BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20250101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250403T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250403T160000
DTSTAMP:20260419T005540
CREATED:20250401T101935Z
LAST-MODIFIED:20250401T101935Z
UID:10005692-1743692400-1743696000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:Level UP – მეოთხე ლექცია: CV & სამოტივაციო წერილი
DESCRIPTION:3 აპრილს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში პროექტის Level UP ფარგლებში მეოთხე შეხვედრას გამართავს ნანუკა ჯობავა. \nლექციის თემებია: \n\nრეზიუმეს (CV) შედგენა\nსამოტივაციო წერილი\n\nლექცია იქნება პრაქტიკაზე ორიენტირებული – რეალური რჩევებით\, მაგალითებით და პრაქტიკული მიგნებებით HR სფეროდან. \nნანუკა ჯობავა არის TBC ბანკის საცალო ბიზნესის შერჩევის ჯგუფის ხელმძღვანელი\, HR სპეციალისტი მრავალწლიანი გამოცდილებით. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 3 აპრილი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/01-04-2025-levelup/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/axali-web.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250404T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250404T170000
DTSTAMP:20260419T005540
CREATED:20250403T095110Z
LAST-MODIFIED:20250403T110521Z
UID:10005695-1743778800-1743786000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ჰერიოს“ დამფუძნებლების შეხვედრა სტუდენტებთან
DESCRIPTION:4 აპრილს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტისა და კარიერული განვითარების სერვისების ორგანიზებით სტუდენტებს შეხვდებიან სტარტაპ „ჰერიოს“ დამფუძნებლები ლევან ასანიძე (CEO) და გეგი გვაზავა (COO). \nრა არის „ჰერიო“? \nინოვაციური პლატფორმა\, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს დასაქმების მოქნილ შესაძლებლობას. მისი მიზანია ახალგაზრდა სპეციალისტებს გაუადვილოს პროფესიული განვითარება და შემოსავლის მიღება მორგებული სამუშაო გრაფიკით. \nშეხვედრის მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას თემებზე: \nროგორ შეიქმნა „ჰერიო“ და როგორ პასუხობს თანამედროვე დასაქმების ბაზრის გამოწვევებს; \nროგორ შეუძლიათ სტუდენტებს პლატფორმის გამოყენება კარიერული ზრდისთვის; \nროგორია რეალურ საჭიროებებზე დაფუძნებული სტარტაპის შექმნის პროცესი. \nდარეგისტრირდით შეხვედრაზე: https://bit.ly/3RBDc9S \nმეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ „ჰერიოს“ ბლოგს. \nგადმოწერეთ აპლიკაცია: \n\n iOS\n Android\n\nარ გაუშვათ შესაძლებლობა შეხვდეთ წარმატებული სტარტაპერების გუნდს და დაინტერესდეთ კარიერული განვითარების ახალი პერსპექტივებით. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 4 აპრილი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/03-04-2025-meetingwithstudents/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/new-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250410T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250410T130000
DTSTAMP:20260419T005540
CREATED:20250404T095145Z
LAST-MODIFIED:20250404T121140Z
UID:10005696-1744286400-1744290000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ასოცირებული პროფესორის ჯუანშერ ჯეჯელავას საჯარო ლექცია „რატომ და როგორ ვაფუჭებთ ფიზიკოსები ფარდობითობის თეორიას“
DESCRIPTION:10 აპრილს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევების ცენტრში (S800) ილიაუნის ალუმნი განვითარების ქსელისა და უმაღლესი კვლევების ცენტრის ორგანიზებით უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ჯუანშერ ჯეჯელავა წაიკითხავს ლექციას „რატომ და როგორ ვაფუჭებთ ფიზიკოსები ფარდობითობის თეორიას“. \nმომხსენებელი ისაუბრებს ფარდობითობის თეორიის წარმოშობის ისტორიის შესახებ და ასევე\, თუ როგორი შეიძლება იყოს ამ თეორიის დასასრული. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 10 აპრილი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/04-04-2025-publiclecture/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/event.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250410T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250410T170000
DTSTAMP:20260419T005541
CREATED:20250408T133728Z
LAST-MODIFIED:20250408T133728Z
UID:10005699-1744297200-1744304400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:Level UP მეხუთე ლექცია „მოლაპარაკების ხელოვნება და გასაუბრება დამსაქმებელთან“
