25 ივნისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება სემინარი „AI-ის გამოყენების შესაძლებლობები და რისკები უნივერსიტეტში – ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება“. სემინარის თანაორგანიზატორები არიან განათლების კვლევების ცენტრი და პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი. სემინარს გაუძღვებიან ნუცა კობახიძე, ჰონგ კონგის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი და გიგა ხოსიტაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი. […]