BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20240101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241006T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241008T170000
DTSTAMP:20260419T065520
CREATED:20240913T083837Z
LAST-MODIFIED:20241122T110938Z
UID:10005523-1728216000-1728406800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის (სსსა / GAMS) IX საერთაშორისო კონფერენცია „მულტიდისციპლინური მიდგომები: ინოვაციები და გამოწვევები პრაქტიკულ მედიცინაში მტკიცებითი და პერსონალური მედიცინის ეპოქაში“
DESCRIPTION:6-8 ოქტომბერს\, ქუთაისში\, დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტთან და თბილისის სამედიცინო აკადემიასთან თანამშრომლობით\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს უნივერსიტეტის  მონაწილეობით საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაცია (სსსა / GAMS) გამართავს IX საერთაშორისო კონფერენციას „მულტიდისციპლინური მიდგომები: ინოვაციები და გამოწვევები პრაქტიკულ მედიცინაში მტკიცებითი და პერსონალური მედიცინის ეპოქაში“. \nკონფერენცია აკრედიტირებულია ევროპის მედიცინის სპეციალისტთა კავშირის (UEMS) უწყვეტი სამედიცინო განათლების ევროპული აკრედიტაციის საბჭოს (EACCME) მიერ. \nკონფერენცია „მულტიდისციპლინური მიდგომები: ინოვაციები და გამოწვევები პრაქტიკულ მედიცინაში მტკიცებითი და პერსონალური მედიცინის ეპოქაში” გათვალისწინებულია როგორც გამოცდილი\, ისე ახალგაზრდა ექიმებისთვის\, რომლებსაც სურთ გააუმჯობესონ უნარები\, მიდგომები\, ჩვევები და ცოდნა. პირველ რიგში\, ნევროლოგებისთვის (მათ შორის ინსულტის მედიცინა და ზოგადი ნევროლოგია)\, ოჯახის ექიმებისთვის\, ანესთეზიოლოგებისთვის\, რადიოლოგებისთვის\, ზოგადი ქირურგიის\, უროლოგიის\, ფსიქიატრიის\, ნეიროქირურგიის სპეციალისტებისთვის\, საბაზისო-სამეცნიერო და სამედიცინო განათლების საკითხებით დაინტერესებული სპეციალისტებისთვის. \nფორმატები: \nდიდაქტიკური ფორმატი მოიცავს ლექციების\, შემთხვევაზე ორიენტირებული დისკუსიების\, მინი-ქეისების სავარჯიშოების\, მრავალცენტრიანი საერთაშორისო კვლევების მონაცემებისა და ინტერაქტიული შემთხვევის დისკუსიების კომბინაციას. ყოველი სესიის ბოლოს იგეგმება ინტერაქტიული დისკუსიები. დიდაქტიკური შემთხვევები\, რომლებიც წარდგენილია ტუტორების მიერ\, იქნება სასარგებლო აპლიკანტებისთვის ყოველდღიურ პრაქტიკაში რთული კლინიკური შემთხვევების მართვისთვისთვის. \nკონფერენციის დღის წესრიგი იხილეთ აქ. \nGAMS-ის შესახებ: \nა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაცია (GAMS) დაარსდა 2006 წელს; ორგანიზაციის  მიზანია ექიმებსა და სამედიცინო სპეციალისტებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და განვითარება\,  სამედიცინო რეგულაციების პრობლემური საკითხებისა და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ჯანდაცვის სისტემების გამოცდილების განხილვა\, აღნიშნულზე დაყრდნობით. ქმედითი წინადადებების მომზადება/წარდგენა შესაბამის მარეგულირებელ სტრუქტურებში და მათი დანერგვის ხელშეწყობა\, საქართველოში მოღვაწე ექიმებს შორის უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და პროფესიული განვითარების სტიმულირება და პოპულარიზაცია. \nGAMS არის  ევროპული კავშირის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში\, რომელსაც მინიჭებული აქვს უფლება ევროპული სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის სპეციალობათა საბჭოში საქართველოს მხრიდან დაასახელოს ორი სხვადასხვა სამედიცინო სპეციალობის წარმომადგენელი შესაბამისი სპეციალობის საბჭოში.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saqarthvelos-sameditsino-spetsialobebis-asotsiatsiis-sssa-gams-ix-saerthashoriso-konpherentsia-multidistsiplinuri-midgomebi-inovatsiebi-da-gamotsvevebi-praqtikul-meditsinashi-mtkitsebithi-da-personalu/