DESCRIPTION:10 აპრილს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში პროექტის Level UP მეხუთე ლექციას წაიკითხავს საერთაშორისო კომპანიის Knauf რეგიონული HR ხელმძღვანელი ირინა ფაცურია. \nლექციის თემებია: \n\nმოლაპარაკების ხელოვნება\nდამსაქმებელთან გასაუბრება (Job Interview)\n\nHR პროფესიონალი პრაქტიკულ და გამოცდილებაზე დაფუძნებულ რეალურ რჩევებს მისცემს მონაწილეებს. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 10 აპრილი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/08-04-2025-levelup/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/akhali-vebi.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250411T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250411T210000
DTSTAMP:20260419T005541
CREATED:20250403T073948Z
LAST-MODIFIED:20250403T074141Z
UID:10005693-1744398000-1744405200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ინტერაქციული ვორკშოპი „გაიცანით ავსტრიელები და ქართველები: ბიზნესი\, კომუნიკაცია და კულტურა − რაზე ვსაუბრობთ?“
DESCRIPTION:11 აპრილს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში პროფესორი ალექსანდრე ბურკა ჩაატარებს ინტერაქციულ ვორკშოპს „გაიცანით ავსტრიელები და ქართველები: ბიზნესი\, კომუნიკაცია და კულტურა − რაზე ვსაუბრობთ?“ \nვორკშოპი ჩატარდება 9-13 აპრილს ავსტრიის ბურგენლანდის გამოყენებითი უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში. \nვორკშოპის თემები: \n\nრა არის თანამედროვე ბიზნესის თავისებურებები ავსტრიასა და საქართველოში?\nროგორ აისახება საერთაშორისო გარემო ბიზნესზე?\nროგორ აისახება კულტურული განსხვავებები ბიზნესზე?\nრომელი ასპექტებია გასათვალისწინებელი კორპორაციულ კონტექსტში კულტურათაშორისი ურთიერთობისას?\nროგორია ავსტრიული მუშაობის სტილი\, რას ფიქრობენ ახალგაზრდა პროფესიონალები საქართველოში?\n\n  \nდოქტ. ალექსანდრე ბურკა ბურგენლანდის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (ავსტრია) საერთაშორისო ბიზნეს კომუნიკაციის პროფესორია. იგი უძღვება სალექციო კურსებს საერთაშორისო კომპეტენციების\, კულტურათაშორის მენეჯმენტის და რუსული ენას (როგორც უცხო ენის) მიმართულებით. აქვს 60-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კომპანიებში სხვადასხვა მიმართულებით მუშაობის 25-წლიანი პროფესიული გამოცდილება. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 11 აპრილი\, 19:00-21:00 \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/03-04-2025-workshop/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/vorqshopi1_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250414T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250414T160000
DTSTAMP:20260419T005541
CREATED:20250411T091047Z
LAST-MODIFIED:20250411T091047Z
UID:10005702-1744639200-1744646400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სულხან-საბა ორბელიანი − ქართული ფილოლოგიური ტრადიციის განახლება
DESCRIPTION:14 აპრილს\, 17:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის ორგანიზებით ქართული ენის დღის აღსანიშნავად გაიმართება ღონისძიება\, რომელიც ეძღვნება სულხან-საბა ორბელიანის გამორჩეულ მემკვიდრეობას ქართულ ფილოლოგიასა და თანამედროვე ლექსიკოგრაფიაში. \nპროგრამა \nსულხან-საბა ორბელიანის ქართული ლექსიკონის მოგზაურობა ევროპაში (ემანუელ დე იგლესიასის ქართულ-იტალიური და იტალიურ-ქართული ლექსიკონი) − ილიაუნის რექტორი\, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე \nკონკურსის „შექმენი ქართული ტერმინი“ მეოთხე ტურის გამარჯვებულების დაჯილდოება − ილიაუნის პროფესორი თინათინ მარგალიტაძე \nინგლისურ-ქართული პარალელური კორპუსის ახალი ვერსიის პრეზენტაცია − ლექსიკოგრაფიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი ქეთევან მჭედლიშვილი \nინგლისურ-ქართული მრავალდარგოვანი ტერმინოლოგიური ლექსიკონის პლატფორმის პრეზენტაცია − ლექსიკოგრაფიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი გიორგი ოქროპირიძე \nდრო: 14 აპრილი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/11-04-2025-georgianphilological/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/axali-web-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250415T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250415T180000
DTSTAMP:20260419T005541
CREATED:20250411T085152Z
LAST-MODIFIED:20250411T090000Z
UID:10005701-1744736400-1744740000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კატრინე ბენდცენ გოთფრედსენის საჯარო მოხსენება „ოკუპირებული პირადი სივრცეები: ბორდერიზაცია პალესტინაში\, საქართველოსა და დასავლეთ საჰარაში“
