BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20240101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240116T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240118T160000
DTSTAMP:20260421T172650
CREATED:20240110T111646Z
LAST-MODIFIED:20240202T102147Z
UID:10001638-1705429800-1705593600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კონფერენცია „ზღვრების გადაკვეთა"
DESCRIPTION:16-18 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის უმაღლესი კვლევების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება სერგო ფარაჯანოვის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია „ზღვრების გადაკვეთა”. \nსაზღვრების გადალახვა და წითელი ხაზების გადაკვეთა სერგო ფარაჯანოვის ცხოვრებისა და ხელოვნების საერთო მახასიათებელია. ის თავად იყო განსხვავებული იდენტობებისა და მიკუთვნებულობების გადაკვეთაზე – თბილისში დაბადებული ეთნიკური სომეხი\, რომელმაც თავისი პირველი მნიშვნელოვანი ფილმი უკრაინაში\, უკრაინული ფოლკლორის მოტივებზე გადაიღო. მისი დანარჩენი სამი მნიშვნელოვანი სრულმეტრაჟიანი ფილმიდან ერთი ეძღვნება საიათნოვას\, სამენოვან თბილისელ სომეხ პოეტს\, მეორე წარმოადგენს ქართული ლიტერატურულად დამუშავებული ლეგენდის თავისებურ ეკრანიზაციას\, ხოლო მესამე – თურქული ლეგენდის გადააზრებას. \nპოსტსტალინურ საბჭოთა კავშირში მისი სოციალური ქცევის სკანდალური ნონკონფორმიზმი და კინოხელოვნების სრულიად განუმეორებელი\, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალური სტილი\, აგებული კოლაჟისა თუ tableu vivant-ის (‘ცოცხალი სურათის’) ესთეტიკაზე\, წარმოადგენდა ასაფეთქებელ ნაზავს\, რომელმაც მძიმე დაღი დაასვა დიდი რეჟისორის ცხოვრებას\, მაგრამ მისი ფილმები გლობალური მნიშვნელობის ნაწარმოებებად აქცია. \nკონფერენციაზე კინოსა და კულტურის ქართველი და საერთაშორისო სპეციალისტები – ჯეიმს სტეფენი\, პატრიკ კაზალი\, თეო ხატიაშვილი\, ქეთი შავგულიძე\, ვერონიკა ჟურავლიოვა\, გიორგი მაისურაძე\, ნიკოლოზ ნადირაშვილი\, ოლგა ბრიუხოვეცკა\, გოგი გვახარია\, ზაალ ანდრონიკაშვილი\, გიგა ზედანია – განიხილავენ ფარაჯანოვის შემოქმედების სხვადასხვა ასპექტს\, რათა უკეთ გამოკვეთონ მისი ხელოვნების უნიკალური ფორმა\, რომელიც მომაჯადოებელ ხასიათს დღემდე ინარჩუნებს. \nსამუშაო ენები: ქართული\, ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი) \nადგილმდებარეობა: \n16 იანვარი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 უდიტორია\, გ. წერეთლის N1 \n17-18 იანვარი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორია\, გიორგი წერეთლის N3 \nდასწრება თავისუფალია. \n2024 წელი \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/konpherentsia-zghvrebis-gadakvetha/
CATEGORIES:კონფერენციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/02/81960.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240118T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240118T190000
DTSTAMP:20260421T172650
CREATED:20240117T102215Z
LAST-MODIFIED:20240227T102438Z
UID:10005370-1705597200-1705604400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სოკრატეს კლუბის დისკუსია “საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებაზე”
DESCRIPTION:18 იანვარს\, 17:00 საათზე\, წიგნის სახლში \,\,ლიგამუსი”\, გაიმართება სოკრატეს კლუბის მიერ ორგანიზებული დისკუსია “საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ოჯახში ძალადობის საქმეზე”. \nდისკუსიაზე განხილული იქნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2023 წლის 11 ივლისს მიღებული გადაწყვეტილება\, ოჯახში ძალადობის საქმეზე. \nსაქმის გარემოებებიდან ირკვევა\, რომ პირმა რამდენჯერმე იძალადა ოჯახის წევრებზე\, არასრულწლოვნების თანდასწრებით. ამ საქმეში პირი ბრალდებულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის შესაბამისად\, რომელიც გულისხმობს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის\, უმწეო მდგომარეობაში მყოფის\, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ\, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას. \nსოკრატეს კლუბი დისკუსიების წარმართვისას იყენებს სოკრატეს მეთოდს\, რომელიც გულისხმობს სასამართლო გადაწყვეტილებებში არსებულ პრობლემურ საკითხებზე კითხვების დასმასა და სიღრმისეულ მსჯელობას. \nსაქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად ოჯახში ძალადობის შემადგენლობისათვის სავალდებულო ერთ-ერთი ელემენტის- ფიზიკური ტკივილის განცდის დადგენა შესაძლებელია\, როგორც თავად დაზარალებულის ჩვენებით\, ასევე\, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით\, რომლებიც მსხვერპლის მიერ ტკივილის განცდის ობიექტურად შეფასების შესაძლებლობას იძლევა. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალადობის ისეთი ფაქტები\, სადაც დაზარალებულის ასაკის\, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით შეუძლებელია მსხვერპლის მიერ განცდილი ტკივილის ვერბალურად გადმოცემა\, დაუსჯელი დარჩებოდა. \nდისკუსიაზე მიმოიხილება ოჯახში ძალადობის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული სამართლებრივი დეტალები\, გაიმართება მსჯელობა უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასა და ოჯახში ძალადობის პრევენციის საკითხებზე. \nმომხსენებლები: \nმადონა მაისურაძე\, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე\nშორენა ლოლაძე\, სამართლებრივი დახმარების პროგრამის დირექტორი\, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) \nმოდერატორი: \nსალომე მალძიგაშვილი- სტუდენტი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა \nდისკუსიას მართავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან თანამშომლობით. \nსამუშაო ენა: ქართული \nთარიღი: 18 იანვარი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი “ლიგამუსი”\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32. \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sokrates-klubis-diskusia-saqarthvelos-uzenaesi-sasamarthlos-2023-tslis-11-ivlisis-gadatsqhvetilebaze/
CATEGORIES:დისკუსიები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/02/3d8133e82d83fbde2e54c47bccdafe7e_81854.png
END:VEVENT
END:VCALENDAR