BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20170101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171101T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171101T190000
DTSTAMP:20260508T134129
CREATED:20171025T114603Z
LAST-MODIFIED:20240202T060023Z
UID:10002101-1509562800-1509562800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია „ილია – მამა“
DESCRIPTION:ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წლის აღნიშვნას ილიაუნის ლიტერატურული კლუბიც უერთდება და 1-ლ ნოემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გეპატიჟებათ ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექციაზე „ილია – მამა“. \nლექციაზე განხილული იქნება ილია\, როგორც ახალი საქართველოს გამომგონებელი\, ქართული იდეის მკვდრეთით აღმდგენი და მისი მარადიული თანამდევი სული. \nდრო: 1-ლი ნოემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturul-klubshi-levan-berdzenishvilis-sajaro-leqtsia-ilia-mama/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42610.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171102T110300
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171102T110300
DTSTAMP:20260508T134129
CREATED:20171102T070344Z
LAST-MODIFIED:20240202T060021Z
UID:10002099-1509620580-1509620580@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ბიზნესიდეების კონკურსი ილიაუნის ბიზნესის სკოლის სტუდენტებისთვის – გლობალური მეწარმეობის კვირეული
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით\, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში\, ბიზნესის სკოლის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის ნოემბერში ბიზნესიდეების კონკურსი ჩატარდება. \nკონკურსის 10 წარმატებული მონაწილე 2018 წლის ზაფხულში სრული დაფინანსებით გაემგზავრება მასარაკის (ბრნო\, ჩეხეთი) ან მინიოს უნივერსიტეტში (გიმარესი\, პორტუგალია) და 1-კვირიან ტრენინგს დაესწრება\, სადაც შეძლებს საკუთარი ინოვაციური ბიზნესიდეის დახვეწასა და ბიზნესგეგმის შემუშავებას. \nვისთვის?  \nთუ ხარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი\, გაქვს ინოვაციური და კრეატიული ბიზნესიდეა\, შეგიძლია გამოწვევევის მიღება\, არ უშინდები ბევრ შრომას და გჯერა საკუთარი წარმატების\, მაშინ ამ კონკურსში მონაწილეობა სწორი გადაწყვეტილებაა. \nრატომ?  \nპროექტში მონაწილეობა გაძლევს შესაძლებლობას: \n\nშეიძინო  ბიზნესიდეის ფორმირებისა და მისი წარდგენისთვის საჭირო ცოდნა\, გამოიმუშავო საჭირო უნარ-ჩვევები – იყო მზად ბიზნესის კეთებისთვის;\nგაიცნო მსგავსი ინტერესების ადამიანები და მათთან ერთად შეძლო ინოვაციური და კრეატიული იდეების გენერირება.\n\nროგორ?  \nგამოგზავნე შევსებული განაცხადის ფორმა არაუგვიანეს ამა წლის 10 ნოემბრისა. დავუკავშირდებით შერჩეულ კანდიდატებს. \nგანაცხადის შესავსებად მიჰყევით ბმულს: https://docs.google.com/bic \nროდის? \nკონკურსი ჩატარდება 3 ეტაპად: \n\nპირველი ეტაპი – განაცხადების განხილვა\nშერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით არაუგვიანეს ამა წლის 12 ნოემბრისა;\nმეორე ეტაპი – შეხვედრა მენტორებთან \n\n15  და 16 ნოემბერს განაცხადების საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს შეხვდებიან ბიზნესის სკოლისა და ილიაუნის ბიზნესაქსელერატორის მენტორები და დაეხმარებიან იდეების დახვეწაში; \n\nმესამე ეტაპი – კონკურსის ფინალი \n\n17 ნოემბერს კონკურსის მონაწილეები ჟიურის წინაშე წარადგენენ საკუთარ ინოვაციურ ბიზნესიდეებს და გამოვლინდება კონკურსის 10 გამარჯვებული მონაწილე. \nპრიზი  \nErasmus + პროექტის EUCA-INVEST მხარდაჭერით ბიზნესიდეების კონკურსის 10 გამარჯვებული მონაწილე 2018 წლის ზაფხულში სრული დაფინანსებით ერთკვირიან ტრენინგზე გაემგზავრება მასარაკის (ბრნო\, ჩეხეთი) ან მინიოს უნივერსიტეტში (გიმარესი\, პორტუგალია)\, სადაც მონაწილეები კიდევ უფრო კონკრეტულს გახდიან საკუთარ ბიზნესიდეებსა და ბიზნესგეგმას. \n\nდამატებითი ინფორმაციისთვის: \nგვანცა ტატიშვილი\nტელ.: 599 179 330\nელფოსტა: gvantsa.tatishvili@iliauni.edu.ge \nhttp://gew.iliauni.edu.ge/ \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/biznesideebis-konkursi-iliaunis-biznesis-skolis-studentebisthvis-globaluri-metsarmeobis-kvireuli/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42739.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171102T123700
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171102T123700
DTSTAMP:20260508T134129
CREATED:20171102T083720Z
LAST-MODIFIED:20240202T060017Z
UID:10002098-1509626220-1509626220@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მეიქათონი „იდეიდან პირველ ბიზნესამდე“ – გლობალური მეწარმეობის კვირეული
DESCRIPTION:გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა და ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (Fablab Iliauni) 13-19 ნოემბერს ბიზნესის სკოლის პირველი და მეორე კურსის სტუდენტებისთვის ჩაატარებს მეიქათონს „იდეიდან პირველ ბიზნესამდე“. \nმეიქათონის მიზანია სტუდენტების ბიზნესიდეების ხელშეწყობა. \nპროექტის აღწერა და განრიგი \nI ეტაპი – რეგისტრაცია\, 10 ნოემბრის ჩათვლით \nპროექტში მონაწილეობისთვის\, გთხოვთ\, შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს ამა წლის 8 ნოემბრისა. \nსარეგისტრაციო ფორმა: https://goo.gl/forms/Qd11QbPzUmmFL5Gr2 \nII ეტაპი – საინფორმაციო შეხვედრა\, 11 ნოემბერი \nრეგისტრირებულ მონაწილეებს დავუკავშირდებით 10 ნოემბერს. 11 ნოემბერს კი\, ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში Fablab Iliauni (გ. წერეთლის N3) გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა\, სადაც დეტალურად გაგაცნობთ: \n\n მეიქათონის ჩატარების პრინციპს\n ფაბლაბის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების პრინციპებს.\n\nIII ეტაპი – გუნდებად ფორმირება\, ტრენინგები და ბიზნესიდეის განხორციელებაზე მუშაობის დაწყება\, 11-14 ნოემბერი \nრეგისტრირებული მონაწილეები ფორმირდებიან გუნდებად და იწყებენ შერჩეულ ბიზნესიდეაზე მუშაობას. პროცესში მათ დაეხმარებიან ილიაუნის ბიზნესის სკოლისა და ილიაუნის პრეაქსელერატორის მენტორები\, ჩაუტარდებათ ტრენინგი 2დ დიზაინსა და ბიზნესმოდელის შექმნაში. ასევე მენტორების წინაშე გამართავენ საბოლოო ბიზნესიდეების პრეზენტაციებს. \nIV ეტაპი – პროტოტიპირება\, ვალიდაცია\, წარმოება\, 14–18 ნოემბერი \nფაბლაბში არსებული ტექნოლოგიების გამოყენებით\, შექმნიან საკუთარი იდეების პროტოტიპებს და იმუშავებენ მის დახვეწაზე. \nV ეტაპი – Demo დღე\, პროდუქციის პორტფოლიოების გაკეთება\, 19 ნოემბერი \nბიზნესიდეის ავტორებისა და მათ მიერ შექმნილი პროდუქციის პორტფოლიოების მომზადება\, პროფესიონალური ფოტოგადაღება. \nVI ეტაპი – საშობაო მარკეტის მოწყობა – შექმნილი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა \n\nსაკონტაქტო ინფორმაცია: \nსანდრო კანდელაკი\, ფაბლაბის მენეჯერი\nელფოსტა: sandro.kandelaki@iliauni.edu.ge\nგოგა საათაშვილი\, ფაბლაბის ტექნიკური ექსპერტი\ngoga.saatashvili@gmail.com \nhttp://gew.iliauni.edu.ge/ \n  \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/meiqathoni-ideidan-pirvel-biznesamde-globaluri-metsarmeobis-kvireuli/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42790.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171102T142400
