25 ივნისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება სემინარი „AI-ის გამოყენების შესაძლებლობები და რისკები უნივერსიტეტში – ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება“. სემინარის თანაორგანიზატორები არიან განათლების კვლევების ცენტრი და პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი. სემინარს გაუძღვებიან ნუცა კობახიძე, ჰონგ კონგის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი და გიგა ხოსიტაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი. […]
ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის სტუდენტების ქეფსთოუნ პროექტების პრეზენტაციები ტექნოლოგიური სფეროს დასაქმების ფორუმი ტექნოლოგიური პროგრამების ღია კარის დღე 12 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის ორგანიზებით გაიმართება ტექნოლოგიური ფორუმი 2025. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის საინჟინრო და ტექნოლოგიური მიმართულებების საბაკალავრო პროგრამების დამამთავრებელი კურსის სტუდენტების ქეფსთოუნ (სადიპლომო) პროექტების პრეზენტაციები, ტექნოლოგიური სფეროს დასაქმების ფორუმი და საერთაშორისოდ აკრედიტებული და აკრედიტაციის მაძიებელი საბაკალავრო […]
5 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამის ორგანიზებით ილიაუნის H105 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო დისკუსია „მდგრადი დიზაინი კლიმატის კრიზისის ეპოქაში – საქართველოს გამოცდილება“. დღეს კლიმატის ცვლილება სამყაროს ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. დედამიწაზე სწრაფად მზარდი ტემპერატურის გამო მოსალოდნელია ექსტრემალური ბუნებრივი კატასტროფების (წყალდიდობები, გვალვები, ტყის ხანძრები და ა.შ.) გახშირება და ინტენსივობის ზრდა. ეს მოვლენები საფრთხეს უქმნის ადამიანთა […]
3 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამის ორგანიზებით ილიაუნის H105 აუდიტორიაში გაიმართება შვეიცარიელი ლანდშაფტის არქიტექტორის, ლუდგერ კრაბეს საჯარო ლექცია „ურბანული ცვლილებები და მდგრადი საჯარო სივრცეების მნიშვნელობა“. მომხსენებელი განიხილავს ბაზელში დაარსებული სახელოსნოს, ბრიუმის (BRYUM), პროექტებს და ღია სივრცეებზე დაფუძნებულ ურბანული დაგეგმარების მიდგომებს, რომლებიც ადამიანების ყოველდღიურობასა და გარემოს აუმჯობესებენ. დისკუსია სტუდენტური არქიტექტურული ვორკშოპის „მდგრადი დიზაინი მწვანე […]