DESCRIPTION:15 აპრილს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A103 აუდიტორიაში ილიაუნის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის ორგანიზებით ანთროპოლოგიის დოქტორი კატრინე ბენდცენ გოთფრედსენი წაიკითხავს საჯარო მოხსენებას „ოკუპირებული პირადი სივრცეები: ბორდერიზაცია პალესტინაში\, საქართველოსა და დასავლეთ საჰარაში“. \nმომხსენებელი განიხილავს სამ განსხვავებულ სამხედრო ოკუპაციის შემთხვევას: პალესტინას\, სამხრეთ ოსეთს და დასავლეთ საჰარას. ოკუპაცია აღქმულია\, როგორც ძალაუფლების უწყვეტი პრაქტიკა\, რომელიც აღწევს ყოველდღიურ და პირად სივრცეებში და არღვევს ნათესაურ კავშირებს. ბორდერიზაცია წარმოდგენილია როგორც ინსტრუმენტი\, რომელიც ადამიანებს ყოფს ფიზიკურად\, ბიუროკრატიულად და ემოციურად. \nკატრინე ბენდცენ გოთფრედსენი (Katrine Bendtsen Gotfredsen\, https://mau.se/en/persons/katrine.gotfredsen/) არის მალმოს უნივერსიტეტის კავკასიის კვლევების ლექტორი\, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დოქტორი. ჩატარებული აქვს ვრცელი ეთნოგრაფიული საველე კვლევები საქართველოში. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს პოლიტიკურ ტრანსფორმაციასა და გაურკვევლობას\, რელიგიას\, ისტორიასა და იდენტობას\, მორალს\, ასევე პოლიტიკურ ფორმებსა და პრაქტიკებს. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 15 აპრილი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A103 აუდიტორია\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/11-04-2025-anthropology/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250416T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250416T200000
DTSTAMP:20260419T005541
CREATED:20250407T073353Z
LAST-MODIFIED:20250407T073353Z
UID:10005697-1744830000-1744833600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:წიგნის „პოლონური და ქართული ეროვნული პროექტების ტრაექტორია: შემთხვევა ნაციონალიზმის შედარებითი კვლევისათვის“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:16 აპრილს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსში“ გაიმართება  დავით დარჩიაშვილისა და ზურაბ სამარღანიშვილის წიგნის „პოლონური და ქართული ეროვნული პროექტების ტრაექტორია: შემთხვევა ნაციონალიზმის შედარებითი კვლევისათვის“ პრეზენტაცია. \nწიგნი შეიქმნა შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ 2022 წელს გაცემული გრანტის დახმარებით. ავტორებს ასევე ჰქონდათ პოზნანის ადამ მიცკევიჩისა და კრაკოვის იაგელონის უნივერსიტეტების ბაზაზე აღმოჩენილი აკადემიური მხარდაჭერა. \nწიგნში შეფასებულია თანამედროვე ქართველი და პოლონელი ერების იდენტობისა და ეროვნული დისკურსების ფორმირების თითქმის სამასწლოვანი პერიოდი  განმანათლებლებიდან დღემდე. არსებითად\, ავტორები ორ ქვეყანაში მოდერნულობის ნაციონალურ ასპექტებზე მსჯელობენ. \nჩნდება კითხვა: რატომ პოლონეთი და საქართველო – რა საერთოა ამ ორი ერის თავგადასავალს შორის? \nპასუხი შეიძლება სამგვარი იყოს: \n\nქართული და პოლონური ნაციონალიზმი რუსეთის იმპერიის ჩრდილქვეშ ყალიბდებოდა ორივე ერისათვის\, ძირითადად\, რუსები იყვნენ კოლონიური თუ პოსტკოლონიური „სხვა“;\nჩვენი ეროვნული თავგადასავლის გასაცნობიერებლად შედარებითი მეთოდი შეუდარებელია;\nთანამედროვე ერად ჩამოყალიბებული პოლონური მაგალითი წარმატებულად უნდა შეფასდეს\, საქართველოს კი ამ მხრივ ჯერაც ბევრი განსაცდელი ელის. შესაბამისად\, წიგნის ავტორებს მიაჩნიათ\, რომ საქართველოს ევროპული იდენტობის პერსპექტივები\, ევროპეიზაციის ქართული შუქ-ჩრდილები პოლონური მაგალითის ფონზე უფრო გამოკვეთილად ჩანს და სამომავლო ძალისხმევის ვექტორს აჩვენებს.\n\nნაშრომის შექმნაში წვლილი შეიტანეს კონსულტანტმა ჩარლზ ფერბენქსმა და მკვლევარმა თამარ თოლორდავამ. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 16 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/07-04-2025-presentation/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/tsigni_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250422T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250422T190000
DTSTAMP:20260419T005541
CREATED:20250415T122153Z
LAST-MODIFIED:20250417T130236Z
UID:10005709-1745344800-1745348400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ჩარლზ პენსის ლექციების სამდღიანი კურსი „ბიოლოგიის ფილოსოფიის ძირითადი საკითხები“
DESCRIPTION:22\, 24 და 25 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროგრამაზე  გაცვლითი პროგრამის ERASMUS+ ფარგლებში  ლუვენ-ლა-ნოვის უნივერსიტეტის (ბელგია)  მეცნიერების ფილოსოფიისა და საზოგადოების ცენტრის პრეზიდენტი\, ჟურნალის Philosophy\, Theory\, and Practice in Biology რედაქტორი\, პროფესორი ჩარლზ პენსი ჩაატარებს ლექციების კურსს ბიოლოგიის ფილოსოფიის ძირითად საკითხებზე. \nლექციების თემები: \n\nსაფუძვლები: ბუნებრივი გადარჩევა როგორც კაუზალური\, ემპირიული და პრობაბილისტური თეორია;\nბუნებრივი გადარჩევა\, შეგუებულობა (fitness) და სახეობები: ადაპტაციონიზმის პროგრამის   კრიტიკა; შეგუებულობის ცნების გაგება მიდრეკილების (propensity) ცნების გამოყენებით;\nგანვითარების ბიოლოგია\, შეზღუდვები და ბიომრავალფეროვნება.\n\nკურსზე რეგისტრაციისთვის მიმართეთ თამაზ თოხაძეს: tamaz_tokhadze@iliauni.edu.ge \nრეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ ინფორმაციას წასაკითხი მასალებისა და აუდიტორიის შესახებ. \nრეკომენდებული საკითხავი მასალა წინასწარ იქნება ხელმისაწვდომი. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 22\, 24\, 25 აპრილი\, 18:00 საათი \nდასწრება თავისუფალია. \n2025 \n  \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/15-04-2025-course/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/axaliii.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250424T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250424T140000
