BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20250101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251010T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251010T110000
DTSTAMP:20260418T113235
CREATED:20251006T110938Z
LAST-MODIFIED:20251006T110938Z
UID:10005824-1760090400-1760094000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:II საერთაშორისო კონფერენცია „ლექსიკოგრაფია 21-ე საუკუნეში“
DESCRIPTION:10-12 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება II საერთაშორისო კონფერენცია „ლექსიკოგრაფია 21-ე საუკუნეში“. \nკონფერენციის მთავარი თემაა „ლექსიკოგრაფია და ტექნოლოგიები“ და ის ეძღვნება დიდი ქართველი ლექსიკოგრაფის\, მწერლის\, დიპლომატისა და სახელმწიფო მოღვაწის\, სულხან-საბა ორბელიანის გარდაცვალებიდან 300 წლისთავს. \nკონფერენციაში მონაწილეობს 50 მეცნიერი 16 ქვეყნიდან: საქართველო\, დანია\, საფრანგეთი\, გერმანია\, უნგრეთი\, იტალია\, ლიეტუვა\, ნორვეგია\, ფილიპინები\, პოლონეთი\, პორტუგალია\, სლოვაკეთი\, სლოვენია\, ესპანეთი\, გაერთიანებული სამეფო და აშშ. \nქართველი მეცნიერები წარმოადგენენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს\, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს\, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტს. \nკონფერენციაზე დაგეგმილია 11 სამეცნიერო სესია\, მათ შორის 3 პლენარული სხდომა. კონფერენციაში მონაწილეობენ ახალგაზრდა მეცნიერები\, დოქტორანტები და მაგისტრანტები\, როგორც საქართველოდან\, ისე უცხოეთიდან. \nსაერთაშორისო კონფერენცია „ლექსიკოგრაფია 21-ე საუკუნეში“ დაარსდა 2022 წელს და მისი მიზანია საქართველოში შექმნას ფორუმი თანამედროვე ლექსიკოგრაფიის აქტუალურ საკითხებზე სამსჯელოდ. კონფერენცია იმართება ორ წელიწადში ერთხელ\, პირველი კონფერენცია 2023 წელს ჩატარდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. \nკონფერენციის ორენოვანი პროგრამა \nკონფერენციის მოხსენებათა თეზისების ორენოვანი კრებული \nფორმატი: ჰიბრიდული \nსამუშაო ენა: ინგლისური \nკონფერენციის გახსნა: 10 ოქტომბერი\, 10:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ii-saerthashoriso-konpherentsia-leqsikographia-21-e-saukuneshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/10/web-akhali-baneri.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251010T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251010T180000
DTSTAMP:20260418T113235
CREATED:20251002T065411Z
LAST-MODIFIED:20251002T065411Z
UID:10005819-1760101200-1760119200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღნიშვნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
DESCRIPTION:10 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრისა და ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ თანამშრომლობით გაიმართება ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. \nფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის წლევანდელი თემაა „სერვისებზე ხელმისაწვდომობა: ფსიქიკური ჯანმრთელობა კატასტროფებისა და გადაუდებელი სიტუაციების დროს“.  \nღონისძიება ანტისტიგმა კამპანიის ნაწილია და მისი მიზანია ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხების განხილვა\, გავრცელებული პრობლემების შესახებ ცნობიერების ამაღლება\, შესაბამისი დახმარების ძიების მნიშვნელობის ხაზგასმა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სტიგმის შემცირება. \nროგორც ბუნებრივი\, ისე ადამიანის მიერ გამოწვეული კატასტროფები\, მაგალითად\, მიწისძვრა ან საომარი მოქმედებები\, სერიოზულ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. შესაბამისად\, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს როგორც სერვისებზე ხელმისაწვდომობა\, ასევე ამ სირთულეების შესახებ ცნობიერების ამაღლება. \nღონისძიება