BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20240101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240319T093000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240319T103000
DTSTAMP:20260422T055232
CREATED:20240318T101208Z
LAST-MODIFIED:20240318T101208Z
UID:10005389-1710840600-1710844200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ცვლილებები ბავშვთა და ოჯახთა საკეთილდღეოდ“
DESCRIPTION:19 მარტს\, 09:30 საათზე\, სოციალურ მუშაკთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით\, გაიმართება მაია მგელიაშვილის სახელობის  სოციალური მუშაობის საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ცვლილებები ბავშვთა და ოჯახთა საკეთილდღეოდ“. \nკონფერენცია ეძღვნება მაია მგელიაშვილის\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის მოწვეული ლექტორის ხსოვნას\,  რომლის ღვაწლი სოციალური მუშაობის განვითარებასა და ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველყოფაში განსაკუთრებით აღსანიშნავია. \nკონფერენციის თემაა სოციალური მუშაობის პრაქტიკა და განათლება ბავშვთა და ოჯახთა საკეთილდღეოდ. \nსოციალურ მუშაკთა მსოფლიო დღე წელს 19 მარტს აღინიშნება. ამ დღის მიზანია სოციალური მუშაკებისა და მათი წვლილის შესახებ საზოგადოების ცნობიერების გაზრდა. \nკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი  პრაქტიკოსი სოციალური მუშაკები\, ასევე პროფესორები და სტუდენები. \nკონფერენციის ერთ-ერთი ინიციატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, სოციალური მუშაობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა\, სოციალური მომსახურებებისა და ინტერვენციების მეცნიერული განვითარების კვლევითი ცენტრი. \nკონფერენცია ტარდება საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ინიციატივით World Vision საქართველოსთან\, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდთან\, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. \nსამუშაო ენები: ქართული\,ინგლისური \nდრო: 19 მარტი\, 09:30 საათი \nადგილმდებარეობა: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1\, I კორპუსი\, სააქტო დარბაზის ფოიე \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-sametsniero-praqtikuli-konpherentsia-tsvlilebebi-bavshvtha-da-ojakhtha-sakethildgheod/
CATEGORIES:კონფერენციები,მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/New-New-web-web-2.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240319T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240319T150000
DTSTAMP:20260422T055232
CREATED:20240313T095333Z
LAST-MODIFIED:20240313T095333Z
UID:10005379-1710853200-1710860400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„მიწოდების ჯაჭვებისა და ფირმების ცოდნის ქსელების როლი იაპონიის ეკონომიკურ ზრდასა და მდგრადობაში“ – პროფესორ იასუიუკი ტოდოს საჯარო ლექცია
DESCRIPTION:19 მარტს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში არსებული იაპონური ცენტრისა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ორგანიზებით იაპონიის შემსწავლელი საგანმანათლებლო კურსის პროგრამის ფარგლებში ვასედას უნივერსიტეტის (იაპონია) პროფესორი იასუიუკი ტოდო წაიკითხავს ლექციას „მიწოდების ჯაჭვებისა და ფირმების ცოდნის ქსელების როლი იაპონიის ეკონომიკურ ზრდასა და მდგრადობაში“. \nთემის მოკლე მიმოხილვა \nპროფესორი იასუიუკი ტოდო განიხილავს მიწოდების ჯაჭვებისა და ფირმების ცოდნის ქსელების როლს იაპონიის ეკონომიკურ ზრდასა და მდგრადობაში. იაპონური ფირმების მიწოდების ჯაჭვებს\, ცნობილს\, როგორც “keiretsu”\, ახასიათებს გრძელვადიანი ძლიერი კავშირები\, რომლებიც აღჭურვილია ნდობით და წვლილი შეაქვს ეფექტურ წარმოებასა და ინოვაციაში. თუმცა ბოლო დროს\, ბუნებრივი კატასტროფების გახშირებისა და ეკონომიკური უსაფრთხოების მზარდი საკითხების გამო\, იაპონური ფირმების ქსელებს შესთავაზეს რეორგანიზაცია და დივერსიფიკაცია მდგრადობისა და ინოვაციის ხელშესაწყობად.  მომხსენებელი ისაუბრებს იაპონიის გამოცდილებიდან ნასწავლ გაკვეთილებსა და შედეგებზე საქართველოსა და სომხეთში. \nმომხსენებლის შესახებ \nიასუიუკი ტოდოს ეკონომიკის დოქტორის ხარისხი მიღებული აქვს სტენფორდის უნივერსიტეტში. ამჟამად ვასედას უნივერსიტეტის პროფესორია. მისი კვლევითი საქმიანობის სფეროა საერთაშორისო ეკონომიკა\, ეკონომიკის განვითარება და გამოყენებითი მიკროეკონომიკა. გამოქვეყნებული აქვს დაახლოებით 70 აკადემიური ნაშრომი მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში: Nature Sustainability\, the Journal of Industrial Economics\, the Journal of Regional Science\, Research Policy\, World Development\, and Ecological Economics და ა.