BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20240101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240607T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240607T130000
DTSTAMP:20260423T135846
CREATED:20240514T083104Z
LAST-MODIFIED:20240514T083139Z
UID:10005445-1717761600-1717765200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე და სტუდენტური კონკურსი
DESCRIPTION:7 ივნისს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული მოხსენებათა ციკლი\, რომლის მიზანია საზოგადოების ყურადღება გაამახვილოს სურსათის უვნებლობის მნიშვნელობაზე ადამიანის ჯანმრთელობის და კეთილდღეობის თვალსაზრისით როგორც ხანმოკლე\, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. \nწელს სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღის თემაა: „სურსათის უვნებლობა: მოემზადე მოულოდნელობებისთვის“. \nამავე ღონისძიების ფარგლებში გაიმართება სტუდენტური კონკურსი – „რატომ არის მნიშვნელოვანი: რა საკვებს ვიღებ?“. კონკურსის მიზანია სურსათის უვნებლობის და ჯანმრთელობის ურთიერთკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლება და სტუდენტებში კვლევის წახალისება. \nკონკურსში მონაწილეობისთვის სტუდენტმა უახლეს სამეცნიერო შრომებზე დაყრდნობით უნდა მოამზადოს სამეცნიერო ესე და საორგანიზაციო კომიტეტის მიერ შერჩევის შემთხვევაში წარადგინოს პრეზენტაციის სახით სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღეს. \nკონკურსის პირობები: \nკონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო\, სამაგისტრო საფეხურის და ერთსაფეხურიანი სამედიცინო პროგრამის სტუდენტს. სტუდენტმა უნდა მოამზადოს ესეი ქართულად ან ინგლისურად (2-4 გვ.) და არა უგვიანეს 25 მაისამდე გამოგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: tamar_khocholava@iliauni.edu.ge \nკონკურსის ეტაპები: \n\nესეს გამოგზავნა;\nღონისძიების საორგანიზაციო ჯგუფის მიერ ესეის აკადემიური კეთილსინდისიერების შემოწმება;\nწარმოდგენილი ნაშრომების შეფასება ღონისძიების საორგანიზაციო ჯგუფის მიერ და რამდენიმე საუკეთესოს შერჩევა.\nმეორე ეტაპზე შერჩეულ ყველა ესეის ავტორს გადაეცემა მონაწილეობის სერტიფიკატი;\nსაუკეთესო ესეების ავტორები სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღეზე წარადგენენ ნაშრომებს;\nსურსათის უვნებლობის დღეს შეირჩევა 3 საუკეთესო ესეს ავტორი და დაჯილდოვდებიან (დიპლომები\, სამახსოვრო საჩუქრები).\n\nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 7 ივნისი\, 12 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქუჩა N1 \nდასწრება თავისუფალია. \n2024 წელი
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sursathis-uvneblobis-msophlio-dghe-da-studenturi-konkursi/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/05/WEB-konkursi-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240608T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240608T170000
DTSTAMP:20260423T135846
CREATED:20240607T111739Z
LAST-MODIFIED:20240607T111739Z
UID:10005464-1717844400-1717866000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ბიობლიცი“
DESCRIPTION:8 ივნისს\, 11:00-დან 17:00 საათის ჩათვლით ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და ERGA-ის (ევროპული გენომის ატლასი) დაფინანსებით\, GEORBLITZ-ის ინიციატივის ფარგლებში გაიმართება „ბიობლიცი“. \nღონისძიების მიზანია\, მონაწილეებს გაუზარდოს ინტერესი ველური ბუნების მიმართ და გააცნოს დაკვირვებისა და კვლევის ტექნიკა. \nმეცნიერები და ღონისძიების სხვა მონაწილენი შეძლებენ საქართველოში არსებული ცოცხალი ორგანიზმების\, კერძოდ\, ორფრთიანების (ბუზები და მონათესავე ორგანიზმები)\, ხეშეშფრთიანების (ხოჭოები და მონათესავე ორგანიზმები)\, ამფიბიების\, რეპტილიების\, ქერცლფრთიანების (პეპლები და ჩრჩილები)\, სიფრიფანაფრთიანების (ფუტკრები\, ხოჭოები\, ჭიანჭველები) და ობობების შესახებ ცოდნის გაღრმავებას. ისინი შეარჩევენ კონკრეტულ სამუშაო ჯგუფს (სესიას)\, რომელთაგან თითოეული ორიენტირებული იქნება ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზმებიდან ერთ-ერთ კატეგორიაზე\, და შეისწავლიან. \n12:00-დან 14:00 საათის ჩათვლით იმუშავებს ოთხი სამუშაო ჯგუფი\, 15:00 საათიდან 17:00-ის ჩათვლით – კიდევ ოთხი\, მონაწილეები გაეცნობიან ორგანიზმთა ჯგუფების ეკოლოგიურ მნიშვნელობას\, მათ შესაძლებლობა მიეცემათ\, ერთი დღით მოირგონ მეცნიერის ამპლუა\, გამოიყენონ ნიმუშების შეგროვების პროფესიული ტექნიკა (ისინი თავად შეაგროვონ) და შემდეგ მიკროსკოპით დააკვირდნენ შეგროვებულ ნიმუშებს. \nღონისძიების მასპინძლები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მკვლევრები და პროექტის მონაწილე სტუდენტები. \nსამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია წინასწარ უნდა გაიარონ  ბმულზე: Lisi Lake Bioblitz\, 8th May 2024 – Google Forms \nღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. \nდრო:8 ივნისი\, 11:00 – 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/bioblitsi/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/06/8b9b862beb50758d5255eecf309345b4_83587.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240610T173000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240614T180000
DTSTAMP:20260423T135846
CREATED:20240607T104036Z
LAST-MODIFIED:20240607T130216Z
UID:10005460-1718040600-1718388000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სოციოლოგიის კვირეული
DESCRIPTION:10-14 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი”გაიმართება სოციოლოგიის კვირეული. ღონისძიება გაიხსნება 10 ივნისს\, 17:00 საათზე. \nილიაუნის სოციოლოგიის პროგრამის პროფესორები\, დოქტორანტები\, მოწვეული მკვლევრები ისაუბრებენ აქტუალურ საზოგადოებრივ საკითხებზე საქართველოში. \nკვირეულზე წარმოდგენილი კვლევებისა და დისკუსიის თემატიკა მოიცავს შემდეგ საკითხებს: მოსახლეობის დამოკიდებულება ევროკავშირში გაწევრიანებისადმი\, პროტესტი და ახალგაზრდების ღირებულებები\, უთანასწორობა და სოციალური პოლიტიკა\, აფხაზეთის კონფლიქტი და სხვ.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sotsiologiis-kvireuli/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/06/c5e092f8d7c691653ca77c9ce18c6550_83618-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240610T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240610T200000
DTSTAMP:20260423T135846
CREATED:20240606T104459Z
LAST-MODIFIED:20240606T104459Z
UID:10005457-1718046000-1718049600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფრანგულენოვანი წიგნის LA GÉORGIE À LA CROISÉE DES CULTURES (საქართველო კულტურათა გზაგასაყარზე) პრეზენტაცია
DESCRIPTION:10 ივნისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება ფრანგულენოვანი წიგნის La Géorgie à la croisée des cultures (საქართველო კულტურათა გზაგასაყარზე) პრეზენტაცია. \nწიგნის გამოცემის იდეა დაიბადა მას შემდეგ\, რაც 2022 წლის 29-30 ნოემბერს პარიზში\, ზღვისიქითა მეცნიერებების აკადემიაში\, საქართველოს კულტურის\, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით\, საფრანგეთში საქართველოს საელჩოს თანადაფინანსებით და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით\, ჩატარდა ამავე დასახელების კონფერენცია კულტურის სხვადასხვა სფეროს ქართველი და ფრანგი სპეციალისტების მონაწილეობით. კონფერენციის მასალები დაიბეჭდა 2023 წლის დეკემბერში აკადემიის ბიულეტენში Mondes & Cultures. \nწინამდებარე ნაშრომი უფრო ფართო მასშტაბით წარმოადგენს ქართული კულტურის სხვადასხვა მიმართულებას\, უხვად არის ილუსტრირებული.\nგარეკანის ილუსტრაცია ეკუთვნის მხატვარ რუსუდან ფეტვიაშვილს. წიგნის შიგნით ასევე შეხვდებით ამავე მხატვრის მიერ შესრულებულ ოთხთავის იშვიათი ხელნაწერის რვა ილუსტრაციას და ვეფხისტყაოსნის ფრანგული თარგმანის ერთ ილუსტრაციას. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 10 ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის 1. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/phrangulenovani-tsignis-la-georgie-a-la-croisee-des-cultures-saqarthvelo-kulturatha-gzagasaqharze-prezentatsia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/06/WEB-BOOK.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240613T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240613T210000
DTSTAMP:20260423T135846
CREATED:20240619T121757Z
LAST-MODIFIED:20240619T121757Z
UID:10005472-1718308800-1718312400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„დაგეგმვის პრაქტიკა – პროექტების გამოყენება საბავშვო ბაღში“ – ვებინარების ციკლი „საუკეთესო პრაქტიკა“
