BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20250101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251011T210000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251119T220000
DTSTAMP:20260418T094514
CREATED:20250930T200027Z
LAST-MODIFIED:20251001T041801Z
UID:10005809-1760216400-1763589600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის თეატრში სავიონ ლიბრეხტის პიესის „სიყვარულის ბანალურობის“ პრემიერა გაიმართება
DESCRIPTION:თანამედროვე ებრაელი დრამატურგის\, სავიონ ლიბრეხტის პიესას „სიყვარულის ბანალურობა“ ილიაუნის თეატრი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარმოადგენს. სიყვარულის ეს ცნობილი ისტორია ქართული თეატრის სცენაზე პირველად დაიდგა. \nპიესა მოგვითხრობს XX საუკუნის ორი მნიშვნელოვანი ფილოსოფოსის\, ჰანა არენდტისა და მარტინ ჰაიდეგერის ურთიერთობის შესახებ\, რომელსაც შეიძლება ეწოდოს როგორც ინტელექტუალური\, ისე პიროვნული და მორალური კონფლიქტური კავშირი. \nეს არ არის მხოლოდ კლასიკური სიყვარულის ისტორია\, არამედ მრავალმხრივი ნარატივი\, რომელიც აჩვენებს ემოციური და პოლიტიკური წინააღმდეგობების ურთიერთგადაკვეთას. არენდტის\, ებრაელი ფილოსოფოსისა\, და ჰაიდეგერის\, ნაცისტური პარტიის დროებითი წევრის\, საიდუმლო ურთიერთობა ერთდროულად წარმოჩინებულია როგორც მომხიბვლელი და შემაძრწუნებელი მოვლენა. \nსპექტაკლის რეჟისორია მამუკა ცერცვაძე\, სცენოგრაფია ეკუთვნის ნუცა ჭყონიას\, მუსიკალური გაფორმება – ბეჟან ამირანაშვილს\, ხოლო ტექნიკური რეჟისორი გვანცა ბიწაძეა. მსახიობები: ლილი ხურითი (ჰანა არენდტი)\, ანდრია ვაჭრიძე (მარტინ ჰაიდეგერი)\, მაშო თვალაბეიშვილი (სტუდენტი ჰანა)\, ვატო სანიკიძე (მენდელსონი და მიხაილ ბენ შაკედი). \nდადგმა რეფლექსიას ახდენს თეატრის\, როგორც პოლიტიკური ხელოვნების\, არსზე. სპექტაკლი განიხილავს ადამიანური არსებობის ბუნებას\, თავისუფლების გამოვლინებასა და ინდივიდის პოლიტიკურ კონტექსტში არსებობის შესაძლებლობებს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებას\, რომ XX საუკუნის ტოტალიტარულმა რეჟიმებმა ფუნდამენტურად შეცვალა ადამიანის არსებობის საზღვრები\, რაც დღემდე წარმოადგენს ფილოსოფიური და ესთეტიკური კვლევის საგანს. \nპიესა წარმოდგენილია ერთ მოქმედებად\, პრემიერა თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სპექტაკლის ხანგრძლივობაა 1 საათი და 20 წუთი. \nდრო: \n17 სექტემბერი 21:00 საათი \n18 სექტემბერი 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \n\nდამატებითი ინფორმაციისთვის: \nნათია კვაშალი \n597 760 074; 2 29 47 15\ntheatre@iliauni.edu.ge\nwww.iliaunitheatre.ge
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/15-09-2025-theatre/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/theatris-baneri-1200x630-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251015T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251015T170000
DTSTAMP:20260418T094514
CREATED:20251013T074655Z
LAST-MODIFIED:20251013T074655Z
UID:10005831-1760544000-1760547600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პრეზენტაცია „ჩურჩული კვიპაროსის ქვეშ. დულაბიდან საქართველომდე“ − დულაბის ქართველების ისტორია
