BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20240101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240301T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240301T190000
DTSTAMP:20260423T182839
CREATED:20240227T075850Z
LAST-MODIFIED:20240227T075850Z
UID:10005365-1709308800-1709319600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:უნიმარკეტი ლუკა ნახუცრიშვილის გადასარჩენად
DESCRIPTION:1-ელ მარტს\, 16:00-დან 19:00 საათამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსში გაიმართება უნიმარკეტი ლუკას გადასარჩენად. \nუნიმარკეტზე დაგეგმილია აუქციონი\, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ცნობილ ქართველ ხელოვანთა ნამუშევრები. \nგრძელდება რეგისტრაცია უნიმარკეტში მონაწილეობის მისაღებად. \nთუ გსურთ წვლილი შეიტანოთ ლუკას გადასარჩენად\, შეავსეთ სარეგისტრაციო ბმული: https://rb.gy/67bfl1 \nუნიმარკეტზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია: \n\nსაქველმოქმედო ყუთში მოათავსოს შემოწირულობა;\nშეიძინოს კომპანიების\, ხელოვანთა\, სტარტაპერების\, ილიაუნის სტუდენტებისა და ლექტორების მიერ გასაყიდად გამოიტანილი ნივთები\, გამოცემები;\nდარეგისტრირდეს უნიმარკეტის მონაწილედ და გაყიდოს ნივთები\, შემოსული თანხა კი საქველმოქმედოდ გაიღოს.\n\nგანრიგი: \n\n16:00 – 19:00 სთ.\, უნიმარკეტი | A კორპუსის მიმდებარე ტერიტორია\n17:00 – 18:00 სთ.\, აუქციონი | A101 აუდიტორია\n18:00 – 19:00 სთ.\, კონცერტი – რეზო კიკნაძის კვინტეტი | A101 აუდიტორია\n\nმისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. N32 \n\n36 წლის ლუკა ნახუცრიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. \nლუკა პირველი თაობის ილიაუნელია. მან 2008 წელს დაამთავრა ბაკალავრიატი\, შემდეგ სწავლობდა პრაღის\, ტულუზის\, ვუპერტალის\, პერპინიანისა და ტიუბინგენის უნივერსიტეტებში. 2013 წლიდან ილიაუნის ასოცირებული პროფესორია. \nდღეს ილიაუნი ლუკას დასახმარებლად ერთიანდება. რამდენიმე თვის წინ მას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს და თვეზე მეტია\, ქიმიოთერაპიის მკურნალობის კურსს გადის ლაიფციგის საუნივერსიტეტო კლინიკაში. ლუკას ქიმიოთერაპიის 12 კურსი ესაჭიროება. ამ ეტაპზე კურსისა და კლინიკის მომსახურების ხარჯების დასაფარად 45 000 ევროა საჭირო.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/unimarketi-luka-nakhutsrishvilis-gadasarchenad/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/02/f25ec543e35dbbafb18871f3efa1be41_82501-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240301T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240301T190000
DTSTAMP:20260423T182839
CREATED:20240228T105558Z
LAST-MODIFIED:20240228T105558Z
UID:10005373-1709308800-1709319600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:აუქციონი ლუკა ნახუცრიშვილის გადასარჩენად
DESCRIPTION:პირველ მარტს\, 17:00-დან 18:00 საათამდე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება აუქციონი ლუკა ნახუცრიშვილის გადასარჩენად. \nაუქციონზე წარმოდგენილი იქნება ხელოვანთა ნამუშევრები\, რომელთა გაყიდვიდან შემოსული თანხა გადაირიცხება ლუკას დასახმარებლად. \nგრძელდება რეგისტრაცია აუქციონში მონაწილეობის მისაღებად. თუ გსურთ წვლილი შეიტანოთ ლუკას დასახმარებლად\, შეავსეთ სარეგისტრაციო ბმული:https://rb.gy/67bfl1 \nაუქციონი ეწყობა ლუკას გადასარჩენად დაგეგმილი უნიმარკეტის ფარგლებში. ამასთან ნებისმიერ მსურველს შეუძლია კომპანიების\, ხელოვანთა\, სტარტაპერების\, ილიაუნის სტუდენტებისა და ლექტორების მიერ გასაყიდად გამოტანილი ნივთების შეძენა ან უნიმარკეტის მონაწილედ დარეგისტრირება და ნივთების გაყიდვა. \nგანრიგი: \n\n16:00 – 19:00 სთ.\, უნიმარკეტი | A კორპუსის მიმდებარე ტერიტორია\n17:00 – 18:00 სთ.\, აუქციონი | A101 აუდიტორია\n18:00 – 19:00 სთ.\, კონცერტი – რეზო კიკნაძის კვინტეტი\n\nმისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \n2024
