BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20210101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211105T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211105T180000
DTSTAMP:20260427T040543
CREATED:20211101T073829Z
LAST-MODIFIED:20240201T113445Z
UID:10000482-1636135200-1636135200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამეცნიერო-საანგარიშო კონფერენცია: მეხსიერების ადგილები და ქართული ნაციონალური იდენტობის სიმბოლური გარემო
DESCRIPTION:5 ნოემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ონლაინ უმასპინძლებს სამეცნიერო-საანგარიშო კონფერენციას „მეხსიერების ადგილები და ქართული ნაციონალური იდენტობის სიმბოლური გარემო“. \nკონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის (N FR17_624) ფარგლებში შესრულებული სამეცნიერო პროექტის კვლევის შედეგები. \nპროექტის დასახელებაა „ქართული ნაციონალური იდენტობა და „მეხსიერების ადგილები“: წარსულის კონსტრუირების დომინანტური და ალტერნატიული პერსპექტივები“. \nჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სხვადასხვა დისციპლინის (ისტორია\, პოლიტიკის მეცნიერებები\, სოციოლოგია\, კულტურის კვლევები\, შედარებითი ლიტერატურისმცოდნეობა) წარმომადგენლები\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა (წამყვანი ორგანიზაცია) და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თანამონაწილე ორგანიზაცია) პროფესორები და ახალგაზრდა მკვლევრები ამ სამეცნიერო პროექტზე 2018-2021 წლებში მუშაობდნენ. \nშესრულებული კვლევების საფუძველზე მიმდინარე წელს დაიბეჭდა საერთაშორისო რეფერირებადი აკადემიური ჟურნალის Caucasus Survey-ს სპეციალური ნომერი Rethinking Memory Sites and Symbolic Realms of Georgian National Identity. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში დასაბეჭდად მზადდება ამავე ნაშრომების ქართულენოვანი კრებული. \nსპეციალურ ნომერსა და კრებულში შემავალი თითოეული ნაშრომი საერთო ინტერდისციპლინურ ჩარჩოში თავსდება და ერთმანეთს ავსებს. ავტორები მათ მიერ განხილულ მეხსიერების ადგილებს ქართული კომპლექსური სიმბოლური გარემოს ინტეგრალურ და ურთიერთდაკავშირებულ სტრუქტურულ ელემენტებად მოიაზრებენ. შესაბამისად\, ცალკეულ ნაშრომებს შორის ბევრი შეხების და გადაკვეთის წერტილია საკვლევი საკითხების\, კონცეპტებისა და თეორიული მიდგომების თვალსაზრისით\, რამაც ქართული საისტორიო ცოდნის\, კოლექტიური მეხსიერებისა და ეროვნული იდენტობის ურთიერთმიმართების საინტერესო სურათი წარმოაჩინა. \nკონფერენციის პროგრამა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3wtc7e1 \nშეხვედრა ჩატარდება დისტანციურად პროგრამა ზუმის მეშვეობით და მასზე დასწრებას შეძლებთ მისამართზე: https://bit.ly/3BA4Tp8 \nასევე უზრუნველყოფილი იქნება პირდაპირი ტრანსლირება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე\, მისამართზე: https://www.facebook.com/Iliauni \nკვლევების შესახებ \nკვლევებში გამოკვეთილია თანამედროვე ქართული ნაციონალიზმის წარმოქმნისა და დინამიკის გარდამტეხი მომენტები მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე. გენეალოგიური პერსპექტივა საშუალებას იძლევა ქართული საზოგადოების კოლექტიური მეხსიერების ფორმირების ეტაპებს დავაკვირდეთ სხვადასხვა პოლიტიკური კონიუნქტურის კონტექსტში: \n\nსაქართველოში რუსეთის იმპერიული მმართველობის პერიოდში ქართული ნაციონალიზმის გენეზისის დროს (მე-19 ს. მეორე ნახევრიდან);\nპირველი რესპუბლიკის\, ერის სახელმწიფოს მშენებლობის მოკლე მონაკვეთში (1918-1921);\nსაბჭოთა პერიოდის რადიკალური და ხშირად ტრავმული ტრანსფორმაციების ხანაში (1921-1991);\nპოსტსაბჭოთა ეპოქაში\, როდესაც კოლექტიური მეხსიერების მორიგი\, ფუნდამენტური რეკონფიგურაციის ყოვლისმომცველი პროცესი დაიწყო.\n\nკონკრეტულად\, ავტორებისა და მომხსენებლების ფოკუსში მოექცა უმნიშვნელოვანესი მეხსიერების ადგილები\, რომლებიც განაპირობებენ ქართული საზოგადოების ისტორიულ ცნობიერებას და კოლექტიურ მეხსიერებას\, მათ შორის: \n\nილია ჭავჭავაძე\, როგორც სიმბოლური ფიგურა და მეხსიერების ადგილი;\nქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონი;\nსტალინის ძეგლები\, როგორც კონფლიქტური მეხსიერების ადგილები;\nთბილისის\, როგორც ქართული ნაციონალური იდენტობისა და კულტურული მეხსიერების სიმბოლური არე;\nდავით IV აღმაშენებლის და დიდგორის ბრძოლის ნარატივი\, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ ისტორიული წარმოდგენების წყარო;\nეროვნული იდენტობისა და მეხსიერების ადგილების კონსტრუირება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში მცხოვრებ ქართველ იმიგრანტებში.\n\nდრო: 5 ნოემბერი\, 18:00-20:30 საათი \nფორმატი: დისტანციური\, პლატფორმა ზუმის საშუალებით მისამართზე https://bit.ly/3BA4Tp8 \n2021 წელი \n  \n  \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sametsniero-saangarisho-konpherentsia-mekhsierebis-adgilebi-da-qarthuli-natsionaluri-identobis-simboluri-garemo/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/11/62714.png
END:VEVENT
END:VCALENDAR