საჯარო ლექცია „ქართული სარესტორნო ბიზნესი“
26 აპრილს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში ილიაუნის ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის საჯარო ლექციების ციკლის ფარგლებში ილიაუნის ლექტორის, დალილა ცატავას ხელმძღვანელობით გაიმართება ლექცია/დისკუსია თემაზე „ქართული სარესტორნო ბიზნესი“. სტუდენტებს გამოცდილებას გაუზიარებენ ქართული სარესტორნო ბიზნესის ცნობილი წარმომადგენლები: დალილა ცატავა, გასტრონომიული კულტურის მკვლევარი, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტი; გურამ ბაღდოშვილი - რესტორატორი და ბრენდშეფი, ტელესახე რესტორნისა „ჩვენი“, „ოვალი“, „ტაი ტაი“; ლევან […]