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171102T142400
DTSTAMP:20260508T134129
CREATED:20171102T102405Z
LAST-MODIFIED:20240202T060015Z
UID:10002097-1509632640-1509632640@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ჰაკათონი „ციფრული ტურიზმი“ – გლობალური მეწარმეობის კვირეული ილიაუნიში
DESCRIPTION:გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა და ილიაუნის პრეაქსელერატორი „ზუმაუთი” 18-19 ნოემბერს გამართავენ ჰაკათონს „ციფრული ტურიზმი“. \nჰაკათონის მიზანია\, ახალგაზრდებმა ჰაკათონის ფარგლებში შექმნან ტურიზმის სფეროზე მორგებული ციფრული პროდუქტები. \nპროექტის აღწერა და განრიგი \nI ეტაპი  – რეგისტრაცია\, 17 ნოემბრის ჩათვლით \nპროექტში მონაწილეობისთვის\, გთხოვთ\, შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს ამა წლის 15 ნოემბრისა. \nსარეგისტრაციო ფორმა: https://goo.gl/forms/FH6vZNJUN4hOVK9l2 \nII ეტაპი – ჰაკათონის გახსნა\, 18 ნოემბერი \nრეგისტრირებულ მონაწილეებს დავუკავშირდებით 17 ნოემბერს. 18 ნოემბერს კი ილიაუნის B 201 აუდიტორიაში გაიხსნება ჰაკათონი და გაეცნობით ინფორმაციას შემდეგ თემებზე: \n·   ჰაკათონის თემების დეტალური გამოცხადება \n·   ჰაკათონის აჯენდის გაცნობა \nIII ეტაპი – გუნდებად ფორმირება\, მუშაობის დაწყება\, 18-19 ნოემბერი \nრეგისტრირებული მონაწილეები ფორმირდებიან გუნდებად და დაიწყებენ შერჩეულ იდეაზე მუშაობას. ამ პროცესში მათ დაეხმარებიან ილიაუნის ბიზნესის სკოლისა და ილიაუნის პრეაქსელერატორის მენტორები. \nIV ეტაპი – ჰაკათონზე შექმნილი იდეების პრეზენტაცია\, 19 ნოემბერი \n19 ნოემბერს გაიმართება პრეზენტაცია\, სადაც გაიმართება ჰაკათონის ფარგლებში შექმნილი პროდუქტების პრეზენტაცია\, რის შემდეგაც გამოვლინდება გამარჯვებული. \nსაკონტაქტო ინფორმაცია: \nსანდრო კანდელაკი\, ფაბლაბის მენეჯერი \nელფოსტა: sandro.kandelaki@iliauni.edu.ge \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/hakathoni-tsiphruli-turizmi-globaluri-metsarmeobis-kvireuli-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42863.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171102T171300
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171102T171300
DTSTAMP:20260508T134129
CREATED:20171102T131316Z
LAST-MODIFIED:20240202T060012Z
UID:10002096-1509642780-1509642780@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დედოფლისწყაროს ტრენინგცენტრში ყველაზე მაღალქულიანი პირველკურსელებისთვის შემეცნებითი ბანაკი ჩატარდა
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტმა 9 ოქტომბერს შემეცნებითი ბანაკის საგზურით დააჯილდოვა 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით ყველაზე მაღალი ქულების მქონე ილიაუნის 100 პირველკურსელი. \n27-29 ოქტომბერს ილიაუნის დედოფლისწყაროს ბაზაზე გაიმართა შემეცნებითი ბანაკი სტუდენტების მეორე ნაკადისთვის. პროგრამაში ჩართული იყო ილიაუნის ოთხივე ფაკულტეტი. ტრენინგი მოიცავდა შემდეგ თემებს: \n\n„ფრინველების მიგრაცია“ – ზურაბ ჯავახიშვილი (საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი)\n„საერთაშორისო სამართალი“ – ნიკა მელქაძე (სამართლის სკოლა)\n„ფინანსური ინსტიტუტები“ – ნიკოლოზ ყაველაშვილი (ბიზნესის სკოლა)\n„სამოქალაქო ატივიზმი და პროტესტის ფორმები საქართველოში“ – თამარ თოლორდავა (მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი)\n\nგასვლითი სკოლის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/dedophlistsqharos-treningtsentrshi-qhvelaze-maghalquliani-pirvelkurselebisthvis-shemetsnebithi-banaki-chatarda/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42745.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171102T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171102T180000
DTSTAMP:20260508T134129
CREATED:20171023T103701Z
LAST-MODIFIED:20240202T060010Z
UID:10002095-1509645600-1509645600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია ფსიქოანალიზსა და ბავშვთა ფსიქოპათოლოგიაში
DESCRIPTION:2 ნოემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო და დენი დიდროს უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში\, ერასმუს მობილობისა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით\, გაიმართება საჯარო ლექცია\, რომელსაც წარუძღვებიან დიდროს უნივერსიტეტის დეპარტამენტის – „ფსიქოანალიტიკური კვლევები“ და პარიზის ფსიქოანალიტიკური ფორმაციისა და ფროიდიანული კვლევების ასოციაციის (Espace Analytique-Assotiation De formation Psychanalytique et de Recherche Freudien) ფსიქოანალიტიკოსები. \nმომხსენებლები: \nალენ ვანიე (Alain Vanier) \nფსიქოანალიტიკოსი\, ფსიქიატრი\, დენი დიდრის უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი\, ლაბორატორიების – „ფსიქოანალიტიკური ფსიქოპათოლოგიის კვლევითი ცენტრი“ და „ფსიქოანალიზი\, მედიცინა და საზოგადოება“ – ხელმძღვანელი; ფსიქოანალიტიკური ასოციაცია Espace Analytique-ის ექსპრეზიდენტი\, 200-ზე მეტი სტატიისა და მრავალი წიგნის ავტორი. \nმოხსენების თემა: „ინფანტილური სექსუალობა“ (მომხსენებელი განიხილავს ფროიდის ნაშრომის „სამი ესე სექსუალობის თეორიის შესახებ“ მნიშვნელობას ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოპათიოლოგიის გაგებისათვის) \nკატრინ ვანიე (Catherine Vanier) \nფსიქოანალიტიკოსი\, პედოფსიქიატრი\, ფსიქოპათოლოგიის დოქტორი\, დიდროს უნივერსიტეტის ლაბორატორიის „ფსიქოანალიზი\, მედიცინა და საზოგადოება“ მკვლევარი; ასოციაცია Espace Analytique-ის საპატიო წევრი. არაერთი წიგნისა და სტატიის ავტორი. \nმოხსენების თემა: „ნეონათოლოგია და ფსიქოანალიზი – რას ნიშნავს იყო ფსიქოანალიტიკოსი ნეონათოლოგიაში?“ \nკატრინ სალადენი (Catherine Saladin) \nფსიქოანალიტიკოსი\, პარიზის ფსიქოანალიტიკური ფორმაციისა და ფროიდიანული კვლევის ასოციაციის წევრი (Espace Analytique)\, რამდენიმე წიგნისა და სტატიის ავტორი\, ბავშვთა ფსიქოანალიტიკოსი პედოფსიქიატრიის სექტორში; ასოციაცია „მწვანე სახლის“ თანადამფუძნებელი (თბილისი 2006 წ.). \nმოხსენების თემა: „სხეულის არაცნობიერი ხატი-ფრანსუაზ დოლტოს მიხედვით“ \nსამუშაო ენა: ფრანგული (თანმიმდევრული ქართული თარგმანით) \nდრო: 2 ნოემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-phsiqoanalizsa-da-bavshvtha-phsiqopathologiashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42557.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171103T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171103T190000
DTSTAMP:20260508T134129
CREATED:20171030T133957Z
LAST-MODIFIED:20240202T060007Z
UID:10002094-1509735600-1509735600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია: „სეცესიური მოძრაობა ესპანეთში: გაკვეთილები თანამედროვე საქართველოსთვის“