DTSTAMP:20260419T005541
CREATED:20250415T080302Z
LAST-MODIFIED:20250417T131855Z
UID:10005706-1745499600-1745503200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კონფერენცია „ფსიქოთერაპიული მეთოდი − მითოდრამა“
DESCRIPTION:24 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის\, ქართულ-შვეიცარიული პროექტის „ნერგი“-სა და „საქართველოს ანალიტიკური ფსიქოლოგიის ასოციაციის” ორგანიზებით გაიმართება შემაჯამებელი კონფერენცია „ფსიქოთერაპიული მეთოდი − მითოდრამა“. \nკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს მეთოდის ავტორი\, ციურიხის კონფლიქტების მართვის ინსტიტუტის დირექტორი\, ციურიხის განათლების უნივერსიტეტის პროფესორი ალლან გუგენბიული. \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009 წლიდან თანამშრომლობს ბერნის (შვეიცარია) ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრსა და ამ ცენტრის ბავშვთა და მოზარდთა ჯგუფური ფსიქოთერაპიის განყოფილებასთან. ქართულ-შვეიცარიული პროექტის „ნერგი“ ფარგლებში (ლელა ქსოვრელაშვილი-შმიდისა და დავიდ შმიდის ინიციატივით) ჩატარებული აქვს ფსიქოლოგიური მუშაობა ბავშვებისა და მოზარდების სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან საქართველოში. \nმუშაობა ძირითადად მიმდინარეობს პროფესორ ალლან გუგენბიულის მეთოდზე „მითოდრამა“ დაყრდნობით\, რომელიც ფსიქოთერაპიაში კლასიკოსი ავტორების (იუნგი\, მორენო) ხედვების გაერთიანების ორიგინალურ ვერსიას წარმოადგენს. \nმეთოდი დანერგილია ევროპისა და აზიის რიგ ქვეყნებში\, მისი ეფექტიანობა დასტურდება მეთოდზე მორგებული შეფასების ინსტრუმენტებით. \nკონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება პროექტ „ნერგის“ ფარგლებში მომზადებული ფსიქოთერაპევტების პრაქტიკის ამსახველი მოხსენებები. \nდეტალური პროგრამა იხილეთ ბმულზე. \nრეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/esySY6F6XhceBewP7 \nდრო: 24 აპრილი\, 13:00 საათი (კონფერენციის დაწყების დრო) \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია (გთხოვთ\, გაითვალისწინეთ\, რომ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია). \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/15-04-2025-conference/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/axali-web-bavS.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250425T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250425T170000
DTSTAMP:20260419T005541
CREATED:20250423T065116Z
LAST-MODIFIED:20250506T082704Z
UID:10005715-1745593200-1745600400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:Falling Walls Lab Georgia 2025 − საინფორმაციო შეხვედრა
DESCRIPTION:31 მაისს თბილისში გაიმართება ადგილობრივი კონკურსი\, რომელიც შესთავაზებს სტუდენტებსა და დოქტორანტებს − ქართველ და საერთაშორისო ტალანტებს − თავიანთი ინოვაციური იდეების წარმოჩენის შესაძლებლობას. გამარჯვებული მონაწილეობას მიიღებს გლობალურ Falling Walls Science Summit-ზე ბერლინში. \nეს პლატფორმა  კონკურსის მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას\, გაუზიარონ მსმენელს საკუთარი იდეები ბერლინის საერთაშორისო სცენაზე\, ისწავლონ\, როგორ შექმნან 3-წუთიანი მომგებიანი შეთავაზება\, დაუკავშირდნენ წამყვან მეცნიერებს\, მეწარმეებსა და მოაზროვნეებს. \nკონკურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://falling-walls.com/falling-walls-lab-georgia-0 \nრეგისტრაციის ვადა: 2025 წლის 12 მაისი \n25 აპრილს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება Falling Walls Lab Georgia 2025-ის საინფორმაციო შეხვედრა\, რომელზეც მსმენელი მიიღებს ინფორმაციას კონკურსის\, განაცხადის პროცესის\, დაშვების კრიტერიუმებისა და მონაწილეობის უპირატესობათა შესახებ. \nსაინფორმაციო შეხვედრაზე დასარეგისტრირებლად შეავსეთ ფორმა \nhttps://fb.me/e/4TtJxQqBH \nკონტაქტი: anika.freese@daad-lektorat.de \nსამუშაო ენა: ქართული – ინგლისური \nდრო: 25 აპრილი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\,  გ. წერეთლის ქ. N1
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/23-04-2025-informationmeeting/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/falling-walls_web_new2-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250425T173000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250425T183000
DTSTAMP:20260419T005541
CREATED:20250414T085819Z
LAST-MODIFIED:20250414T085846Z
