BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20190101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190613T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190613T110000
DTSTAMP:20260504T055705
CREATED:20190531T132431Z
LAST-MODIFIED:20240201T121055Z
UID:10001197-1560423600-1560423600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა კაზიმირ ვიელკის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან
DESCRIPTION:13 ივნისს\, 11:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A203 აუდიტორიაში გაიმართება პოლონეთის კაზიმირ ვიელკის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა\, რომელსაც გაუძღვება უნივერსიტეტის პროფესორი აგნეშკა რიპელი. \nშეხვედრაზე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ\, სახალისო მეთოდით დაეუფლონ პოლონური ენის საბაზისო ელემენტებს\, ასევე მიიღონ ინფორმაცია პოლონური კულტურისა და პოლონეთის უნივერსიტეტებში გაცვლითი პროგრამების შესახებ. \n  \nდრო: 13 ივნისი\, 11:00 საათი \nადგილმდებარეობა: A203 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nრეგისტრაციისათვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/UTy3t89JQNT6Jde76 \nდასწრება თავისუფალია. \n\n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-kazimir-vielkis-universitetis-tsarmomadgenlebthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/52453.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190613T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190613T150000
DTSTAMP:20260504T055705
CREATED:20190612T122444Z
LAST-MODIFIED:20240201T121013Z
UID:10001194-1560438000-1560438000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია „საქართველოს მთის კურორტების განვითარება და გამოწვევები“
DESCRIPTION:13 ივნისს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ოთხივე კურსის დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ ეკონომიკის მინისტრის მრჩევლის\, ალექსანდრე ონოფრიშვილის საჯარო ლექციაზე: „საქართველოს მთის კურორტების განვითარება და გამოწვევები“. \nშეხვედრაზე დასწრების მსურველებმა 13 ივნისს\, 12:00 საათამდე\, უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია: https://forms.gle/QvGQdvtJcEc9zzbk7 \n*პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. \nშეგახსენებთ\, რომ სასტიპენდიო კონკურსის მონაწილეებმა ელექტრონული რეგისტრაციის გარდა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შეხვედრის დაწყებისას და დასრულებისას\, რისთვისაც საჭიროა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. \nსტიპენდიის კონკურსში მონაწილეთათვის რეგისტრაციის დაწყების დრო: 14:50 საათი \nლექციის დრო: 13 ივნისს\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 405 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-saqarthvelos-mthis-kurortebis-ganvithareba-da-gamotsvevebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/06/52645.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190613T151900
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190613T151900
DTSTAMP:20260504T055705
CREATED:20190613T111942Z
LAST-MODIFIED:20240201T121011Z
UID:10001192-1560439140-1560439140@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ჩემპიონატი ძიუდოში – 2019