DESCRIPTION:3 ნოემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში ლიბცენტრის ეგიდით პოლიტოლოგი ზვიად აბაშიძე წაიკითხავს ლექციას: „სეცესიური მოძრაობა ესპანეთში: გაკვეთილები თანამედროვე საქართველოსთვის“. \nმომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების წინპირობები\, ისტორია და რეფერენდუმის მოსალოდნელი შედეგები\, აღნიშნული სიტუაცია\, როგორც მაგალითი საქართველოსათვის. \nდრო: 3 ნოემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-setsesiuri-modzraoba-espanethshi-gakvethilebi-thanamedrove-saqarthvelosthvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42712.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171106T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171106T140000
DTSTAMP:20260508T134129
CREATED:20171103T115223Z
LAST-MODIFIED:20240202T060004Z
UID:10002093-1509976800-1509976800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ნათია გოცაძის მასტერკლასი: „7 ნაბიჯი სურვილიდან შედეგამდე“
DESCRIPTION:6 ნოემბერს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ინიციატივით ილიაუნის E207 აუდიტორიაში გაიმართება PR აკადემიის დირექტორის\, ნათია გოცაძის მასტერკლასი „7 ნაბიჯი სურვილიდან შედეგამდე“. \nმასტერკლასის თემა: როგორ მივაღწიოთ მიზანს. \nსაუბარი შეეხება მიზნის მიღწევის ტექნიკებსა და ბარიერებს\, რომლებსაც ვაწყდებით ამ პროცესში. \nასევე \n\nროგორ ვაქციოთ სურვილი მიზნად და რა განსხვავებაა ოცნებასა და მიზანს შორის;\nროგორ შევიქმნათ და შევინარჩუნოთ მოტივაცია;\nროგორ ჩამოვაყალიბოთ მიზანი ისე\, რომ მისი მიღწევა შესაძლებელი გახდეს;\nრა არის წარმატება და როგორ იქმნებიან წარმატებული ადამიანები.\n\nინფორმაცია სპიკერის შესახებ \nნათია გოცაძე არის PR აკადემიის დამფუძნებელი და დირექტორი\, საჯარო მმართველობის დოქტორი. მას აქვს 15-წლიანი გამოცდილება კომუნიკაციების სფეროში\, სერტიფიცირებული ბიზნესტრენერია    7-წლიანი გამოცდილებით; ნათია გოცაძის საავტორო პროგრამებია: არავერბალური კომუნიკაცია და ზეგავლენის ჟესტები\, ურთიერთობის ფსიქოლოგია და ადამიანების მართვა\, საზოგადოებასთან ურთიერთობა\, ეფექტური კომუნიკაცია და სხვ. იგი არის ამერიკის პიარ ასოციაციის (PRSA) წევრი; 2015 წლიდან – PR აკადემიის საერთაშორისო განათლების ცენტრის დამფუძნებელი\, 2015 წლიდან – ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტის ავტორიზებული პროფესორი. \nდრო: 6 ნოემბერი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/nathia-gotsadzis-masterklasi-7-nabiji-survilidan-shedegamde/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42749.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171108T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171108T140000
DTSTAMP:20260508T134129
CREATED:20171106T111517Z
LAST-MODIFIED:20240202T060001Z
UID:10002092-1510149600-1510149600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„მწერალი და ბედისწერა“– გაგა ნახუცრიშვილის საჯარო ლექცია ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე
DESCRIPTION:8 ნოემბერს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის ფოიეში გაგა ნახუცრიშვილი წაიკითხავს ლექციას ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ\, ისაუბრებს\, როგორ დაიწერა „პატარა პრინცი“ და „ადამიანთა მიწა“\, დაუსრულებელი რომანი „ციტადელი“ და სხვ. \nამ შეხვედრით დაიწყება ლექციების ციკლი\, რომელიც გაგრძელდება საუბრებით კლასიკოსი მწერლების ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. განხილული იქნება ქართველ და უცხოელ მწერალთა ცხოვრებისა და წერის სტილი. მათი შემოქმედება და ცხოვრება ხომ ხშირად საბედისწეროდ ჰგავდა ერთმანეთს. ხანდახან კი\, პირიქით\, სრულიად განსხვავებული იყო. არც ავტორები ჰგავდნენ ერთმანეთს – ზოგი „კაბინეტის“ მწერალი იყო\, ზოგიც საკუთარ ცხოვრებას გვაზიარებდა. რით ჰგავდნენ ერთმანეთს და რითი განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან ავტორები და მათი შემოქმედება? რა განაპირობებდა ამას – დრო\, გარემო თუ მათი ინდივიდუალიზმი? რატომ იქმნებოდა კატაკლიზმების დროს დიდი ხელოვნება? რითი განსხვავდებოდნენ ავტორები სხვა ადამიანებისგან\, რა იყო მათში ასეთი განსაკუთრებული\, რაც ახლაც ასე გვიზიდავს? \nშეხვედრების ბოლოს გაიმართება თემის განხილვა. \nდრო: 8 ნოემბერი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ილია ჭავჭავაძის გამზირი N32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mtserali-da-bedistsera-gaga-nakhutsrishvilis-sajaro-leqtsia-antuan-de-sent-egziuperis-tskhovrebasa-da-shemoqmedebaze/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42753.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171108T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171108T160000
DTSTAMP:20260508T134129
CREATED:20171027T122939Z
LAST-MODIFIED:20240202T055957Z
UID:10002091-1510156800-1510156800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია: „გარიელის (Melanitta fusca) კონსერვაცია საქართველოში“
DESCRIPTION:8 ნოემბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის მკვლევარი\, მაგისტრანტი ნიკოლოზ პაპოშვილი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „გარიელის (Melanitta fusca) კონსერვაცია საქართველოში“. \nნიკოლოზ პაპოშვილი ახორციელებს კვლევით-გარემოსდაცვით პროექტს\, რომელიც ეხება იშვიათი ფრინველის\, გარიელის (Melanitta fusca)\, კონსერვაციას საქართველოს ფარგლებში. \n გარიელი კლასიფიცირებულია\, როგორც მოწყვლადი (VU) სახეობა  IUCN- ის მიერ\, ხოლო საქართველოს წითელი ნუსხის მიხედვით – როგორც გადაშენების პირას (EN) მყოფი სახეობა. დღესდღეობით საქართველოში გარიელის მობუდარი პოპულაცია მხოლოდ ტაბაწყურის ტბაზე შემორჩა\, თუმცა პოპულაციის რიცხოვნობა ყოველწლიურად კლებულობს. \nპროექტის მიზანია გარიელის შენარჩუნება და მათი რიცხოვნობის გაზრდა. გასული ოთხი თვის განმავლობაში ჯგუფი მუშაობდა ტაბაწყურზე პოპულაციის რიცხოვნობისა და მათზე მოქმედი ძირითადი საფრთხეების დასადგენად და ადგილობრივ მოსახლეობაში ცნობიერების ასამაღლებლად. \nკვლევის შედეგების საფუძველზე პროექტზე მომუშავე ჯგუფმა სამომავლო კონსერვაციული გეგმა შეიმუშავა\, რაც თავიდან აგვაცილებს საქართველოდან გარიელის გადაშენებას. \nდრო: 8 ნოემბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-garielis-melanitta-fusca-konservatsia-saqarthveloshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42627.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171108T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171108T190000
DTSTAMP:20260508T134129
CREATED:20171102T101628Z
LAST-MODIFIED:20240202T055956Z
UID:10002090-1510167600-1510167600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: კოკა ბრეგაძის საჯარო ლექცია „ნიკოლოზ ბარათაშვილი და ქართული რომანტიზმი“
