BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20250101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250603T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250603T180000
DTSTAMP:20260418T145627
CREATED:20250516T115515Z
LAST-MODIFIED:20250516T115515Z
UID:10005749-1748970000-1748973600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ პაოლო ბერნარდის საჯარო ლექცია „მიტოქონდრია: როგორ დაეხმარა უძველესი ბაქტერია ჩვენს ევოლუციას”
DESCRIPTION:3 ივნისს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში პადოვის უნივერსიტეტის (იტალია) ემერიტუს პროფესორი და ნიუ იორკის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი პაოლო ბერნარდი წაიკითხავს საჯარო ლექციას „მიტოქონდრია: როგორ დაეხმარა უძველესი ბაქტერია ჩვენს ევოლუციას”. \nლექცია მიეძღვნება სიცოცხლის წარმოშობისა და განვითარების მოლეკულურ მექანიზმებს. მომხსენებელი განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს მიტოქონდრიების ევოლუციურ როლს − როგორ იქცნენ უძველესი ბაქტერიები თანამედროვე უჯრედის ენერგეტიკულ ცენტრებად და როგორ განვითარდნენ მათი დახმარებით მრავალუჯრედიანი ორგანიზმები. \nპროფესორი ბერნარდი განიხილავს: \n\nფოტოსინთეზის ევოლუციას და ჟანგბადის როლის გარდატეხას დედამიწის ბიოლოგიურ ისტორიაში;\nუძველესი ანაერობული ორგანიზმების ადაპტაციას და მათ ენერგეტიკულ სტრატეგიებს;\nმიტოქონდრიის წარმოშობასა და მის გავლენას ცოცხალი ორგანიზმების ევოლუციაზე.\n\nპაოლო ბერნარდი პადოვის უნივერსიტეტის ბიომედიცინის მეცნიერებების დეპარტამენტის ემერიტუს პროფესორი და ყოფილი ხელმძღვანელია\, ასევე ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის კოლეჯის მოლეკულური პათობიოლოგიის დეპარტამენტში მოწვეული პროფესორი\, კლინიკური პათოლოგიის სამაგისტრო სკოლის ყოფილი დირექტორი და ბიომედიცინის მეცნიერებების დოქტორანტურის პროგრამის კოორდინატორი. \nპროფესორს გამოქვეყნებული აქვს 280 სამეცნიერო ნაშრომი და შედის ციტირების მიხედვით მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების 1.7%-ში. მიღებული აქვს არაერთი პრემია და წარდგენილი აქვს ასობით მოხსენება საერთაშორისო აკადემიურ სივრცეებში. \nპაოლო ბერნარდი იყო იტალიის ბიომემბრანებისა და ბიოენერგეტიკის ჯგუფის პრეზიდენტი. იგი არის ვენეციის მეცნიერების\, ლიტერატურისა და ხელოვნების ვენეციის ინსტიტუტის\, მილანის ლომბარდიის მეცნიერებისა და ლიტერატურის აკადემიისა და Academia Europaea-ს წევრი. \nმან მიიღო მედიცინის დიპლომი პადოვის უნივერსიტეტში და განაგრძო განათლება უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებით\, NIH-Fogarty სტიპენდიით ვაითჰედის ბიომედიცინის კვლევის ინსტიტუტში – მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (MIT). \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 3 ივნისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/16-05-2025-publiclecture/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/paolo_web_new-1.png
END:VEVENT
END:VCALENDAR