DESCRIPTION:27 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი ატარებს შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატს ძიუდოში. \nშეჯიბრება გაიმართება 60\, 66\, 73\, 81\, 90\, 100\, +100 კგ. წონით კატეგორიებში\, ძიუდოს საერთაშორისო წესების შესაბამისად\, დამამშვიდებელი ორთაბრძოლების გარეშე. წონაში დაშვება – 2 კგ. \nტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს. \nსაპრიზო ადგილებზე გასულ სტუდენტებს გადაეცემათ შესაბამისი თასი\, მედლები და სიგელები. \nდაინტერესების შემთხვევაში\, გთხოვთ შეავსოთ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/ncNQZvDf2HGw7Y487 \nრეგისტრაციის ბოლო ვადაა 25 ივნისი. \n\nსაკონტაქტო ინფორმაცია \nტელ.: 514778989; 032 2 220009 (270) \nმის.: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5\, ოთახი F105 \nFacebook-გვერდი: https://www.facebook.com/iliaunistudentaffairs/ \nელფოსტა: student.affairs@iliauni.edu.ge \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-chempionati-dziudoshi-2019/
CATEGORIES:სპორტული ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/06/52671.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190613T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190613T180000
DTSTAMP:20260504T055705
CREATED:20190612T121413Z
LAST-MODIFIED:20240201T121053Z
UID:10001195-1560448800-1560448800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ შიბაშიჰ გირის საჯარო ლექცია: „ენდროგენული ღეროვანი უჯრედები და ინდუცირებული პლურიპოტენტური უჯრედები კვლევასა და თერაპიაში: არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები“
DESCRIPTION:13 ივნისს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება პროფესორ შიბაშიჰ გირის საჯარო ლექცია: „ენდროგენული ღეროვანი უჯრედები და ინდუცირებული პლურიპოტენტური უჯრედები კვლევასა და თერაპიაში: არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები“. \nთემის მოკლე მიმოხილვა \nორგანოების რეგენერაციის თვალსაზრისით ენდოგენული ღეროვანი უჯრედების აქტივაცია ალოგენური/ავტოლოგური ღეროვანი უჯრედების გადანერგვასთან შედარებით უფრო ეფექტური და დახვეწილი მეთოდია. ბუნებრივია\, ადგილობრივი ენდოგენული უჯრედები აქტიურად მონაწილეობენ დაზიანებული უჯრედების/ქსოვილის/ორგანოების აღდგენაში\, რაც რეგენერაციული მედიცინისთვის პერსპექტიულ და წარმატებულ პლატფორმას წარმოადგენს. ფაქტობრივად\, ლოკალური ენდოგენური უჯრედები ორგანოს რეგენერირების მეტი უნარით ხასიათდება. ყველა ორგანოს საკუთარი ლოკალური ენდოგენური უჯრედები აქვს\, რომლებიც\, ჩვეულებრივ\, პასიურ მდგომარეობაში არიან\, თუმცა აქტიურდებიან ორგანოს რეგენერაციის საჭიროების შემთხვევაში. ლოკალური ორგანოს რეგენერაციის მიზნით ენდოგენური უჯრედების იდენტიფიკაცია და აქტივაცია მნიშვნელოვანი გამოწვევაა  ღეროვანი უჯრედების კვლევასა და თერაპიაში. ადამიანის სხვადასხვა ორგანოს\, მაგალითად\, კანის გულის\, ტვინის\, ღვიძლის და თირკმლის ენდოგენური ღეროვანი უჯრედების იდენტიფიკაცია და მათი რეგერენაციული პოტენციალის აღწერა in vitro და (ცხოველის ორგანიზმის შემთხვევაში) in vivo მოდელებში\, ასევე კლინიკის პირობებში\, ჩვენი კვლევისა და თერაპიის მთავარი თემაა. იმუნური სისტემის მსგავსად\, ენდოგენური ღეროვანი უჯრედების სისტემებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ ამა თუ იმ ორგანოს რეგენერაციაში. ცხოვრების თანამედროვე სტილი აფერხებს ენდოგენური ღეროვანი უჯრედების სისტემების რეგენერაციულ პოტენციალს. ორგანოების რეგენერაციის არაერთი შემთხვევა გაანალიზდა\, რაც ცხოვრების სტილის ცვლილებას (გაჯანსაღებას) ითვალისწინებდა. შესაბამისად\, წინამდებარე კვლევის ძირითად ფოკუსს ენდოგენური ღეროვანი უჯრედების მნიშვნელოვანი როლის შესწავლა წარმოადგენს. ორგანოთა დეგენერაციის პრევენციისა და ამ ტიპის დაავადებათა შეძენის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ენდოგენური ღეროვანი უჯრედების სისტემის სათანადო გაფრთხილება და ჯანსაღი ცხოვრების სტილის დაცვა. \nმომხსენებლის შესახებ \nდოქტორი შიბაში გირი ლაიფციგის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ბიოსამედიცინო და ბიოტექნოლოგიური ცენტრის გამოყენებითი ღეროვანი უჯრედების ბიოლოგიისა და უჯრედული ტექნოლოგიების ხელმძღვანელის მოადგილე და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკის პლასტიკური ქირურგიის დეპარტამენტის ხელის მტევნის ქირურგია. