BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20240101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240401T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240401T170000
DTSTAMP:20260423T135353
CREATED:20240331T071157Z
LAST-MODIFIED:20240403T071223Z
UID:10005413-1711987200-1711990800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ჯაშუში“ დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსია
DESCRIPTION:1-ელ აპრილს\, 16:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მედიის განვითარების ფონდი (MDF)\, The WHY Foundation-ის (TWF) მხარდაჭერითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით გამართავს დოკუმენტური ფილმის „ჯაშუში“ ჩვენებასა და დისკუსიას. \nდისკუსიას გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  უმაღლესი კვლევების ცენტრის დირექტორი\, პროფესორი გიგა ზედანია\, შეხვედრას მოდერაციას გაუწევს მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი. \nბოსე ლინდქვისტის დოკუმენტური ფილმი  „ჯაშუში” (Undercover in the alt-right) გვიყვება 25 წლის შვედ სტუდენტ\, პატრიკ ჰემერსონზე\, რომელმაც გადაწყვიტა სადისერტაციო თეზისის კვლევის მიზეზით ულტრამემარჯვენე ჯგუფის წევრად ჩანერგილიყო. ის ლონდონიდან ვაშინგტონში გაემგზავრა და შეუერთდა ნეონაცისტებს\, რათა ამ გზით უფრო მეტი გაეგო მათ ცხოვრებასა და მიზნებზე. \nჯგუფში შეღწევა მარტივი  პროცესი არ ყოფილა\, ამისთვის პატრიკს თვეები დასჭირდა. ასევე ძალიან რთული იყო  მათი იდეების (მისთვის სრულიად მიუღებელი) მოსმენა და გამეორება. „გინდა იყვირო\, რამე გააკეთო – წახვიდე\, მაგრამ ამას ვერ იზამ. უნდა იჯდე და გაიღიმო\,” – იხსენებს პატრიკი. \nმისი რეალური მიზნების გამჟღავნების შემდეგ პატრიკი მუქარის ადრესატიც გახდა\, მიუხედავად ამისა\, ფიქრობს\, რომ  ახლა კომფორტულია იმ ადამიანების საქმიანობის შორიდან კვლევა\, რომლებთანაც ადრე ახლო კონტაქტი ჰქონდა. \nღონისძიება ეწყობა პროექტის „ვილაპარაკოთ დემოკრატიაზე: DemDoc ახალგაზრდებისთვის“  მხარდაჭერით. მას მედიის განვითარების ფონდი (MDF) The WHY Foundation-თან (TWF) პარტნიორობითა და The New Democracy Fund (NDF)-ის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს\, ხელი შეუწყოს ქართველი ახალგაზრდების მონაწილეობას ქვეყნის დემოკრატიულ\, სოციალურ-ეკონომიკურ და მდგრადი განვითარების პროცესებში. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 1-ელი აპრილი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/jashushi-dokumenturi-philmis-chveneba-da-diskusia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/04/8672405641784cacbf70491a69dfbeda_83047.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240404T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240404T150000
DTSTAMP:20260423T135353
CREATED:20240325T101227Z
LAST-MODIFIED:20240325T111822Z
UID:10005393-1712242800-1712242800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„იაპონური და ქართული კულტურის შედარებითი კვლევა“ - იაპონიის ელჩის\, იშიძუკა ჰიდეკის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:4 აპრილს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში იაპონიის ელჩი საქართველოში იშიძუკა ჰიდეკი წაიკითხავს საჯარო ლექციას „იაპონური და ქართული კულტურის შედარებითი კვლევა“. \nლექცია მიეძღვნება იაპონიასა და საქართველოს შორის არსებულ კულტურულ პარალელებს\, ახსნის როგორც იაპონიის უნიკალურ თავისებურებეს\, ისე საერთო ღირებულებებს. შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ კვლევაზე დაყრდმობით დამსწრე საზოგადოება უფრო ღრმად შეიცნობს იმ კომპლექსურობისა და ნიუანსების შესახებ\, რომლებიც ახასიათებს როგორც იაპონურ\, ისევე ქართულ კულტურას. \nმომხსენებელიდეტალურად ისაუბრებს შოთა რუსთაველის ეპოსის მსგავსებაზე იაპონურ კლასიკურ ლექსებთან და შეადარებს იაპონელ ისტორიულ მოღვაწეებს „ვეფხისტყაოსნის“ გმირებს. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 4 აპრილი\, 15:00 – 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iaponuri-da-qarthuli-kulturis-shedarebithi-kvleva-iaponiis-elchis-ishidzuka-hidekis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:კონფერენციები,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/web-iaponiis-elchis-leqtsia-.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240405T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240405T190000
