BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20240101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241006T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241008T170000
DTSTAMP:20260419T082451
CREATED:20240913T083837Z
LAST-MODIFIED:20241122T110938Z
UID:10005523-1728216000-1728406800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის (სსსა / GAMS) IX საერთაშორისო კონფერენცია „მულტიდისციპლინური მიდგომები: ინოვაციები და გამოწვევები პრაქტიკულ მედიცინაში მტკიცებითი და პერსონალური მედიცინის ეპოქაში“
DESCRIPTION:6-8 ოქტომბერს\, ქუთაისში\, დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტთან და თბილისის სამედიცინო აკადემიასთან თანამშრომლობით\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს უნივერსიტეტის  მონაწილეობით საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაცია (სსსა / GAMS) გამართავს IX საერთაშორისო კონფერენციას „მულტიდისციპლინური მიდგომები: ინოვაციები და გამოწვევები პრაქტიკულ მედიცინაში მტკიცებითი და პერსონალური მედიცინის ეპოქაში“. \nკონფერენცია აკრედიტირებულია ევროპის მედიცინის სპეციალისტთა კავშირის (UEMS) უწყვეტი სამედიცინო განათლების ევროპული აკრედიტაციის საბჭოს (EACCME) მიერ. \nკონფერენცია „მულტიდისციპლინური მიდგომები: ინოვაციები და გამოწვევები პრაქტიკულ მედიცინაში მტკიცებითი და პერსონალური მედიცინის ეპოქაში” გათვალისწინებულია როგორც გამოცდილი\, ისე ახალგაზრდა ექიმებისთვის\, რომლებსაც სურთ გააუმჯობესონ უნარები\, მიდგომები\, ჩვევები და ცოდნა. პირველ რიგში\, ნევროლოგებისთვის (მათ შორის ინსულტის მედიცინა და ზოგადი ნევროლოგია)\, ოჯახის ექიმებისთვის\, ანესთეზიოლოგებისთვის\, რადიოლოგებისთვის\, ზოგადი ქირურგიის\, უროლოგიის\, ფსიქიატრიის\, ნეიროქირურგიის სპეციალისტებისთვის\, საბაზისო-სამეცნიერო და სამედიცინო განათლების საკითხებით დაინტერესებული სპეციალისტებისთვის. \nფორმატები: \nდიდაქტიკური ფორმატი მოიცავს ლექციების\, შემთხვევაზე ორიენტირებული დისკუსიების\, მინი-ქეისების სავარჯიშოების\, მრავალცენტრიანი საერთაშორისო კვლევების მონაცემებისა და ინტერაქტიული შემთხვევის დისკუსიების კომბინაციას. ყოველი სესიის ბოლოს იგეგმება ინტერაქტიული დისკუსიები. დიდაქტიკური შემთხვევები\, რომლებიც წარდგენილია ტუტორების მიერ\, იქნება სასარგებლო აპლიკანტებისთვის ყოველდღიურ პრაქტიკაში რთული კლინიკური შემთხვევების მართვისთვისთვის. \nკონფერენციის დღის წესრიგი იხილეთ აქ. \nGAMS-ის შესახებ: \nა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაცია (GAMS) დაარსდა 2006 წელს; ორგანიზაციის  მიზანია ექიმებსა და სამედიცინო სპეციალისტებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და განვითარება\,  სამედიცინო რეგულაციების პრობლემური საკითხებისა და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ჯანდაცვის სისტემების გამოცდილების განხილვა\, აღნიშნულზე დაყრდნობით. ქმედითი წინადადებების მომზადება/წარდგენა შესაბამის მარეგულირებელ სტრუქტურებში და მათი დანერგვის ხელშეწყობა\, საქართველოში მოღვაწე ექიმებს შორის უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და პროფესიული განვითარების სტიმულირება და პოპულარიზაცია. \nGAMS არის  ევროპული კავშირის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში\, რომელსაც მინიჭებული აქვს უფლება ევროპული სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის სპეციალობათა საბჭოში საქართველოს მხრიდან დაასახელოს ორი სხვადასხვა სამედიცინო სპეციალობის წარმომადგენელი შესაბამისი სპეციალობის საბჭოში.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saqarthvelos-sameditsino-spetsialobebis-asotsiatsiis-sssa-gams-ix-saerthashoriso-konpherentsia-multidistsiplinuri-midgomebi-inovatsiebi-da-gamotsvevebi-praqtikul-meditsinashi-mtkitsebithi-da-personalu/