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 13 ივნისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორიაში (გ. წერეთლის ქ. N1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-shibashih-giris-sajaro-leqtsia-endrogenuli-gherovani-ujredebi-da-indutsirebuli-pluripotenturi-ujredebi-kvlevasa-da-therapiashi-arsebuli-gamotsvevebi-da-samomavlo-perspeqtivebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/06/52644.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190613T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190613T190000
DTSTAMP:20260504T055705
CREATED:20190219T103426Z
LAST-MODIFIED:20240201T121009Z
UID:10001191-1560452400-1560452400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამეცნიერო კაფე: „ანტიკური მითოსი და თანამედროვე ადამიანი“
DESCRIPTION:13 ივნისს\, 19:00 საათზე\, ვაკის მედიათეკაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლევან ბერძენიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას „ანტიკური მითოსი და თანამედროვე ადამიანი“. \nთემის მოკლე აღწერა\n\nანტიკური მითოსი დღემდე პირდაპირ და არაპირდაპირ უზარმაზარ გავლენას ახდენს ადამიანზე. პირდაპირ გავლენაში იგულისხმება ანტიკური მითების დღევანდელი სიცოცხლე. ხაზი გაესმება იმ ფაქტს\, რომ ჩვენმა თანამემამულეებმა გაცილებით უკეთ იციან ანტიკური მითოსის სამყარო\, ვიდრე საკუთრივ ქართული მითოლოგია. მომხსნებელი ცალკე განიხილავს ქართულ კვალს ძველ ბერძნულ მითოლოგიაში. გააანალიზებს ქართულ სამყაროსთან დაკავშირებულ ისეთ მითოსურ ფიგურებს\, როგორებიცაა მედეა\, აიეტი\, აფსირტოსი\, პასიფაე\, კირკე\, არიადნე\, ფედრა\, მინოტავრი. \nმოხსენებაში განხილული იქნება: ა) ბედისწერის ქალღმერთების\, მოირების (კლოთო\, ლაქესისი და ატროპოსი) მითოსის გავლენა თანამედროვე ადამიანის მიერ საკუთარი ბედის გაგებასა და კონსტრუირებაზე; ბ) ოდისევსის\, როგორც უნივერსალური მითოსური ფიგურის\, გავლენა თანამედროვე ადამიანის გაზრდილ მობილობაზე; გ) ოიდიპოსის მითის ფუნდამენტურ მნიშვნელობაზე\, მათ შორის\, ფროიდის ინტერპრეტაციაზე; დ) მითოსის უნივერსალურ ფორმულაზე\, რომელიც კლოდ ლევი-სტროსმა შეიმუშავა.\nანტიკური მითების არაპირდაპირ გავლენაში იგულისხმება მითოსური სახეების\, მითოსური დისკურსისა და მითოსური იერარქიის გაძლიერებული პენეტრაცია თანამედროვე აზროვნებაში ხელოვნების ძეგლების\, განსაკუთრებით\, მხატვრული ლიტერატურის დიდი შედევრების მეშვეობით. ყურადღება მიექცევა ბორხესისეული ოთხი სიუჟეტის ანტიკურ მითოსურ წარმომავლობასა და პოსტმოდერნისტული მხატვრული პრაქტიკის ანტიკურ მითოსურ საფუძვლებს. განხილული იქნება ჯეიმზ ჯოისის\, უილიამ ფოლკნერის\, ალბერ კამიუს\, ჟან-პოლ სარტრისა და სხვა მწერლების ნაწარმოებები. განსაკუთრებით გაესმება ხაზი მითოსის მნიშვნელობის ზრდას ოცდამეერთე საუკუნეში და აშკარა ახალ კავშირს\, ერთი მხრივ\, თანამედროვე დემოკრატიის მრავალპარტიულობასა და პლურალიზმსა და\, მეორე მხრივ\, ანტიკური სამყაროს პოლითეიზმსა და მორალის რელატივიზმს შორის. ცალკე იქნება განხილული რამდენიმე თანამედროვე მწერლის მცდელობა\, ხელახლა შექმნას მითოსი და ამოავსოს ის უფსკრული\, რომელიც ანტიკურობასა და თანამედროვეობას შორის არსებობს (ჯულიან ბარნსი\, ჯონ-მაქსველ კუტზეე). \nმომხსენებლის შესახებ \nლევან ბერძენიშვილმა 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის განყოფილება. 1978-1984 და 1987-1993 წლებში მუშაობდა თბილისისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. 1978 წელს მონაწილეობა მიიღო იატაკქვეშეთში რესპუბლიკური პარტიის ჩამოყალიბებაში. 