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/auqtsioni-luka-nakhutsrishvilis-gadasarchenad/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/02/a01b67d891c96f5575c2e00d0b274eb2_82514.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240302T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240302T130000
DTSTAMP:20260423T182839
CREATED:20240223T111012Z
LAST-MODIFIED:20240227T103544Z
UID:10005355-1709377200-1709384400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ღია კარის დღე - ბიზნესის სკოლა
DESCRIPTION:2 მარტს\, 11:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის პროგრამებით დაინტერესებული უფროსკლასელებისა და აბიტურიენტებისთვის გაიმართება ღია კარის დღე. \nშეხვედრაზე გაეცნობით სკოლის პროგრამებს: \n\nბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი\, საბანკო და საფინანსო საქმე\, ტურიზმი) (ძირითადი სპეციალობები)\nბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი) (ძირითადი სპეციალობა) – სწავლების ენა: ინგლისური\n\nთუ გსურთ გახდეთ ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი და შეძლოთ კორპორაციულ\, აკადემიურ\, საჯარო თუ არასამთავრობო სექტორში წარმატებული საქმიანობა როგორც ადგილობრივი\, ისე საერთაშორისო მასშტაბით\, ილიაუნის ბიზნესის სკოლა საუკეთესო არჩევანია. \nღია კარის დღეზე ბიზნესის სკოლის პროფესორები და სტუდენტები გაგაცნობენ სკოლის პროგრამების სტრუქტურას\, შინაარსსა და საგანმანათლებლო რესურსებს. სწავლის დროს გექნებათ თანამედროვე ლაბორატორიებში მუშაობის\, კვლევებში მონაწილეობის\, მოწინავე ორგანიზაციებსა და ბანკებში პრაქტიკის გავლისა და სტაჟირების საშუალება. \nდრო: 11:00-13:00 საათი \nადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 („ფორბსის“) აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nრეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე https://forms.gle/NbP2YW1tjGfNVQMQ9 \nინფორმაცია ღია კარის დღის სრული პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ https://shorturl.at/himuI \nშენი საინტერესო ცხოვრება იწყება აქ! \n2024 \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ghia-karis-dghe-biznesis-skola/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/02/web-biznesi-new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240302T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240302T153000
DTSTAMP:20260423T182839
CREATED:20240226T072149Z
LAST-MODIFIED:20240226T111526Z
UID:10005356-1709388000-1709393400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ღია კარის დღე - სამართლის სკოლა
DESCRIPTION:2 მარტს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის სამართლის სკოლის პროგრამებით დაინტერესებული უფროსკლასელებისა და აბიტურიენტებისთვის გაიმართება ღია კარის დღე. \nილიაუნის სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის პროგრამული საგნები მოიცავს ისეთ მასალას\, რომელიც დაფუძნებულია: \n\nსამართლის შესავალ ნაწილზე\nსაჯარო სამართალზე\nკერძო სამართალზე\nსისხლის სამართალზე\nსაერთაშორისო სამართალზე\n\nსაინფორმაციო შეხვედრაზე სამართლის სკოლის პროფესორები და სტუდენტები დამსწრეთ გააცნობენ ამომწურავ ინფორმაციას პროგრამის შინაარსის\, სწავლების მეთოდებისა და პროფესიული პერსპექტივების შესახებ. \nსამართლის სკოლაში სწავლისას შეიძენთ ფართო ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას: შეძლებთ იმუშაოთ რეალურ შემთხვევებზე და გამოიძიოთ კონკრეტული საქმეები\, ისარგებლებთ სამართლის სკოლის კლინიკებითა და კვლევითი ცენტრებით\, რაც დაგეხმარებათ გახდეთ სამართლის დარგის კონკურენტუნარიანი სპეციალისტი. \nილიაუნის სამართლის სამართლის სკოლის მისიაა სტუდენტებისთვის თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება\, იურიდიული აზროვნების განვითარება და ღირებულებათა ჩამოყალიბება. \nდამსწრეთა შეკითხვებს ამომწურავად უპასუხებენ ილიაუნის სამართლის სკოლის პროფესორები და სტუდენტები. \nდრო: 14:00-15:30 საათი \nადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nრეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე https://forms.gle/hYcpUiZeXR12uvuF7 \nინფორმაცია ღია კარის დღის სრული პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ https://shorturl.at/himuI \nშენი საინტერესო ცხოვრება იწყება აქ!
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ghia-karis-dghe-samarthlis-skola/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/02/web-samarthali.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240306T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240306T180000
DTSTAMP:20260423T182839
CREATED:20240229T133422Z
LAST-MODIFIED:20240311T123036Z
UID:10005375-1709744400-1709748000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მონოგრაფიის „ირანული ზეგავლენა ქართველ დიდგვაროვანთა სამოსში XVI-XVII საუკუნეების დასავლეთ საქართველოს ფრესკების მიხედვით“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:6 მარტს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 აუდიტორიაში გაიმართება აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მკვლევრების\, თამარ დემეტრაშვილისა და თამარ ლეკვეიშვილის მონოგრაფიის „ირანული ზეგავლენა ქართველ დიდგვაროვანთა სამოსში XVI-XVII საუკუნეების დასავლეთ საქართველოს ფრესკების მიხედვით“ პრეზენტაცია. \nნაშრომში განხილულია დასავლეთ საქართველოში XVI-XVII საუკუნეების ქართული ქრისტიანული ტაძრების კედლის მხატვრობის (ფრესკების) ის ნიმუშები\, რომლებზე გამოსახულ ქტიტორთა\, მეფეთა\, დიდგვაროვანთა და მათი ოჯახების ჩაცმულობაში ასახულია ირანული გავლენა. განხილულია ისტორიული გარემო\, რაც განაპირობებდა ჩაცმულობაში ამგვარი ტენდენციის გაძლიერებას. გამახვილებულია ყურადღება ტანისამოსის ცალკეულ დეტალებსა და მათ სიმბოლურ დატვირთვაზე. \nმონოგრაფია გამოიცა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ამავე სახელწოდების პროექტის (შიფრი NFR-19-118) ფარგლებში. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: გ.წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი\, S201/202 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქუჩა N3 \nდასწრება თავისუფალია. \n2024
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/monographiis-iranuli-zegavlena-qarthvel-didgvarovantha-samosshi-xvi-xvii-saukuneebis-dasavleth-saqarthvelos-phreskebis-mikhedvith-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/02/WEB-mets.-khelovneba-2.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240311T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240311T170000
DTSTAMP:20260423T182839
CREATED:20240308T100228Z
LAST-MODIFIED:20240313T100415Z
UID:10005382-1710176400-1710176400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ ნინო ბუწაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:11 მარტს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამა „ფსიქოლოგიის“ დოქტორანტი ნინო ბუწაშვილი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „სოციალური დომინანტობის ორიენტაცია და კოგნიტური სიცხადის მოთხოვნილება\, როგორც BIAS map-ის მოდერატორები“. \nსამეცნიერო ხელმძღვანელი – ნინო ჯავახიშვილი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 11 მარტი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ.N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtorant-nino-butsashvilis-sadisertatsio-nashromis-datsva/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/273c1a97782e34d75f96db7ffe43af79_82774.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240315T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240315T200000