UID:10005703-1745602200-1745605800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კვლევითი პროექტის „მოდერნულობის ინსტიტუციონალიზაცია საქართველოში: იმპერიისა და პერიფერიის თანაკვეთაზე“ წარდგენა
DESCRIPTION:25 აპრილს\, 17:30 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის პროექტის „მოდერნულობის ინსტიტუციონალიზაცია საქართველოში: იმპერიისა და პერიფერიის თანაკვეთაზე“ წარდგენა. \nსაქართველოში მოდერნიზაციის შესწავლისას ეს კვლევა ყურადღებას ამახვილებს ცარისტული მმართველობის პირობებში განხორციელებულ მოდერნიზაციის იმპერიულ პროექტებსა და მათ გამოძახილზე 1918-1921 წლების დამოუკიდებლობის თუ ადრეულ საბჭოთა პერიოდში. მოდერნიზაციას პროექტი განიხილავს არა როგორც სწორხაზოვან პროცესს\, ცალმხრივი ძალაუფლებრივი ურთიერთობებით – სადაც იმპერიის ცენტრი აწესებს გეგმას\, რასაც პერიფერია პასიურად ასრულებს – არამედ წარმოაჩენს პროცესის მრავალმხრივობასა და ინტერესთა ჭიდილს\, რაც ხშირად მოდერნიზაციასთან იმპერიის ცენტრის მიერ დაკავშირებული განზრახვებისგან განსხვავებულ მოულოდნელ შედეგებსაც იძლეოდა. პროექტის სიახლე მისი ინსტიტუციური და ინფრასტრუქტურული საფუძვლების წარმოჩენაცაა. დარგობრივად\, მოდერნიზაციის\, როგორც პროცესის\, მრავალმხრივობისა და მატერიალურობის სათანადოდ მოსახელთებლად\, პროექტი არსებითად ინტერდისციპლინური იქნება და გამოიყენებს კულტურის კვლევების\, პოლიტეკონომიისა და ისტორიოგრაფიის თეორიულ და მეთოდოლოგიურ ინსტრუმენტებს. \nპროექტს უხელმძღვანელებენ და კოორდინაციას გაუწევენ ლუკა ნახუცრიშვილი და ია ერაძე\, ახალგაზრდა მეცნიერთა  სტატუსით  ჩართული იქნებიან თამარ ქებურია და გიორგი ჯავახიშვილი. \nპროექტი 2025 წელს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ჰუმანიტარული მიმართულების ფარგლებში დაფინანსდა. \nღონისძიების მონაწილეები: ინსტიტუტის დირექტორი გიორგი მაისურაძე და პროექტის თანამშრომლები ლუკა ნახუცრიშვილი\, ია ერაძე\, თამარ ქებურია და გიორგი ჯავახიშვილი \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 25 აპრილი\, 17:30 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/14-04-2025-researchroject/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/axali-web-metsn-khel-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250425T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250425T200000
DTSTAMP:20260419T005541
CREATED:20250422T080010Z
LAST-MODIFIED:20250422T082846Z
UID:10005712-1745604000-1745611200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ისტორიის დოქტორ თეა ქართველიშვილის მოხსენება „ოკუპირებული ტერიტორიების ხელნაწერი მემკვიდრეობა“
DESCRIPTION:25 აპრილს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E209 აუდიტორიაში შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის მუდმივმოქმედ სემინარზე კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი\, ისტორიის დოქტორი თეა ქართველიშვილი წაიკითხავს მოხსენებას „ოკუპირებული ტერიტორიების ხელნაწერი მემკვიდრეობა“ (კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული საისტორიო დოკუმენტების მიხედვით). \nსაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ისტორია დიდწილად პოლიტიკური კონიუნქტურის მსხვერპლია. აფხაზეთის ა/რ-ის და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებას წინ უსწრებდა ფსევდომეცნიერული ისტორიული ნაშრომების ტირაჟირება და პროპაგანდა. ობიექტური რეალობის აღსადგენად არსებითი მნიშვნელობა აქვს ავთენტური წყაროების შესწავლას\, რომელთაგანაც ყველაზე დიდი სანდოობით დოკუმენტური მასალა გამოირჩევა. ისტორიული საბუთები მრავალფეროვანი შინაარსისაა და მოცემული რეგიონების ისტორიას სხვადასხვა კუთხით წარმოაჩენს. აღნიშნული მასალა თემატურად დაჯგუფებულია რამდენიმე კატეგორიად: რა შინაარსით გამოიყენებოდა ტერმინი „აფხაზეთი“ და „აფხაზი“\, ოსი მოსახლეობა როდის და რატომ დაფუძნდა ქართლის სამეფოში\, რა დამოკიდებულება ჰქონდათ მათ ადგილობრივ ფეოდალებსა და სამეფო კართან\, რა ვითარება შეიქმნა რუსეთის გაბატონების შემდეგ. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 25 აპრილი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E209 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/22-04-2025-report/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/axali-web-metsn.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250425T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250425T200000
DTSTAMP:20260419T005541
CREATED:20250408T071352Z
LAST-MODIFIED:20250408T071352Z
UID:10005698-1745607600-1745611200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დისკუსია „სან პატრინიანოს მოდელის კონცეფცია და პრაქტიკაში დანერგვის პერსპექტივები“
