BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20250101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251222T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251222T190000
DTSTAMP:20260418T080615
CREATED:20251211T124136Z
LAST-MODIFIED:20251211T124136Z
UID:10005886-1766422800-1766430000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო შეხვედრების ციკლი „მენეჯმენტი შექსპირის მიხედვით – 4 გაკვეთილი ლიდერობის შესახებ“
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი გამართავს საჯარო შეხვედრებს სამუშაო გარემოში არსებული გამოწვევებისა და მათი ეფექტური გადაჭრის გზებზე სასაუბროდ. \nშეხვედრებს გაუძღვება ორგანიზაციული ფსიქოლოგი საბა ჩიხლაძე\, რომელიც სტუდენტებთან\, აკადემიურ პერსონალთან და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ერთად განიხილავს პიროვნული გადაწყვეტილებების\, ურთიერთობების და ძალაუფლების გავლენას სამუშაო გარემოზე. \nმომხსენებელი სამუშაო გარემოს სირთულეების ილუსტრაციისთვის განიხილავს შექსპირის ტრაგედიებს\, როგორც თეორიულ და ანალიტიკურ პარადიგმას. \n\n22 დეკემბერი \nჰამლეტი – ორგანიზაცია და საზრისის კრიზისი \nროგორ ჩნდება გაურკვევლობა და იკარგება მიზანი ორგანიზაციულ კონტექსტში. \n23 დეკემბერი \nმაკბეტი – ამბიციის მართვა და თავისუფალი ნება  \nსად გადის ზღვარი ჯანსაღ და დამაზიანებელ ამბიციას შორის და რა გავლენა აქვს გუნდზე. \n24 დეკემბერი \nოტელო – სოციალური სტატუსი და მიკროკონფლიქტები \nროგორ წარმოქმნის კონფლიქტს სამუშაო გარემოში გაურკვევლობა\, ეჭვი და რეპუტაციის შიში. \n26 დეკემბერი \nმეფე ლირი – ეგოცენტრიზმი და დიალოგის გაწყვეტა \nრა ხდება\, როცა ლიდერი ვერ უსმენს გუნდის წევრებს და რატომ ირღვევა სისტემა\, როდესაც კომუნიკაცია ქრება. \n\nთარიღი და დრო: 22\, 23\, 24\, 26 დეკემბერი\, 17:00 საათი \nსურვილის შემთხვევაში მონაწილეს შეუძლია დაესწროს ყველა შეხვედრას. \nმონაწილეობისთვის\, გთხოვთ გაიარეთ რეგისტრაცია: https://forms.gle/zDzfwz34tP2GyKu98
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/12-11-2025-leadership/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/12/menejmenti-sheqspiris-mikhedvith-NEW.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251222T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251222T220000
DTSTAMP:20260418T080615
CREATED:20251215T073718Z
LAST-MODIFIED:20251215T073718Z
UID:10005889-1766430000-1766440800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კვლევითი პროექტის „მეორე მსოფლიო ომი და ყოველდღიურობა საბჭოთა საქართველოში“ წარდგენა
DESCRIPTION:22 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება კვლევითი პროექტის „მეორე მსოფლიო ომი და  საბჭოთა საქართველოს ყოველდღიურობა“ წარდგენა. \nკვლევაში წარსულის მოვლენები შესწავლილია ყოველდღიურ პრაქტიკაზე\, რიტუალზე\, ერთი შეხედვით\, ბანალურ მოვლენებსა თუ მიკროპროცესებზე დაკვირვებით. ამ გზით შესაძლებელია  ისეთი გარემოებების აღმოჩენა\, რომლებიც დიდი სტრუქტურების ანალიზისას ხშირად შეუმჩნეველი რჩება. ყოველდღიურობის ისტორია\, ტრადიციული ისტორიოგრაფიისგან განსხვავებით\, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ისტორიის ქვემოდან წაკითხვას\, რომელშიც ელიტის\, სამხედრო თუ მაღალჩინოსანი პოლიტიკოსების ამბების მიღმა სხვადასხვა სოციალური ფენის ისტორიისგან მივიწყებული თუ ხმაწართმეული რიგითი ადამიანების ამბები ექცევა ფოკუსში. \nპროექტი მიზნად ისახავს წარსულის მოვლენების აღდგენას განსხვავებულ ქრონოლოგიურ და სივრცით ჭრილში. ომის წინა ფრონტის ნაცვლად ყურადღება ექცევა ზურგის ფრონტზე\, საქართველოში\, მიმდინარე პროცესებს. \nკვლევის ამოცანაა წარმოაჩინოს\, როგორ განსაზღვრავდა ზურგის ფრონტის ყოველდღიურობას ომის დროს ეკონომიკის გასამხედროებულ წარმოებაზე გადასვლა\, ომის თემატიკით განმსჭვალული მეხსიერებისა და კულტურის პოლიტიკის ჩამოყალიბება. ამ თვალსაზრისით შეისწავლის მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებულ პროცესებსა და მათ ზეგავლენას საზოგადოებაზე. \nპროექტის ხელმძღვანელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ტიმოთი ბლაუველტი. პროექტში მონაწილეობენ ახალგაზრდა მეცნიერები თამარ ქებურია\, ანა ლოლუა და ირინე ბერიძე\, პროექტის ასისტენტია გაბრიელ ჩუბინიძე. \nპროექტი 2025 წელს დააფინანსა შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ჰუმანიტარული მიმართულების ფარგლებში. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 22 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/15-12-2025-research/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/12/metskhel-akhalivebi-scaled.png
END:VEVENT
END:VCALENDAR