25 ივნისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება სემინარი „AI-ის გამოყენების შესაძლებლობები და რისკები უნივერსიტეტში – ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება“. სემინარის თანაორგანიზატორები არიან განათლების კვლევების ცენტრი და პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი. სემინარს გაუძღვებიან ნუცა კობახიძე, ჰონგ კონგის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი და გიგა ხოსიტაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი. […]
26 ივნისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის განათლების სკოლის განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი ანა მგელაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ფიზიკის მასწავლებელთა ტექნოლოგიური კომპეტენციები“. სამეცნიერო ხელმძღვანელი − მარიკა კაპანაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დისტანციურ ფორმატში დასასწრები ბმული: https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/85074207892?pwd=JbHJvDWUbybqV8yALKyVaMNRhr56ZF.1 სამუშაო ენა: ქართული დრო: 26 ივნისი, 13:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 […]