DESCRIPTION:8 ნოემბერს\, 19:00 საათზე\, ილიაუნის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილეს აღნიშვნის ფარგლებში გეპატიჟებათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის\, კოკა ბრეგაძის საჯარო ლექციაზე. \nლექციაზე ბარათაშვილის ლირიკული ტექსტების ჰერმენევტიკული ანალიზის\, ანუ საკუთრივ ტექსტის დაფარული საზრისის განმარტება-გაგებაზე ორიენტირებული ინტერპრეტაციის საფუძველზე გამოკვეთილი იქნება მისი პოეზიის საკუთრივ რომანტიკული სპეციფიკა (მსოფლმხედველობა\, სახისმეტყველება). \nლექციის დასასრულს განხილული იქნება ნიკოლოზ ბარათაშვილის ლირიკის რამდენიმე ნიმუშის გერმანული თარგმანი (მთარგმნელი: რაინერ კირში). \nპოეტური კრებული „ფიქრნი მტკვრის პირას“ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით სულ ახლახანს გამოსცა გერმანიაში გამომცემლობა „Arco“-მ. \nდრო: 8 ნოემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturul-klubshi-koka-bregadzis-sajaro-leqtsia-nikoloz-barathashvili-da-qarthuli-romantizmi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42740.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171109T141700
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171109T141700
DTSTAMP:20260508T134129
CREATED:20171109T101739Z
LAST-MODIFIED:20241122T110922Z
UID:10002089-1510237020-1510237020@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ჩემპიონატი კალათბურთში დასრულდა
DESCRIPTION:8 ნოემბერს დასრულდა ილიაუნის შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი კალათბურთში \nშეჯიბრებაში მონაწილეობდა 28 გუნდი. პლეიოფ-რაუნდის\, ჯგუფური ეტაპის\, მეოთხედფინალებისა და დაძაბული ნახევარფინალების შემდეგ ფინალში ერთმანეთს „გეგეშას ბიჭები“ და „BC არი-რა“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა „გეგეშას ბიჭების“ უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით\, ანგარიშით 20:6 დასრულდა. \nIII ადგილისათვის მატჩში ერთმანეთს „პეპელა“ და ”House of Luck” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ძირითადი დრო დასრულდა ანგარიშით 20:20. დამატებით ტაიმში კი 2 ქულის მოპოვება ”House of Luck”-მა შეძლო და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. \nჩემპიონატის შედეგები სრულად იხილეთ აქ. \nიხილეთ ჩემპიონატის ფოტომასალა: https://goo.gl/qq7MYS \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-chempionati-kalathburthshi-dasrulda/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42791.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171109T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171109T180000
DTSTAMP:20260508T134129
CREATED:20171108T100358Z
LAST-MODIFIED:20240202T055947Z
UID:10002088-1510250400-1510250400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:''Ethnobotany of the Caucasus" („კავკასიის ეთნობოტანიკა“) – წიგნის პრეზენტაცია „ლიგამუსში“
DESCRIPTION:9 ნოემბერს\, ხუთშაბათს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება წიგნის ”Ethnobotany of the Caucasus” პრეზენტაცია. მასში გაერთიანებული სტატიების დიდი ნაწილი ეკუთვნით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებსა და ილიაუნის ბოტანიკის ინსტიტუტის მკვლევრებს. წიგნი ”European Ethnobotany“-ის სერიით გამოსცა „შპრინგერმა“\, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აპირებს ამ სერიის გაგრძელებას. \nწიგნს წარადგენს ექსპედიციისა და პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი\, პროფესორი ზაალ კიკვიძე.  \nკრებულის შესახებ \nსაქართველო\, და მთლიანად კავკასია\, მსოფლიოში ბოტანიკურად და ეთნოკულტურულად ერთ-ერთი უმდიდრესი რეგიონია და ეს განსაკუთრებულობა კაცობრიობის მთელ ისტორიას გასდევს ბიბლიური და ანტიკური დროიდან დღემდე. კავკასია აღიარებულია\, როგორც ბიოლოგიური მრავალფეროვნების მსოფლიო მნიშვნელობის ცენტრი\, რომელიც ენდემურ სახეობათა დიდი რიცხვის გამო საერთაშორისო საკონსერვაციო ორგანიზაციების პრიორიტეტებში შედის. კავკასია\, ამავე დროს\, მცენარეების გაკულტურების რვა მსოფლიო ცენტრს შორისაა. სწორედ სამხრეთ კავკასიაში განხორციელდა მრავალი საკვები მცენარის გაკულტურება. ამ გარემოებათა გამო დაგროვდა მცენარეთა და ადამიანთა მრავალათასწლოვანი ურთიერთობების ამსახველი უმდიდრესი ტრადიციული ეთნობოტანიკური ცოდნა\, რომელიც არა მარტო ჩვენს ტრადიციებსა და კულტურაში ინახება\, არამედ განსხეულებულია ძალიან ბევრ ადგილობრივ გაკულტურებული სახეობების ჯიშებსა და სახესხვაობებში. \nსამწუხაროდ\, დღეს იკარგება ეს უმდიდრესი კულტურული მემკვიდრეობა\, ტრადიციული ცოდნა\, ქრება ადგილობრივი ჯიშები. კრებულში მეცნიერულადაა დოკუმენტირებული ტრადიციული ცოდნა საქართველოში ეთნობოტანიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი 50 სახეობის შესახებ\, ასევე წარმოდგენილია 25-25 სახეობა აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. გამოცემა მიზნად ისახავს ტრადიციული ეთნობოტანიკური ცოდნისა და მასთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და\, ამავე დროს\, ემსახურება მცენარეთა შესახებ ცოდნის გავრცელებას. \nდრო: 9 ნოემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ethnobotany-of-the-caucasus-kavkasiis-ethnobotanika-tsignis-prezentatsia-ligamusshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42777.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171110T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171110T180000
DTSTAMP:20260508T134129
CREATED:20171108T071045Z
LAST-MODIFIED:20240202T055944Z
UID:10002087-1510336800-1510336800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:TeX-ით სარგებლობა ქართულ ენაზე
DESCRIPTION:2017 წლის 10 ნოემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ლევან შოშიაშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) გამართავს შეხვედრას თემაზე: TeX-ით სარგებლობა ქართულ ენაზე. \nTeX-ი გამოიყენება როგორც საბუნებისმეტყველო\, ასევე ჰუმანიტარული მიმართულების ქართულენოვანი\, დოკუმენტებისთვის. შეხვედრაზე განხილული იქნება TeX-ის ქართული პაკეტის დაყენება/გამართვა Windows და Linux ოპერაციული სისტემებისთვის და მისი გამოყენების მაგალითები\, როგორებიცაა მათემატიკური ფორმულები\, პარალელური და კრიტიკული ტექსტები და ტექსტების ინდექსირება. \nTeX/LaTeX დოკუმენტის მოსამზადებელი პროგრამული პაკეტია მსგავსად მაიკროსოფთ ვორდისა. ამ უკანასკნელისგან გასხვავებით\, მას\, ძირითადად\, აკადემიური წრეების წარმომადგენლები იყენებენ. \nTeX-ი შეიქმნა 1978 წელს ამერიკის მათემატიკური საზოგადოებისთვის მათემატიკური გამოსახულებების შემცველი მაღალი ხარისხის დოკუმენტების (წიგნი\, ჟურნალი\, სტატია) მოსამზადებლად. დღესდღეობით TeX-ს აქტიურად იყენებენ მათემატიკოსები\, ფიზიკოსები\, ქიმიკოსები\, ასტრონომები\, ფილოლოგები\, გამომცემლობები და სხვ. \nდრო: 10 ნოემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/tex-ith-sargebloba-qarthul-enaze/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42770.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171110T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171110T190000
DTSTAMP:20260508T134130
CREATED:20171106T075638Z
LAST-MODIFIED:20240202T055942Z
UID:10002086-1510340400-1510340400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:LECTURA DANTIS / დანტეს წაკითხვა – მორიგი შეხვედრა
