BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20230101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20231220T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20231220T180000
DTSTAMP:20260421T190616
CREATED:20231218T100622Z
LAST-MODIFIED:20240202T102020Z
UID:10001628-1703091600-1703095200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:"სამხრეთ კავკასიური ენების წარმოშობის დრო და ადგილი: რას გვაძლევს ცოდნა ადამიანთა ძველი საზოგადოებების\, ეკოსისტემებისა და პოპულაციური გენეტიკის შესახებ?"
DESCRIPTION:20 დეკემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება პროფესორ ალექსანდრე გავაშელიშვილის საჯარო ლექცია ქართველურ ენათა წარმოშობის დროისა და ადგილის შესახებ.  \nმომხსენებელი შეაჯამებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტში ინტერდისციპლინური მიმართულებით წლების განმავლობაში განხორციელებული კვლევების შედეგებს\, რომელთაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართველურ ენათა ოჯახის ისტორიისთვის.  \nკვლევის შედეგები გამოქვეყნდა მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში: Scientific Reports (იხ. https://doi.org/10.1038/s41598-023-45500-w). კვლევა ეფუძნება ბაიესური ფილოგენეტიკის (Bayesian phylogenetics) მეთოდოლოგიურ ჩარჩოს და ცდილობს ქართველურ ენათა წარმოშობის ადგილი დაადგინოს: \nა. იმ ცხოველებისა და მცენარეების (შესაბამისად\, მათი გავრცელების არეალის) მიხედვით\, რომელთა სახელები აღდგება წინარე ქართველურ ძირებამდე; \n ბ. წარსული კულტურების გავრცელების ადგილებით; \n გ. წარსულ და არსებულ ადამიანთა პოპულაციების გენეტიკური ვარიაციებით. \nკვლევის შედეგები თანხვდება ამ პრობლემატიკის აქამდელი კვლევის ფართოდ გაზიარებულ ტოპოლოგიას\, თუმცა\, გვთავაზობს უფრო ადრეულ საშუალო გაყოფის თარიღებს; კერძოდ\, სვანური და ქართო-ზანურის დაშორება უნდა მომხდარიყო ადრეული სპილენძის ხანაში\, ხოლო ქართულისა და ზანურის – ადრეული რკინის ხანაში. \nკვლევის მიხედვით ქართველურ ენათა სამშობლოდ მიიჩნევა ადგილი\, რომელიც მოიცავს კოლხურ მყინვარულ რეფუგიუმს.მათი დაყოფა დაკავშირებულია როგორც ტექნოლოგიების გავრცელების სიჩქარესთან სხვადასხვა ლანდშაფტში\, ისე სახელმწიფოს მიერ მართული თემების გაჩენასთან. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 20 დეკემბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია. \nლექციაზე დასწრებას შეძლებთ ზუმის ბმულის საშუალებით https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/81282489645 \n2023 წელი \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/samkhreth-kavkasiuri-enebis-tsarmoshobis-dro-da-adgili-ras-gvadzlevs-tsodna-adamiantha-dzveli-sazogadoebebis-ekosistemebisa-da-populatsiuri-genetikis-shesakheb/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/02/81592.png
END:VEVENT
END:VCALENDAR