DTSTAMP:20260423T135353
CREATED:20240326T084304Z
LAST-MODIFIED:20240328T083958Z
UID:10005396-1712336400-1712343600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„აკადემიური იდენტობების ტრანსფორმაცია და გაორების კონფიგურაციები ქართულ აკადემიურ სივრცეში" – ასოცირებული პროფესორის\, ქეთი ცოტნიაშვილის კვლევის წარდგენა
DESCRIPTION:5 აპრილს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E235 აუდიტორიაში ილიაუნის ასოცირებული პროფესორი ქეთი ცოტნიაშვილი წარადგენს კვლევას „აკადემიური იდენტობების ტრანსფორმაცია და გაორების კონფიგურაციები ქართულ აკადემიურ სივრცეში”. \nკვლევის მოკლე მიმოხილვა \nკვლევის მიზანია აკადემიური იდენტობებისა და ცხოვრების ტრანსფორმაციის კომპლექსურობის შესწავლა საქართველოში. ნაშრომში ხაზგასმულია საბჭოთა ეპოქიდან პოსტსაბჭოთა დროსა და სივრცეში გადასვლის მრავლობითი\, არაწრფივი\, კონფლიქტური და პარადოქსული ტრაექტორიები. კვლევის მთავარი ფოკუსია ქართველ პროფესორთა მოგონებები\, ცხოვრებისეულ-აკადემიური გამოცდილება\, ასევე მათი წარმოდგენა მომავლის შესახებ დეკოლონიური და პოსტსოციალისტური თეორიული პერსპექტივების გათვალისწინებით. კვლევა დაფუძნებულია ნარატიულ-ეთნოგრაფიულ მეთოდოლოგიაზე\, რომელიც მძლავრად წარმოაჩენს ქცევების\, ურთიერთობებისა და დამოკიდებულებათა გაორებას ქართულ აკადემიურ სივრცეში. \nმომხსენებლის შესახებ \nქეთი ცოტნიაშვილმა 2023 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების პოლიტიკის მიმართულებით. მიიღო შედარებითი და საერთაშორისო განათლების საზოგადოების (CIES) ევრაზიის ჯგუფის საუკეთესო დისერტაციის ჯილდო (2024). მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს შემდეგ თემებს: აკადემიური იდენტობები და აკადემიური პროფესია\, უმაღლესი განათლების პოლიტიკის ცვლილება\, პოსტსოციალისტური ტრანსფორმაციების დეკოლონიურ და პოსტკოლონიურ თეორიებთან თანაკვეთა\, კოლექტიური მეხსიერების\, ნარატივებისა და ბიოგრაფიების კვლევა. 2024 წლის მარტიდან ქეთი ცოტნიაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია განათლების პოლიტიკის მიმართულებით. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 5 აპრილი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E235 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/akademiuri-identobebis-transphormatsia-da-gaorebis-konphiguratsiebi-qarthul-akademiur-sivrtseshi-asotsirebuli-prophesoris-qethi-tsotniashvilis-kvlevis-tsardgena/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/1web-asotsirebuli-prophesoris-qethi-tsotniashvilis-kvlevis-tsardgena.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240408T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240408T110000
DTSTAMP:20260423T135353
CREATED:20240327T094241Z
LAST-MODIFIED:20240327T094241Z
UID:10005399-1712570400-1712574000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გვალვის მართვა კლიმატის ცვლილების პირობებში - დოქტორ მიხა ვერნერის სემინარი
DESCRIPTION:8 აპრილს\, 10:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში დოქტორი მიხა ვერნერი გამართავს სემინარს „გვალვის მართვა კლიმატის ცვლილების პირობებში”. \nაკადემიური დოქტორი მიხა ვერნერი დელფტის წყლის განათლების ინსტიტუტის (IHE Delft) წყლის რესურსებისა და ეკოსისტემების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორია. მისი კვლევები და გამოცდილება ეხება ჰიდროლოგიური ცოდნის\, მონაცემებისა და მოდელების გამოყენებას წყლის ოპერაციულ მენეჯმენტში ექსტრემალურ ჰიდროლოგიურ მოვლენებზე\, გვალვებსა და წყალდიდობებზე\, ასევე წყლის განაწილებასა და წყალსაცავის ექსპლუატაციაზე ფოკუსით. ამჟამად H2020 ევროპული მსხვილი კვლევითი პროექტის კოორდინატორი და მთავარი მკვლევარია\, რომელიც მიზნად ისახავს კლიმატის ინოვაციური სერვისების შექმნას სამეცნიერო და ადგილობრივი ცოდნის ინტეგრირების გზით\, კლიმატის ცვლილებასა და გვალვასთან ადაპტაციის მიზნით. ვერნერი  IHE Delft-ის წარმომადგენელია მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) გვალვის მართვის საერთაშორისო პროგრამაში (IDMP) და მუშაობს ნიდერლანდების მთავრობის ექსპერტთა საკონსულტაციო ჯგუფში მტკნარი წყლისა და გვალვის შესახებ. \nსემინარი მოიცავს შემდეგ საკითხებს: \n\nშესავალი გვალვისა და წყლის დეფიციტის საკითხებში;\nგვალვის რისკის პოლიტიკის სამი კომპონენტი: გვალვის მონიტორინგი და ადრეული გაფრთხილება; რისკის შეფასება და ადაპტაცია;\nკლიმატის სერვისები გვალვის მართვისა და ადრეული გაფრთხილების მხარდასაჭერად;\nსაქართველოში მდინარე ალაზნისა და იორის აუზებში სერვისის მომხმარებლებთან ერთად კლიმატის სერვისების თანამონაწილეობრივი შექმნა.