BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20260101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260714T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260714T180000
DTSTAMP:20260708T062158
CREATED:20260707T092200Z
LAST-MODIFIED:20260707T092200Z
UID:10006104-1784026800-1784052000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ახალი სამეცნიერო ჰაბი: თბილისის გეოლოგიური პარკის გახსნა\, დედამიწის დინამიკის VR ლაბორატორიის\, გეოტექნიკური ლაბორატორიისა და GNSS სადგურის პრეზენტაცია
DESCRIPTION:14 ივლისს\, 11:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალ\, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სამეცნიერო\, სასწავლო და სარეკრეაციო სივრცეებს წარადგენს\, რომლებიც მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების განვითარებას. ახალი ინფრასტრუქტურის გახსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების\, სეისმური მონიტორინგისა და ბუნებრივი საფრთხეების კვლევის შემდგომი განვითარების მიმართულებით. \nინფრასტრუქტურული პროექტების მიზანია დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების პოპულარიზაცია\, სტუდენტებისა და მკვლევრების პრაქტიკული უნარების გაძლიერება\, ასევე ბუნებრივი საფრთხეების კვლევისა და მონიტორინგის შესაძლებლობების გაუმჯობესება. \n\nდედამიწის დინამიკის VR ლაბორატორია \nდედამიწის დინამიკის VR ლაბორატორია აერთიანებს ტრადიციულ გეოტექნიკურ და ვირტუალური რეალობის (VR) ლაბორატორიებს. \nგეოტექნიკურ სივრცეში მკვლევრები ქანის ნიმუშების ფიზიკურ-მექანიკურ პარამეტრებს ლაბორატორიულად განსაზღვრავენ. მიღებული მონაცემები ვირტუალური რეალობის გარემოში გადაინაცვლებს\, სადაც სტიქიური პროცესების  3D სიმულაცია განხორციელდება. \nმნიშვნელოვანი სიახლეა ისიც\, რომ ლაბორატორიაში განთავსდება საქართველოს საუნივერსიტეტო სივრცეში უიშვიათესი ლიდარული (ლაზერული) დრონი. სივრცე სრულად ღია იქნება ფუნდამენტური\, გამოყენებითი და სტუდენტური კვლევებისთვის. \n\nთბილისის გეოლოგიური პარკი ღია ცის ქვეშ \nთბილისის გეოლოგიურ პარკში წარმოდგენილია თბილისის ამგები ქანების ნიმუშები მოპოვების ზუსტი კოორდინატებით\, ფოტოებითა და ორენოვანი ანოტაციებით. დამთვალიერებელს შეეძლება იხილოს იმ ქანების ნიმუშებიც\, რომლებზეც დედაქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობები (სამების საკათედრო ტაძარი\, თბილისის სატელევიზიო ანძა\, ნარიყალას ციხე და მეტეხის ტაძარი) არის დაშენებული. ექსპონატებს შორისაა 43-44 მილიონი წლის წინანდელი შუა ეოცენური ანდეზიტი\, რომელიც თავისი მაღალი სიმკვრივით იდეალურ საშენ მასალას წარმოადგენს. \nთბილისის გეოლოგიური პარკი ვიზიტორებისთვის სრულიად უსასყიდლოდ იქნება ხელმისაწვდომი. \n\nდედამიწის ქერქის დეფორმაციის მონიტორინგის ახალი GNSS სადგური დავითგარეჯაში  \nდავითგარეჯაში\, მამა დავითის ლავრასთან მდებარე ინსტიტუტის ბაზის ტერიტორიაზე\, დასრულდა ახალი\, მზის პანელებით აღჭურვილი GNSS სადგურის მშენებლობა\, რომელიც დედამიწის ქერქის დეფორმაციის მონიტორინგს მოემსახურება. \nსადგური სატესტო რეჟიმში უკვე ჩართულია და სრულად ამოქმედდება 14 ივლისს. \nდავითგარეჯას სადგური იქნება მე-16 მუდმივმოქმედი პუნქტი იმ გეოდეზიურ ქსელში\, რომელსაც ინსტიტუტი მართავს. \n\nღია ცის ქვეშ ოფისი და სალექციო ამფითეატრი \nინსტიტუტის მიმდებარე ტყეში\, ტერასულ რელიეფზე მოეწყო ეკომეგობრული სამუშაო და სალექციო სივრცე. ტერიტორია მოიცავს მცირე ამფითეატრს\, რომელიც საღამოს საათებში პროექტორით სამუშაო და საპრეზენტაციო სივრცედ გადაიქცევა\, რომელიც თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება სტუდენტების\, თანამშრომლებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის. \nახალი\, მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიების\, გეოლოგიური პარკისა და მონიტორინგის სადგურის ამოქმედება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმნიშვნელოვანეს როლს ქვეყანაში მეცნიერებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების პოპულარიზაციის მიმართულებით. \n\nდრო: 14 ივლისი\, 11:00-18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი\, შ. ნუცუბიძის ქ. N 77 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-akhali-sametsniero-habi/
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/07/iventhi-geologiis.png
END:VEVENT
END:VCALENDAR