BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20250101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250506T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250506T130000
DTSTAMP:20260418T145629
CREATED:20250516T080520Z
LAST-MODIFIED:20250516T080520Z
UID:10005745-1746532800-1746536400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე და სტუდენტური კონკურსი
DESCRIPTION:6 ივნისს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული მოხსენებათა ციკლი\, რომლის მიზანია საზოგადოების ყურადღების გამახვილება სურსათის უვნებლობის მნიშვნელობაზე ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის თვალსაზრისით როგორც ხანმოკლე\, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. \nწელს სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღის თემაა „სურსათის უვნებლობა: მეცნიერება მოქმედებაში“. \nამავე ღონისძიების ფარგლებში გაიმართება სტუდენტური კონკურსი „რატომ არის მეცნიერება მნიშვნელოვანი სურსათის უვნებლობისთვის?“\, რომლის მიზანია მეცნიერების\, სურსათის უვნებლობისა და ჯანმრთელობის ურთიერთკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლება და სტუდენტთა კვლევების წახალისება. \nკონკურსში მონაწილეობისთვის სტუდენტმა უახლეს სამეცნიერო შრომებზე დაყრდნობით უნდა მოამზადოს სამეცნიერო ესეი და საორგანიზაციო კომიტეტის მიერ შერჩევის შემთხვევაში წარადგინოს პრეზენტაციის სახით სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღეს. \nესეის სასურველი თემები: \n\nმეცნიერების როლი სურსათის უვნებლობაში;\nყველაზე შეუსწავლელი სურსათი\, რა ვიცით მის შესახებ?\nგვჭირდება თუ არა ახალი სურსათის ბიოტექნოლოგიის გამოყენებით შემუშავება?\n\nკონკურსის პირობები \nკონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო\, სამაგისტრო საფეხურის და ერთსაფეხურიანი სამედიცინო პროგრამის სტუდენტს. მან უნდა მოამზადოს ესეი ქართულად ან ინგლისურად (2-4 გვ.) და არაუგვიანეს 1-ლი ივნისისა გამოგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: tamar_khocholava@iliauni.edu.ge \nკონკურსის ეტაპები \n\nესეის გამოგზავნა;\nღონისძიების საორგანიზაციო ჯგუფის მიერ ესეის აკადემიური კეთილსინდისიერების შემოწმება;\nწარმოდგენილი ნაშრომების შეფასება ღონისძიების საორგანიზაციო ჯგუფის მიერ და რამდენიმე საუკეთესოს შერჩევა.\nმეორე ეტაპზე შერჩეულ ყველა ესეის ავტორს გადაეცემა მონაწილეობის სერტიფიკატი;\nსაუკეთესო ესეების ავტორები სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღეზე წარადგენენ ნაშრომებს;\nსურსათის უვნებლობის დღეს შეირჩევა 3 საუკეთესო ესეის ავტორი და ისინი დაჯილდოვდებიან (დიპლომებით\, სამახსოვრო საჩუქრებით).\n\nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 6 ივნისი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქუჩა N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/16-05-2025-studentcompetition/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/WEB-NEW-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250506T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250506T170000
DTSTAMP:20260418T145629
CREATED:20250501T121431Z
LAST-MODIFIED:20250502T070403Z
UID:10005720-1746550800-1746550800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მკვლევარ რავზა ალთუნთაშ ჩაქირის საჯარო ლექციები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