ტარდება ევროკავშირის მხარდაჭერით\, პროექტის „საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კომპასის (COMPASS-GE)“ ფარგლებში. \nდღის წესრიგი \n13:00 – 15:00: ვორკშოპი „ფსიქოლოგიური პირველი დახმარება“ (აუდიტორია F303) \nვორკშოპის მიზანია მონაწილეებს გააცნოს კატასტროფებისა და გადაუდებელი სიტუაციების დროს ფსიქოლოგიური პირველი დახმარების მნიშვნელობა\, რაც საჭიროა დაზარალებულისთვის მყისიერი და ეფექტური მხარდაჭერისთვის. \nვორკშოპს გაუძღვება ფსიქოლოგი ანა პაპავა\, ფსიქოტრავმატოლოგიის მაგისტრი. \nრეგისტრაცია: https://forms.gle/abnASCpjwjNmNNX89 \nმონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 15 \nსესიაში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს. \n16:00 – 18:00: დისკუსია და პრეზენტაციები (ლიგამუსი)\nღონისძიებაზე პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ისაუბრებენ ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე კატასტროფებისა და გადაუდებელი სიტუაციების დროს. \n\n„ფსიქიკური ჯანმრთელობა კატასტროფებისა და საომარი სიტუაციების დროს და წლების შემდეგ – სიტუაცია საქართველოში“\nმომხსენებელი: ნინო მახაშვილი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი\, პროფესორი\nბროშურის „ფსიქიკური ჯანმრთელობა კატასტროფებისა და გადაუდებელი სიტუაციების დროს“ პრეზენტაცია\nმომხსენებელი: ანა პაპავა\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრის ფსიქოკონსულტანტი\nვიდეოს  „რატომ არის მნიშვნელოვანი ფსიქიკური ჯანმრთელობა?“ პრეზენტაცია\nმომხსენებელი:  ნინო ოკრიბელაშვილი\, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი\, პროფესორი\, ექიმი-ფსიქიატრი\n\nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/phsiqikuri-janmrthelobis-msophlio-dghis-aghnishvna-ilias-sakhelmtsipho-universitetshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/10/phsiqikuri-janmrthelobis-msophlio-dghis-aghnishvna-NEW1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251010T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251010T170000
DTSTAMP:20260418T113235
CREATED:20251013T075207Z
LAST-MODIFIED:20251013T075207Z
UID:10005832-1760112000-1760115600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ტატიანა დენისოვას საჯარო ლექცია „ფინანსები და ფული მალაი-ინდონეზიის არქიპელაგში XIII-XIX საუკუნეებში“
DESCRIPTION:10 ოქტომბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზში აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მოწვეული მკვლევარი\, პროფესორი ტატიანა დენისოვა წაიკითხავს ლექციას „ფინანსები და ფული მალაი-ინდონეზიის არქიპელაგში XIII-XIX საუკუნეებში“ \nმალაის სამყაროს ისლამიზაცია მონეტარული და ფისკალური განვითარების ოქროს ხანაა. XIII-XIX საუკუნეებში ფულის ნიშნებს იყენებდნენ როგორც ვაჭრობაში\, ასევე საგადასახადო სფეროში ძღვენის სახით და კრედიტების გასაცემად. ამგვარად\, ფული ადგილობრივ ეკონომიკას აკავშირებდა ტრანსრეგიონულ ქსელებთან. ამ პერიოდის მალაური მუსლიმური ისტორიოგრაფია იძლევა ფასეულ მასალას მონეტარული პრაქტიკებისა და მათი ინტეგრირების შესახებ უფრო ფართო პოლიტიკურ\, რელიგიურ და ეკონომიკურ ნარატივში. მალაური ისტორიული ქრონიკები წარმოადგენს პირველად საკვანძო წყაროებს რეგიონის ფინანსური ისტორიის რეკონსტრუირებისთვის ფართო ისლამურ და გლობალურ კონტექსტში. \nმომხსენებლის შესახებ \nპროფესორი ტატიანა დენისოვა მალაიზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ისლამის\, მეცნიერებისა და ცივილიზაციის ცენტრის პროფესორი და გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მოწვეული სპეციალისტია. მისი კვლევითი ინტერესებია: აღმოსავლური ისტორიოგრაფია\, პირველადი წყაროების შესწავლა\, მალაური სამყაროს ისტორია\, ისლამის ისტორია რუსეთსა და კავკასიაში. ავტორია არაერთი პუბლიკაციისა\, მათ შორის: Reflection of Malay Islamic Historiography (2017)\, Collection of Lingga Shari’a Court’s documents (beginning XX c.): the structure of the collection and research methodology (2018)\, Orientation\, Navigation and Seafaring in Malay Islamic Historiography from 14th to 19th centuries (2020). 