BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20250101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250429T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250429T120000
DTSTAMP:20260418T183934
CREATED:20250422T113743Z
LAST-MODIFIED:20250423T081412Z
UID:10005713-1745920800-1745928000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ აია ბერაიას სადისერტაციო ნაშრომის „ფემინისტური დემოკრატია: ავტონომიის\, იდენტობისა და მოქალაქეობის რეკონსტრუქცია“ დაცვა
DESCRIPTION:29 აპრილს\, 10:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მიუნსტერის ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტს შორის სადოქტორო კვლევების ერთობლივი ხელმძღვანელობის (კოტუტელის) შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ფილოსოფია“ დოქტორანტი აია ბერაია დაიცავს სადოქტორო ნაშრომს „ფემინისტური დემოკრატია: ავტონომიის\, იდენტობისა და მოქალაქეობის რეკონსტრუქცია“  (Feminist Democracy: Reconstruction of Autonomy\, Identity and Citizenship). \nერთობლივი პროგრამა დოქტორანტს შესაძლებლობას აძლევს\, კოტუტელის პრინციპზე დაფუძნებული მოდელით დაიცვას ნაშრომი და მიიღოს ორმაგი სადოქტორო ხარისხი და ორივე უნივერსიტეტის დიპლომი. \nდოქტორანტი ნაშრომში მიზნად ისახავს დემოკრატიის ახალი მოდელის შემოთავაზებას რეალურად არსებული ლიბერალური დემოკრატიების რამდენიმე საფუძვლის რეკონსტრუქციის საშუალებით. ლიბერალური დემოკრატია კრიზისშია\, რასაც სხვადასხვა სიმპტომი აქვს\, მათ შორის\, ელექტორალური მონაწილეობის შემცირება\, ულტრამემარჯვენე მოძრაობის აღზევება და არალიბერალური რეჟიმების გაძლიერება. ამ გლობალური კრიზისის საპასუხოდ შემოთავაზებულია მოდელი „ფემინისტური დემოკრატია“\, რომლის კონსტრუირება ხდება ნორმატიული ლიბერალური თეორიის\, ლიბერალური დემოკრატიის საფუძველმდებარე იდეების თეორიულ სისუსტეებში ჩაძიებით და ამ იდეების ფემინისტური რეკონსტრუქციით. ამ მიზნის შესაბამისად ხდება ავტონომიის\, იდენტობისა და მოქალაქეობის იდეების რეკონსტრუქცია. ნაშრომი მიზნად ისახავს დემოკრატიის ნორმატიული თეორიის შექმნას. შემოთავაზებული ნორმატიული თეორიული ჩარჩო შედგება იდეებისგან\, როგორებიცაა: რელატიური ავტონომია და კოლექტიური ავტონომია\, „იდენტობა“ როგორც ეთიკურ-ნორმატიული ცნება და მოქალაქეობის ფემინისტურ-რესპუბლიკური მოდელი ჰეტეროგენულ საზოგადოებებში. \nსამეცნიერო ხელმძღვანელი მიუნსტერის უნივერსიტეტიდან:  პროფესორი თომას გუტმანი \nსამეცნიერო ხელმძღვანელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან: ასოც. პროფესორი თამარ ცხადაძე \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 29 აპრილი\, 10:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია. \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/22-04-2025-dissertation/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/ormagi_web_new-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250429T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250429T140000
DTSTAMP:20260418T183934
CREATED:20250410T090305Z
LAST-MODIFIED:20250411T041253Z
UID:10005700-1745931600-1745935200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ოსკარ სანჩეზ მუნოზის საჯარო ლექცია „ადამიანის უფლებათა დაცვა ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ“
DESCRIPTION:29 აპრილს\, 13:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის სამართლის სკოლის მოწვევით პროფესორი ოსკარ სანჩეზ მუნოზი (Óscar Sánchez Muñoz) წაიკითხავს საჯარო ლექციას „ადამიანის უფლებათა დაცვა ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ“. \nპროფესორი მუნოზი არის ვალიადოლიდის უნივერსიტეტის (ესპანეთი) პროფესორი საკონსტიტუციო სამართლის მიმართულებით და ვენეციის კომისიის წევრი (შემცვლელი). 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია და აქვს აკადემიური მოღვაწეობის 30-წლიანი გამოცდილება. პროფესორი მუნოზი ასევე არის საარჩევნო სამართლის აღიარებული ექსპერტი და არაერთი სამართლებრივი კვლევის/ანგარიშის ავტორი. ლექციებს კითხულობდა ევროპისა და ლათინური ამერიკის არაერთ წამყვან უნივერსიტეტში\, მათ შორის ტორონტოს უნივერსიტეტში (University of Toronto (ICCS grant)\, ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის ვაშინგტონის კოლეჯში (American University Washington College of Law (Fulbright-Schuman grant) და ოტავის უნივერსიტეტში (University of Ottawa). \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 29 აპრილი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/10-04-2025-publiclecture/
CATEGORIES:სამართლის სკოლა,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/AXALI.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250429T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250429T190000
DTSTAMP:20260418T183934
CREATED:20250414T105350Z
LAST-MODIFIED:20250414T105350Z
UID:10005704-1745949600-1745953200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პანელური დისკუსია „ევროკავშირის გაფართოება გლობალური ცვლილებების ეპოქაში: შესაძლებლობები და გამოწვევები საქართველოსთვის“
DESCRIPTION:29 აპრილს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე: „ევროკავშირის გაფართოება გლობალური ცვლილებების ეპოქაში: შესაძლებლობები და რისკები საქართველოსთვის“. დისკუსიაზე მიმოხილული იქნება შემდეგი საკითხები: ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებული უსაფრთხოებისა და გეოპოლიტიკური არგუმენტები\, გლობალური გეოპოლიტიკური ცვლილებების გავლენა ევროკავშირის სტრატეგიულ ხედვაზე\, გლობალური ტრანსფორმაციების მნიშვნელობა საქართველოსთვის და ამ უკანასკნელის პოზიციონირება ახლად წარმოქმნილ გეოპოლიტიკურ ლანდშაფტში. \nდისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ვურცბურგის უნივერსიტეტის პროფესორი სონია გრიმი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორები: გიორგი გვალია\, ნინო ფავლენიშვილი\, არჩილ აბაშიძე. დისკუსიას მოდერაციას გაუწევს ამავე ფაკულტეტის პროფესორი დავით აფრასიძე. \nპანელური დისკუსია  გაიმართება ჰორიზონტი ევროპის პროექტის „ცვლილებების მიღება: დაბრკოლებების დაძლევა და დემოკრატიის წინსვლა ევროპის სამეზობლოში“ (EMBRACE) ფარგლებში ვურცბურგის უნივერსიტეტთან (გერმანია) თანამშრომლობით. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 29 აპრილი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/14-04-2025-paneldiscussion/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/axali-web-paneluri.png
END:VEVENT
END:VCALENDAR