DESCRIPTION:6 და 7 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სემინარის მოწვეული მკვლევარი\, მარმარის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი რავზა ალთუნთაშ ჩაქირი სტუდენტებისთვის\, მკვლევრებისა და თემით დაინტერესებული საზოგადოებისთვის წაიკითხავს ლექციებს\, რომლებიც მიზნად ისახავს ისლამურ სამყაროში მოდერნულობისა და დემოკრატიის შესახებ მიმდინარე დისკუსიების გააზრებას. \n\n„ისლამი და მოდერნულობა“ \nმომხსენებელი განიხილავს დებატებს მოდერნულობის შესახებ ისლამურ აზროვნებაში და განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ისლამური მოდერნისტული მოძრაობის წარმომადგენელთა\, მათ შორის მუჰამად აბდუსა და ფაზლურ რაჰმანის\, კონცეპტუალურ მემკვიდრეობას. ისაუბრებს დინამიკის შესახებ\, რომელიც არსებობს ტრადიციასა და რეფორმას შორის თანამედროვე მუსლიმურ საზოგადოებებში\,  იმსჯელებს  მრავალგვარი მოდერნულობის კონცეფციაზე. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 6 მაისი\, 17:00-18:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S კორპუსი\, სხდომათა დარბაზი N201/202\, გ.წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია. \n\n„მუსლიმური დემოკრატიის პოლიტიკური თეორიის შესახებ“ \nგანიხილავს ისეთ თემებს\, როგორებიცაა: მულტიკულტურალიზმი\, სეკულარიზმი\, კონსტიტუციონალიზმი და საზოგადოებრივი სფეროს მოწყობა. წარმოადგენს მუსლიმური დემოკრატიის იდეას\, როგორც პოლიტიკური\, და არა თეოლოგიური\, თეორიის განხილვის საგანს. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 7 მაისი\, 12:00-13:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S კორპუსი\, სხდომათა დარბაზი N201/202\, გ.წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია. \n\nმომხსენებლის შესახებ \nრავზა ალთუნთაშ ჩაქირი მარმარის უნივერსიტეტის შუა აღმოსავლეთისა და ისლამური კვლევების ინსტიტუტის ასისტენტ-პროფესორია. 2018 წელს დოქტორის ხარისხი მოიპოვა დარჰემის უნივერსიტეტში. მისი მონოგრაფია „მუსლიმური დემოკრატიის პოლიტიკური თეორია“ (Edinburgh University Press\, 2022) 2024 წელს ითარგმნა არაბულად და გამოიცა კატარის უნივერსიტეტის გამომცემლობაში. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/01-05-2025-publiclectures/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/chaqiris_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250506T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250506T180000
DTSTAMP:20260418T145629
CREATED:20250415T110230Z
LAST-MODIFIED:20250415T110230Z
UID:10005707-1746550800-1746554400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ელჩ ჰიონდუ კიმის საჯარო ლექცია „კორეა-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერება მომავალი პარტნიორობისათვის“
DESCRIPTION:6 მაისს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში  კორეის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰიონდუ კიმი  წაიკითხავს საჯარო ლექციას „კორეა-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერება მომავალი პარტნიორობისათვის“. \nმომხსენებელი შეეხება კორეასა და საქართველოს შორის ორმხრივ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს\, აღწერს ამ ქვეყნების წარსულ განვითარებასა და ამჟამინდელ მდგომარეობას. \nელჩმა კიმმა კარიერა დაიწყო 1988 წელს საჯარო სამსახურში\, კორეის მთავრობის გაერთიანების სამინისტროში\, როგორც საშუალო რანგის თანამდებობის პირმა. ის მუშაობდა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის მიმოცვლისა და თანამშრომლობის ხელშეწყობაზე\, ასევე ჩრდილოეთ კორეის ადამიანის უფლებების გაუმჯობესებაზე. 2008 წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს დიპლომატად. საქმიანობდა აშშ-ში\, დიდ ბრიტანეთში\, უნგრეთში\, ფილიპინებში\, ეთიოპიასა და გვატემალაში. \nაქვს მინიჭებული ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებასა და ფილოსოფიაში (1993) ნიუ-იორკის უნივერსიტეტში (NYU)\, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის წოდება (1997) – კორეის იონსეის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების სამაგისტრო სკოლაში. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 6 მაისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/15-04-2025-hyondukim/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/axali-web-korea.png
END:VEVENT
END:VCALENDAR