DESCRIPTION:25 აპრილს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ორგანიზაციის „პრევენცია ცვლილებისთვის“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით გაიმართება დისკუსია\, რომელზეც მომხსენებლები დეტალურად განიხილავენ სან პატრინიანოს მოდელს.  ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სათემო სარეაბილიტაციო პროგრამა ნარკოტიკებზე დამოკიდებული პირებისა და განსაკუთრებით კანონთან კონფლიქტში მყოფი ადამიანების რეაბილიტაციისთვის\, რომელსაც წარმატებით იყენებენ იტალიაში. \nმომხსენებლები ასევე განიხილავენ საკითხებს: \n\nსან პატრინიანოს მოდელის კონცეფცია და პრაქტიკული გამოცდილება;\nთემაზე დაფუძნებული რეაბილიტაციის შესაძლებლობები და პერსპექტივები საქართველოში;\nკანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რეაბილიტაციის მნიშვნელობა და საჭიროებები;\nსტუდენტებისა და მომავალი პროფესიონალების ჩართულობა − როგორ გავიაზროთ და დავნერგოთ ასეთი მიდგომები ქართულ რეალობაში;\n\nგაიმართება დისკუსია სტუდენტებთან და დაინტერესებულ საზოგადოებასთან. \nღონისძიების მიზანია სტუდენტებისა და ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი და გასაგები გახდეს რეაბილიტაციის წარმატებული მოდელები\, რათა უკეთ იქნეს გააზრებული მათი დანერგვის შესაძლებლობები საქართველოში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გზებს\, თუ როგორ შეიძლება გამოყენებულ იქნეს თემაზე დაფუძნებული სარეაბილიტაციო მიდგომები კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისთვის როგორც ციხის ალტერნატივა\, სოციალური რეინტეგრაციისა და რეციდივის პრევენციისთვის. \nმომხსენებლები: ანტონ (ტატო) ქელბაქიანი\, ორგანიზაცია „პრევენცია ცვლილებისთვის“\, ნატალია ცაგარელი\, ორგანიზაცია „პრევენცია ცვლილებისთვის“ \nღონისძიებას აფინანსებს ნიდერლანდების სამეფოს საელჩო. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 25 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/08-04-2025-discussion/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/axali-web-samarth.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250426T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250426T180000
DTSTAMP:20260419T005541
CREATED:20250417T081032Z
LAST-MODIFIED:20250417T081032Z
UID:10005710-1745683200-1745690400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ფრანკ თომას გრუბის სემინარი „ამბების თხრობა: საზოგადოება\, ისტორია\, თანამედროვეობა და ლიტერატურა“
DESCRIPTION:26 აპრილს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F412 ოთახში პროგრამის Erasmus+ აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში უფსალის უნივერსიტეტის პროფესორი\, დოქტორი ფრანკ თომას გრუბი გამართავს სემინარს „ამბების თხრობა: საზოგადოება\, ისტორია\, თანამედროვეობა და ლიტერატურა“ (Geschichte(n) erzählen: Gesellschaft\, Geschichte\, Gegenwart und Literatur). \nპროფესორ გრუბის კვლევის სფეროა თანამედროვე გერმანულენოვანი ლიტერატურა\, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მწერლობა და კულტურისმცოდნეობის დიდაქტიკა. მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს ასევე ინტერ- და ტრანსკულტურულ საკითხებს\, ხოლო მისი ნაშრომები დაკავშირებულია ავტობიოგრაფიულ მწერლობასთან\, ლიტერატურულ ლიმინალურობასთან\, ლიტერატურის შექმნასა და რეცეფციასთან\, სამოგზაურო ლიტერატურასთან\, ლიტერატურის თეორიასა და გერმანისტიკის\, როგორც დარგის\, განვითარებასთან უცხოეთში. \n2003 წელს მან ზაარლანდის უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია თემაზე „გარდატეხა“ და „ერთიანობა“ გერმანულენოვან ლიტერატურაში. 2020 წელს გამოიცა მისი მეორე მონოგრაფია Traumreisen in Märchenländer? Studien zur Reiseliteratur aus der DDR Richtung “Westen“. \nფრანკ თომას გრუბი იყო გერმანისტიკის მიმართულების პროფესორი ჯერ გოტებორგის\, შემდეგ – უფსალის უნივერსიტეტში. ამჟამად ხელმძღვანელობს უფსალის უნივერსიტეტის თანამედროვე ენათა ინსტიტუტს.  ქსელის Landeskunde Nord დამაარსებელი და არაერთი ანთოლოგიის (მათ შორის Northern European Studies in Literature\, Language and Culture) რედაქტორია. ასევე აქვეყნებს სამეცნიერო-პოპულარულ სტატიებს თანამედროვე გერმანულენოვანი ლიტერატურის შესახებ. \nვრცლად მომხსენებლის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://www.uu.se/en/contact-and-organisation/staff?query=N14-498. \nსამუშაო ენა: გერმანული \nდრო: 26 აპრილი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F412 ოთახი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/17-04-2025-seminar/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/axali-web-1-metsn-spikeriani.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250429T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250429T120000
DTSTAMP:20260419T005541
CREATED:20250422T113743Z
LAST-MODIFIED:20250423T081412Z
UID:10005713-1745920800-1745928000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ აია ბერაიას სადისერტაციო ნაშრომის „ფემინისტური დემოკრატია: ავტონომიის\, იდენტობისა და მოქალაქეობის რეკონსტრუქცია“ დაცვა
