BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20250101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250930T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250930T200000
DTSTAMP:20260418T094531
CREATED:20250923T120311Z
LAST-MODIFIED:20250924T091834Z
UID:10005815-1759258800-1759262400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ანდრეას ლეხნერის საჯარო ონლაინლექცია „ტრანსფორმაციის ტიპოლოგიები“
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურისა და ურბანული კვლევების ლაბორატორია განაგრძობს კვლევით პროექტს „საბურთალოს ურბანული ცვლილებები“\, რომელიც მიზნად ისახავს საბურთალოს ურბანული ტრანსფორმაციის პროცესების შესწავლას მე-19 საუკუნის ბოლოდან 1990-იან წლებამდე\, აგრეთვე საბინაო მშენებლობის არქიტექტურული თავისებურებებისა და სივრცითი ტიპოლოგიების გაანალიზებას. \nპროექტით დაგეგმილია ოთხი საერთაშორისო სემინარი\, რომელთა მიზანია თანამედროვე არქიტექტურულ დისკურსში მიმდინარე პროცესების გააზრება და კვლევის შედეგების საერთაშორისო აკადემიურ კონტექსტში ჩართვა. \n30 სექტემბერს\, 19:00 საათზე\, გრაცის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (TU Graz) არქიტექტურის ფაკულტეტის პროფესორი ანდრეას ლეხნერი ონლაინ წაიკითხავს საჯარო ლექციას „ტრანსფორმაციის ტიპოლოგიები“. \nპროფ. ლეხნერი განიხილავს თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს – შენობების შემცირების\, ხელახალი გამოყენებისა და გადამუშავების იმპერატივს\, რომელიც სვამს ფუნდამენტურ შეკითხვას: ვის ეკუთვნის შენობის ავტორობის უფლება? და წარმოადგენს ხედვას არქიტექტურული ტიპების\, ტიპოლოგიისა და ტრანსფორმაციის სტრატეგიებს შორის არსებულ შუალედურ ურთიერთობებზე. მისი არგუმენტაცია ეფუძნება ახლად გამოცემულ ნაშრომს “Architectural Affordances – Typologies of Umbau” (2025). \nპროფ. ლეხნერის მიერ შემოთავაზებული Umbau-ს ცნება (გერმ. „ტრანსფორმაცია“) სცილდება შენობების მოვლა-პატრონობისა და ტექნიკური განახლების ტრადიციულ ჩარჩოს და გვთავაზობს უფრო ნიუანსურ დიალოგს ტიპოლოგიასთან\, ისტორიულ განგრძობითობასა და მატერიალურ არტიკულირებასთან მიმართებით. ამ მიდგომით არქიტექტურული ტრანსფორმაცია აღიქმება არა როგორც ნიშური პრაქტიკა\, არამედ როგორც დისციპლინის ბირთვი\, რომელიც აერთიანებს კრიტიკულ პრაქსისსა და შემოქმედებით ძალისხმევას. \nპროფესორი ანდრეას ლეხნერი არის არქიტექტორი\, მკვლევარი და მწერალი\, რომლის საქმიანობა დაფუძნებულია კონტექსტზე ორიენტირებულ და კვლევაზე დამყარებულ დიზაინზე. იგი მუშაობს ავსტრიაში\, TU Graz-ში\, სადაც დაიცვა დისერტაცია და დაამთავრა მაგისტრატურა. არის მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი და კვლევითი ჯგუფის Counterintuitive Typologies ხელმძღვანელი. \nანდრეას ლეხნერი ავტორია რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაშრომისა\, მათ შორის “Thinking Design: Blueprint for an Architecture of Typology” (2021) და თანარედაქტორი GAM – გრაცის არქიტექტურული ჟურნალისა და The Journal of Architecture-ის სპეციალური ნომრებისა. \nფორმატი: ონლაინ \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 30 სექტემბერი\, 19:00 საათი \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/23-09-2025-publiclecture/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/tipologiebi-akhali.png
END:VEVENT
END:VCALENDAR