BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20250101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250326T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250328T180000
DTSTAMP:20260418T181500
CREATED:20250318T104535Z
LAST-MODIFIED:20250318T114057Z
UID:10005687-1743012000-1743184800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ტრენინგი „ელექტრონული პლატფორმების გამოყენება შერეული სწავლების ფორმატში“
DESCRIPTION:26-28 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით მოწვეული ლექტორებისა და დოქტორანტებისთვის გაიმართება ტრენინგი „ელექტრონული პლატფორმების გამოყენება შერეული სწავლების ფორმატში“. \nკურსის მიზანია: \n\nგააცნოს აუდიტორიას შერეული სწავლების ახალ მეთოდებსა და მიდგომებთან\n\nდაკავშირებული თეორიული საფუძვლები და განუვითაროს შესაბამისი პრაქტიკული უნარები. \n\nკურსის ფარგლებში განიხილავენ შერეული სწავლების ახალ მიდგომებს; ასევე სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების (emergent learning) გამოყენების უპირატესობებსა და გამოწვევებს. ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ ცოდნას შერეული სწავლების მეთოდის გამოყენების მიმართულებით\, გაეცნობიან დისტანციური სწავლების ძირითად აქტივობებს (Etivities)\, გაიგებენ\, რა ტიპის ტექნოლოგიური მხარდაჭერა არის საჭირო ონლაინ სწავლების მეთოდების პირისპირ სწავლების კომპონენტებთან კომბინირების პროცესში.\nტრენერი ყურადღებას გაამახვილებს მულტიმედიისა და პროექტების ელექტრონული მართვის სისტემების გამოყენებაზე\, ასევე სტუდენტის ელექტრონული პორტფოლიოს შექმნაზე.\n\nტრენინგი ითვალისწინებს ინტერაქტიულ ჩართულობას. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ სასწავლო კურსში მიღებული პრაქტიკული ცოდნის გამოყენებას. \nტრენინგს გაუძღვება ელენე ჟურავლიოვა\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი\, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის \nფაკულტეტის დეკანი. \nტრენინგზე დასასწრებად რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე: https://forms.gle/1EjoskHD7kZmSiLW7 \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო და ადგილმდებარეობა: \n\n26 მარტი\, 18:00-20:00 საათი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T406 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5\n27 მარტი\, 15:00-17:00 საათი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E308 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5\n28 მარტი\, 16:00-18:00 საათი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T304 ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/18-03-2025-training/
CATEGORIES:სემინარები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/03/saregistracio-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250327T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250327T140000
DTSTAMP:20260418T181500
CREATED:20250325T082529Z
LAST-MODIFIED:20250325T082529Z
UID:10005689-1743076800-1743084000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სტუდენტური კონკურსი „გახადეთ ჯანსაღი ძილი პრიორიტეტული“
