BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20250101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250508T080000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250508T170000
DTSTAMP:20260418T145630
CREATED:20250508T130436Z
LAST-MODIFIED:20250508T130542Z
UID:10005737-1746691200-1746723600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ იოჰან ტრალაუს საჯარო ლექციები
DESCRIPTION:19\, 22 და 23 მაისს წიგნის სახლში „ლიგამუსი“ სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით უფსალის უნივერსიტეტის \nპროფესორი იოჰან ტრალაუ წაიკითხავს საჯარო ლექციებს პოლიტიკური და მორალის ფილოსოფიის საწყისების შესახებ ძველ ბერძნულ ფილოსოფიასა და ლიტერატურაში. \nუფსალის უნივერსიტეტის (შვედეთი) პროფესორი იოჰან ტრალაუ ევროკავშირის გაცვლითი პროგრამით ერაზმუს+ იმყოფება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი სამეცნიერო კვლევის თემაა პოლიტიკური ფილოსოფიის დაბადება ანტიკურ საბერძნეთში. 2013 წელს შვედეთის აკადემიამ გადასცა იოჰან ლუნდბლადის პრიზი კლასიკურ ფილოლოგიასა და ანტიკურ ისტორიაში. \n\nპოლიტიკური და მორალის ფილოსოფიის საწყისები I: პლატონთან\, ჰომეროსთან და ხეთურ გილგამეშის ეპოსში \nმომხსენებელი განიხილავს პოლიტიკური და მორალური ფილოსოფიის საწყისებს\, რომელთა აღმოჩენა შესაძლებელია „შინაგანი კრიტიკით“. ეს გულისხმობს რაციონალური არგუმენტაციის იმ ტექნიკათა ერთობლიობას\, რომელიც არ არის პლატონის მიერ გამოყენებულის მსგავსი. შინაგანი კრიტიკა ნიშნავს შეხედულების „შიგნიდან“ უარყოფის მცდელობას\, რაც ძალიან ხშირად ემყარება თანამოსაუბრის პირადი არგუმენტის წინაპირობას. თუმცა საკითხავია\, იყო თუ არა აზროვნების ეს ფორმა დასაწყისიდანვე? ჰომეროსის „ილიადისა“ და ხეთური გილგამეშის ფრაგმენტების ანალიზის საფუძველზე მომხსენებელი მიიჩნევს\, რომ ამ ადრეულ ბერძნულ და ანატოლიურ წყაროებში მსგავსი არგუმენტაცია არ გვხვდება და შინაგანი კრიტიკა უნდა გავიაზროთ როგორც ინტელექტუალური და ისტორიული ინოვაცია\, რომლის წარმოშობა სხვა ადგილებსა და უფრო გვიანდელ დროში უნდა ვეძებოთ. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 19 მაისი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n\nპოლიტიკური და მორალის ფილოსოფიის საწყისები II: რატომ შეიძლება ესქილეს „ორესტეა“  უფრო მნიშვნელოვანი იყოს\, ვიდრე პროტაგორასი \nმომხსენებელი მიმოიხილავს შინაგანი კრიტიკის თემას ძველ ბერძნულ ლიტერატურაში. იგი ამტკიცებს\, რომ თეოგნიდესი და საფო ქმნიან შინაგანი კრიტიკის ისტორიის მნიშვნელოვან ეტაპს\, დიდი ალბათობით იგივე შეიძლება ითქვას ძვ.წ. V საუკუნის ფილოსოფოსსა და სოფისტ პროტაგორასზე\, მიუხედავად იმისა\, რომ პროტაგორასის წყაროები და ფრაგმენტები ურთიერთსაპირისპირო და ბუნდოვანია. განსხვავებულია ათენელი დრამატურგი ესქილე. მისი „ორესტეა“\, რომელიც ძვ.წ. 458 წელს დაიდგა\, პირველი მაგალითია ბერძნულ ლიტერატურაში\, რომელშიც ერთი პერსონაჟი მეორეს მისი არგუმენტის ლოგიკურ შეუსაბამობაზე მიუთითებს. ეს ტრილოგია სავსეა სისხლით\, შურისძიებით\, მკვლელობით\, ადამიანის შეწირვითა და უზნეობით. თუმცა ამავდროულად ის ნორმატიული თეორიის ისტორიის ბრწყინვალე ეტაპია პოლიტიკური\, მორალური და სამართლებრივი გააზრების სფეროში\,ისევე როგორც თეორიული ტერმინოლოგიის განვითარებაში. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 22 მაისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n\nპოლიტიკური და მორალის ფილოსოფიის საწყისები III: სოფოკლეს „ელექტრა“ და ნორმატიული თეორიის ანატომია \nმომხსენებელი განიხილავს „ელექტრას“\, რომელიც შესაძლოა ჩაითვალოს მორალსა და პოლიტიკაზე პლატონამდელი მსჯელობის კულმინაციად\, და  ამ კუთხით ისაუბრებს ისტორიკოს ჰეროდოტოსზე\, ორატორ თრასიმაქოსზე\, ტრაგიკოს პოეტ ევრიპიდესა და ფილოსოფოს სოკრატეზე. კულმინაციას წარმოადგენს სოფოკლეს „ელექტრა“\, რომელიც ძვ.წ. 410 წელს დაიდგა სცენაზე. იმ დროისთვის პლატონი\, ალბათ\, ჯერ კიდევ  ყმაწვილი იყო (შესაძლოა მას იმ დროს მიეღო უფლება\, ჭიდაობაში ეასპარეზა უფროსთა კატეგორიაში). თუმცა სოფოკლე წარმოაჩენს იმგვარი ფორმის უარყოფას\, რომლის დაკავშირებაც შესაძლებელია პლატონთან. მკვლელობასა და შურისძიებაზე გამართულ რეზონანსულ დისკუსიაში ის ელექტრას საშუალებას აძლევს\, უარყოს კონკრეტული არგუმენტი\, რომელიც საპასუხო მკვლელობას ეხება. ეს არის შიდა კრიტიკის თვალსაჩინო შემთხვევა. უფრო მეტიც\, სოფოკლე ქმნის კონცეპტუალურ შეთავაზებას\, კერძოდ\, ბერძნულ ტერმინ „ნომოსს“\, ტიპურ „კანონს“\,ნორმატიული პრინციპის ცნების განსასაზღვრად. ამდენად ძვ.წ. V საუკუნის პოეზია წარმოადგენს ბერძნული პოლიტიკურ-მორალური ფილოსოფიის განვითარების ფუნდამენტს და საჭიროა ძველ ისტორიაში ფილოსოფიური და ნორმატიული არგუმენტების ხელახალი აღმოჩენა. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 23 მაისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/08-05-2025-publiclecture/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/tralau_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250508T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250508T200000
DTSTAMP:20260418T145630
CREATED:20250507T113909Z
LAST-MODIFIED:20250507T113909Z
UID:10005731-1746730800-1746734400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოკუმენტური კინოს დღეები ილიაუნიში - ფილმის „ლურჯი მოცვი“ ჩვენება
DESCRIPTION:ილიაუნის რელიგიის კვლევების ალუმნი  ქსელი და დოკუმენტური კინოს ასოციაცია (DOCA) წარმოგიდგენთ დოკუმენტური ფილმების ჩვენების სერიას „დოკუმენტური კინოს დღეები ილიაუნიში“. \nმაყურებელს ექნება შესაძლებლობა არა მხოლოდ გაეცნოს თანამედროვე ქართულ დოკუმენტურ ფილმებს\, არამედ ფილმების ავტორებთან ერთად იმსჯელოს ფილმებში ასახულ საკითხებზე. \n8 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიაუნიში გაიმართება სერიის პირველი ფილმის „ლურჯი მოცვი“ (2023\, 75 წთ) ჩვენება. \nფილმის შესახებ \nყოფილი ინჟინერი სოსო და დიასახლისი ნინო\, თავიანთ შვილებთან\, გიორგისთან და ლაზარესთან\, ერთად ზუგდიდში\, დე ფაქტო საზღვართან ძალიან ახლოს საოჯახო სასტუმროსა და ფერმას უძღვებიან. \nმოწვეული სტუმარი: რეჟისორი ელენე მიქაბერიძე \nმოდერატორი: სოფო ზვიადაძე\, ასოცირებული პროფესორი კულტურის და რელიგიის კვლევების მიმართულებით \nენა: ქართული\, სუბტიტრები: ინგლისური \nდრო: 8 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის N1 \nდასწრება: თავისუფალია
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/07-05-2025-documentaryfilm/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/web-axali.jpg
END:VEVENT
END:VCALENDAR