BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20210101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20210315T113100
DTEND;TZID=Asia/Dubai:20210315T113100
DTSTAMP:20260429T130620
CREATED:20210315T073000Z
LAST-MODIFIED:20240201T114204Z
UID:10000639-1615807860-1615807860@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გოტინგენის უნივერსიტეტის ერთობლივი საერთაშორისო კურსი: აკადემიური წერის გამოცდილება დისტანციურ ფორმატში
DESCRIPTION:ღონისძიება ორგანიზებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის მიერ\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრთან და გოტინგენის გეორგ აუგუსტის უნივერსიტეტის წერის საერთაშორისო ლაბორატორიასთან (IWLUGOE) თანამშრომლობით. \nაკადემიური წერის დარგში თანამშრომლობით პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრებს\, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს. მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა 15. სამუშაო ენაა ინგლისური. კონკურსში მონაწილეობისთვის განიხილებიან მხოლოდ ის პირები\, ვისაც ინგლისურ ენაში აქვს მინიმუმ B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი. \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გოტინგენის უნივერსიტეტის გაერთიანებული საერთაშორისო აუდიტორია: აკადემიურ წერაში პარტნიორობის საერთაშორისო გამოცდილება \nრას გულისხმობს აკადემიურ წერაში პარტნიორობა? \nერთი სემესტრის განმავლობაში\, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი\, განსხვავებული კულტურული გამოცდილების მქონე და და სხვადასხვა დისციპლინის შემსწავლელი 2-4 სტუდენტი ერთობლივად მუშაობს ჯგუფის მიერვე შერჩეულ აკადემიური წერის პროექტზე. დასაშვებია მუშაობა როგორც აკადემიურ ესეიზე\, ისე სხვადასხვა ჟანრის ტექსტებზე\, მაგალითად ანგარიშზე ან აკადემიურ ბლოგზე. 2021 წლის ზაფხულის სემესტრში დაგეგმილია გოტინგენის გეორგ აუგუსტის უნივერსიტეტისა (გერმანია) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (საქართველო) სტუდენტების ერთობლივი მუშაობა დისტანციური თანამშრომლობითი ინტერკულტურული სასწავლო (Collaborative Online Intercultural Leaning/ COIL) აქტივობის ფარგლებში. \nრას ისწავლით? \nთქვენს პარტნიორებთან ერთად გაეცნობით აკადემიური წერის სასარგებლო ტექნიკებს. საერთო წერით პროექტზე მუშაობა საშუალებას მოგცემთ მეტი შეიტყოთ სხვადასხვა ტიპის ტექსტებზე\, ტექსტის აგებაზე\, სტილზე\, ლიტერატურის მითითებასა და პარაფრაზირებაზე. წერის პროცესის ყველა ეტაპზე დაგეხმარებიან ტუტორები. \nასევე გაიცნობთ განსხვავებული კულტურის წარმომადგენელ სტუდენტებს\, რომლებთან ერთად მუშაობის დროსაც შეძლებთ რეფლექსირებას თქვენს საკუთარ გამოცდილებაზე. ეს დაგეხმარებათ კულტურათშორისი უნარ-ჩვევების განვითარებაში. \nამასთანავე\, უფრო ღრმად გაიაზრებთ სხვა ქვეყნებისა და კულტურების წერითი ტრადიციებს. თუმცა\, უპირველეს ყოვლისა\, ეს აქტივობა საკუთარ წერის პროცესზე რეფლექსირებასა და მის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. პროექტის დასრულების შემდეგ მიიღებთ სერტიფიკატს\, რომელშიც მითითებული იქნება თქვენს მიერ შესრულებული სამუშაო და გამომუშავებული უნარები. \nროგორ დაიწყებთ მუშაობას? \nპირველი ორი დისტანციური სამუშაო შეხვედრა\, რომლებიც 2021 წლის აპრილში ჩატარდება\, ერთმანეთის გაცნობაში\, პარტნიორების არჩევასა და ტექსტის თემის შერჩევაში დაგეხმარებათ. ამ სემესტრის ზოგადი თემაა: \,\,ცხოვრება ახალი კორონავირუსის შემდგომ სამყაროში: საით მივდივართ?