შექმნისა\, და\, მეორე მხრივ\, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების უგულებელყოფის შესახებ. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 23 ივნისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 აუდიტორია\, გ.წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/28-05-2025-publicreport/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/khelovnuri-inteleqti-posti-NEW-WEB-01-1-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250626T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250626T140000
DTSTAMP:20260418T124200
CREATED:20250626T070824Z
LAST-MODIFIED:20250702T071139Z
UID:10005775-1750942800-1750946400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ ანა მგელაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:26 ივნისს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ბიზნესის\, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის განათლების სკოლის განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი ანა მგელაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ფიზიკის მასწავლებელთა ტექნოლოგიური კომპეტენციები“. \nსამეცნიერო ხელმძღვანელი − მარიკა კაპანაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი \nდისტანციურ ფორმატში დასასწრები ბმული: \n\nhttps://iliauni-edu-ge.zoom.us/j/85074207892?pwd=JbHJvDWUbybqV8yALKyVaMNRhr56ZF.1\n\nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 26 ივნისი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtorant-ana-mgeladzis-sadisertatsio-nashromis-datsva/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/07/ana-mgelaze-nashromi-NEW-01-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250626T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250626T170000
DTSTAMP:20260418T124200
CREATED:20250626T121050Z
LAST-MODIFIED:20250623T130543Z
UID:10005774-1750953600-1750957200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:Zoomout-ისა და ფაბლაბის პანელური დისკუსია „როგორ განავითაროთ მეწარმეობრივი უნარები სამსახურის დატოვების გარეშე“
DESCRIPTION:26 ივნისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში  ტექმეწარმეობისა და ინოვაციის განვითარების ცენტრის\, პრეაქსელერატორი Zoomout-ისა და ფაბლაბის ორგანიზებით გაიმართება საჯარო პანელური დისკუსია „როგორ განავითაროთ მეწარმეობრივი უნარები სამსახურის დატოვების გარეშე“. \nსპეციალურად მოწვეული მომხსენებელია დოქტორი ალექს დენობლი\, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეწარმეობის ემერიტუს-პროფესორი\, Lavin Entrepreneurship Center-ის აღმასრულებელი დირექტორი და წიგნის The Entrepreneur Within ავტორი. \nპროფესორ დენობლის საქმიანობა მოიცავს მეწარმეობას\, კორპორაციულ ინოვაციასა და ტექნოლოგიების კომერციალიზაციას. იგი აშშ-ის მცირე ბიზნესისა და მეწარმეობის ასოციაციის (USASBE) ყოფილი პრეზიდენტი და საერთაშორისო საბჭოს (ICSB) მოქმედი მმართველი წევრია. მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც სტარტაპებთან\, ისე მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებთან თანამშრომლობის კუთხით. \nშეხვედრის მონაწილეები გაიგებენ\, როგორ განავითარონ მეწარმეობრივი უნარები პროფესიული საქმიანობის პარალელურად; მოისმენენ პრაქტიკულ რჩევებს ინტრაპრენერობისა და კარიერული ზრდის შესახებ; შეძლებენ დარგის საერთაშორისო ექსპერტს დაუსვან შეკითხები\, მათ შორის\, რისკების მართვაზე\, მარცხის გამოცდილებასა და მოტივაციაზე. \nდისკუსიას გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეაქსელერატორი Zoomout-ის მენეჯერი\, სტარტაპ NEUROPILOT-ის დამფუძნებელი თინი მამუჩაშვილი. \nშეხვედრაზე დასასწრებად რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულზე: https://forms.gle/vJWfUHDzaf24nc9e6 \nდამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ორგანიზატორებს ელექტრონული ფოსტით: fablab@iliauni.edu.ge. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 26 ივნისი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/zoomout-isa-da-phablabis-paneluri-diskusia-rogor-ganavitharoth-metsarmeobrivi-unarebi-samsakhuris-datovebis-gareshe/
CATEGORIES:დისკუსიები,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/06/bootcamp_web_new26-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250628T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250628T130000
DTSTAMP:20260418T124200
CREATED:20250628T071828Z
LAST-MODIFIED:20250702T072003Z
UID:10005777-1751112000-1751115600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მეოთხე ეროვნული ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში“
DESCRIPTION:28 ივნისს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში გაიმართება მეოთხე ეროვნული ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში” (Science on Stage)\, რომლის ორგანიზატორია ილიაუნის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS. \nფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 19 პროექტი საბუნებისმეტყველო განათლების სხვადასხვა სფეროდან. ჟიურის მიერ შერჩეული ოთხი საუკეთესო პროექტის ავტორი 2026 წლის მაისში  საქართველოს წარმოადგენს საერთაშორისო ფესტივალზე კლაიპედაში (ლიეტუვა). \nფესტივალის მიზანია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების ხელშეწყობა და ინოვაციური საგანმანათლებლო პრაქტიკის გაზიარება როგორც ადგილობრივ\, ისე საერთაშორისო დონეზე. \nდრო: 28 ივნისი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორია\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n2025 \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/meothkhe-erovnuli-phestivali-metsniereba-mthavar-rolshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/07/phestivali-metsniereba-mthavar-rolshi-NEW-01-scaled.png
END:VEVENT
END:VCALENDAR