BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20250101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250507T080000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250507T170000
DTSTAMP:20260418T145631
CREATED:20250507T133139Z
LAST-MODIFIED:20250507T133853Z
UID:10005733-1746604800-1746637200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფსიქიკური ჯანმრთელობის კვირეული
DESCRIPTION:13-16 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ილიაუნის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრისა და ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში − თბილისი“ თანამშრომლობით გაიმართება ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეული. ლექციების ციკლი ანტისტიგმის კამპანიის ნაწილია და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში გავრცელებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და სტიგმის შემცირებას. \nკვირეულის თემაა „თემი“. სტუდენტურ თემს შესწევს ძალა\, შექმნას ერთიანობისა და მიკუთვნებულობის განცდა. იყო უსაფრთხო და პოზიტიური თემის წევრი\, მნიშვნელოვანია ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. ახალგაზრდები იზრდებიან და ვითარდებიან\, როდესაც დაკავშირებულები არიან სხვებთან\, მხარდამჭერი გარემო კი შეახსენებს\, რომ მარტო არ არიან. \nკვირეული იმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კომპასის (COMPASS-GE)“ ფარგლებში. \nკვირეული ეძღვნება ილიაუნის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის მკვლევრის\, 2024 წლის 10 აგვისტოს მთაში ტრაგიკულად დაღუპული არჩილ ბადრიაშვილის ხსოვნას. არჩილი აქტიურად ცდილობდა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა საქმით. მისი დამსახურებით მსოფლიოს ბევრ უმაღლეს წერტილზე გაუშლიათ ბანერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობის  შესახსენებლად. \n\nკვირეულის ღონისძიებები \nინტერაქტიური ლექცია „დეპრესია ახალგაზრდებში“ \nილიაუნის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის თანამშრომელი\, ფსიქიატრი მიშიკო დუმბაძე წაიკითხავს ლექციას „დეპრესია ახალგაზრდებში“.\nმომხსენებელი განიხილავს\, რა არის და რა არ არის დეპრესია\, როგორ ამოვიცნოთ ნიშნები და სად ვეძებოთ დახმარება. \nდრო: 13 მაისი\, 14:00-15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N1 \n\nინტერაქტიური ლექცია „სტრესის მართვა“ \nილიაუნის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის და ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში − თბილისი“ ფსიქოლოგი ანა ჯანიკაშვილი წაიკითხავს ლექციას „სტრესის მართვა“. \nმომხსენებელი განიხილავს სტრესის გამომწვევ ფაქტორებს\, ნეირობიოლოგიას და გამკლავების სტრატეგიებს. \nდრო: 14 მაისი\, 12:00-13:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N1 \n\nინტერაქტიური ლექცია „შფოთვა და პანიკური შეტევა“ \nილიაუნის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრისა და ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ ფსიქოლოგი ანა პაპავა წაიკითხავს ლექციას „შფოთვა და პანიკური შეტევა“. \nმომხსენებელი განიხილავს  შფოთვის ნიშნების ამოცნობისა და მართვის სტრატეგიებს\, ასევე\, რა არის პანიკური შეტევა და როგორ შეიძლება მისი მართვა. \nდრო: 16 მაისი\, 14:00-15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N1 \n \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/25-04-2024-week/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/axali-web-archil.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250507T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250507T210000
DTSTAMP:20260418T145631
CREATED:20250505T120132Z
LAST-MODIFIED:20250505T120132Z
UID:10005728-1746648000-1746651600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროექტის „სტუდენტური ინიციატივა“ დასკვნითი შეხვედრა
DESCRIPTION:7 მაისს\, 20:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მართლმსაჯულების განვითარებისა და სამართლებრივი სწავლების ცენტრისა და სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით გაიმართება პროექტის „სტუდენტური ინიციატივა“ დასკვნითი შეხვედრა. პროექტის მონაწილე სამი საუკეთესო გუნდი დამსწრეთ გააცნობს საკანონმდებლო ინიციატივის დასაბუთებულ იდეას\, რომელსაც შეაფასებს სამართლის სკოლის ლექტორებითა და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჟიური. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 7 მაისი\, 20:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/05-05-2025-studentproject/
CATEGORIES:სამართლის სკოლა,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/initsiativa_web_new.png
END:VEVENT
END:VCALENDAR