DESCRIPTION:13 ივნისს\, 20:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით ინსტიტუტის ფეისბუქის გვერდზე გაიმართება ვებინერების ციკლის მეოთხე შეხვედრა თემაზე „დაგეგმვის პრაქტიკა – პროექტების გამოყენება საბავშვო ბაღში“. \nისაუბრებენ \n\nირინა შაქარაძე\, ქობულეთის მე-6 საბავშვო ბაღის აღმზრდელი\nნინო ჯიჯავაძე\, ილიას უნივერსიტეტის ადრეული განათლების სპეციალისტი
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/dagegmvis-praqtika-proeqtebis-gamoqheneba-sabavshvo-baghshi-vebinarebis-tsikli-sauketheso-praqtika/
CATEGORIES:დისკუსიები,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/06/f66ac5f3c3d29c8ae68ceabfb3e68cd6_83645.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240614T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240614T180000
DTSTAMP:20260423T135846
CREATED:20240607T110903Z
LAST-MODIFIED:20240610T121143Z
UID:10005463-1718384400-1718388000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ვორკშოპი „მომავლის პროფესიები“
DESCRIPTION:14 ივნისს 17:00 საათზე ვაკის პარკში მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი გაიმართება\, რომელიც წელს HR Hub-თან თანამშრომლობით დასაქმების ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება. \n17:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კარავში სტუმრებს საშუალება ექნებათ მოისმინონ ილიაუნის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის ავთანდილ მღებრიშვილის მოხსენება თემაზე: „მომავლის პროფესიები“. \nდასაქმების ფორუმში მონაწილეობის მსურველები დარეგისტრირდით ბმულზე: https://forms.gle/Qa1wkAgsSEx25ZPo9 \nმარი ბურდულის სახელობის დასაქმების ფორუმი ყოველწლიურად ტარდება სამსახურისა და კარიერული განვითარების მაძიებელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის სტუდენტებისთვის\, ასევე კურსდამთავრებულებისთვის. \nHR hub-ი საქართველოში HR პროფესიონალების ყველაზე მსხვილი გაერთიანებაა\, რომელშიც შედის 600-ზე მეტი კერძო და საჯარო სექტორის HR პრაქტიკოსი და დასაქმებისა და კარიერული განვითარების მასშტაბურ შესაძლებლობებს ქმნის სამსახურის ან კარიერული განვითარების მაძიებელთათვის. \nილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ექნებათ შესაძლებლობა\, ინტერესების შესაბამისად შეხვდნენ 50-ზე მეტ დამსაქმებელ ორგანიზაციას\, გაეცნონ მათ ვაკანსიებს და გააკეთონ განაცხადი. \nვაკანსიებისა და მონაწილე ორგანიზაციების ჩამონათვალის სანახავად ეწვიეთ ბმულს:https://bit.ly/3X41Gwz \nღონისძიება იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/events/449796220851795
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/vorkshopi-momavlis-prophesiebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/06/WEB-AVTO-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240614T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240614T190000
DTSTAMP:20260423T135846
CREATED:20240607T110700Z
LAST-MODIFIED:20240610T122608Z
UID:10005462-1718384400-1718391600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:HR HUB-თან ერთად დასაქმების ფორუმი ვაკის პარკში
DESCRIPTION:14 ივნისს 17:00 საათზე ვაკის პარკში HR Hub-ის დასაქმების ფესტივალის ფარგლებში ილიაუნის მარი ბურდულის სახელობის ყოველწლიური დასაქმების ფორუმი გაიმართება. \nმარი ბურდულის სახელობის დასაქმების ფორუმი ყოველწლიურად ტარდება სამსახურისა და კარიერული განვითარების მაძიებელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის სტუდენტებისთვის\, ასევე კურსდამთავრებულებისთვის. \nHR hub-ი საქართველოში HR პროფესიონალების ყველაზე მსხვილი გაერთიანებაა\, რომელშიც შედის 600-ზე მეტი კერძო და საჯარო სექტორის HR პრაქტიკოსი და დასაქმებისა და კარიერული განვითარების მასშტაბურ შესაძლებლობებს ქმნის სამსახურის ან კარიერული განვითარების მაძიებელთათვის \nილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ექნებათ შესაძლებლობა\, ინტერესების შესაბამისად შეხვდნენ 50-ზე მეტ დამსაქმებელ ორგანიზაციას\, გაეცნონ მათ ვაკანსიებს და გააკეთონ განაცხადი. \n ვაკანსიებისა და მონაწილე ორგანიზაციების ჩამონათვალის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3X41Gwz \nღონისძიება იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/events/449796220851795 \n14 ივნისს HR Hub-ის დასაქმებისა და განათლების ფესტივალზე მოსულ ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს\, გარდა დამსაქმებლებთან შეხვედრისა\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის კარიერული განვითარების ცენტრის ორგანიზებით შეგეძლებათ ეწვიოთ: \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების საინფორმაციო ცენტრს\, სადაც მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას და ისარგებლებთ ვაკანსიებზე განაცხადის გაკეთებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადების სერვისებით; \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის ავთანდილ მღებრიშვილის მოხსენებას თემაზე: მომავლის პროფესიები; \nფესტივალში მონაწილეობისთვის მსურველები დარეგისტრირდით ბმულზე: https://forms.gle/Qa1wkAgsSEx25ZPo9 \nმარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმის ფარგლებში 1 ივნისს 13:00 საათზე ილიაუნის G106 აუდიტორიაში ასევე გაიმართება კარიერული განვითარების ვორკშოპი\, რომელსაც გაუძღვებიან აკადემიური წერის ცენტრის მასწავლებლები: მარიამ კუტუბიძე\, თამუნა სულხანიშვილი\, ნინო კვირიკაშვილი და ლაშა სალამაშვილი. \n14 ივნისს\, 17:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კარავში სტუმრებს საშუალება ექნებათ მოისმინონ ილიაუნის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის ავთანდილ მღებრიშვილის მოხსენება თემაზე: „მომავლის პროფესიები“. \nდრო: 14 ივნისი\, 17:00-19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ვაკის პარკი
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/hr-hub-than-erthad-dasaqmebis-phorumi-vakis-parkshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/06/web-burduli.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240615T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240615T120000
DTSTAMP:20260423T135846
CREATED:20240610T110628Z
LAST-MODIFIED:20240610T110628Z
UID:10005470-1718445600-1718452800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პანელური დისკუსია „ევროპული ინტეგრაცია სწავლებასა და კვლევაში“
DESCRIPTION:15 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება პანელური დისკუსია „ევროპული ინტეგრაცია სწავლებასა და კვლევაში“. \nპანელის მონაწილეები დაინტერესებულ საზოგადოებას გააცნობენ კლიმატის დაჩქარებული გლობალური ცვლილებების შედეგად წარმოქმნილი საფრთხეების შეფასებას\, გაიმართება დისკუსია გამოწვევების ეფექტურად გადასაჭრელი გზების თაობაზე\, მათ შორის საერთაშორისო კოლაბორაციული პროექტებისა და ცენტრების აუცილებლობაზე. \nმოდერატორი – დავით თარხნიშვილი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nპანელის მონაწილეები: \n\nნინო დობორჯგინიძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი\nბერნარდ მიზოფი\, ლაიბნიცის ბიომრავალფეროვნების ცვლილების შემსწავლელი ინსტიტუტისა და კოენიგის მუზეუმის გენერალური დირექტორი (ბონი\, გერმანია)\nკარლო ამირგულაშვილი\, საქართველოს გარემოს დაცვისა და სასოფლო მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და ტყის დეპარტამენტის უფროსი\nმიხეილ ელაშვილი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი\nლევან ტიელიძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი\nნილს ჰეინი\, CaBol პროექტის კოორდინატორი\nნინო პატარაია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი\nმიხეილ ელაშვილი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\nანკა დანი\, სამეცნიერო კვლევის ეროვნული ცენტრი (CNRS)\, École Normale Supérieure (პარიზი\, საფრანგეთი).\n\nსაქართველოს ინტეგრაცია ევროპულ სასწავლო და კვლევით ქსელებში ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან აქცენტს წარმოადგენს ქვეყნისთვის. განათლებისა და კვლევის სისტემების ევროპულ სტანდარტებსა და პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოსაყვანად ქვეყანამ უმაღლეს განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფის გასაუმჯობესებლად\, სტუდენტებისა და პერსონალის მობილობის ხელშეწყობისა და კვლევის შესაძლებლობათა გასაძლიერებლად სხვადასხვა რეფორმა განახორციელა. ქართულმა უნივერსიტეტებმა და კვლევითმა ინსტიტუტებმა ევროპელ კოლეგებთან დაამყარეს პარტნიორობა და