BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20240101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241128T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241128T120000
DTSTAMP:20260419T042858
CREATED:20241126T074643Z
LAST-MODIFIED:20241126T074722Z
UID:10005620-1732791600-1732795200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:EPAG-ის მენტორობის პროგრამა
DESCRIPTION:მენტორობის პროგრამა ითვალისწინებს EPAG-ის ასოციაციის წევრის\, „მენტორის“ მიერ მისივე სპეციალობის სტუდენტისთვის გამოცდილების გაზიარებასა და კონსულტაციას\, რაც სტუდენტს დაეხმარება პროფესიისადმი სწორი მოლოდინის ჩამოყალიბებაში\, განვითარების პერსონალური გეგმის შემუშავებასა და მომავალი კარიერისთვის უკეთესად მომზადებაში. \nმენტორები შეირჩევიან EPAG-ის წევრებიდან საქმიანობის სფეროს მიხედვით და პროგრამის კონკრეტულ ნაკადში ჩართული უნივერსიტეტების სტუდენტების სპეციალიზაციის გათვალისწინებით. სტუდენტები შეირჩევიან EPAG-ის პარტნიორი უნივერსიტეტებიდან\, კერძოდ მენტორობის პროგრამის კონკრეტული ნაკადის მონაწილე უნივერსიტეტებიდან. \nEPAG-ი უზრუნველყოფს\, რომ დაინტერესებულ სტუდენტებს ჰქონდეთ პროგრამაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა. \nსტუდენტები შეძლებენ: \n\nგაიზიარონ პრაქტიკული გამოცდილება იმის შესახებ\, რას ნიშნავს მუშაობა კონკრეტული პროფესიით;\nრა გამოწვევების წინაშე შეიძლება დადგნენ პროფესიაში და როგორია ყოველდღიური საქმიანობა;\nმიიღონ რჩევები\, როგორ გაზარდონ პროფესიით დასაქმების შანსი;\nრა უნარები განივითარონ\, რა დამატებით ინფორმაციას გაეცნონ და როგორ გაიფართოონ პროფესიული კონტაქტების წრე;\nროგორ შეადგინონ რეზიუმე\, სამოტივაციო წერილი და მოემზადონ გასაუბრებისთვის;\nმიიღონ სხვადასხვა რჩევა თუ რეკომენდაცია სწავლისა და პროფესიული საქმიანობის შესახებ;\nმოისმინონ მენტორის გამოცდილების როგორც წარმატებული\, ასევე წარუმატებელი მაგალითების შესახებ.\n\nმენტორებისა და სტუდენტების წყვილების ჩამოყალიბება \nშერჩეული მენტორები და დაინტერესებული სტუდენტები ავსებენ შესაბამის კითხვარებს. \nკითხვარში მენტორები უთითებენ ინფორმაციას საკუთარი თავისა (კარიერა\, მიმდინარე საქმიანობა\, პროფესიული და პერსონალური ინტერესები) და იმ წვლილის შესახებ\, რასაც პროგრამისთვის გასწევენ (რა ცოდნა და გამოცდილება შეუძლიათ შესთავაზონ პროექტს/სტუდენტს). \nსტუდენტები კითხვარში მიუთითებენ თავიანთი პროფესიული ინტერესებისა და პროგრამის მიმართ არსებული მოლოდინის შესახებ. \nმენტორების მიერ მოწოდებული მოკლე ბიოგრაფიები განთავსდება შესაბამის ონლაინპლატფორმაზე\, სადაც სტუდენტები შეძლებენ სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით\,იმ მენტორის არჩევას\, რომელთანაც სურთ მუშაობა. მას შემდეგ\, რაც სტუდენტები აირჩევენ კონკრეტულ მენტორს/მენტორებს\, ამ სტუდენტთა მონაცემები\, სააპლიკაციო ფორმები გაეგზავნებათ მენტორებს\, რათა უკვე თავად შეარჩიონ სტუდენტები (იმ სტუდენტებიდან\, რომლებმაც მენტორად ეს კონკრეტული მენტორი აირჩიეს)\, რომლებთანაც სურთ მუშაობა. აღნიშნული გულისხმობს\, რომ მენტორები და სტუდენტები დაწყვილდებიან ორივე მხარის თანხმობის შემთხვევაში. მათი თანამშრომლობა იქნება სრულიად ნებაყოფლობითი. მენტორებისა და სტუდენტთა წყვილების შექმნაში უნივერსიტეტი არ მონაწილეობს. ასოციაცია იტოვებს უფლებამოსილებას\, გაანაწილოს/დააწყვილოს მენტორ-სტუდენტთა ჯგუფები თავად საჭიროების შემთხვევაში\, თუმცა\, საბოლოოდ\, მნიშვნელოვანია როგორც მენტორის\, ასევე სტუდენტის თანხმობა. \nპროგრამის მონაწილეების ვალდებულებები \n\nმენტორებმა\, ისევე როგორც სტუდენტებმა\, უნდა დაიცვან პროგრამის წესები\, მათ შორის:\nყოველთვიურად გამოყონ მინიმუმ 2-3 საათი პროგრამაში მონაწილეობისთვის;\nგამოიჩინონ პატივისცემა თავისი მეწყვილე მენტორის მიმართ\, დაიცვან პროფესიული ქცევის წესები და შეთანხმება ურთიერთთანამშრომლობის ფორმისა და ინტენსივობის შესახებ;\nჰქონდეთ პერიოდული უკუკავშირი EPAG-თან პროგრამის მიმდინარეობის შესახებ.\n\nსტუდენტი არ უნდა ელოდოს\, რომ \n\nმენტორი შესთავაზებს სამსახურს ან სტაჟირებას;\nდაეხმარება მეცადინეობაში;\nჩაანაცვლებს ლექტორს;\nდაუწერს რეზიუმეს ან სამოტივაციო წერილს.\n\nდრო: 28 ნოემბერი\, 11:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 საკონფერენციო დარბაზი
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/epag-is-mentorobis-programa/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/11/new.png
END:VEVENT
END:VCALENDAR