DESCRIPTION:10 ნოემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება მორიგი შეხვედრა\, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ მესამე ქებას.  \nშეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. \nპროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს\, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ქართული ტექსტი გახდება შეხვედრების კითხვისა და განხილვის საგანი. \nშეხვედრების ციკლის მიზანია დანტეს\, როგორც ევროპულ კულტურაზე რეფლექსიის გამორჩეული ობიექტის\, და დანტეს\, როგორც ევროპული კულტურის თვითრეფლექსიის განსაკუთრებული ფიგურის\, ანალიზი\, რათა უკეთ შევძლოთ იმის გაგება\, თუ რა არის ის\, რასაც დღეს ჩვენ ევროპას ვუწოდებთ. \nდრო: 10 ნოემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ილია ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/lectura-dantis-dantes-tsakithkhva-morigi-shekhvedra-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42314.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171110T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171110T190000
DTSTAMP:20260508T134130
CREATED:20171106T122701Z
LAST-MODIFIED:20240202T055940Z
UID:10002085-1510340400-1510340400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია: „ჰომოფობიის კულტურული და პოლიტიკური განზომილება“
DESCRIPTION:10 ნოემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ლიბცენტრის ეგიდით დავით კახაბერი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ჰომოფობიის კულტურული და პოლიტიკური განზომილება“. \nმომხსნებელი ისაუბრებს ჰომოფობიის კულტურულ და პოლიტიკურ საფუძვლებზე. \nდრო: 10 ნოემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-homophobiis-kulturuli-da-politikuri-ganzomileba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42755.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171113T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171113T100000
DTSTAMP:20260508T134130
CREATED:20171030T131603Z
LAST-MODIFIED:20240202T055935Z
UID:10002083-1510567200-1510567200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გლობალური მეწარმეობის კვირეული ილიაუნიში – 13-19 ნოემბერი\, 2017
DESCRIPTION:13-19 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გლობალური მეწარმეობის ქსელის (GEN) ინიციატივას შეუერთდება და მონაწილეობას მიიღებს გლობალური მეწარმეობის კვირეულში. \nკვირეული 160-ზე მეტ ქვეყანაში იმართება. მისი პარტნიორია 20000-ზე მეტი ორგანიზაცია. კვირეულის ფარგლებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით 35 000-ზე მეტი ღონისძიება იგეგმება\, რომლებშიც მილიონობით ადამიანი მონაწილეობს. \n2016 წლიდან მოყოლებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გლობალური მეწარმეობის კვირეულის პარტნიორია. \n13-19 ნოემბერს\, კვირეულის ფარგლებში\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ორგანიზებას გაუწევს აქტივობებს\, სემინარებს\,საჯარო ლექციებსა და კონკურსებს. \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ფოკუსირებული იქნება ქალებისა და ახალგაზრდების სამეწარმეო შესაძლებლობათა გაძლიერებაზე. \nhttp://gew.iliauni.edu.ge/ \n\nგანრიგი \n→ 10-18 ნოემბერი\, მეიქათონი „იდეიდან პირველ ბიზნესამდე“ – გლობალური მეწარმეობის კვირეული \n→ 12-17 ნოემბერი\, ბიზნესიდეების კონკურსი ილიაუნის ბიზნესის სკოლის სტუდენტებისთვის – გლობალური მეწარმეობის კვირეული \n→ 13 ნოემბერი\, შეხვედრა სტარტაპებთან VREX\, WIFISHER\, CNICK\, PAWWWN – გლობალური მეწარმეობის კვირეული ილიაუნიში \n→ 15 ნოემბერი\, სტარტაპ მარკეტი \n→ 15 ნოემბერი\, ღამე თეატრში – გლობალური მეწარმეობის კვირეული ილიაუნიში \n→ 16 ნოემბერი\, შეხვედრა მეწარმე ქალებთან \n→ 18-19 ნოემბერი\, ჰაკათონი „ციფრული ტურიზმი“ – გლობალური მეწარმეობის კვირეული ილიაუნიში \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/globaluri-metsarmeobis-kvireuli-iliaunishi-13-19-noemberi-2017/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42730.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171113T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171113T140000
DTSTAMP:20260508T134130
CREATED:20171110T065116Z
LAST-MODIFIED:20240202T055934Z
UID:10002082-1510581600-1510581600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლევან  შატბერაშვილის  საჯარო ლექცია „ლიგამუსში“
DESCRIPTION:13 ნოემბერს\, ორშაბათს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსში“ საბაკალავრო კურსის – „მეტაფორები\, რომლებშიც ვცხოვრობთ” – ფარგლებში გაიმართება ფსიქოთერაპევტ ლევან შატბერაშვილის საჯარო ლექცია: „მეტაფორები ფსიქოთერაპიაში“ \nდრო: 13 ნოემბერი\, 14:00 საათი\nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. №32)\, ილიას სახელმწიფო უნივერისტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/levan-shatberashvilis-sajaro-leqtsia-ligamusshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42822.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171113T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171113T190000
DTSTAMP:20260508T134130
CREATED:20171102T134519Z
LAST-MODIFIED:20240202T055930Z
UID:10002081-1510599600-1510599600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა სტარტაპებთან Vrex\, Wifisher\, Cnick\, Pawwwn - გლობალური მეწარმეობის კვირეული ილიაუნიში
DESCRIPTION:13 ნოემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლისა და ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის ორგანიზებით\, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში\, გაიმართება სტარტაპ პანელი\, რომელზეც მოწვეულები იქნებიან წარმატებული სტარტაპები: Vrex\, Wifisher\, Cnick\, Pawwwn. \nღონისძიება გაიმართება პანელური დისკუსიის ფორმატით. შეხვედრაზე თქვენ გაიგებთ\, თუ რატომ უნდა შექმნათ საკუთარი სტარტაპი დღეს და არ გადადოთ მომავლისთვის. თუ როგორ შეგიძლიათ\, იყოთ ახალი სამუშაო ადგილების შემქმნელები თავად და აკეთოთ საზოგადოებისთვის ნამდვილად სასარგებლო საქმე. რა გამოწვევები გელოდებათ სტარტაპის შექნისას და რა წინააღმდეგობებს შეიძლება წააწყდეთ სტარტაპ საქმიანობის პროცესში. \nდრო: 13 ნოემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“  (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32)\, ილიას სახელმწიფო ინივერსიტეტი \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-startapebthan-vrex-wifisher-cnick-pawwwn-globaluri-metsarmeobis-kvireuli-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42748.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171114T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171114T180000
DTSTAMP:20260508T134130
CREATED:20171109T122735Z
LAST-MODIFIED:20240202T055927Z
UID:10002080-1510682400-1510682400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია: „ტკივილი და ტკივილის მართვის თანამედროვე მიდგომები“