\n\nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 8 აპრილი\, 10:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/gvalvis-marthva-klimatis-tsvlilebis-pirobebshi-doqtor-mikha-verneris-seminari/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,სემინარები,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/WEB-BANNER-sabu.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240416T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240416T190000
DTSTAMP:20260423T135353
CREATED:20240411T070425Z
LAST-MODIFIED:20240415T070559Z
UID:10005418-1713290400-1713294000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:იასონ ბადრიძის მეორე საჯარო მოხსენება „მგლის ქცევის ონტოგენეზი“
DESCRIPTION:16 აპრილს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება იასონ ბადრიძის მეორე საჯარო მოხსენება „მგლის ქცევის ონტოგენეზი“. \nბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორის\, იასონ ბადრიძის სამეცნიერო საქმიანობა უმეტესად მგლის ქცევის ბიოლოგიური საფუძვლების კვლევას ეძღვნება. მისი ნაშრომები ეყრდნობა იმ უნიკალურ გამოცდილებას\, რომელიც მეცნიერმა ველურ გარემოში მგლების ოჯახებზე დაკვირვებისას შეიძინა. იასონ ბადრიძეს ბორჯომის ნაკრძალში მგლებთან 1500 საათი აქვს გატარებული. მან შეისწავლა\, როგორ ყალიბდება მგლის ქცევა და გონივრული მოქმედების უნარი. \nსტუმრებს შეუძლიათ დაათვალიერონ გამოფენა\, რომელზეც წარმოდგენილი იქნება იასონ ბადრიძის მიერ გადაღებული მგლების\, მათ შორის მისი გაზრდილი მგლის\, გაის\, ფოტოები. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 16 აპრილი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iason-badridzis-meore-sajaro-mokhseneba-mglis-qtsevis-ontogenezi/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,საჯარო ლექციები,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/04/b979c30f52f4316c70739040df8a3c71_83128.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240418T080000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240418T170000
DTSTAMP:20260423T135353
CREATED:20240418T112525Z
LAST-MODIFIED:20240418T112525Z
UID:10005427-1713427200-1713459600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პაპილომა ვირუსი და მისი პრევენცია - საინფორმაციო შეხვედრა და ვაქცინაცია
DESCRIPTION:24 აპრილს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა პაპილომა ვირუსისა და მისი პრევენციის შესახებ. \nუნივერსიტეტში\, სპეციალურად მოწყობილ მობილურ ჯიხურებში\, კი პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით უზრუნველყოფილი იქნება ვაქცინაცია. \nვაქცინაცია უფასოა\, ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით. \nსაქართველოს გაეროს ასოციაციის ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის ახალგაზრდული პროგრამის კამპანია მიზნად ისახავს\, რაც შეიძლება მეტი სტუდენტი და ყველა დაინტერესებული პირი გაეცნოს ინფორმაციას ადამიანის პაპილომა ვირუსის\, მისი მძიმე გართულებებისა და პრევენციის მეთოდების (მათ შორის სკრინინგისა და ვაქცინაციის სერვისების) შესახებ. \nსაინფორმაციო შეხვედრას გამართავენ ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის ახალგაზრდული პროგრამის მონაწილენი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდული ცენტრის წევრები მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად. \nსტუდენტები\, ისევე როგორც აკადემიური პერსონალის ნაწილი\, ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამების პოტენციური ბენეფიციარები არიან. \nადამიანის პაპილომა ვირუსები საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება\, რადგან ზემოაღნიშნულ სახელმწიფო პროგრამებზე მიმართვიანობა დაბალია. შედეგები აისახება ეროვნულ სტატისტიკურ მონაცემებშიც – ყოველწლიურად პაპილომა ვირუსებით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის კიბოთი საქართველოში საშუალოდ 200 ქალი იღუპება. \nდაბალია ინფორმირებულობა ვაჟებში პაპილომა ვირუსებით გამოწვეულ მძიმე გართულებათა და პრევენციულ ღონისძიებათა შედეგების შესახებაც. \nამჟამად საქართველოში ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სახელმწიფო დაფინანსებით ხელმისაწვდომია 10-46 წლის ქალებისა და 10-26 წლის კაცებისთვის. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 24 აპრილი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/papiloma-virusi-da-misi-preventsia-sainphormatsio-shekhvedra-da-vaqtsinatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/04/web-papiloma.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240421T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240421T170000