“\, მაგრამ შეგიძლიათ სხვა თემებიც აირჩიოთ. სამუშაო შეხვედრებზე მიიღებთ ცოდნას წერის პროცესის\, მისი ორგანიზებისა და პროცესზე რეფლექსირების შესახებ. \nროგორ განაგრძობთ მუშაობას? \nსაწყისი შეხვედრების შემდეგ\, წერითი პროექტის დასასრულებლად ორთვიანი პერიოდი გაქვთ. ამ დროის განმავლობაში მოსაზრებებს გაუზიარებთ პარტნიორებს და მიიღებთ უკუკავშირს მათგან.  უკუკავშირს წინასწარ ჩანიშნული დისტანციური შეხვედრების დროს ასევე მიიღებთ ტუტორებისგან. \nროგორია მუშაობის გრაფიკი? \n10-15 აპრილი: წინასწარ მუშაობა ინდივიდუალურ დავალებებზე \n17 აპრილი\, 13.00-17.00: პირველი\, საწყისი სამუშაო შეხვედრა \n18-22 აპრილი: წერითი პროექტის პირველ ვარიანტზე მუშაობა \n24 აპრილი\, 13.00-17.00: მეორე საწყისი შეხვედრა \n25 აპრილი-18 ივნისი: თანამშრომლობითი მუშაობა სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელი სტუდენტებისგან დაკომპლექტებულ ჯგუფებში; ორ კვირაში ერთხელ რეგულარული დისტანციური შეხვედრები ტუტორებთან. \n19 ივნისი\, 13.00 – 17.00: დამასრულებელი დისტანციური სამუშაო შეხვედრა \nრა მოეთხოვებათ მონაწილეებს? \nროგორც პროექტის მონაწილეს\, მოგეთხოვებათ: \nა) დავალების მომზადება პირველ საწყის შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე; \nბ) მინიმუმ სამ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა; \nგ) სემესტრის განმავლობაში თქვენს ჯგუფთან მუშაობა (ჯგუფთან და ტუტორთან ორ კვირაში ერთხელ შეხვედრა)\, წერითი პროექტის (წინასწარი) ვარიანტების რეგულარულად წარდგენა. \nროგორ მივიღო მონაწილეობა? \nდაინტერესების შემთხვევაში\, გადადით ამ ბმულზე და დარეგისტრირდით   2021 წლის 10 აპრილამდე. ამის შემდეგ მიიღებთ დამატებით ინსტრუქციებსა და პირველ დავალებას. \nინფორმაცია ინსტრუქტორების/ტუტორების შესახებ\, რომლებიც გაუძღვებიან კურსს: \nდოქტ. ელა გრისჰამერი  2008 წლიდან ასწავლის აკადემიურ წერას. ამჟამად იგი გოტინგენის უნივერსიტეტის წერის საერთაშორისო ლაბორატორიას (International Writing Lab) ხელმძღვანელობს. \nდოქტ. მელანი ბრინკშულტე 2001 წლიდან ასწავლის აკადემიურ წერასა და გამოყენებით ლინგვისტიკას. იგი გოტინგენტის უნივერსიტეტის წერის საერთაშორისო ლაბორატორიაში ძირითადი კომპეტენციებისა და კულტურათშორისი ინტერაქციის მიმართულებას\, კულტურათშორის სწავლებასა და გერმანულის\, როგორც უცხო/მეორე ენის დეპარტამენტს უძღვება. \nანეტ მუდო (M.A.) გოტინგენის უნივერსიტეტის წერის საერთაშორისო ლაბორატორიის მასწავლებელი და კონსულტანტია. 2012 წლიდან ერთობლივი აკადემიური წერის დარგში  იგი შერეული სწავლისა და სწავლის მართვის სისტემებს  (LMS) იყენებს. \nარ გამოტოვოთ შესაძლებლობა\, მიიღოთ კულტურათშორისი გამოცდილება\, რომელსაც  აკადემიური წერის დარგში პარტნიორობის პროექტი გთავაზობთ! \n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universitetisa-da-gotingenis-universitetis-erthoblivi-saerthashoriso-kursi-akademiuri-tseris-gamotsdileba-distantsiur-phormatshi/
CATEGORIES:კონკურსები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/03/59732.png
END:VEVENT
END:VCALENDAR