DESCRIPTION:14 ნოემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ავერსის კლინიკის ანესთეზიისა და ინტენსიური თერაპიის სამსახურის უფროსი\, ექიმი-ანესთეზიოლოგი გოჩა გორგოძე წაიკითხავს ლექციას თემაზე „ტკივილი და ტკივილის მართვის თანამედროვე მიდგომები“. \nდრო: 14 ნოემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-tkivili-da-tkivilis-marthvis-thanamedrove-midgomebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42813.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171114T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171114T190000
DTSTAMP:20260508T134130
CREATED:20171113T102401Z
LAST-MODIFIED:20240202T055924Z
UID:10002079-1510686000-1510686000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“:„სოციალური იმპულსები XIX საუკუნის ქართულ პოეზიაში“
DESCRIPTION:14 ნოემბერს\, სამშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს ლექციას თემაზე: „სოციალური იმპულსები XIX საუკუნის ქართულ პოეზიაში“. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: ილია ჭავჭავაძის პოეტიკა\, ლექსი როგორც პოლემიკის ინსტრუმენტი\, ილიას „გამოცანები“ და „პასუხის პასუხი“\, პოეტის ახლებური გააზრება – ილია და აკაკი. \nდრო: 14 ნოემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. №32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rati-amaghlobelis-sitqhvis-sakhelosno-sotsialuri-impulsebi-xix-saukunis-qarthul-poeziashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42631.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171115T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171115T170000
DTSTAMP:20260508T134130
CREATED:20171113T124523Z
LAST-MODIFIED:20240202T055921Z
UID:10002078-1510765200-1510765200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სტარტაპ მარკეტი – გლობალური მეწარმეობის კვირეული ილიაუნიში
DESCRIPTION:15 ნოემბერს\, 17:00 საათზე\, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლისა და ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის ორგანიზებით\, გაიმართება სტარტაპ მარკეტი\, სადაც წარმოდგენილი იქნება ფაბლაბ ილიაუნიში შექმნილი სხვადასხვა სტარტაპი: \nFully • ფული \nFully • ფული წარმოადგენს ნატურალური ტყავის ხელნაკეთი საფულეების ბრენდს. \nFully • ფულის საფულე არის ნივთი\, რომელიც ყოველთვის ყველასგან გამოგარჩევთ\, რადგან ის ხელნაკეთია და უმაღლესი ხარისხის ტყავისგან მზადდება. \nFully • ფულის საფულის დიზაინისა და ფერის შეცვლა მომხმარებელსაც შეუძლია\, რაც მას მეტად ინდივიდუალურსა და ინდივიდუალურ გემოვნებაზე მორგებულს ხდის. \nMood \nMood Eyewear არის ხელნაკეთი ხის სათვალეების ბრენდი. დაარსდა 2017 წლის გაზაფხულზე. ჩვენ ვამზადებთ სხვადასხვა ძვირფასი ხის ჯიშისგან ინდივიდუალურად\, კლიენტზე მორგებულ სათვალეს. ჩვენს მომსახურებაში ასევე შედის სასურველი გრავირება სათვალესა და მის ჩასადებ ყუთზე. \nHandy  \nჰენდი ქმნის ქალისა და მამაკაცის ხელნაკეთ მაჯის საათებს ნატურალური ტყავისა და ხის სინთეზით. \nLight group \nlight group სტარტაპ კომპანია უკვე თითქმის სამი წელია\, რაც ჩამოაყალიბდა. ნივთებს ორი ადამიანი ვამზადებთ. ჩვენ ვაწარმოებთ ბლოკნოტებს\, სანათებს\, ჩანთებს\, სხვადასხვა საკანცელარიო ნივთებსა და აქსესუარებს. ძირითადად ვმუშაობთ ხის მასალაზე\, თუმცა\, შეკვეთებიდან გამომდინარე\, ვიყენებთ ორგანულ მინასაც. ნივთებს ვყიდით საიტებით\, განთავსებული გვაქვს თბილისში რამდენიმე მაღაზიაში. \nმემორი  \nმემორი არის სტარტაპი\, რომელიც ქართული წარმოების ტყავისგან სამახსოვრო აქსესუარებს ქმნის. \nსტარტაპ მარკეტზე სტუმრებს საშუალება ექნებათ\, გაეცნონ სტარტაპების მიერ შექმნილ პროდუქციას და შეიძინონ სტარტაპების მიერ შექმნილი პროდუქტები. \nდრო: 15 ნოემბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრის ფოიე (ი.ჭავჭავაძის გამზ. ნ32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/startap-marketi-globaluri-metsarmeobis-kvireuli-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42837.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171115T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171115T183000
DTSTAMP:20260508T134130
CREATED:20171103T131052Z
LAST-MODIFIED:20240202T055917Z
UID:10002077-1510770600-1510770600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ღამე თეატრში – გლობალური მეწარმეობის კვირეული ილიაუნიში
DESCRIPTION:15 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ლექტორები – სანდრო ასათიანი\, გიორგი ისაკაძე\, კახა მაღრაძე\, ნინო პატარაია\, გიორგი პაპავა\, ნინო სუბელიანი\, გიორგი ქადაგიძე და ნატალია შელეგია – გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში 30-წუთიან მოხსენებებს წაიკითხავენ ილიაუნის თეატრის სცენაზე. \n\nგანრიგი \n18:30-18:40 – გახსნა \n18:40-19:10 – გიორგი ქადაგიძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა\nთემა: „ინოვაციები თანამედროვე მსოფლიოში“ \n19:10-19:40 – გიორგი პაპავა\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა\nთემა: „ინოვაციების როლი ეკონომიკის განვითარებაში“ \n19:40-20:10 – სანდრო ასათიანი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა\nთემა: „სტარტაპ კულტურა“ \n20:10-20:40 – ნატალია შელეგია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა\nთემა: „სტარტაპ მარკეტინგი“ \n20:40-21:10 – ნინო პატარაია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა\nთემა: „უნივერსიტეტის როლი მეწარმეობის განვითარებაში“ \n21:10-21:40 – კახა მაღრაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა\nთემა: „კომუნიკაციის როლი“ \n21:40-22:30 – ნინო სუბელიანი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა\nთემა: „ვლაპარაკობთ თუ არა ერთ ენაზე“; „ეს რომ მცოდნოდა…“ \n22:30-23:00 – გიორგი ისაკაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა\nთემა: „მედიის როლი მეწარმეობის ხელშეწყობის კუთხით“ \n23:00 – 23:30 – ფურშეტი \n\nმომხსენებლების შესახებ \nგიორგი ქადაგიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორია. 2009-2016 წლებში იგი იყო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე და ბანკის პრეზიდენტი; სხვადასხვა წლებში მუშაობდა სააუდიტორო-საკონსულტაციო ფირმა „იუ-ბისი-ინტერნეიშენალში“\, საქართველოს სახალხო ბანკში; იყო თბილისის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი და საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2009 წლამდე ხელმძღვანელობდა საქართველოს ფინანსური მონიტორინგისა და საფინანსო ზედამხედველობის სამსახურებს. \nსანდრო ასათიანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორი\, ჯეოლაბის ერთ-ერთი დამფუძნებელი\, პირველი ქართულენოვანი სოციალური მედიის სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორია წიგნებისა: „ახალი მედია ჟურნალისტებისათვის“\, „ვიდეო ადვოკატირება“ და სხვ. პროექტები: Online.iliauni.edu.ge; saba.com.ge; cybergala.me; kavshirebi.ge და სხვ. \nნატალია შელეგია  არის  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორი\, კულტურის კვლევის დოქტორი\, ფლობს New England College-ის მაგისტრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში. 2009-2013 წლებში იყო საქართველოს ეროვნული მუზეუმის კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2004-2009 წლებში მუშაობდა მარკეტინგისა და გაყიდვების სპეციალისტად საქართველოს ბანკში\, ქართუ ბანკში\, ტექს ჯგუფში და სარკე ქონსალთინგში\, ფორბსის ბლოგერი. \nნინო პატარაია  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი\, პროფესორია. 