DTSTAMP:20260423T182839
CREATED:20240313T095824Z
LAST-MODIFIED:20240313T095824Z
UID:10005380-1710529200-1710532800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„არ დამივიწყო“ – ნანი მანველიშვილის წიგნის პრეზენტაცია
DESCRIPTION:15 მარტს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი ნანი მანველიშვილი გამართავს თავისი რომანის „არ დამივიწყო“ პრეზენტაციას. \nწიგნის შესახებ \nრა მოხდება\, თუ ერთ დღეს ადამიანებს ასეთი უცნაურობა დაემართებათ – დაავიწყდებათ ყველა და ყველაფერი\, საკუთარი იდენტობაც კი. თუმცა ემახსომებათ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანი: ვიღაცას – დედა\, ვიღაცას – შვილი\, ზოგს – მამა და ზოგსაც – სულაც მეზობელი? „არ დამივიწყო“ – პასუხია ამ კითხვაზე. \nრომანში ორი ძირითადი ხაზია: პირველი თანამედროვე საქართველოში ვითარდება\, მთავარი გმირი კი ლენეა\, სტუდენტი გოგონა\, რომელიც ბებიის ბურუსით მოცული თავგადასავლის გაგებას ცდილობს\, ბებიისა\, რომელიც საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა და მისი ამბავი თვალსა და ხელს შუა გაქრა. \nმეორე ხაზი წარსულია – საბჭოთა კავშირი\, ქართველების როლი და ადგილი ამ სივრცეში\, ადამიანის ბედი ტოტალიტარულ სახელმწიფოში\, ომი და… სიყვარული. \nეს არის ამბავი დავიწყებულებზე. ზოგჯერ ჩვენ ვივიწყებთ\, უფრო ხშირად კი გვივიწყებენ. როგორია იყო დავიწყებული? რას ნიშნავს მარტოობა\, როგორ უნდა ებრძოლო საკუთარ თავს თუ არ გახსოვს\, ვინ ხარ? რა იყო საბჭოთა ტერორი და რა გავლენა ჰქონდა ადამიანებზე? როგორია სიყვარული\, მართლა აძლევს ძალას ადამიანს ბრძოლისთვის? როგორ უნდა იყო ძლიერი ქალი? რატომ მაინდამაინც სენი – დავიწყება? – ეს და სხვა კითხვები გაუჩნდება მკითხველს და პასუხების ძიებას წიგნში ან მის გარეთ დაიწყებს. \nწიგნი 2023 წელს „პალიტრა L-მა“ გამოსცა. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 15 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ar-damivitsqho-nani-manvelishvilis-tsignis-prezentatsia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/e34174e36768ccf243c5165bde06d19d_82782-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240317T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240317T120000
DTSTAMP:20260423T182839
CREATED:20240229T124211Z
LAST-MODIFIED:20240312T070238Z
UID:10005374-1710669600-1710676800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ვორკშოპი „როგორ დავწეროთ საველე და კვლევითი საგრანტო პროგრამებისთვის კვლევითი განაცხადი“
DESCRIPTION:7 და 11 მარტს\, 10:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 აუდიტორიაში ილიაუნის ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში ანთროპოლოგები დოქტორი გიორკემ აიდემირ-კუნდაკჩი და დოქტორი ლაურა მაფიძოლი ჩაატარებენ  ვორკშოპს  „როგორ დავწეროთ საველე და კვლევითი საგრანტო პროგრამებისთვის კვლევითი განაცხადი“. \nდოქტორანტები გაეცნობიან მნიშვნელოვან ინფორმაციას\, როგორ იწერება გამარჯვებული განაცხადი და როგორ იმართება ანთროპოლოგიური კვლევითი პროექტის შემუშავებისთვის საჭირო ეტაპები\, დახმარებას მიიღებენ კვლევითი განაცხადის სხვადასხვა კომპონენტზე\, მათ შორისაა: საინტერესო შესავლის დაწერა\, რელევანტური კვლევითი კითხვის ფორმულირება და