DESCRIPTION:27 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი შეუერთდება ძილის მსოფლიო დღის აღნიშვნას. წლევანდელი ღონისძიების სლოგანია „გახადეთ ჯანსაღი ძილი პრიორიტეტული“\, რომელიც მოიაზრებს ძილსა და ჯანმრთელობას შორის ურთიერთკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. \nამ დღის აღსანიშნავად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში  გაიმართება სტუდენტურ მოხსენებათა ციკლი და საქართველოს ძილის მეცნიერებისა და ძილის მედიცინის საზოგადოების ყრილობა. \nღონისძიების მიზანია  საზოგადოების ყურადღების გამახვილება ძილის მნიშვნელობაზე. ასევე გაიმართება სტუდენტური კონკურსის „გახადეთ ჯანსაღი ძილი პრიორიტეტული“ გამარჯვებულების პრეზენტაციები და დაჯილდოება. \nდრო: 27 მარტი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/25-03-2025-competition/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/03/axali-web-dzili.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250327T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250327T190000
DTSTAMP:20260418T181500
CREATED:20250313T082708Z
LAST-MODIFIED:20250324T083743Z
UID:10005682-1743098400-1743102000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„მკვლელობა და კორუფცია მალტაში“ − დოკუმენტური გადაცემა Dateline-ის ეპიზოდის ჩვენება და დისკუსია
DESCRIPTION:27 მარტს\, 18:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულებისა და კინოკლუბის ორგანიზებით ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში გაიმართება ავსტრალიური სატელევიზიო მაუწყებლობა SBS-ის ყოველკვირეული დოკუმენტური გადაცემის (“Dateline”) ეპიზოდის „მკვლელობა და კორუფცია მალტაში“ (“Murder and Corruption in Malta”) ჩვენება და დისკუსია. \n„მკვლელობა და კორუფცია მალტაში“ მოგვითხრობს მალტელი ქალი ჟურნალისტის\, მწერლის\, ბლოგერისა და ანტიკორუფციული აქტივისტის\, დაფნე კარუანა გალიციას მკვლელობისა და გამოძიების ისტორიას. \nმალტელი ქალი ჟურნალისტი მუშაობდა მალტის მთავრობის კორუფციული გარიგებების\, ფულის გათეთრების\, ნეპოტიზმის საქმეებზე\, ასევე აწარმოებდა გამოძიებას ჩრდილოვანი ფინანსური ოპერაციების საერთაშორისო დანაშაულზე\, რომელიც „პანამის დოკუმენტების“ სახელით არის ცნობილი. მიუხედავად ზეწოლისა და დაშინების არაერთი მცდელობის\, მათ შორის\, მალტის პოლიციის მიერ ორჯერ დაკავების\, დაფნე გალიცია განაგრძობდა როგორც მალტის ხელისუფლებისთვის კრიტიკული სტატიების\, ასევე საკუთარი ბლოგის მეშვეობით კორუფციული გარიგებების შესახებ გამოძიების შედეგების გამოქვეყნებას. დაფნეს გამოძიების ობიექტებს წარმოადგენდნენ როგორც მალტის მთავრობის წევრები და მათ შორის\, პრემიერმინისტრი\, ასევე მალტელი ბიზნესმენები\, რაც გახდა მიზეზი\, რომ 2017 წლის 16 ოქტომბერს მისი მკვლელობა შეუკვეთეს − დაფნე საკუთარ ავტომობილშივე დამონტაჟებული ბომბით ააფეთქეს\, იგი ადგილზევე გარდაიცვალა. დემოკრატიისა და გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების დაცვისთვის ქალი ჟურნალისტის თავგანწირვას მოჰყვა როგორც საპროტესტო გამოსვლები მალტაში\, ასევე გამოხმაურებები საერთაშორისო დონეზე\, მათ შორის\, დაფნეს მიერ დაწყებული გამოძიების 45 ჟურნალისტისგან შემდგარი კონსორციუმის მიერ დასრულება. ჟურნალისტების\, მამხილებლებისა და ინფორმაციის თავისუფლების უფლების დამცველებისთვის 2018 წელს დაწესდა ჯილდო\, რომელიც დაფნე გალიციას პატივსაცემად მის სახელს ატარებს. \nმომხსენებელი: ნესტან ცეცხლაძე − ჟურნალისტი\, გამოცემა „ნეტგაზეთის“ მთავარი რედაქტორი \nმოდერატორი: თედო ფხიკიძე − ილიაუნის სამართლის სკოლის მე-4 კურსის სტუდენტი \nდეტალური დღის წესრიგი: \n\n18:00  − ღონისძიების (ფილმის  ჩვენების) გახსნა\n18:10 − დოკუმენტური ფილმის ჩვენება (30 წთ)\n18:40 − დისკუსია\n\nდრო: 27 მარტი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი.ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/13-03-2025-discussion/
CATEGORIES:სამართლის სკოლა,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/03/axali-web-samar.png
END:VEVENT
END:VCALENDAR