2014 წლიდან ასწავლის სალექციო კურსს ინოვაციურ მენეჯმენტში. ნინო პატარაია ფლობს University of Tampere-ს მაგისტრის ხარისხს მენეჯმენტსა და ადმინისტრირების მეცნიერებებში. 2008-2010 წლებში სწავლობდა University of Oslo-ში\, University of Tampere-სა და University of Aveiro-ში უმაღლესი განათლების პოლიტიკა/ადმინისტრირება/მართვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით. 2014 წელს მოიპოვა Glasgow Caledonian University-ის  (Glasgow\, UK) დოქტორის ხარისხი.  მისი ავტორობითა და თანაავტორობით გამოქვეყნებულია არაერთი სტატია საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში\, ხოლო მისი კვლევის შედეგები წარდგენილი იყო მრავალ საერთაშორისო კონფერენციასა და სიმპოზიუმზე. \nკახა მაღრაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მოწვეული ლექტორი\, პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ჯეპრას უფროსი კონსულტანტი და კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერია. 2007 წლიდან დღემდე არის ივენთ მენეჯმენტისა და პიარის კურსის ლექტორი თბილისის პიარსკოლაში. კახა მაღრაძეს განხორციელებული აქვს 30-ზე მეტი ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციის პიარ და საკომუნიკაციო კამპანიები. არის ავტორი საჯარო მოხელეთა სამაგიდო წიგნისა „სტარტეგიული დაგეგმარება წარმატებული საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის“. \nნინო სუბელიანი  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მოწვეული ლექტორი\, პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ჯეპრას უფროსი კონსულტანტი და პროექტების მენეჯერია; მას განათლება მიღებული აქვს ნიდერლანდების მარკეტინგის ინსტიტუტში და ფლობს პრაქტიკოსი მარკეტოლოგის ორმაგ დიპლომს NIMA –  A level (Netherlands Institute of Marketing) და EMSQ-ს (European Marketing Confederation).  2001 წლიდან მოყოლებული ნინო მუშაობდა\, როგორც კვლევით და საკონსულტაციო\, ასევე არასამთავრობო და ბიზნესსექტორში პროექტების მართვისა და მარკეტინგული კომუნიკაციების მიმართულებით. მისი კარიერული განვითარება მარკეტინგსა და PR-ში დაიწყო  „საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტში“\, კომპანია IPM-ში. 2007 წლიდან მუშაობდა „ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის“ კომუნიკაციების მენეჯერის თანამდებობაზე. \nგიორგი ისაკაძე  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორი\, Forbes Georgias-ს მთავარი რედაქტორი და სატელევიზიო გადაცემების  – „საქმიანი დილა“ და „ბიზნესკონტრაქტი“ ავტორია;  2009 წლიდან დღემდე არის შპს „თაჩ მედიას“ მმართველი პარტნიორი და შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ ხელმძღვანელი; 2009 წელს მან დააფუძნა საქართველოს ბიზნესასოციაცია და იყო მისი პირველი ვიცე-პრეზიდენტი; 2007 წლიდან დღემდე  შპს „ჯორჯიან შუგა მენეჯმენტის“ გენერალური დირექტორია; 2005 წლიდან დღემდე არის საინვესტიციო კომპანია „ლოგოს“ გენერალური დირექტორი; 2004-2008 წლებში კი იყო საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი. \nდრო: 15 ნოემბერი\, 18:30-23:30 \nადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ილია ჭავჭავაძის გამზირი #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ghame-theatrshi-globaluri-metsarmeobis-kvireuli-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42754.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171115T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171115T190000
DTSTAMP:20260508T134130
CREATED:20171110T103103Z
LAST-MODIFIED:20240202T055915Z
UID:10002076-1510772400-1510772400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში – შეხვედრა მთარგმნელ მაია ბადრიძესთან
DESCRIPTION:15 ნოემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გეპატიჟებით მთარგმნელ მაია ბადრიძესთან შეხვედრაზე\, რომელიც ვ. გ. ზებალდის რომანის „ემიგრანტები“ შესახებ ისაუბრებს. \nრომანი მაია ბადრიძემ თარგმნა და „დიოგენემ“ გამოსცა. \n„შესაძლებელია თუ არა\, ჩვენს დროშიც შეიქმნას დიდი ლიტერატურა“? – ეს კითხვა სიუზენ ზონტაგმა დასვა თავის ესეში და იქვე დასძინა\, რომ პასუხად ვ. გ.ზებალდის შემოქმედება გამოდგებოდა. დღეს უკვე მსოფლიო მნიშვნელობის მწერლად აღიარებულ ვ. გ. ზებალდს აკადემიური წრის გარდა არავინ იცნობდა. მან ცხოვრების დიდი ნაწილი ინგლისში გაატარა\, სადაც გერმანულ ლიტერატურას ასწავლიდა უნივერსიტეტში. ზებალდი ორმოცს იყო გადაცილებული\, როცა მისი წიგნები გამოქვეყნდა. მწერლის მოღვაწეობა ხანმოკლე აღმოჩნდა – 2001 წელს 57 წლის ასაკში ის ავტოკატასტროფაში დაიღუპა. \nზებალდის ყველა ტექსტში მნიშვნელოვანია გახსენებისა და მეხსიერების ფუნქციის ანალიზი\, რომელსაც ის ტრავმული ადამიანების მაგალითზე იკვლევს. მის ტექსტებს თან სდევს მელანქოლიური ტონი. მწერალი მკაცრად აკრიტიკებდა მამების თაობას\, ომის მოვლენებსა და ჰოლოკოსტზე მათ დუმილს ისევე\, როგორც მოკავშირე ძალების მიერ საჰაერო ომის დროს გერმანული ქალაქების განადგურებას და ლიტერატურისა თუ საზოგადოების დუმილს. \nდრო: 15 ნოემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturul-klubshi-shekhvedra-mthargmnel-maia-badridzesthan-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42824.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171116T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171116T150000
DTSTAMP:20260508T134130
CREATED:20171107T064609Z
LAST-MODIFIED:20240202T055911Z
UID:10002075-1510844400-1510844400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია:„ტოლერანტობა ლიტერატურაში“
DESCRIPTION:16 ნოემბერს\, 15:00 საათზე\,  ილიაუნის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული თბილისის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით\, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი\, ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი წაიკითხავს ლექციას თემაზე: „ტოლერანტობა ლიტერატურაში“. \nშეხვედრა გაიმართება თბილისის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით პროექტის „ტოლერანტობის\, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა“ (PİTA) ფარგლებში\, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (UNAG)\, ფონდ ALPE-სა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. \nცენტრის შესახებ \nთბილისის ახალგაზრდული ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე 2013 წელს დაარსდა. ცენტრის წევრები ქართველებთან ერთად საქართველოს მოქალაქე არაქართულენოვანი სტუდენტებიც არიან. \nდრო: 16 ნოემბერი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (მის.: ჭავჭავაძის გამზ N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/levan-berdzenishvilis-sajaro-leqtsia-tolerantoba-literaturashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42758.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171116T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171116T190000