კარგად განსაზღვრული თეორიული ჩარჩოს მონახაზის გაკეთება. \nვორკშოპის ფარგლებში ასევე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: მეთოდოლოგიის შემუშავება\, რომელიც სტუდენტების კვლევის მიზნებსა და კითხვებს შეესაბამება\, საკვლევი პროექტის მითითებულ ვადებში დასრულება და კვლევითი განაცხადის მნიშვნელობის დასაბუთება. \nგანაცხადის დასაწერად საწყის წერტილად გამოყენებულ იქნება ვენერ-გრენის ფონდის სადისერტაციო საველე სამუშაოს საგრანტო პროგრამა. \nშემდგომი სესიები წარიმართება მონაწილეთა კონკრეტული მოთხოვნების შესაბამისად. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 7\, 11 მარტი\, 10:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია. \nიხილეთ პროგრამა ბმულზე: \n\nhttps://shorturl.at/mBGQS\n\n2024
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/vorkshopi-rogor-davtseroth-savele-da-kvlevithi-sagranto-programebisthvis-kvlevithi-ganatskhadi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/02/1024X296-vorkshopebi.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240319T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240319T190000
DTSTAMP:20260423T182839
CREATED:20240314T082356Z
LAST-MODIFIED:20240314T082356Z
UID:10005384-1710867600-1710874800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო პოლიტიკის კვლევითი დოკუმენტების შემუშავება - კონკურსი სტუდენტებისთვის
DESCRIPTION:ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)\, რომელიც ახორციელებს პროექტს „მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოება კარგი მმართველობისთვის: ახალგაზრდა მეცნიერების გაძლიერება ცვლილებების მისაღწევად“\, სტუდენტებისთვის აცხადებს კონკურსს საჯარო პოლიტიკის კვლევითი დოკუმენტების შემუშავებაზე. \n19 მარტს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან პროექტისა და მის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შესახებ ინფორმაციის გასაცნობად\, რათა უკეთ შეძლონ საჯარო მმართველობის არსის გაგება და მოემზადონ კონკურსისთვის. \nშერჩეული სტუდენტები გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ სერტიფიცირებულ ტრენინგებს\, მათ მიეცემათ საშუალება იმუშაონ პროფესიონალ მკვლევრებთან/ექსპერტებთან ერთად და გახდნენ საჯარო პოლიტიკის დოკუმენტების თანაავტორები. \nდამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=531355 \nპროექტი „მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოება კარგი მმართველობისთვის: ახალგაზრდა მეცნიერების გაძლიერება ცვლილებების მისაღწევად“ მიზნად ისახავს ახალგაზრდა მკვლევრებისა და აკადემიური წრეების გაძლიერებას საჯარო მმართველობის თემების კვლევებთან დაკავშირებით. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 19 მარტი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქუჩა №1 \nშეხვედრაზე დასწრება შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-politikis-kvlevithi-dokumentebis-shemushaveba-konkursi-studentebisthvis/
CATEGORIES:კონკურსები,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/WEB-NEW.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240319T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240319T200000
DTSTAMP:20260423T182839
CREATED:20240313T080649Z
LAST-MODIFIED:20240315T063055Z
UID:10005378-1710874800-1710878400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ონლაინშეხვედრა მწერალ კლოე კორმანთან
