BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20200101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200117T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200117T150000
DTSTAMP:20260503T040642
CREATED:20200109T164243Z
LAST-MODIFIED:20240201T115444Z
UID:10000922-1579273200-1579273200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დონელა მედოუსის წიგნის „სისტემებით აზროვნება – საწყისები“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:17 იანვარს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება დონელა მედოუსის წიგნის „სისტემებით აზროვნება – საწყისები“ პრეზენტაცია. წიგნი ითარგმნა და გამოიცა ილიაუნისა და „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ ერთობლივი ძალისხმევით. \nეს არის პოპულარული შესავალი სისტემებით აზროვნებისა და სისტემური დინამიკის თანამედროვე მიმართულებაში\, რომელიც სულ უფრო აქტუალური ხდება მდგრადი განვითარების\, კლიმატური თუ სხვა გლობალური პრობლემების კვლევებში\, დაგეგმვაში. გამოცემა N1 ბესტსელერია ამაზონის (Amazon) სისტემების თეორიაში\, ბესტსელერი იყო ბიზნესის მიმართულებითაც. ის სახელმძღვანელოდ გამოიყენება მსოფლიოს ბევრ წამყვან უნივერსიტეტში\, მათ შორის ილიაუნიში. \nწიგნი აღწერს ჩვენ გარშემო მოქმედი ფიზიკური\, ეკოლოგიური\, სოციალური\, ეკონომიკური თუ პოლიტიკური სისტემებისთვის დამახასიათებელ სისტემურ სტრუქტურებს და მარტივ უკუკავშირებს\, რაც სისტემების რთულ და ხშირად მოულოდნელ ქცევას განაპირობებს. ის გვეხმარება\, მოვლენებს მიღმა დავინახოთ ქცევები; ქცევებს მიღმა კი – მათი განმაპირობებელი სტრუქტურები და გაუმჯობესების ძალისხმევა სწორედ ამ სისტემურ სტრუქტურებზე მივმართოთ. თავისი მრავალფეროვანი თემატიკითა და მაგალითებით გამოცემა ეხმაურება საზოგადოებრივ-პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცხოვრების არაერთ აქტუალურ საკითხს და საყურადღებოა მკითხველთა ფართო წრისათვის სამეცნიერო-აკადემიური\, საჯარო\, არასამთავრობო თუ კერძო სექტორებიდან. განსაკუთრებით მათთვის\, ვისაც აინტერესებს სისტემური\, ინტერდისციპლინური\, მდგრადი განვითარების საკითხები. \nპრეზენტაციაზე წიგნს მოკლედ მიმოიხილავს თარგმანის სამეცნიერო რედაქტორი მურმან მარგველაშვილი. კონკრეტულ სისტემათა მაგალითების განხილვა მკითხველს გაუადვილებს წიგნის გაცნობას და ინტერესების შესაბამისად გამოყენებას. დასასრულ გაიმართება დისკუსია სისტემური მიდგობის პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობებზე. \nდრო: 17 იანვარი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/donela-medousis-tsignis-sistemebith-azrovneba-satsqhisebi-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/01/55750.png
END:VEVENT
END:VCALENDAR