DTSTAMP:20260423T135353
CREATED:20240417T084139Z
LAST-MODIFIED:20240417T084139Z
UID:10005424-1713711600-1713718800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ჯვარედინი დაკითხვის ხელოვნება” – შეხვედრა ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან
DESCRIPTION:21 აპრილს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში ილიაუნის სამართლის სკოლისა და კომპანია „ენკომის“ ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან თემაზე  „ჯვარედინი დაკითხვის ხელოვნება”. \nმონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი საფეხურის  (ბაკალავრიატი\, მაგისტრატურა\, დოქტორანტურა) სტუდენტს. \nშეხვედრის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი. \nდამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია. \nრეგისტრაცია მიმდინარეობს 20 აპრილის 22:00 საათამდე. \nდასწრებას შეძლებენ მხოლოდ შერჩეული პირები. მათ დაუკავშირდებიან სააპლიკაციო ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში. \nრეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ ბმულზე: https://shorturl.at/tFP03 \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 21 აპრილი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორია\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/jvaredini-dakithkhvis-khelovneba-shekhvedra-advokat-tariel-kakabadzesthan/
CATEGORIES:სამართლის სკოლა,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/04/web-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240424T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240424T200000
DTSTAMP:20260423T135353
CREATED:20240419T072535Z
LAST-MODIFIED:20240419T072535Z
UID:10005428-1713985200-1713988800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რაფაელ როგინსკის კონცერტი
DESCRIPTION:24 აპრილს\, 19:00 საათზე\, ილიაუნის თეატრში მუსიკის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება პოლონელი კომპოზიტორის\, ეთნომუსიკოლოგისა და შემსრულებლის\, რაფაელ როგინსკის კონცერტი. \nკონცერტზე შესრულდება საიათნოვას მოტივებით შთაგონებული პიესები\, ასევე სხვა სოლო ნაწარმოებები გიტარაზე. \nდრო: 24 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი\, A კორპუსი (ეზო)\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/raphael-roginskis-kontserti/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/04/web-musikis-tsentri-raphael-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240426T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240426T170000
DTSTAMP:20260423T135353
CREATED:20240405T085427Z
LAST-MODIFIED:20240405T085556Z
UID:10005414-1714140000-1714150800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:CLARIVATE DAY GEORGIA – სამუშაო შეხვედრა
DESCRIPTION:26 აპრილს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმიწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და წამყვანი საერთაშორისო კორპორაციის Clarivate Analytics თანამშრომლობით გაიმართება სამუშაო შეხვედრა Clarivate Day Georgia. \nშეხვედრაზე განხილული იქნება სამეცნიერო ბაზების (Web Of Science; Journal Citation Report) ეფექტური გამოყენების საკითხი\,  პუბლიკაციის მომზადებისა და გამოქვეყნების დეტალები. \nსემინარი საინტერესო იქნება უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის\, სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისა და ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის. \nშეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია  რეგისტრაცია წინასწარ ბმულზე: https://www.surveymonkey.com/r/P7RJBYJ \nშეხვედრის ყველა მონაწილე მიიღებს 40%-იან ფასდაკლებას EndNote Reference