DESCRIPTION:19 მარტს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ონლაინშეხვედრა გონკურის პრემიის საქართველოს არჩევანის 2023 წლის ლაურეატთან\, მწერალ კლოე კორმანთან. მწერალს პრემია გადაეცა რომანისთვის  ”Les Presque Sœurs ” („თითქმის დები“). \nკლოე კორმანს საქართველოს ელჩი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაწესებულ პრიზს გადასცემს. \nმწერალი ონლაინ ჩაერთვება საფრანგეთში საქართველოს საელჩოდან\, სადაც უმასპინძლებენ საქართველოს ელჩი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი და ფრანგული რენესანსის საერთაშორისო პრეზიდენტი\, პარიზის ზღვისიქითა მეცნიერებების აკადემიის საპატიო პრეზიდენტი დენი ფადა. \n„ლიგამუსში“ შეხვედრას დაესწრებიან საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი\, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი კამი ნორა\, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკის დირექტორი ნანა ლალიაშვილი\, ქართული უნივერსიტეტების სტუდენტები\, მედიათეკის მკითხველები და  უფროსკლასელები. \nსამუშაო ენები: ქართული\, ფრანგული \nდრო: 19 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/onlainshekhvedra-mtseral-kloe-kormanthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/WEB-BANNER-gonkuris-premia-2.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240320T103000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240321T173000
DTSTAMP:20260423T182839
CREATED:20240313T100031Z
LAST-MODIFIED:20240313T100145Z
UID:10005381-1710930600-1711042200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ვორკშოპი „ძველი ქართული მწერლობა ეროვნულ და გლობალურ კონტექსტში (ტრადიცია\, ინოვაცია\, ტენდენციები)“
DESCRIPTION:20-21 მარტს\, 10:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 აუდიტორიაში  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტის „FR-2 1-660 ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია: ახალი მეთოდოლოგიური და კონცეპტუალური მიდგომები საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო ცნობარისათვის“ ფარგლებში ჩატარდება ვორკშოპი „ძველი ქართული მწერლობა ეროვნულ და გლობალურ კონტექსტში (ტრადიცია\, ინოვაცია\, ტენდენციები)“. \nვორკშოპის მიზანია სხვადასხვა უნივერსიტეტში ძველი ქართული ლიტერატურის სწავლების პროცესში ჩართული პროფესორებისა და დოქტორანტების დისკუსიის ორგანიზება სასწავლო ფორმატში თანამედროვე ინტერ\, კროს და ტრანსდისციპლინური მიდგომებისა და მეთოდების გამოყენების შესახებ ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლის მიზნით. \nვორკშოპში მონაწილეობას მიიღებენ აგრეთვე ქართული ფილოლოგიის სპეციალობის ის დაინტერესებული მაგისტრანტები\, რომლებსაც ძველი ქართული მწერლობის შემსწავლელი პროგრამული საგნები დახურული აქვთ მაღალი შეფასებით – A . \nვორკშოპზე იგეგმება \n\nპროექტის  მიგნებებისა და შუალედური შედეგების აპრობაცია სამიზნე ჯგუფთან;\nახალი პრობლემების გამოკვეთა და უკუკავშირის ანალიზი.\n\nსამიზნე ჯგუფი: \nფილოლოგიური მიმართულებისა და ფართო პროფილის ჰუმანიტარი სპეციალისტები\, აგრეთვე დოქტორანტები და მაგისტრანტები. \nვორკშოპზე მოწვეული სპეციალისტები/მომხსენებლები: \n1. ფათი ჰატაიბი\, რაბატის მუჰამედ მეხუთის უნივერსიტეტი\, მაროკო\n2. მზია სურგულაძე\, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი\n3. მაკა ელბაქიძე\, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი\n4. ექვთიმე კოჭლამაზაშვილი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი\n5. ივანე ამირხანაშვილი\,  შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი\n6. ნესტან სულავა\, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ახალციხის უნივერსიტეტი\n7. მარიამ ნანობაშვილი\, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი\n8. თამთა ფარულავა\, გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი\n9. ელენე გოგიაშვილი\, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი\n10. ალექსანდრე შებორნი\, ოქსფორდის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი \nვორკშოპში მონაწილეობას მიიღებენ აგრეთვე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის პროგრამის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტები\, რომელთაც 2020-2023 წლის განმავლობაში A შეფასებით დაასრულეს კურსები „ძველი ქართული საეკლესიო მწერლობა (ჰაგიოგრაფია)“ და „ქართული ლიტერატურა XII-XVIII საუკუნეებში.