თანამშრომლობა\, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის გაცვლას\, ერთობლივ კვლევით საქმიანობასა და შესაძლებლობათა განვითარების ინიციატივებს. \nღონისძიებაზე ილიაუნის საერთაშორისო სადოქტორო სკოლა\, ფოლკსვაგენისა და ლაიბნიცის ფონდები\, ბონისა და ჰამბურგის ლაიბნიცის ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები ფართო საზოგადოებას წარუდგენენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაფუძნებულ ორ მნიშვნელოვან კვლევით ერთეულს: \n\nკარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლა\nლაიბნიცის ბიომრავალფეროვნების ცვლილებების შემსწავლელი ქართულ-გერმანული სამეცნიერო ინსტიტუტი\n\n2023 წლის 13 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარებულ პანელურ დისკუსიაზე გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საპარლამენტო მდივანმა\, დოქტორმა იენს ბრანდენბურგმა ისაუბრა საერთაშორისო თანამშრომლობისა და ეკოლოგიური და ბიომრავალფეროვნების კვლევების მიმართულებით საუნივერსიტეტო განათლების მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა შესაბამისი კვლევების გაძლიერების აუცილებლობას საქართველოში\, როგორც ბიომრავალფეროვნების ცხელ წერტილში. \nქართველ\, ევროპელ და სამხრეთ კავკასიის რეგიონის კოლეგებთან ერთად ილიაუნის პროფესორები წარადგენენ იმ კოლაბორაციულ პროექტებს\, რომლებიც წინ უძღოდა ორივე სტრუქტურული ერთეულის დაარსებას. \nკერძოდ\, კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების პროექტი (CaBol)\, რომელიც დაფინანსებული იყო გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს (BMBF) მიერ და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენდა 3 მილიონ ევროს. ასევე კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საერთაშორისო პროექტები\, განხორციელებული კიოლნის უნივერსიტეტის გეოგრაფიის ინსტიტუტთან\, გერმანიის არქეოლოგიურ ინსტიტუტთან\, ლაიფციგის უნივერსიტეტის გეოგრაფიის ინსტიტუტსა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. \nპანელურ დისკუსიაში ასევე ჩაერთვება მეორე დიდი საერთაშორისო კონსორციუმი „კავკასიის გზაჯვარედინის ბირთვი- კლიმატის ცვლილება და კულტურული კავშირები“ (Caucasus Crossroads Core – Climate Change and Culture Connections (7C)\, რომელიც გეგმავს სამხრეთ კავკასიის რეგიონში\, საქართველოში\, გვიანი ჰოლოცენის პერიოდში დაცული კლიმატის\, გარემოსდაცვითი\, არქეოლოგიური და ისტორიული არქივებიდან რეკონსტრუირებული მონაცემების ინტეგრირებით განახორციელოს მაღალი იმპაქტის პირველი ინტერდისციპლინური ანალიზი\, ცენტრალურ ევრაზიასა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონის წინაინსტრუმენტული ისტორიული კლიმატის ცვლილებისა და ადამიანის მაკროეკონომიკური და სოციალური ტრანსფორმაციების კვლევა. \nხანგრძლივობა: 90 წუთი \nდრო: 15 ივნისი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N3
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/paneluri-diskusia-evropuli-integratsia-stsavlebasa-da-kvlevashi/
CATEGORIES:დისკუსიები,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/06/4f297b29f540bc7c69b0a07cd3577767_83621.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240617T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240617T180000
DTSTAMP:20260423T135846
CREATED:20240610T110213Z
LAST-MODIFIED:20240610T110213Z
UID:10005469-1718643600-1718647200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„რელიგიისა და რწმენის თავისუფლება საქართველოში – ახალგაზრდა მკვლევართა კვლევითი პროექტების შუალედური ანგარიში”
DESCRIPTION:17 ივნისს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) სასტიპენდიო კონკურსის გამარჯვებული მკვლევრები შუალედური შედეგების პრეზენტაციას გამართავენ. \nღონისძიების მხარდამჭერია ნიდერლანდების სამეფოს საელჩო.  TDI-ის პროექტის „რელიგიისა და რწმენის თავისუფლების საკითხებზე აკადემიური კვლევის ხელშეწყობა“ მიზანია მულტიდისციპლინური\, აკადემიური ცოდნის შექმნა რელიგიისა და რწმენის თავისუფლებისა და ინტერრელიგიური ურთიერთობების შესახებ და მისი პოპულარიზაცია. \n\nმომხსენებლები: \nთინათინ მაგრაქველიძე \n„რელიგიური გაერთიანებების დაფინანსებისა და დაბეგვრის საკითხები 1953-1964 წლებში“ \nელის ბაქრაძე \n„რელიგია და რწმენის თავისუფლება სამცხე-ჯავახეთის სომეხ თემში (პოსტ-საბჭოთა საქართველოს რელიგიური ტრანსფორმაციის კონტექსტში)“ \nრატი ტყემალაძე\, დაჩი ხონელიძე \n„რელიგია და ეროვნულობის საკითხი ქართულ პოლიტიკურ პარტიებში 1892-1917 წლებში“ \n\nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 17 ივნისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/religiisa-da-rtsmenis-thavisuphleba-saqarthveloshi-akhalgazrda-mkvlevartha-kvlevithi-proeqtebis-shualeduri-angarishi/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/06/WEB-F.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240620T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240620T210000