2023 წელს მისი რედაქტორობით და წინასიტყვაობით გამოიცა ნაშრომი Elena Davidovitch\, Numismatica Transoxiana. From 9th to 13th century. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 10 ოქტომბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-tatiana-denisovas-sajaro-leqtsia-phinansebi-da-phuli-malai-indoneziis-arqipelagshi-xiii-xix-saukuneebshi/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/10/denisovas-sajaro-leqtsia-NEW6.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251010T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251010T190000
DTSTAMP:20260418T113235
CREATED:20251002T121016Z
LAST-MODIFIED:20251002T121016Z
UID:10005823-1760119200-1760122800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ ლუკას გრუნდსფელდის საჯარო ლექცია „რუსეთ-უკრაინის ომი: გაკვეთილები საერთაშორისო ურთიერთობების თეორიისთვის“
DESCRIPTION:10 ოქტომბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის დოქტორანტი ლუკას გრუნდსფელდი წაიკითხავს საჯარო ლექციას „რუსეთ-უკრაინის ომი: გაკვეთილები საერთაშორისო ურთიერთობების თეორიისთვის“. \nუკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ შოკი გამოიწვია როგორც საზოგადოებაში\, ისე საერთაშორისო ურთიერთობების დისციპლინაში. მიუხედავად იმისა\, რომ სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტები ამ დისციპლინის ერთ-ერთი მთავარი კვლევის საგანია\, 2022 წლის 24 თებერვალს ბევრი მკვლევარი ისევე მოუმზადებელი აღმოჩნდა\, როგორც ბევრი პოლიტიკოსი. \nომმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საერთაშორისო ურთიერთობების დისციპლინაში მიმდინარე დებატებზე\, რადგან ზოგიერთი პერსპექტივა თვლიდა\, რომ მათი პროგნოზები გამართლდა\, ხოლო სხვებს განვითარებულ მოვლენებზე ძალიან ცოტა ჰქონდათ სათქმელი. ამავე დროს\, კვლავ აქტუალობა შეიძინა საერთაშორისო ურთიერთობებში თეორიული ცოდნისა და პრაქტიკის ურთიერთმიმართების საკითხებმა. ამ და სხვა საკითხების გათვალისწინებით ლექციის მიზანია შეაფასოს\, თუ რა დასკვნების გამოტანა შეიძლება რუსეთ-უკრაინის ომის საფუძველზე საერთაშორისო ურთიერთობების დისციპლინის საკვანძო დებატებისთვის. \nბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის დოქტორანტის\, ლუკას გრუნდსფელდის კვლევები ფოკუსირებულია საერთაშორისო ორგანიზაციების ირგვლივ არსებულ დაპირისპირებებზე\, რთულ ინსტიტუციურ კონტექსტში გლობალურ მმართველობასა და საერთაშორისო წესრიგის ტრანსფორმაციებზე\, განსაკუთრებით რეგიონულ დონეზე და გლობალურ სამხრეთში. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია შემდეგ გამოცემებში: “International Theory”\, “Global Studies Quarterly”\, “German Political Science Quarterly” და “Bristol University Press”. \nლექციას მოდერაციას გაუწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი\, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების პროფესორი გიორგი გვალია. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 10 ოქტომბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზირი №32 \nდასწრება თავისუფალია. \n2025 \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtorant-lukas-grundspheldis-sajaro-leqtsia-ruseth-ukrainis-omi-gakvethilebi-saerthashoriso-urthierthobebis-theoriisthvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/10/doqtorant-lukas-grundspheldis-sajaro-leqtsia-niusi-NEW-copy.png
END:VEVENT
END:VCALENDAR