1984-87 წლებში მოიხადა სასჯელი მორდოვეთის პოლიტიკურ ბანაკში. 1990 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია არისტოფანეს შემოქმედებაზე. 1994-1997 წლებში მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამაში. 1998-2004 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი. 2004-2008 და 2012-2016 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. მუშაობდა მოწვეულ პროფესორად რამდენიმე უნივერსიტეტში. 2015 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის პროფესორია. \nდრო: 13 ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ვაკის პარკი\, მედიათეკა \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sametsniero-kaphe-antikuri-mithosi-da-thanamedrove-adamiani/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50517.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190613T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190613T190000
DTSTAMP:20260504T055705
CREATED:20190606T123725Z
LAST-MODIFIED:20240201T121005Z
UID:10001190-1560452400-1560452400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:თეო ხატიაშვილის წიგნის „ფარაჯანოვი“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:13 ივნისს\, 19:00 საათზე\, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ლიტერატურული კლუბი გეპატიჟებათ თეო ხატიაშვილის წიგნის „ფარაჯანოვი“ პრეზენტაციაზე. \nგამოცემა „ილიაუნის გზამკვლევის“ სერიაში გამოვიდა და ეს არის სერგო ფარაჯანოვის\, მითიური საბურველით მოცული პიროვნებისა და შემოქმედის\, მთლიანობაში აღქმის\, თავად ფარაჯანოვის\, როგორც ხელოვნების ნაწარმოების\, გამოკვეთის წარმატებული მცდელობა. \nწიგნი ასევე მოიცავს ფარაჯანოვის ოთხი ფილმის სტილისტურ ანალიზს და მიმოიხილავს პოლიტიკურ ფონს\, როგორც საბჭოთა კავშირის რეპრესიულ გარემოს\, ასევე მე-20 საუკუნის 90-იანი წლების ეროვნული მოძრაობის პერიოდში შექმნილ ნაციონალისტურ შეუწყნარებლობას\, რომელიც უშუალოდ შეეხო სერგო ფარაჯანოვს. \nთეო ხატიაშვილის ეს ნაშრომი მნიშვნელოვანია იმითაც\, რომ ითვალისწინებს უშიშროების არქივში დაცულ საიდუმლო დოკუმენტაციას ფარაჯანოვის შესახებ\, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ გახდა ხელმისაწვდომი. \nწიგნს ავტორი\, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი\, თეო ხატიაშვილი წარადგენს. \n  \nდრო: 13 ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/theo-khatiashvilis-tsignis-pharajanovi-prezentatsia-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/06/52541.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190613T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190613T200000
DTSTAMP:20260504T055705
CREATED:20190612T133609Z
LAST-MODIFIED:20240201T121003Z
UID:10001189-1560456000-1560456000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ალფონსო კუარონის ფილმის „დედაშენიც ასევე“ ჩვენება და დისკუსია
DESCRIPTION:ხუთშაბათს\, 13 ივნისს\, 20:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში სტუდენტური კინოკლუბი CinExpress წარმოგიდგენთ მექსიკელი რეჟისორის\, ალფონსო კუარონის ე. წ.\, Road Movie-ის\, „დედაშენიც ასევე“ (Y Tu Mama Tambien). \nორი ახალგაზრდა მეგობარი უფროს ქალთან ერთად გადაწყვეტს თავგადასავლების საძიებლად მოგზაურობას. \nჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია. \nრეჟისორი: ალფონსო კუარონი \nწელი: 2001 \nხანგრძლივობა: 1 საათი\, 46 წუთი \nგახმოვანება: ორიგინალი\, ინგლისური სუბტიტრებით \n  \nდრო: 13 ივნისი\, 20:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/alphonso-kuaronis-philmis-dedashenits-aseve-chveneba-da-diskusia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/06/52650.png
END:VEVENT
END:VCALENDAR