BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20260101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260602T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260602T170000
DTSTAMP:20260611T232356
CREATED:20260522T115915Z
LAST-MODIFIED:20260522T115915Z
UID:10006027-1780412400-1780419600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ვარშავის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის მკვლევრების საჯარო ლექციები
DESCRIPTION:2 ივნისს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ვარშავის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის (WULS-SGGW) კვების მეცნიერებათა ინსტიტუტის ქიმიის დეპარტამენტის მკვლევრები აგნეშკა გურსკა და ევა მაიევსკა საჯარო ლექციებს წაიკითხავენ. \nკანცეროგენების დეფინიცია და კლასიფიკაცია\, კანცეროგენეზი\, კანცეროგენები საკვებ პროდუქტებში \nმომხსენებლები მიმოიხილავენ საკვების უვნებლობასა და ქიმიურ ტოქსიკოლოგიას. მსმენელი გაეცნობა კანცეროგენეზის ბიოლოგიურ მექანიზმებს (როგორ ტრანსფორმირდება ჯანსაღი უჯრედები სიმსივნურ უჯრედებად). მკვლევრები ხაზს გაუსვამენ  პოპულარულ საკვებ პროდუქტებში არსებულ სპეციფიკურ\, ბუნებრივად ან გადამუშავების შედეგად წარმოქმნილ კანცეროგენებს\, რაც  მსმენელს შეუქმნის წარმოდგენას\, როგორ მოქმედებს კვებითი არჩევანი და გადამუშავების მეთოდები ტოქსიკოლოგიურ რისკებზე. \nბალახოვანი მცენარეების დეფინიცია\, კლასიფიკაცია და თვისებები \nორგანულ ქიმიასა და კვების მეცნიერებაზე დაყრდნობით მომხსენებლები  ყურადღებას გაამახვილებენ ბოტანიკური კომპონენტების მდიდარ სამყაროზე. ჩამოაყალიბებენ მკაფიო ჩარჩოს სხვადასხვა ბალახოვანი მცენარის დეფინიციისა და კატეგორიზაციისთვის\, მათი ქიმიური და ბოტანიკური პროფილების საფუძველზე. მიმოიხილავენ ამ მცენარეების განსაკუთრებულ თვისებებს\, კერძოდ\, მათ ბიოაქტიურ ნაერთებს\, ანტიოქსიდანტურ პოტენციალსა და პრაქტიკულ გამოყენებას პროდუქტების კონსერვაციაში\, გაჯანსაღებასა და ფუნქციური კვების პროდუქტების განვითარებაში. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 2 ივნისი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია. \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/varshavis-sitsotskhlis-shemstsavlel-metsnierebatha-universitetis-mkvlevrebis-sajaro-leqtsiebi/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/varshavis-sitsotskhlis-shemstsavlel-metsnierebatha-universitetis-mkvlevrebis-sajaro-leqtsiebi-01-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260602T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260602T190000
DTSTAMP:20260611T232356
CREATED:20260525T100146Z
LAST-MODIFIED:20260525T100146Z
UID:10006029-1780419600-1780426800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ანთროპოლოგ გიორგი ჭეიშვილის ონლაინლექცია „უცნაური ნაშთები: ნანგრევები და მიკუთვნებულობა ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში“
DESCRIPTION:2 ივნისს\,17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის ორგანიზებით მკვლევარი გიორგი ჭეიშვილი ონლაინ წაიკითხავს საჯარო ლექციას „უცნაური ნაშთები: ნანგრევები და მიკუთვნებულობა ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში“. \nანთროპოლოგიური კვლევები განიხილავს ნანგრევებს როგორც ხიდს\, რომელიც ადამიანებს აკავშირებს კონკრეტულ ისტორიულ ეპოქასთან ან კონკრეტულ არმყოფ „სხვასთან“. მაგრამ რა ხდება\, როცა ვერც ის ეპოქა და ვერც ის ადამიანები ვერ იდენტიფიცირდებიან? \nლექცია ეძღვნება თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ სასაზღვრო ზოლში მცხოვრებ ეთნიკურად ქართველ თურქ მოქალაქეებს. მომხსენებელი ამ სოფლების ეკლესიის ნანგრევებს განიხილავს როგორც აქტიურ სივრცეებს\, რომლებიც არღვევს დროისა და უწყვეტობის ჩვეულებრივ წარმოდგენებს და ეწინააღმდეგება წარსულთან მიმართების ორ ყველაზე გავრცელებულ გზას – მითვისებასა და ექსტერნალიზაციას. \nმეცნიერის აზრით\, ეს გადაუჭრელი ორაზროვნება ნანგრევებს უცნაურ ხასიათს სძენს და მათ აქცევს სივრცეებად\, რომლებიც ეწინააღმდეგება კატეგორიზაციის ორივე გზას; აჩვენებს\, როგორ იძენს ეს ნანგრევები პოლიტიკურ სიცოცხლეს სწორედ იმ ისტორიებისადმი წინააღმდეგობით\, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობა საკუთრად მიიჩნევს. ავითარებს იდეას\, რომ ეს ნანგრევები თავისი არსებობით უხმოდ არღვევს არა მხოლოდ წარსულის აღქმას\, არამედ იმასაც\, როგორ წარმოუდგენიათ ადამიანებს საკუთარი უფლება – ეკუთვნოდნენ თავიანთ უშუალო საცხოვრებელ ადგილს\, უფრო ფართოდ კი  – თურქ ერს. \nგიორგი ჭეიშვილი სოციალური ანთროპოლოგი და უტრეხტის უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტია. 2022 წელს ბერგენის უნივერსიტეტში მიენიჭა დოქტორის ხარისხი.  2023 და 2025 წლებში ოქსფორდის უნივერსიტეტში იმყოფებოდა სამეცნიერო სტიპენდიით. \nმისი კვლევის ინტერესები მოიცავს საზღვრებსა და სასაზღვრო პრაქტიკებს\, სახელმწიფოს\, ტერიტორიულობასა და ფიზიკური საზღვრის ურთიერთობას სოციალურ საზღვრებთან თურქულ-ქართულ სასაზღვრო ზოლში. \nამჟამად ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მიერ დაფინანსებული პროექტის\, INFRAEMPIRE-ის ფარგლებში სწავლობს თურქული ინფრასტრუქტურული განვითარების გავლენას ქალაქ ბათუმზე. აინტერესებს\, როგორ იკვეთება ინფრასტრუქტურა და გეოპოლიტიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში\, აყალიბებს სამომავლო წარმოდგენებს და ქმნის ძალაუფლების დინამიკის ახალ ფორმებს. \nლექციაზე დასწრების მსურველები დაუკავშირდით ორგანიზატორს ელ ფოსტაზე mariam.darchiashvili@iliauni.edu.ge \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 2 ივნისი\, 17:00 საათი
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/anthropolog-giorgi-tcheishvilis-onlainleqtsia-utsnauri-nashthebi-nangrevebi-da-mikuthvnebuloba-chrdilo-aghmosavleth-thurqethshi/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/anthropologia-mariam-darchiashvili-02-scaled.png
END:VEVENT
END:VCALENDAR