DTSTAMP:20260508T134130
CREATED:20171113T084315Z
LAST-MODIFIED:20240202T055907Z
UID:10002074-1510858800-1510858800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ალექსანდრ ეტკინდის „ისტორიის სწორი მხარე. უილიამ ბულიტის ინტელექტუალური ბიოგრაფია“ –  წიგნის პრეზენტაცია „ლიგამუსში“
DESCRIPTION:16 ნოემბერს\, 19 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართება გამომცემლობა „რემედას“ მიერ გამოცემული ალექსანდრ ეტკინდის წიგნის „ისტორიის სწორი მხარე. უილიამ ბულიტის ინტელექტუალური ბიოგრაფიის“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია\, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს თავად წიგნის ავტორი. \nისტორიკოსი და კულტურის მეცნიერი ალექსანდრ ეტკინდი ფლორენციის ევროპული უნივერსიტეტის პროფესორი და აკადემიურ ბესტსელერებად ქცეული წიგნების „შეუძლებლის ეროსის“ და „შინაგანი კოლონიალიზაციის“ ავტორია. მისი ახალი წიგნი მოგვითხრობს ცნობილი ამერიკელი დიპლომატის\, სსრკ-ში ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ელჩის\, უილიამ ბულიტის (1891-1967) მოღვაწეობაზე. წიგნში გაანალიზებულია ამ მრავალმხრივი პიროვნების თეორიული ნააზრევი და 20-ე საუკუნის მსოფლიო-ისტორიული მნიშვნელობის მოვლენების მისეული ხედვა. ღონისძიების მასპინძელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი. \nდრო: 16 ნოემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. №32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/aleqsandr-etkindis-istoriis-stsori-mkhare-uiliam-bulitis-inteleqtualuri-biographia-tsignis-prezentatsia-ligamusshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42835.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171116T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171116T190000
DTSTAMP:20260508T134130
CREATED:20171114T064734Z
LAST-MODIFIED:20241122T110922Z
UID:10002073-1510858800-1510858800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა მეწარმე ქალებთან – გლობალური მეწარმეობის კვირეული ილიაუნიში
DESCRIPTION:16 ნოემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლისა და ილიაუნის პრე-აქსელერატორ „ზუმაუთის“ ორგანიზებით\,  გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა მეწარმე ქალებთან. \nნინო ზამბახიძე\, ბაია აბულაძე\, ელენე ბერიძე და მედი ტლაშაძე\, ტუსა ღარიბაშვილი და ქეთა ბეჟიტაშვილი \nდრო: 16 ნოემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსი\, Forbes-ის აუდიტორია (405) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-metsarme-qalebthan-globaluri-metsarmeobis-kvireuli-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42838.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171117T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171117T190000
DTSTAMP:20260508T134130
CREATED:20171114T065044Z
LAST-MODIFIED:20240202T055858Z
UID:10002072-1510945200-1510945200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ბექა მინდიაშვილის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:17 ნოემბერს\, 19 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ლიბცენტრის ეგიდით გაიმართება ბექა მინდიაშვილი ლექცია თემაზე: „რეალობის აღქმა სახარების პერსპექტივაში“. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: ძალაუფლება\, რწმენა\, სიმდიდრე\, ხსნა\, წარმატება სახარების პერსპექტივაში და მისი კავშირი ლიბერალიზმთან. \nდრო: 17 ნოემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/beqa-mindiashvilis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42836.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171117T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171117T190000
DTSTAMP:20260508T134130
CREATED:20171116T133412Z
LAST-MODIFIED:20240202T055857Z
UID:10002071-1510945200-1510945200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:LECTURA DANTIS /დანტეს წაკითხვა – მორიგი შეხვედრა
DESCRIPTION:17 ნოემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება მორიგი შეხვედრა\, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ მეოთხე ქებას.  \nშეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. \nპროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს\, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ქართული ტექსტი გახდება შეხვედრების კითხვისა და განხილვის საგანი. \nშეხვედრების ციკლის მიზანია დანტეს\, როგორც ევროპულ კულტურაზე რეფლექსიის გამორჩეული ობიექტის\, და დანტეს\, როგორც ევროპული კულტურის თვითრეფლექსიის განსაკუთრებული ფიგურის\, ანალიზი\, რათა უკეთ შევძლოთ იმის გაგება\, თუ რა არის ის\, რასაც დღეს ჩვენ ევროპას ვუწოდებთ. \nდრო: 17 ნოემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ილია ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/lectura-dantis-dantes-tsakithkhva-morigi-shekhvedra-3/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42915.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171118T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171118T170000
DTSTAMP:20260508T134130
CREATED:20171110T130937Z
LAST-MODIFIED:20240202T055854Z
UID:10002070-1511024400-1511024400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:თვითმფრინავის ბიჭები  – თაობათა პოზიცია
DESCRIPTION:18 ნოემბერს\, 17:00-ზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ თბილისის მუზეუმების გაერთიანება – კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური ბინა-მუზეუმი – წარმოგიდგენთ ღონისძიებას „თვითმფრინავის ბიჭები – თაობათა პოზიცია“. \nშეხვედრაზე ეპოქის ჭრილში განიხილება სოსო წერეთელისა და მისი მეგობრების მისწრაფება\, ყოფილიყვნენ თავისუფალნი და თავი დაეღწიათ საბჭოთა რეჟიმისგან. გაიმართება მსჯელობა\, რამდენად ამართლებს ეს მისწრაფება 1983 წლის 18 ნოემბერს მომხდარ ტრაგიკულ ფაქტს. ამ დღეს შვიდმა ქართველმა ახალგაზრდამ საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცება და ამ გზით დასავლეთში მოხვედრა სცადა. ამ ამბოხს შეეწირა შვიდი ადამიანი – ორი პილოტი და ბორტგამცილებელი\, ორი მგზავრი და ორი გამტაცებელი. თინა ფეტვიაშვილს\, რომელიც თვითმფრინავის გატაცებისას ფეხმძიმედ იყო\, თოთხმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს\, დანარჩენებს კი – სასჯელის უმაღლესი ფორმა – დახვრეტა. 1984 წლის 3 ოქტომბერს განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი. \nსაღამოში მონაწილეობას მიიღებენ: ნათელა მაჭავარიანი\, ზურაბ წერეთელი\, მსახიობი ვახო ჩაჩანიძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი ანი კვირიკაშვილი\, მაგისტრანტები – ნინო ენუქიძე და მაკა ოხანაშვილი\, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი სოფო ყანჩაშვილი და სხვ. \nდრო: 18 ნოემბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/thvithmphrinavis-bitchebi-thaobatha-pozitsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42831.png
END:VEVENT
END:VCALENDAR