BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20240101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240411T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240412T180000
DTSTAMP:20260422T213512
CREATED:20240329T102005Z
LAST-MODIFIED:20240329T102005Z
UID:10005410-1712829600-1712944800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ენის სენსორული და კულტურასთან შერწყმული სწავლება კონცეფციის მიხედვით –„დაუვიწყარი ადგილები“ გერმანულის ენის გაკვეთილზე საქართველოში“ – დარგობრივი სემინარი გერმანისტებისთვის
DESCRIPTION:11 აპრილს\, 10:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში DAAD: გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD: German Academic Exchange Service) პარტნიორობით გერმანისტებისა და გერმანული ენის პედაგოგებისათვის გაიმართება ალუმნი სემინარი “Kulturbezogenes und sprachsensibles Lernen im DaF – Unterricht in Georgien nach dem Konzept “Erinnerungsorte” („ენის სენსორული და კულტურასთან შერწყმული სწავლება კონცეფციის მიხედვით – „დაუვიწყარი ადგილები“ გერმანულის ენის გაკვეთილზე საქართველოში“). \nსემინარს გაუძღვებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანისტი/ლექტორი\, გერმანული ენის მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარეობის წევრი\, გერმანული ენის ცენტრის ხელმძღვანელი ბელა შალამბერიძე და კასელის უნივერსიტეტის სასწავლო საბჭოს ხელმძღვანელი\, გერმანისტი\, დოქტორი ტანია ფორი. \nსემინარი მოიცავს თეორიული საფუძვლებით გადამზადებას გერმანულის როგორც უცხო ენის თანამედროვე სწავლებაში. სემინარზე გადაამზადებენ უმაღლესი სასწავლებლების გერმანული ენის პროფესორ-მასწავლებლებს თბილისიდან და რეგიონებიდან\, ასევე DAAD-ის მოწვეულ ლექტორებს საქართველოში. \nთეორიულ ნაწილზე მოწვეული რეფერენტი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კავკასიის კვლევების და ევროპისმცოდნეობის მიმართულებით\, დოქტორი ოლივერ რაისნერი თავის დოქტორანტთან ერთად გამართავს პრეზენტაციას კავკასიელი გერმანელების ისტორიისა და კულტურის შესახებ და დამსწრეთ გააცნობს ამ თემაზე დღევანდელ მონაცემთა ბაზას. \n12 აპრილს სემინარი გაგრძელდება ქალაქ ბოლნისსა (კატარინენფელდი) და ასურეთის რეგიონში (ელიზაბეტთალი) ჯგუფური პრაქტიკული ღონისძიებებით იმ ადგილებში\, საიდანაც იღებს სათავეს კავკასიელ გერმანელთა ისტორია\, კონკრეტულ სამახსოვრო ადგილებში საგაკვეთილო ჩართულობითა და სემინარის ხელმძღვანელთა მიერ შემუშავებული დიდაქტიზებული მასალით შეძლებენ ავთენტურ გარემოში მუშაობას. სემინარის მთავარი პრაქტიკული დიდაქტიზებული მასალა ეყრდნობა გერმანელი ხალხის ცხოვრების ეტაპებს\, მათ მიერ დანერგილ კულტურასა და ენობრივ გავლენას საქართველოში ქ. ბოლნისისა და სოფ. ასურეთის მაგალითებზე დაყრდნობით\, რის კვლევასაც გერმანულის როგორც მეორე ენის დარგში ახორციელებენ გერმანისტი ბელა შალამბერიძე და მისი გერმანელი კოლეგა ტანია ფორი მეცნიერული კუთხით წარმოსაჩენად საერთაშორისო მასშტაბით. სემინარზე შესწავლილი მასალებით კი მისი მონაწილე მოქმედი გერმანისტები შეძლებენ თანამედროვე სასწავლო სტრატეგიებით გაჯერებული მასალა გერმანული ენის გაკვეთილზე გამოიყენონ\, ენა არასასწავლო სივრცეში „დაუვიწყარი ადგილების” მეშვეობით ასწავლონ. \nსამუშაო ენა: გერმანული \nდრო: 11 აპრილი\, 10:00 -18:00 საათი\, 12 აპრილი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/enis-sensoruli-da-kulturasthan-shertsqhmuli-stsavleba-kontsephtsiis-mikhedvith-dauvitsqhari-adgilebi-germanulis-enis-gakvethilze-saqarthveloshi-dargobrivi-seminari-germanistebisthvis/
CATEGORIES:კონფერენციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/4e19ca3235750d8d5335cd1949863309_83035.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240411T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240411T210000
DTSTAMP:20260422T213512
CREATED:20240319T115705Z
LAST-MODIFIED:20240319T115705Z
UID:10005391-1712862000-1712869200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექციების ციკლი „სამართლის კრიტიკული თეორია – პერსპექტივა კრიზისის შემდეგ“
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ანალიტიკურ პლატფორმა „კომენტართან“ პარტნიორობითა და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით იწყებს საჯარო ლექციების მეორე ციკლს „სამართლის კრიტიკული თეორია – პერსპექტივა კრიზისის შემდეგ“. \nპროექტის მიზანია\, იმსჯელოს შემდეგ კითხვებზე: რა არის კრიტიკული თეორია? როგორ მიემართება ერთმანეთს სამართლებრივი რეალიზმი და კრიტიკული სამართლის მოძრაობა? რას ნიშნავს ახალი კონსტიტუციონალიზმი და რა როლი აკისრია მას გლობალურ წესრიგში? რაში გამოიხატება დემოკრატიის კრიზისი? რა არის ლიბერალური დემოკრატიის ალტერნატივა? რას გვთავაზობს იურიდიფიკაციის კონცენფცია მართლმსაჯულების სისტემის ლეგიტიმაციისთვის? როგორია თავისუფლებისა და თანასწორობის იდეა კრიტიკული თეორიის პესპექტივიდან? რას გვეუბნება სამართლის ფემინისტური თეორიები? საიდან ამოდის და რას ეყრდნობა კრიტიკული კრიმინოლოგია? რას ამბობს კრიტიკული თეორია სოციალურ წესრიგსა და საპოლიციო ძალაუფლებაზე? \nლექციების ციკლის ამოცანაა კრიტიკული სამართლის კონცეფციის შესახებ ქართველ მკვლევართა მოხსენებების თავმოყრა. \nფორმატი ითვალისწინებს ძირითად მოხსენებებსა და დისკუსიას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სალექციო კურსის გახსნის და შემაჯამებელი ღონისძიებები. \nციკლი მოიცავს 10 დახურულ შეხვედრას ღია კონკურსის საფუძველზე წინასწარ შერჩეული მყარი ჯგუფისთვის. \nდრო: 19:00-21:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკა\, ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე. \nლექციების ციკლი ხორციელდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsiebis-tsikli-samarthlis-kritikuli-theoria-perspeqtiva-krizisis-shemdeg/
CATEGORIES:საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/WEB-BANNER-samarthali-sajaro-leqtsiatha-tsikli2-1.png
END:VEVENT
END:VCALENDAR