“ ისინი გვესაუბრებიან იმ ძირითად გამოწვევებსა და პრობლემებზე\, რომელთა გადალახვაც მოუწიათ ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის შესწავლის პროცესში. \nპროექტში ჩართული სპეციალისტები: \n\nირმა ყარაულაშვილი\, პროექტის ხელმძღვანელი\,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\nთამარ ლომიძე\, პროექტის კოორდინატორი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი\nდარეჯან გარდავაძე\, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი\nთეა შურღაია\, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი\nთამთა სურმავა\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\n\nფორმატი: \nორდღიანი სასესიო სხდომები – დღეში ორი სესია \nდასწრებით და/ან დისტანციურად \nბმული:https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/82027541366 \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 20 და 21 მარტი\, 10:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქუჩა N3 \nდღის წესრიგი \nდღე I \n10:30-13:00  სხდომა 1– ძველი ქართული ნარატიული წყაროები: \nა) ქართული ჰაგიოგრაფია – სტერეოტიპი\, რეცეფცია\, თვითრეფლექსია\nბ)  ძველი ქართული მწერლობა\, როგორც ისტორიული წყარო და იდენტობის ინდიკატორი \n14:00-17:00  სხდომა 2 – ძველი ქართული (საერო)მწერლობის რეალური და გამოგონილი გეოგრაფია \nა) ქართული ლექსი vis-a-vis  აღმოსავლური ექსპანსია\nბ) „სულ ორი-სამი ქარგა აქვს ეპოსს“ (დ. წერედიანი) \nდღე II \n10:30-13:00  სხდომა 3 – „ვეფხისტყაოსანი“  –  მარადი ტექსტი\,  სინთეზური ესთეტიკა\, თანამედროვე კონცეფცია. \n14:00-17:00  სხდომა 4 – ძველი ქართული მწერლობის სწავლების მეთოდოლოგია და თანამედროვე გამოწვევები. \n17:00-17:30  შემაჯამებელი სხდომა: \nპროექტის ხელმძღვანელი და მონაწილეები შეაჯამებენ გამოთქმულ მოსაზრებებს\, ახლებურ კონცეპტუალურ მიდგომებსა და მეთოდოლოგიას\, მიმოიხილავენ დოქტორანტების მიერ გამოთქმულ სურვილებსა და დასმულ პრობლემებს.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/vorkshopi-dzveli-qarthuli-mtserloba-erovnul-da-globalur-konteqstshi-traditsia-inovatsia-tendentsiebi/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/9385ff8bc9815d9adde237bdaaf5694f_82776.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240327T193000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240327T213000
DTSTAMP:20260423T182839
CREATED:20240326T074011Z
LAST-MODIFIED:20240326T074011Z
UID:10005395-1711567800-1711575000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გადაუდებელი კიბერდახმარების უზრუნველყოფის მექანიზმები: კვლევების შედეგების განხილვა
DESCRIPTION:27 მარტს\, 19:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა თემაზე „გადაუდებელი კიბერდახმარების უზრუნველყოფის მექანიზმები: მიმდინარე და ჩატარებული კვლევების შედეგების განხილვა უკრაინის\, მონტენეგროს და სხვა მაგალითებზე დაყრდნობით”. \nმომხსენებლები: \n\nნათია სესკურია\, ინიციატივის „ქალები კიბერუსაფრთხოებაში“ თანადამფუძნებელი\nნატა გოდერძიშვილი\, კიბერუსაფრთხოების სფეროს ექსპერტი\, ინიციატივის „ქალები კიბერუსაფრთხოებაში“ თანადამფუძნებელი\nჯოსეფ იარნეცკი\, დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების კვლევების სამეფო ინსტიტუტის (RUSI) მკვლევარია კიბერუსართხოების მიმართულებით. მისი კვლევითი ინტერესები ფოკუსირებულია კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების მშენებლობაზე\, ასევე რა რისკებსა და შესაძლებლობებს ქმნის მოწინავე ტექნოლოგიები ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის.\n\nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 27 მარტი\, 19:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/gadaudebeli-kiberdakhmarebis-uzrunvelqhophis-meqanizmebi-kvlevebis-shedegebis-gankhilva/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/WEB-BANNER-kiberusaphrthkhoeba-2.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240329T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240329T120000
DTSTAMP:20260423T182839
CREATED:20240328T083150Z
LAST-MODIFIED:20240328T083237Z
UID:10005405-1711706400-1711713600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ინდური ტაბლა და მისი ენა“ – ანუკა კონტრიძის ვორკშოპი
DESCRIPTION:29 მარტს\, 19:00 საათზე\, ილიაუნის თეატრში ილიაუნის მუსიკის ცენტრის ინიციატივით ანუკა კონტრიძე გამართავს ვორკშოპს/პრეზენტაციას. \nანუკა კონტრიძე 1982 წელს დაიბადა თბილისში. არის აღმოსავლეთმცოდნე\, სინოლოგი. \nინდურ ტაბლას ეუფლება 21 წლიდან. სწავლობდა ინდოეთში\, შრი ლანკაში\, გერმანიასა და შვეიცარიაში ტაბლის ოსტატებთან – ს.ვ. რანდუვასთან\, შანკარ ლალ ჩატერჯსა და სვაპან ჩაუდჰურთან. თანამშრომლობდა და თანამშრომლობს ბენდებთან საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ამჟამად ცხოვრობს ქ. მიუნხენში. უკრავს რამდენიმე ბენდთან სხვადასხვა მიმართულებით. წლების განმავლობაში რუმინული ემბიენთ ჯგუფის “Thy Veils” მოწვეული წევრია\, ასევე “Metachronic Rashomon” დისტანციური ტრიოს წევრი რეზო კიკნაძესა და ნიკა დავითაშვილთან ერთად. ბოლო რამდენიმე წელია ესწრება ტაბლის დიდოსტატ პანდიტ სვაპან ჩაუდჰურის ყოველწლიურ სემინარებს ბაზელში. დროდადრო მართავს ვორკშოპებს ტაბლის შესახებ თბილისსა და მიუნხენში. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 29 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, A კორპუსი (შიდა ეზო)\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/induri-tabla-da-misi-ena-anuka-kontridzis-vorkshopi/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/MUS-CENTRE-WEBBB.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240329T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240329T180000
DTSTAMP:20260423T182839
CREATED:20240327T114345Z
LAST-MODIFIED:20240327T130329Z
UID:10005403-1711731600-1711735200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ჯავა პრომო ივენთი ილიაუნის სტუდენტებისთვის
DESCRIPTION:29 მარტს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 საკონფერენციო დარბაზში EPAM-ის წარმომადგენლები გამართავენ  ჯავა პრომო ღონისძიებას ილიაუნის სტუდენტებისთვის\, რომლებიც ისწრაფვიან\, გახდნენ Java-ის ინჟინრები ან სურთ\, მეტი გაიგონ ამ სფეროს შესახებ. \nდარგის ექსპერტები ისაუბრებენ Java-ის განვითარებაში გამოყენებულ უახლეს ტენდენციებზე\, ხელსაწყოებსა და ტექნოლოგიებზე\, რომლებითაც ხელმძღვანელობენ სხვადასხვა პროექტსა და კონფიგურაციაში დიდი გამოცდილების მქონე Java-ის ექსპერტები\,  გააცნობენ როგორც უახლეს ინფორმაციას java-ის ინჟინერიის მდგომარეობის შესახებ\, ასევე პროფესიულ რჩევებს. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 29 მარტი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 საკონფერენციო დარბაზი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/java-promo-iventhi-iliaunis-studentebisthvis/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/WEB-BANNER-JAVA-1.png
END:VEVENT
END:VCALENDAR