BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20200101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200226T133700
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200226T133700
DTSTAMP:20260502T144627
CREATED:20200226T093715Z
LAST-MODIFIED:20240201T115158Z
UID:10000858-1582724220-1582724220@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კრებულის „შედარებითი ლიტერატურის კრებული 2. შავი ზღვა როგორც ლიტერატურული და კულტურული სივრცე“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:28 თებერვალს\, პარასკევს\, 18:00 საათზე\, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი და კვლევითი ცენტრი „რომანული ურთიერთგაგება. ინტერტექსტუალური დიალოგი“ გიწვევთ კრებულის „შედარებითი ლიტერატურის კრებული 2. შავი ზღვა როგორც ლიტერატურული და კულტურული სივრცე“ პრეზენტაციაზე. \nკრებულში შესულია ქართველი და უცხოელი მეცნიერების 30-ზე მეტი სტატია ქართულ\, ფრანგულ\, ინგლისურ ენებზე. ის აერთიანებს 2018 წლის ოქტომბერში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით გამართული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალებს. \nკრებულის რედაქტორები არიან: მზაღო დოხტურიშვილი\, ბელა წიფურია\, ალექსი ნუსელოვიჩი\, ზაალ ანდრონიკაშვილი \nშავი ზღვა როგორც ლიტერატურული და კულტურული სივრცე  \nშედარებითი ლიტერატურის მოწოდებაა\, გათავისუფლდეს ეროვნული ნიშნით დაყოფისაგან\, მაგრამ მან ეს ხანგრძლივი გზის გავლის შემდეგ იტვირთა. საწყის ეტაპზე იცავდა და ადარებდა ეროვნული ლიტერატურული ტრადიციებისაგან შედგენილ ერთობლიობებს\, რომლებიც ერთმანეთისგან ენებით იყო გამოყოფილი. მხოლოდ მეორე ეტაპზე\, ახლახანს\, გათავისუფლდა ამ შეზღუდვებისგან და უფრო მეტად დაინტერესდა ფორმებისა და იდეების ცირკულაციითა და გადაცემით. ეს ერთგვარი ტრანსნაციონალური პერსპექტივაა\, რომელიც\, დაეყრდნობა რა ახალ მეთოდოლოგიას\, კიდევ უფრო შორს შეიძლება წავიდეს\, თუ დაისახავს პოსტ-ტრანსნაციონალურ მიზანს. \nამ განახლების ცნებით ინსტრუმენტებს შორის ფიგურირებს „ლიტერატურული სივრცის“ კონცეპტი\, რომელიც შთაგონებულია დეტერიტორიალიზაციის დელეზისეული ნააზრევითა და ლიტერატურის თეორიის სხვადასხვა ნაშრომით. ლიტერატურული სივრცე\, რომელიც მოიაზრება გეოგრაფიისა და ისტორიის გადაკვეთაზე\, მოიცავს მრავალ ლიტერატურასა და მრავალ ენას რეგიონულ თუ ეროვნულ დონეზე\, რომლებსაც ერთმანეთთან აახლოებს განხილული თემების\, გადმოცემული დისკურსებისა თუ გამოყენებული ფორმების გაზიარება. ამის მაგალითებს გვთავაზობს კარიბი\, ხმელთაშუა ზღვა თუ ბალკანეთი\, რომელთაგან პირველმა ორმა უკვე ისარგებლა ამგვარი ხედვით. \nშავი ზღვა და მისი აუზის ექვსი ქვეყანა (საქართველო\, თურქეთი\, ბულგარეთი\, რუმინეთი\, უკრაინა\, რუსეთი)\, მისი მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქები\, მისი კულტურული მრავალფეროვნება და მისი ისტორია\, რომელიც ანტიკური ხანიდან იწყება\, შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა იმისათვის\, რომ ჩვენ ის ამ პერსპექტივაში შევისწავლოთ. \nწინამდებარე კრებულში გამოქვეყნებულია კვლევის პირველ ეტაპზე თბილისში\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში\, 2018 წლის ოქტომბერში შოთა რუსთველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით გამართული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შავი ზღვა როგორც ლიტერატურული და კულტურული სივრცე მასალები\, რომლებიც წარმოადგენს ინტერდისციპლინურ კვლევებს დიაქრონიასა და სინქრონიაში შემდეგი სამი მიმართულებით: შავი ზღვა როგორც ლიტერატურული სივრცე და ნაციონალური /კულტურული იდენტობის ფორმირება; შავი ზღვის სივრცის რეპრეზენტაცია რელიგიურ-მითოლოგიურ და ისტორიულ ტექსტებში; შავი ზღვის კულტურული სემანტიკა – ლიტერატურული სივრცე და იმპერიული მემკვიდრეობა. \n  \nდრო: 28 თებერვალი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/krebulis-shedarebithi-literaturis-krebuli-2-shavi-zghva-rogorts-literaturuli-da-kulturuli-sivrtse-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/02/56261.png
END:VEVENT
END:VCALENDAR