BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20260101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260617T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260617T170000
DTSTAMP:20260613T154316
CREATED:20260611T073157Z
LAST-MODIFIED:20260611T073157Z
UID:10006062-1781708400-1781715600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ მარიკა ჩიკვილაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:17 ივნისს\, 15:00 საათზე\, ილიაუნის G106 დარბაზში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოტექნოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი მარიკა ჩიკვილაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „მიელინის ფუძე ცილის იზომერების მონაწილეობა ნეიროანთებით პროცესებში“. \nსამეცნიერო ხელმძღვანელი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლალი შანშიაშვილი. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 17 ივნისი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtorant-marika-chikviladzis-sadisertatsio-nashromis-datsva/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/06/doqtorant-marika-chikviladzis-sadoqtoro-nashromis-datsva-OLD2.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260617T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260617T200000
DTSTAMP:20260613T154316
CREATED:20260529T080635Z
LAST-MODIFIED:20260612T104708Z
UID:10006037-1781722800-1781726400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ონლაინტრენინგი „როგორ დავწეროთ წარმატებული საპროექტო განაცხადი“
DESCRIPTION:17 ივნისს\, 19:00 საათზე\, პოლიტიკის მეცნიერებების ასოცირებული პროფესორი ზარინა ბურკაძე ონლაინ გამართავს ტრენინგს „როგორ დავწეროთ წარმატებული საპროექტო განაცხადი“. \nტრენინგი  მოიცავს როგორც თეორიულ\, ისე პრაქტიკულ ნაწილს: \nპირველი მიმართულება შეეხება საპროექტო წინადადებების წარდგენის ტექნიკურ და პროცედურულ მხარეს როგორც საერთაშორისო (Fulbright Scholar Program\, Horizon Europe და სხვ.)\, ისე ადგილობრივი სამეცნიერო კონკურსებისთვის (შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და შიდა ინსტიტუციური გრანტები). განსახილველი თემები: აკადემიური პროფილის შექმნა (ORCiD\, Web of Science და სხვ.)\, პოტენციური პარტნიორების მოძიება ეფექტური საშუალებების გამოყენებით (B2Match Platforms\, EURAXESS\, COST\, F&T Portal და სხვ.) და ეროვნული თუ საერთაშორისო პროექტების წარდგენისთვის საჭირო შიდა ინსტიტუციური რეგულაციები (ხანგრძლივობა – 20 წუთი). \nტრენინგის მეორე ნაწილში მონაწილეები გაეცნობიან საპროექტო წინადადების სტრუქტურას\, ლოგიკურ ჩარჩოს\, მიზნისა და სტრატეგიული ამოცანების\, შუალედური შედეგებისა და აქტივობების ფორმულირების ტექნიკებს\, ასევე მართვისა და განხორციელების გეგმების თავისებურებებს. ასევე პროექტის მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმების შესახებ (ხანგრძლივობა – 40 წუთი). \nტრენინგის მესამე ნაწილში განხილული იქნება ბიუჯეტირების თემა და მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები (ხანგრძლივობა – 20 წუთი). \nმონაწილეები თითოეულ საკითხზე შეასრულებენ დავალებას\, რათა სწავლების ბოლოს სამეცნიერო პროექტის მონახაზი ჰქონდეთ. ასევე მიიღებენ ინდივიდუალურ უკუკავშირს თავიანთი პროექტის მონახაზის შესახებ (ხანგრძლივობა – 40 წუთი). \nრეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს. \nტრენერი: ზარინა ბურკაძე\, პოლიტიკის მეცნიერებების ასოცირებული პროფესორი\, დოქტორი \nმონაწილეთა რაოდენობა: 10-15 \nფორმატი: ონლაინტრენინგი \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 17 ივნისი\, 19:00 საათი
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/onlaintreningi-rogor-davtseroth-tsarmatebuli-saproeqto-ganatskhadi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/ogor-davtseroth-nets.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260617T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260617T210000
DTSTAMP:20260613T154316
CREATED:20260608T120736Z
LAST-MODIFIED:20260608T121007Z
UID:10006053-1781722800-1781730000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მრგვალი მაგიდა „ჩვენი დღევანდელი მომენტი: სამი თვალსაზრისი სამი დარგიდან“
DESCRIPTION:17 ივნისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება საჯარო ღონისძიება თემაზე „ჩვენი დღევანდელი მომენტი: სამი თვალსაზრისი სამი დარგიდან“. \nდღევანდელ მომენტს ერთდროულად ახასიათებს როგორც ფრაგმენტაცია\, ისე გადაკვეთა. 1945 წლის შემდეგ შექმნილი და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ფესვგადგმული საერთაშორისო წესრიგი მოირყა. ამავდროულად\, როგორც მეტროპოლიებში\, ისე პერიფერიაში ავტორიტარიზმი იზრდება\, რაც საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ მონაწილეობას\, ინტელექტუალურ თავისუფლებას და უნივერსიტეტის ინსტიტუციურ ავტონომიას. საქართველო\, როგორც ეს მის ისტორიაში ხშირად მომხდარა\, დღესაც ერთდროულად გვევლინება\, როგორც განაპირა\, უკიდურესი შემთხვევა და როგორც უფრო დიდი პროცესების ამრეკლავი და გარდამტეხი სარკე. \nაღნიშნულ საკითხებს გეოგრაფიული მდებარეობის\, ინსტიტუციური კუთვნილებისა და დარგობრივი სპეციალიზაციის ჭრილში განიხილავენ: \n\nჰარშა რამი\, ლიტერატურის მკვლევარი და რუსეთის სპეციალისტი\nფლორიან მიულფრიდი\, ანთროპოლოგი\nია ერაძე\, პოლიტიკური ეკონომისტი\n\nმოდერატორი – ლუკა ნახუცრიშვილი \nსაჯარო ღონისძიება ნაწილია სამდღიანი საერთაშორისო ვორკშოპისა „მოდერნულობა და სუვერენულობები საქართველოში“\, რომლის ორგანიზატორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი\, კალიფორნიის უნივერსიტეტის (ბერკლი) სლავური ენებისა და ლიტერატურის ინსტიტუტი და აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ლაიბნიცის ინსტიტუტი (IOS რეგენსბურგი). \nღონისძიება ტარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტისა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანადაფინანსებით\, ფუნდამენტური კვლევებისთვის სამეცნიერო საგრანტო პროექტის – „მოდერნულობის ინსტიტუციონალიზაცია საქართველოში: იმპერიისა და პერიფერიის თანაკვეთაზე“ – ფარგლებში. \nსამუშაო ენა: ინგლისური (კითხვის დასმა შესაძლებელია ქართულად) \nდრო: 17 ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mrgvali-magida-chveni-dghevandeli-momenti-sami-thvalsazrisi-sami-dargidan/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/06/17-ivnisis-ghonisdzieba-old.new_.fb_.png
END:VEVENT
END:VCALENDAR