DTSTAMP:20260423T135847
CREATED:20240620T101211Z
LAST-MODIFIED:20240620T101211Z
UID:10005475-1718913600-1718917200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გარე განათლება – ვებინარების ციკლი „საუკეთესო პრაქტიკა“
DESCRIPTION:20 ივნისს\, 20:00 საათზე\,  ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ვებინერების ციკლის მეხუთე შეხვედრა თემაზე „გარე განათლება“. \nისაუბრებენ: \n\nნატალია ჩილაჩავა\, ბათუმის მე-8 საბავშვო ბაღის მეთოდისტი;\nთამთა კუხალეიშვილი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადრეული განათლების სპეციალისტი.\n\nშეხვედრა გაიმართება ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ფეისბუქის გვერდზე.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/gare-ganathleba-vebinarebis-tsikli-sauketheso-praqtika/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/06/shekhvedra5_web.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240626T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240626T160000
DTSTAMP:20260423T135847
CREATED:20240619T121558Z
LAST-MODIFIED:20241122T110934Z
UID:10005471-1719399600-1719417600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ტრავმა და საზოგადოება“ – ნატალია ზაზაშვილის სახელობის ყოველწლიური კონფერენცია
DESCRIPTION:26 ივნისს\, 11:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრი და ადიქციის კვლევების ინსტიტუტი გამართავს ნატალია ზაზაშვილის სახელობის ყოველწლიურ კონფერენციას „ტრავმა და საზოგადოება“. \nკონფერენცია ეწყობა საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოებასთან\, საქართველოს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრსა და ფონდთან „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ თანამშრომლობით. \nკონფერენციის წლევანდელი თემაა „ტრავმა და საზოგადოება: ეთიკა\, პრაქტიკა\, კვლევა“. \nდღის წესრიგი \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 26 ივნისი\, 11:00 – 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/travma-da-sazogadoeba-natalia-zazashvilis-sakhelobis-qhoveltsliuri-konpherentsia/
CATEGORIES:კონფერენციები,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/06/5cb70759a8355c522043607ea75ab2be_83717.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240627T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240627T210000
DTSTAMP:20260423T135847
CREATED:20240624T074410Z
LAST-MODIFIED:20240624T074410Z
UID:10005477-1719518400-1719522000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა გაცვლითი პროგრამების შესახებ
DESCRIPTION:27 ივნისს\, 20:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან Erasmus-სა და სხვა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესახებ. \nმომხსენებლები: \nთამარ თათეშვილი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი. \n\n2023\, პოლონეთი – WSB University\, Erasmus-ის პროგრამა\n2024\, ქლივლენდი\, მისისიპი – Delta State University\, Ugrad-ის პროგრამა\n\nანა ქათამაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი \n\n2023\, პოლონეთი – Poland University of Lomza\, Erasmus\n\nდასასრულ მომხსენებლები უპასუხებენ შეკითხვებს. \nრეგისტრაციისთვის შეავსეთ ანკეტა ბმულზე: https://forms.gle/zL4gXuhTQhzFz9t26 \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 27 ივნისი\, 20:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-shekhvedra-gatsvlithi-programebis-shesakheb/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/06/c5ea54448be4b83ae45b2c97a168c2b7_83714.png
END:VEVENT
END:VCALENDAR