შ. \nპროფესორი ტოდო Japanese Association for Development Economics და the Japanese Society of International Economics საბჭოს წევრია. ასევე ემსახურებოდა რამდენიმე საკონსულტაციო კომიტეტს როგორც ეროვნულ\, ასევე ადგილობრივ მთავრობების დონეზე. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 19 მარტი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mitsodebis-jatchvebisa-da-phirmebis-tsodnis-qselebis-roli-iaponiis-ekonomikur-zrdasa-da-mdgradobashi-prophesor-iasuiuki-todos-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/23b0c66361c6203857e91c5ac6ecf3b4_82848.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240319T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240319T190000
DTSTAMP:20260422T055232
CREATED:20240314T082356Z
LAST-MODIFIED:20240314T082356Z
UID:10005384-1710867600-1710874800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო პოლიტიკის კვლევითი დოკუმენტების შემუშავება - კონკურსი სტუდენტებისთვის
DESCRIPTION:ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)\, რომელიც ახორციელებს პროექტს „მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოება კარგი მმართველობისთვის: ახალგაზრდა მეცნიერების გაძლიერება ცვლილებების მისაღწევად“\, სტუდენტებისთვის აცხადებს კონკურსს საჯარო პოლიტიკის კვლევითი დოკუმენტების შემუშავებაზე. \n19 მარტს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან პროექტისა და მის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შესახებ ინფორმაციის გასაცნობად\, რათა უკეთ შეძლონ საჯარო მმართველობის არსის გაგება და მოემზადონ კონკურსისთვის. \nშერჩეული სტუდენტები გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ სერტიფიცირებულ ტრენინგებს\, მათ მიეცემათ საშუალება იმუშაონ პროფესიონალ მკვლევრებთან/ექსპერტებთან ერთად და გახდნენ საჯარო პოლიტიკის დოკუმენტების თანაავტორები. \nდამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=531355 \nპროექტი „მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოება კარგი მმართველობისთვის: ახალგაზრდა მეცნიერების გაძლიერება ცვლილებების მისაღწევად“ მიზნად ისახავს ახალგაზრდა მკვლევრებისა და აკადემიური წრეების გაძლიერებას საჯარო მმართველობის თემების კვლევებთან დაკავშირებით. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 19 მარტი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქუჩა №1 \nშეხვედრაზე დასწრება შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-politikis-kvlevithi-dokumentebis-shemushaveba-konkursi-studentebisthvis/
CATEGORIES:კონკურსები,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/WEB-NEW.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240319T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240319T200000
DTSTAMP:20260422T055232
CREATED:20240313T080649Z
LAST-MODIFIED:20240315T063055Z
UID:10005378-1710874800-1710878400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ონლაინშეხვედრა მწერალ კლოე კორმანთან
DESCRIPTION:19 მარტს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ონლაინშეხვედრა გონკურის პრემიის საქართველოს არჩევანის 2023 წლის ლაურეატთან\, მწერალ კლოე კორმანთან. მწერალს პრემია გადაეცა რომანისთვის  ”Les Presque Sœurs ” („თითქმის დები“). \nკლოე კორმანს საქართველოს ელჩი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაწესებულ პრიზს გადასცემს. \nმწერალი ონლაინ ჩაერთვება საფრანგეთში საქართველოს საელჩოდან\, სადაც უმასპინძლებენ საქართველოს ელჩი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი და ფრანგული რენესანსის საერთაშორისო პრეზიდენტი\, პარიზის ზღვისიქითა მეცნიერებების აკადემიის საპატიო პრეზიდენტი დენი ფადა. \n„ლიგამუსში“ შეხვედრას დაესწრებიან საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი\, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი კამი ნორა\, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკის დირექტორი ნანა ლალიაშვილი\, ქართული უნივერსიტეტების სტუდენტები\, მედიათეკის მკითხველები და  უფროსკლასელები. \nსამუშაო ენები: ქართული\, ფრანგული \nდრო: 19 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/onlainshekhvedra-mtseral-kloe-kormanthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/WEB-BANNER-gonkuris-premia-2.png
END:VEVENT
END:VCALENDAR