BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20250101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250310T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250312T180000
DTSTAMP:20260418T181500
CREATED:20250226T105554Z
LAST-MODIFIED:20250226T105554Z
UID:10005667-1741600800-1741802400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მასტერკლასი „ჯანდაცვის კვლევის მეთოდები და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები“
DESCRIPTION:10-12 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება მასტერკლასი „ჯანდაცვის კვლევის მეთოდები და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები“. \nმასტერკლასის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ჯანდაცვის დარგში კვლევის მეთოდების ევოლუციას\, კვლევის ტრადიციულ მიდგომებსა და ინოვაციური ტექნიკების დანერგვის შესაძლებლობებს\, შეასრულონ კვლევის პროცესებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პრაქტიკული სავარჯიშოები (მონაწილეებს სასურველია თან ჰქონდეთ ლეპტოპი). \nმასტერკლასს გაუძღვებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ირმა კირთაძე\, ვერიკო მირცხულავა და ემელი ანდერსონი და აკადემიური ენისა და ხელოვნური ინტელექტის მოწვეული სპეციალისტი ამერიკიდან ავი სტეიმანი. \nშეხვედრაზე დასწრება შეუძლიათ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის მართვის დარგის ყველა საფეხურის სტუდენტებს\, ახალგაზრდა პროფესიონალებს\, აკადემიური პროგრამების პროფესორ-მასწავლებლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს. \nმასტერკლასი ტარდება განათლება უკეთესი დასაქმებისთვის − ჯანდაცვის დასაქმების კვირეულის ფარგლებში. \nღონისძიება ხორციელდება მსოფლიო ბანკისა და კონკურენტული ინოვაციის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „განათლება უკეთესი დასაქმებისთვის: \nპარტნიორობა ინოვაციურ ჯანდაცვაში“ ფარგლებში ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის და BAU-ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან პარტნიორობით. \nმასტერკლასი გაიმართება ჰიბრიდულ ფორმატში. \nღონისძიებაზე დასასწრებ ბმულს მიიღებენ რეგისტრირებული პირები. \nმასტერკლასზე დასასწრებად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა. \nადგილები შეზღუდულია. \nრეგისტრაციის ბოლო ვადა: 6 მარტი\, 12:00 საათი \nდრო: 10-12 მარტი (10 მარტი −10:00 სთ.\, 11 მარტი − 16:00სთ.\, 12 მარტი − 10:00 სთ.) \nსამუშაო ენა: ინგლისური \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის N1
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/26-02-2025-masterklasi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/02/akhali-web-jandatsvis-kvlevis-methodebi-da-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250311T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250311T140000
DTSTAMP:20260418T181500
CREATED:20250306T084029Z
LAST-MODIFIED:20250306T084029Z
UID:10005674-1741698000-1741701600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„იაპონელების სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლისა და გამკლავების ასახვა იაპონურ ლიტერატურაში“ - მთარგმნელ პიტერმაკ-მილანის საჯარო მოხსენება
DESCRIPTION:11 მარტს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სემინარისა და იაპონიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში ირლანდიელი მთარგმნელი პიტერ მაკ–მილანი წაიკითხავს მოხსენებას „იაპონელების სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლისა და გამკლავების ასახვა იაპონურ ლიტერატურაში“. \nლექცია ორგანიზებულია აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის იაპონური ცენტრის მიერ. \nმომხსენებლის შესახებ \nპიტერ მაკ-მილანი იაპონური პოეზიის ცნობილი მთარგმნელია\, პოეტი\, იაპონური სატელევიზიო არხის NHK World-ის გადაცემის „ჯადოსნური იაპონური ენა“ წამყვანი. სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ტოკიოს\, კიორინისა და ტოკიოს ქალთა ქრისტიანულ უნივერსიტეტებში. მთარგმნელობითი საქმიანობისთვის მიღებული აქვს ჯილდოები იაპონიასა და აშშ-ში. თარგმნა „ჰიაკუნინ იშუ“\, კლასიკური იაპონური კრებულის თარგმანი (2008)\, „ისე მონოგატარი“ (2016)\, „ასი პოეტის ერთი პოემა“ (2017)\, „მოგზაურობა მაცუო ბაშოს პოეზიაში“ (2022). მისი პუბლიკაციებია: „იაპონური კლასიკის კითხვა ინგლისურ ენაზე“\, „მანიოშუ ინგლისურად“. იაპონურ გაზეთში „ასაჰი“ აქვეყნებს სერიულ პუბლიკაციებს ის სერიას  „ვარსკვლავების ტყე“. პიტერ მაკ-მილანმა 2019 წელს მსოფლიოში პირველმა შექმნა კლასიკური იაპონური პოეზიის კრებულზე „ჰიაკუნინ იშუ“ დაფუძნებული ტრადიციული იაპონური ქაღალდის ბარათების თამაშის ინგლისურენოვანი ანალოგია. არის ფილოსოფიის მაგისტრი\, დოქტორის ხარისხი მინიჭებული მიღებული აქვს ინგლისურ ლიტერატურაში. მაკ-მილანი კომპანია „Tsukinofune Co“-ის დამფუძნებელი და დირექტორია. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 11 მარტი\, 13:00 საათი (სავარაუდო ხანგრძლივობა 90 წუთი) \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iaponelebis-stiqiur-ubedurebebthan-brdzolisa-da-gamklavebis-asakhva-iaponur-literaturashi-mthargmnel-pitermak-milanis-sajaro-mokhseneba/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/03/axali-web.png
END:VEVENT
END:VCALENDAR