BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20250101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250503T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250503T180000
DTSTAMP:20260418T182348
CREATED:20250423T124841Z
LAST-MODIFIED:20250423T124841Z
UID:10005718-1746273600-1746295200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი 2025
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის კარიერული განვითარების სერვისები წარმოგიდგენთ წლის ყველაზე მნიშვნელოვან კარიერული განვითარების ღონისძიებას ილიაუნის დასაქმების ფორუმი 2025. \nეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა\, რომელზეც ყველა სტუდენტსა თუ ახალგაზრდა სპეციალისტს გეძლევათ შესაძლებლობა\, შეხვდეთ საქართველოს წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებს\, გაიცნოთ სამუშაო შესაძლებლობები და დაიწყოთ პროფესიული გზა. \nრატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა? \nსტუდენტებისთვის: \n\nპირისპირ კომუნიკაცია 50+ კომპანიის HR და ტოპმენეჯმენტთან;\nსამუშაო და სტაჟირების ექსკლუზიური შესაძლებლობები;\nკარიერული კონსულტაციები და პრაქტიკული რჩევები;\nLevelUp პროგრამის 100 მონაწილის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია.\n\nდამსაქმებლებისთვის: \n\nპირისპირ კომუნიკაცია ილიაუნის სხვადასხვა ინტერესის მქონე მოტივირებულ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან;\nბრენდის პოზიციონირება ახალგაზრდა პროფესიონალებს შორის;\nინოვაციური გარემო ტალანტების მოსაძებნად.\n\nდრო: 3 მაისი\, 12:00-18:00 საათი \nადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის ეზო (ღია სივრცე სპეციალურად მოწყობილი პავილიონებით)\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \n\nღონისძიების პროგრამა \n12:00-13:00 – ოფიციალური გახსნა. პროგრამის LevelUp მონაწილე სტუდენტებისთვის სერტიფიკატების გადაცემა \n12:00-18:00 – დამსაქმებლებთან პირისპირ კომუნიკაცია\, სამუშაო შეთავაზებების განხილვა \n15:00-17:00 ­– კომპანიების პრეზენტაციები კარიერული განვითარების შესახებ \n\nმონაწილეობის პირობები \nსტუდენტებისა და სტუმრებისთვის: \nღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე. \nკომპანიებისთვის: \nკომპანიებს მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციით. \nსარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/UBRw3S5n4UK5stzq8 \nილიაუნის დასაქმების ფორუმი საწყისი წერტილი თქვენი წარმატებული კარიერისთვის \nპარტნიორობის პლატფორმა – სტუდენტებსა და კომპანიებს შორის \nშემოქმედებითი გარემო ახალი იდეებისთვის \nდამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 599 899 666 \n\nმარი ბურდულის შესახებ \nმარი ბურდულმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2006 წელს დაიწყო მუშაობა და თორმეტი წლის განმავლობაში წარმატებით ხელმძღვანელობდა ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს – ზრუნავდა ადამიანური რესურსების განვითარებასა და ახალი\, მნიშვნელოვანი პროცესების შემუშავებაზე უნივერსიტეტში\, ჩართული იყო სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის განვითარების პროცესში. \nმარი ბურდულმა შეიმუშავა ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა და ის ფაქტი\, რომ დღეს ილიაუნის ადამიანური რესურსების მართვის სამსახური\, ექსპერტთა შეფასებით\, წარმატებით ფუნქციონირებს\, დიდწილად სწორედ მისი დამსახურებაა. \nმარის კოორდინატორობით უნივერსიტეტში სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა პროგრამის ERASMUS+ პროექტი PEOPLES\, რომლის ფარგლებში განხორციელებულმა ცვლილებებმა დიდი გავლენა იქონია ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის განვითარებაზე. \nმარი ბურდული გარდაიცვალა 2018 წელს. იგი გამორჩეული იყო გულისხმიერებით და პროფესიონალიზმით.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/23-04-2025-employmentforum/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/dasaqmebis-phorumi_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250503T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250503T140000
DTSTAMP:20260418T182348
CREATED:20250502T080726Z
LAST-MODIFIED:20250505T070638Z
UID:10005722-1746277200-1746280800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:Embedding მოდელების მნიშვნელობა და აქტუალურობა\, მათი შექმნისა და არქიტექტურის შერჩევის მეთოდოლოგია
DESCRIPTION:3 მაისს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში გაიმართება Tbilisi AI Meetups-ის შეხვედრა თემაზე „Embedding მოდელების მნიშვნელობა და აქტუალურობა\, მათი შექმნისა და არქიტექტურის შერჩევის მეთოდოლოგია“. \nმომხსენებელი სანდრო ბარნაბიშვილი გააანალიზებს embedding მოდელების როლს თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის სისტემებში. ძლიერი დიდი ენის მოდელების (LLM) აქტუალური განვითარების მიუხედავად\, embedding-ები კვლავ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს საძიებო და რეკომენდაციის სისტემებში. \nმონაწილეები გაეცნობიან არა მხოლოდ იმ მიზეზებს\, რაც განაპირობებს მათ მდგრად აქტუალობას\, არამედ შეისწავლიან შექმნის მეთოდოლოგიასა და მოდელის არქიტექტურის სწორად შერჩევის პრინციპებს. \nთემები: \n\nკონტექსტის სიგრძის შეზღუდვები და RAG სისტემები\nრატომ არ არის LLM-ები იდეალური embedding-ების გენერაციისთვის\nCausal attention და contrastive learning\nSparse და dense retrieval მიდგომები (TF-IDF\, SPLADE\, ჰიბრიდული მოდელები)\nBi-Encoders\, Cross-Encoders და Late Interaction\nLatent interaction მოდელები და HNSW ძიება\nContrastive learning\, triple loss და Siamese ქსელები\nდარგზე მორგებული embedding მოდელების პრაქტიკა\nშეფასება BEIR და MTEB ბენჩმარკების საშუალებით\n\n  \nხელოვნური ინტელექტით\, მონაცემთა დამუშავებითა და ინფორმაციის ძიების სისტემებით დაინტერესებულ სტუდენტებსა და მკვლევრებს შეუძლიათ რეგისტრაცია ბმულზე. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 3 მაისი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/02-05-2025-tbilisiaimeetups/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/AI-meetups_web_new_eng.png
END:VEVENT
END:VCALENDAR