Manager-ის შესყიდვის შემთხვევაში\, ასევე გაიცემა სერტიფიკატი. \n\nშეხვედრის დღის წესრიგი \n14:00-14:10 შეხვედრის გახსნა\nგიგა ხოსიტაშვილი\, ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე \n14:10-14:30 Clarivate introduction and academic portfolio overview\nევგენია ნოვაკოვიჩი\, რეგიონული მენეჯერი \n14:30-15:00 Searching for funding opportunities and selecting the right journals to improve your international visibility\nმასიმიალიანო ბერზოტი\, კვლევითი დეპარტამენტის გაყიდვების წარმომადგენელი \n15:00-15:20 შესვენება ყავით \n15:20-15:50 Web of Science and Journal Citation Reports: new features and content development updates\nადრიანა ფილიფი\, უფროსი მენეჯერი \n15:50-16:15 კითხვა-პასუხი \n16:15-17:00 დისკუსია ყავით
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/clarivate-day-georgia-samushao-shekhvedra/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/04/CL-WEB.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240427T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240427T200000
DTSTAMP:20260423T135353
CREATED:20240425T111835Z
LAST-MODIFIED:20240429T111944Z
UID:10005430-1714244400-1714248000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ივირონი და მისი მხატვრული მემკვიდრეობა“ – პროფესორ ნინო ჭიჭინაძის ონლაინლექცია
DESCRIPTION:27 აპრილს\, 18:00 საათზე\, საერთაშორისო სამეცნიერო ქსელის The Caucasus Through Time Network-ის ორგანიზებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო ჭიჭინაძე ონლაინ წაიკითხავს ლექციას ”Iviron and its Artistic Legacy”. \nმომხსენებელი შეეხება ივირონის ათონის ქართველთა მონასტერსა და მის ხელოვნებას. ივირონის რელიგიური და პოლიტიკურ-კულტურული განზომილება\, რომელიც სცილდება საკუთრივ ათონის მთას\, გაცხადებულია სამონასტრო ხელოვნებითა და რელიკვიებით. საუკუნეთა განმავლობაში  ათონსა და საქართველოს შორის  კავშირ-ურთიერთობების თავისებურებები განხილული იქნება ხელოვნების პერსპექტივიდან. \nფორმატი: ონლაინ (შეხვედრა ზუმში) \nრეგისტრაცია: \n\nhttps://ucl.zoom.us/meeting/register/tJYtc-uqqD4rGtE3_jMhKdWq-jZJyfyJKY6c#/registration\n\nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 27 აპრილი\, 18:00 საათი \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ivironi-da-misi-mkhatvruli-memkvidreoba-prophesor-nino-tchitchinadzis-onlainleqtsia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/04/82d10112daa197801266b62363e1465b_83199.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240428T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240428T150000
DTSTAMP:20260423T135353
CREATED:20240429T122602Z
LAST-MODIFIED:20240429T122602Z
UID:10005436-1714305600-1714316400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ანაზღაურებადი სტაჟირებები ევროპის 43 ქვეყანაში – ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან
DESCRIPTION:28 აპრილს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისის წარმომადგენლები ილიაუნის სამართლის სკოლასთან თანამშრომლობით სტუდენტებთან გამართავენ საინფორმაციო შეხვედრას სტუდენტთა გაცვლითი სამუშაო პროგრამების შესახებ. \nშეხვედრაზე ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისის პროფესიული განვითარების მიმართულების წევრი-მომხსენებლები დაესწრებიან\, დაესწრება ასევე ამავე აპარატის ვიცე-პრეზიდენტი ნაია სისაური. ისინი სტუდენტებს გააცნობენ ინფორმაციას ევროპის 43 ქვეყნის წამყვან იურიდიულ ფირმებსა და უნივერსიტეტებში ანაზღაურებად სტაჟირებათა შესახებ. \nსტაჟირება ანაზღაურებადია და მაქსიმალურად მისადაგებული სტუდენტის გრაფიკსა და შესაძლებლობებზე. \nდამსაქმებელთა სიაში არიან მათ შორის წამყვანი საერთაშორისო არასამთავრობო და საკონსულტაციო ორგანიზაციები. ელსას მსხვილი პარტნიორი მსგავსი პროექტების ნაწილში არის ევროპის საბჭო. \nპროგრამაში მონაწილეობა უფასოა. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 28 აპრილი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/anazghaurebadi-stazhirebebi-evropis-43-qveqhanashi-evropis-iurist-studenttha-asotsiatsiis-sainphormatsio-shekhvedra-studentebthan/
CATEGORIES:სამართლის სკოლა,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/04/3327c186c6e78ed83e83f4862c75b4ff_83220.png
END:VEVENT
END:VCALENDAR