DESCRIPTION:15 ოქტომბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 დარბაზში გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში ცირა კემულარია (ლონდონი) და ლელა კემულარია (ფოთი) თეირანის დულაბის მართლმადიდებლურ სასაფლაოზე დაკრძალული მიხეილ ქორქიასა და გენერალ ვასილ კარგარეთელის შთამომავლები\,  გამართავენ საარქივო მასალების პრეზენტაციას „ჩურჩული კვიპაროსის ქვეშ. დულაბიდან საქართველომდე“. \nმიხეილ ქორქიასა და ვასილ კარგარეთელის შვილიშვილები\, თანაზ ამელი (აშშ) და დავით ქორქია (შვეიცარია)\, ისაუბრებენ ოჯახის ისტორიასა და ემიგრაციის გამოცდილებაზე. \nსამუშაო ენები: ქართული\, ინგლისური \nდრო: 15 ოქტომბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prezentatsia-churchuli-kviparosis-qvesh-dulabidan-saqarthvelomde-dulabis-qarthvelebis-istoria/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/10/sanikidze-niusi-NEW.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251015T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251015T190000
DTSTAMP:20260418T094514
CREATED:20251013T073422Z
LAST-MODIFIED:20251013T073458Z
UID:10005827-1760551200-1760554800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გონკურის პრემიის საქართველოს არჩევანის ლაურეატის გამოცხადების ცერემონია
DESCRIPTION:15 ოქტომბერს\, 18:00 საათზე\, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში  გაიმართება 2024 წლის გონკურის პრემიის საქართველოს არჩევანის ლაურეატის გამოცხადების ცერემონია. \nგონკურის პრემია ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული პრემიაა მრავალ პრემიას შორის\, რომელთაც საფრანგეთი გასცემს საუკეთესო ფრანგულენოვანი ნაწარმოებისთვის. საქართველო 2019 წელს შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს\, რომელთაც უფლება აქვთ არჩევანი გააკეთონ. \nკონკურსის ორგანიზებას ყოველწლიურად ხელმძღვანელობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს მხარდაჭერით. \nილიაუნის დახმარებით ითარგმნა და უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა პრემიის პირველი ლაურეატის\, ფრანგი მწერლის\, ჟან-ლუკ კოატალემის რომანი La part du fils „წილი და ხვედრი შთამომავლისა“. მთარგმნელს\, გოჩა ჯავახიშვილს მიენიჭა გერონტი ქიქოძის სახელობის პრემია\, რომელიც ყოველწლიურად გაიცემა ფრანგულენოვანი რომანის საუკეთესო ქართული თარგმანისთვის. \nწლების განმავლობაში ქართველი ახალგაზრდების არჩევანი არაერთხელ დაემთხვა გონკურის აკადემიის გადაწყვეტილებას: \nHervé Le Tellier – L’Anomalie\,\nMohamed Mbougar Sarr – La plus secrète mémoire des hommes\,\nJean-Baptiste Andrea – Veiller sur elle. \n2022 წელს ქართველი ფრანკოფონების რჩეული გახდა ქლოე კორმანის რომანი Les presque sœurs „თითქმის დები“\, რომლის ქართულ თარგმნაზე მუშაობენ მარიამ ღლონტი და გიორგი ქურდაძე. \nმიმდინარე წელს არჩევანი უნდა გააკეთონ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის\, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის\, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკის ახალგაზრდა მკითხველებმა იმ ოთხ მწერალს შორის\, რომლებიც გონკურის აკადემიამ კონკურსის მესამე ტურზე შეარჩია: \n\nSandrine CAULETTE – Madelaine avant l’aube\nKamel DAUD – Houris\nGaël FAYE – Jacaranda\nHélène GAUDY – Archipels\n\nღონისძიებას დაესწრება საქართველოში საფრანგეთის ელჩი ოლივიე კურტო. \nსამუშაო ენები: ქართული\, ფრანგული \nდრო: 15 ოქტომბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა\, ლადო გუდიაშვილის ქ. N7\, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსი \nდასწრება თავისუფალია.\n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/gonkuris-premiis-saqarthvelos-archevanis-laureatis-gamotskhadebis-tseremonia-2/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/10/web-akhali-baneri-gonkuri.png
END:VEVENT
END:VCALENDAR