DESCRIPTION:29 აპრილს\, 10:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მიუნსტერის ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტს შორის სადოქტორო კვლევების ერთობლივი ხელმძღვანელობის (კოტუტელის) შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ფილოსოფია“ დოქტორანტი აია ბერაია დაიცავს სადოქტორო ნაშრომს „ფემინისტური დემოკრატია: ავტონომიის\, იდენტობისა და მოქალაქეობის რეკონსტრუქცია“  (Feminist Democracy: Reconstruction of Autonomy\, Identity and Citizenship). \nერთობლივი პროგრამა დოქტორანტს შესაძლებლობას აძლევს\, კოტუტელის პრინციპზე დაფუძნებული მოდელით დაიცვას ნაშრომი და მიიღოს ორმაგი სადოქტორო ხარისხი და ორივე უნივერსიტეტის დიპლომი. \nდოქტორანტი ნაშრომში მიზნად ისახავს დემოკრატიის ახალი მოდელის შემოთავაზებას რეალურად არსებული ლიბერალური დემოკრატიების რამდენიმე საფუძვლის რეკონსტრუქციის საშუალებით. ლიბერალური დემოკრატია კრიზისშია\, რასაც სხვადასხვა სიმპტომი აქვს\, მათ შორის\, ელექტორალური მონაწილეობის შემცირება\, ულტრამემარჯვენე მოძრაობის აღზევება და არალიბერალური რეჟიმების გაძლიერება. ამ გლობალური კრიზისის საპასუხოდ შემოთავაზებულია მოდელი „ფემინისტური დემოკრატია“\, რომლის კონსტრუირება ხდება ნორმატიული ლიბერალური თეორიის\, ლიბერალური დემოკრატიის საფუძველმდებარე იდეების თეორიულ სისუსტეებში ჩაძიებით და ამ იდეების ფემინისტური რეკონსტრუქციით. ამ მიზნის შესაბამისად ხდება ავტონომიის\, იდენტობისა და მოქალაქეობის იდეების რეკონსტრუქცია. ნაშრომი მიზნად ისახავს დემოკრატიის ნორმატიული თეორიის შექმნას. შემოთავაზებული ნორმატიული თეორიული ჩარჩო შედგება იდეებისგან\, როგორებიცაა: რელატიური ავტონომია და კოლექტიური ავტონომია\, „იდენტობა“ როგორც ეთიკურ-ნორმატიული ცნება და მოქალაქეობის ფემინისტურ-რესპუბლიკური მოდელი ჰეტეროგენულ საზოგადოებებში. \nსამეცნიერო ხელმძღვანელი მიუნსტერის უნივერსიტეტიდან:  პროფესორი თომას გუტმანი \nსამეცნიერო ხელმძღვანელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან: ასოც. პროფესორი თამარ ცხადაძე \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 29 აპრილი\, 10:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია. \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/22-04-2025-dissertation/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/ormagi_web_new-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250429T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250429T140000
DTSTAMP:20260419T005541
CREATED:20250410T090305Z
LAST-MODIFIED:20250411T041253Z
UID:10005700-1745931600-1745935200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ოსკარ სანჩეზ მუნოზის საჯარო ლექცია „ადამიანის უფლებათა დაცვა ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ“
DESCRIPTION:29 აპრილს\, 13:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის სამართლის სკოლის მოწვევით პროფესორი ოსკარ სანჩეზ მუნოზი (Óscar Sánchez Muñoz) წაიკითხავს საჯარო ლექციას „ადამიანის უფლებათა დაცვა ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ“. \nპროფესორი მუნოზი არის ვალიადოლიდის უნივერსიტეტის (ესპანეთი) პროფესორი საკონსტიტუციო სამართლის მიმართულებით და ვენეციის კომისიის წევრი (შემცვლელი). 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია და აქვს აკადემიური მოღვაწეობის 30-წლიანი გამოცდილება. პროფესორი მუნოზი ასევე არის საარჩევნო სამართლის აღიარებული ექსპერტი და არაერთი სამართლებრივი კვლევის/ანგარიშის ავტორი. ლექციებს კითხულობდა ევროპისა და ლათინური ამერიკის არაერთ წამყვან უნივერსიტეტში\, მათ შორის ტორონტოს უნივერსიტეტში (University of Toronto (ICCS grant)\, ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის ვაშინგტონის კოლეჯში (American University Washington College of Law (Fulbright-Schuman grant) და ოტავის უნივერსიტეტში (University of Ottawa). \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 29 აპრილი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/10-04-2025-publiclecture/
CATEGORIES:სამართლის სკოლა,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/AXALI.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250429T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250429T190000
DTSTAMP:20260419T005541
CREATED:20250414T105350Z
LAST-MODIFIED:20250414T105350Z
UID:10005704-1745949600-1745953200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პანელური დისკუსია „ევროკავშირის გაფართოება გლობალური ცვლილებების ეპოქაში: შესაძლებლობები და გამოწვევები საქართველოსთვის“