CATEGORIES:კონფერენციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/09/f3e1ba2cc867352e57a157e548d2c586_85166.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241007T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241007T200000
DTSTAMP:20260419T082451
CREATED:20240930T071904Z
LAST-MODIFIED:20240930T071904Z
UID:10005542-1728327600-1728331200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ლიტერატურა და კოლექტიური მეხსიერება“ – წიგნის პრეზენტაცია
DESCRIPTION:7 ოქტომბერს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება წიგნის „ლიტერატურა და კოლექტიური მეხსიერება“ პრეზენტაცია. \nსახელმძღვანელოს ძირითადი ამოცანაა\, ბიძგი მისცეს ქართული ლიტერატურის\, როგორც კოლექტიური მეხსიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მედიის\, შესწავლას მეხსიერების კვლევების უახლეს მიდგომათა გამოყენებით.  კრებულზე დაყრდნობით ქართულენოვანი სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევრები შეძლებენ კოლექტიური მეხსიერების სხვადასხვა მედიაზე დაკვირვებას დასავლურ სამეცნიერო სივრცეში დამკვიდრებული თეორიულ-მეთოდოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენებით\,  ქართული იდენტობისა და მეხსიერების ურთიერთკავშირის შესახებ კვლევების განხორციელებას და ტრავმის რეპრეზენტაციის თავისებურებათა შესწავლას კულტურული მეხსიერების არტეფაქტებში. \nსახელმძღვანელო შეიქმნა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „საბჭოთა წარსულის რეპრეზენტაცია პოსტსაბჭოთა ქართულ მწერლობაში“ ფარგლებში. \nპრეზენტაციას გაუძღვებიან წიგნის შემდგენლები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი ლევან ცაგარელი\, ასისტენტ-პროფესორი სალომე პატარიძე და დოქტორანტი ნინო ბოკუჩავა. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 7 ოქტომბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/literatura-da-koleqtiuri-mekhsiereba-tsignis-prezentatsia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/09/web-metsn-khel-tsignis-prezentatsia.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241007T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241007T200000
DTSTAMP:20260419T082451
CREATED:20241004T130053Z
LAST-MODIFIED:20241004T130812Z
UID:10005547-1728327600-1728331200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„დაბოლება“ – ნიკ შეფის წიგნის პრეზენტაცია
DESCRIPTION:7 ოქტომბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში გამომცემლობა „სიესტა“ გიწვევთ ამერიკელი ავტორის\, ნიკ შეფის წიგნის – „დაბოლება“ – ქართული თარგმანის პრეზენტაციაზე. \nპრეზენტაციას უმასპინძლებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქციის კვლევების ინსტიტუტი. \nწიგნი ავტობიოგრაფიულია. ავტორი 11 წლის იყო\, როცა პირველად დათვრა\, შემდგომ წლებში ამას მოჰყვა არალეგალური ნარკოტიკების მოხმარება\, რის გამოც ახალგაზრდას ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული მძიმე პრობლემები შეექმნა და დაავადება − წამალდამოკიდებულება ჩამოუყალიბდა. \nნიკ შეფი მოგონებებში შეულამაზებლად\, ზოგჯერ თავზარდამცემად გულახდილად\, გვიამბობს  წამალდამოკიდებულებაზე და მასთან ბრძოლაზე\, გამოფხიზლებასა და რეციდივებზე\, საკუთარ თავთან უმძიმეს ჭიდილსა და იმ ხალხზე\, ვინც გაჯანსაღების გზაზე ეხმარებოდა. \nწიგნი ქართულად თარგმნა ლელა კოდალაშვილმა. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 7 ოქტომბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/daboleba-nik-shephis-tsignis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/10/daboleba_web_new-1.png
END:VEVENT
END:VCALENDAR