CATEGORIES:კონფერენციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/09/f3e1ba2cc867352e57a157e548d2c586_85166.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241008T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241008T170000
DTSTAMP:20260419T065520
CREATED:20241003T082707Z
LAST-MODIFIED:20241004T092055Z
UID:10005545-1728403200-1728406800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ასტროციტების მიერ გლუტამატის რეგულირებადი გამოყოფა ჯანმრთელობისა და დაავადებების დროს“ – დოქტორ ვლადიმირ პარპურას საჯარო ლექცია
DESCRIPTION:8 ოქტომბერს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში ჯეჯანის ჩინური მედიცინის უნივერსიტეტის ტრანსლაციური ნეირომეცნიერების საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი\, დოქტორი ვლადიმირ პარპურა წაიკითხავს საჯარო ლექციას „ასტროციტების მიერ გლუტამატის რეგულირებადი გამოყოფა ჯანმრთელობისა და დაავადებების დროს“. \nმომხსენებელი ლექციაზე მოიყვანს მონაცემებს ტვინის გლიური უჯრედების ერთ-ერთი სუბტიპის\, ასტროციტების\, მიერ გამოყოფილი ნეიროტრანსმიტერ გლუტამატის შესახებ\, ისაუბრებს\, როგორ რეგულირდება გამოყოფა. განიხილავს ასტროციტებში გლუტამატის გამოყოფის განმაპირობებელი ვეზიკულური შერწყმის სივრცობრივ-დროებით მახასიათებლებს\, ასევე წარმოადგენს ტრანსლაციურ პროექტს\, როგორ შეიძლება გლუტამატის გამოყოფის ამ გზის რეგულაცია გამოყენებულ იქნეს ასტროციტომა IV-ის (სხვა სახელწოდება გლიობლასტომა მულტიფორმა IV)\, ტვინის ყველაზე მძიმე სიმსივნის\, სამკურნალოდ. \nმომხსენებლის შესახებ \nვლადიმირ პარპურა მედიცინის (ზაგრები\, 1989) და ნეირომეცნიერებებისა და ზოოლოგიის ფილოსოფიის დოქტორია (აიოვას უნივერსიტეტი\, აშშ\, 1993). მუშაობდა აიოვას\, ალაბამის\, კალიფორნიისა და ხორვატიის რიეკის უნივერსიტეტების სხვადასხვა ფაკულტეტზე. ამჟამად ჯეჯანის ჩინური მედიცინის უნივერსიტეტის ტრანსლაციური ნეირომეცნიერების საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის (ჰანგჯოუ\, ჩინეთი) დირექტორია. \nიგი არის არაერთი პრესტიჟული სამეცნიერო პრემიის ლაურეატი. 2021 წელს მის პატივსაცემად გამოიცა Journal Neurochemical Research-ის სპეციალური ნომერი. \nდოქტორმა პარპურამ აღმოაჩინა ასტროციტებიდან ნეირონებზე გლუტამატის მოქმედების სასიგნალო გზა\, ე.წ. გლიოტრანსმისია\, ჩამოაყალიბა სამკომპონენტიანი სინაფსის ინოვაციური კონცეფცია. მისი კვლევები ნანომეცნიერების/ნანოტექნოლოგიების\, ნეიროქიმიის\, სინთეზური ბიოლოგიისა და ბიოსამედიცინო ინჟინერიის მიჯნაზეა. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 8 ოქტომბერი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/astrotsitebis-mier-glutamatis-regulirebadi-gamoqhopha-janmrthelobisa-da-daavadebebis-dros-doqtor-vladimir-parpuras-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/10/web-sabun1111.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241008T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241008T170000
DTSTAMP:20260419T065520
CREATED:20241003T135039Z
LAST-MODIFIED:20241003T135140Z