DESCRIPTION:29 აპრილს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე: „ევროკავშირის გაფართოება გლობალური ცვლილებების ეპოქაში: შესაძლებლობები და რისკები საქართველოსთვის“. დისკუსიაზე მიმოხილული იქნება შემდეგი საკითხები: ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებული უსაფრთხოებისა და გეოპოლიტიკური არგუმენტები\, გლობალური გეოპოლიტიკური ცვლილებების გავლენა ევროკავშირის სტრატეგიულ ხედვაზე\, გლობალური ტრანსფორმაციების მნიშვნელობა საქართველოსთვის და ამ უკანასკნელის პოზიციონირება ახლად წარმოქმნილ გეოპოლიტიკურ ლანდშაფტში. \nდისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ვურცბურგის უნივერსიტეტის პროფესორი სონია გრიმი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორები: გიორგი გვალია\, ნინო ფავლენიშვილი\, არჩილ აბაშიძე. დისკუსიას მოდერაციას გაუწევს ამავე ფაკულტეტის პროფესორი დავით აფრასიძე. \nპანელური დისკუსია  გაიმართება ჰორიზონტი ევროპის პროექტის „ცვლილებების მიღება: დაბრკოლებების დაძლევა და დემოკრატიის წინსვლა ევროპის სამეზობლოში“ (EMBRACE) ფარგლებში ვურცბურგის უნივერსიტეტთან (გერმანია) თანამშრომლობით. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 29 აპრილი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/14-04-2025-paneldiscussion/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/axali-web-paneluri.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250430T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250430T160000
DTSTAMP:20260419T005541
CREATED:20250423T125356Z
LAST-MODIFIED:20250423T125356Z
UID:10005719-1746021600-1746028800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფსიქოთერაპევტ შოთა ბერულავასთან შეხვედრა „Adolescence − ფსიქოლოგიური პერსპექტივები“
DESCRIPTION:30 აპრილს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 ოთახში\, ფსიქოთერაპევტი\, ილიაუნის ფსიქოლოგიის ალუმნი ქსელისა და ფსიქოლოგიის სკოლა ანიმოტერმის თანადამფუძნებელი შოთა ბერულავა გამართავს შეხვედრას თემაზე: „Adolescence − ფსიქოლოგიური პერსპექტივები“. \nმომხსენებელი მხოლოდ სერიალს Adolescence არ განიხილავს\, შეხვედრაზე ასევე ისაუბრებს თემებზე: \n\nთაობათა შორის ემოციური და სოციალური ხიდჩატეხილობის სირთულეები;\nენობრივი და სიმბოლური სისტემები\, რომლებიც თაობებს შორის განსხვავებას ქმნის და ზრდასრულებში გაუგებრობას იწვევს;\nროგორ ეჯახებიან ახალგაზრდები საკუთარ სურვილებს\, საზღვრებს\, იდენტობის ძიებას და ოჯახის/საზოგადოების მოლოდინებს.\n\nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 30 აპრილი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 ოთახი\, გ. წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია. \n2025 \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/23-04-2025-adolescence/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/new-web.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250430T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250430T180000
DTSTAMP:20260419T005541
CREATED:20250423T104126Z
LAST-MODIFIED:20250429T173044Z
UID:10005717-1746032400-1746036000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ სრომონ შარკარის საჯარო მოხსენება „იქ\, სადაც მოედინება საკრალურობა: კლიმატის ცვლილების ადაპტაციის ინფრასტრუქტურული პოლიტიკა ინდოეთის ბენგალის დელტაში“
DESCRIPTION:30 აპრილს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A405 ოთახში ილიაუნის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის ორგანიზებით სრომონ შარკარი\, ლონდონის ეკონომიკის სკოლის (LSE) გეოგრაფიისა და გარემოს დეპარტამენტის დოქტორანტი საზოგადოებრივი გეოგრაფიისა და ურბანული კვლევების მიმართულებით\, წაიკითხავს საჯარო მოხსენებას „იქ\, სადაც მოედინება საკრალურობა: კლიმატის ცვლილების ადაპტაციის ინფრასტრუქტურული პოლიტიკა ინდოეთის ბენგალის დელტაში“. \nმომხსენებელი ეთნოგრაფიულ დაკვირვებებზე დაყრდნობით განიხილავს ინდოეთში\, ბენგალის დელტაში\, მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ კლიმატური ცვლილების ადაპტაციის პროგრამას და მის ინფრასტრუქტურულ პოლიტიკას\, კრიტიკულად გააანალიზებს ადაპტაციას\, როგორც გარემოს მართვის ახალ რეჟიმს\, რომელმაც ძირეულად გარდაქმნა მსოფლიოში ყველაზე დიდი დელტის კულტურული გეოგრაფია\, ბუნებრივი ლანდშაფტი და სოციალურ-ეკოლოგიური ურთიერთობები. \nსრომონ შარკარი ლონდონის ეკონომიკის სკოლის (LSE) გეოგრაფიისა და გარემოს დეპარტამენტის დოქტორანტია. სხვადასხვა დროს მუშაობდა ინტერდისციპლინურ მკვლევრად ინდოეთსა და ევროკავშირში. ამჟამად გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი განათლების აკადემიის ასოცირებული წევრია. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 30 აპრილი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A405 ოთახი\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/23-04-2025-report/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/11/placeholder-1.png
END:VEVENT
END:VCALENDAR