UID:10005546-1728403200-1728406800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ ლიანა კუპრეიშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:8 ოქტომბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „კულტურის კვლევები“ დოქტორანტი ლიანა კუპრეიშვილი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ძველი თბილისის დარაბებს მიღმა (პროსტიტუციის ისტორია წინარევოლუციურ თბილისში 1876-1917წწ.)“ \nსამეცნიერო ხელმძღვანელი: ოლივერ რაისნერი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორი \nთანახელმძღვანელი: ქეთევან გურჩიანი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი \nდრო: 8 ოქტომბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtorant-liana-kupreishvilis-sadisertatsio-nashromis-datsva/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/10/datsva_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241008T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241008T190000
DTSTAMP:20260419T065520
CREATED:20240924T094847Z
LAST-MODIFIED:20240924T094847Z
UID:10005534-1728410400-1728414000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ემერიტუს პროფესორ მაიკლ ლედერმანის საჯარო ლექცია „პანდემიური ინფექციის პათოგენეზის დისექცია“
DESCRIPTION:8 ოქტომბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში ქეის ვესტერნ რესერვ უნივერსიტეტისა (Case Western Reserve University) და კლივლენდის სამედიცინო ცენტრის (Cleveland Medical Center) ემერიტუს პროფესორი მაიკლ ლედერმანი წაიკითხავს საჯარო ლექციას „პანდემიური ინფექციის პათოგენეზის დისექცია“. \nმომხსენებელი განიხილავს იმ მექანიზმებს\, რომლებიც განსაზღვრავს\, როგორ იჭრება ადამიანის ორგანიზმში პათოგენი ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის მაგალითზე\, ასევე იმუნური სისტემის იმ თავისებურებებს\, რომლებიც განაპირობებს ზოგიერთი ადამიანის დაცვას; განმარტავს\, იმუნური სისტემა რატომ მარცხდება ზოგიერთ შემთხვევაში\, როგორ შეიძლება ინფექცია ეფექტურად და არაეფექტურად იქნეს აღკვეთილი და როგორია ამ ცოდნის გამოყენების სამომავლო შესაძლებლობები. \nმომხსენებლის შესახებ  \nმაიკლ ლედერმანი (ემერიტუსი) Case Western Reserve უნივერსიტეტის მედიცინის სკოლისა და საუნივერსიტეტო ჰოსპიტლების/ კლივლენდის სამედიცინო ცენტრის მედიცინის ემერიტუს პროფესორი და პათოლოგიის\, მიკრობიოლოგიის/მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოსამედიცინო ეთიკის პროფესორია. სამედიცინო ხარისხი მიენიჭა Mt. Sinai-ის მედიცინის სკოლაში; გაიარა ტრენინგი შინაგანი მედიცინის მიმართულებით Case Western Reserve University-ში\, კლივლენდის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლებსა და VA სამედიცინო ცენტრში. მან დაასრულა ინფექციური დაავადებების სასტიპენდიო ტრენინგი\, დოქტორ ჯეროლდ ელნერის ლაბორატორიაში უჯრედულ იმუნოლოგიაში დაიცვა დისერტაცია და 1980 წელს შეუერთდა CWRU ფაკულტეტს. პროფ. ლედერმანი 1982 წლიდან ჩართულია აივ/შიდსის კვლევაში. მისი კვლევა ეხება იმ მექანიზმებს\, რომლებითაც აივინფექცია იწვევს იმუნურ დისფუნქციას და მისი გამოსწორებისა და პრევენციის სტრატეგიებს. 1985 წელს დააარსა იმუნოლოგიის სპეციალური განყოფილება (აივ კლინიკა) CWRU-ში\, 1987 წელს კი – NIH დაფინანსებული შიდსის კლინიკური კვლევების განყოფილება CWRU-ში. ავტორია 450-ზე მეტი რეცენზირებული კვლევის პუბლიკაციისა. იგი არჩეულია ამერიკელ ექიმთა ასოციაციაში (AAP)\, არის მეცნიერების განვითარების ამერიკული აკადემიის (AAAS)\, მიკრობიოლოგიის ამერიკული აკადემიისა და ამერიკის ინფექციური დაავადებების საზოგადოების (IDSA) წევრი\, ასევე ჟურნალის Pathogens and Immunity მთავარი რედაქტორი. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 8 ოქტომბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/emeritus-prophesor-maikl-ledermanis-sajaro-leqtsia-pandemiuri-inpheqtsiis-pathogenezis-diseqtsia/
CATEGORIES:საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/09/web-sabun-maikl-ledermani.png
END:VEVENT
END:VCALENDAR