BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20190101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190329T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190329T120000
DTSTAMP:20260504T101908
CREATED:20190308T165939Z
LAST-MODIFIED:20240202T102101Z
UID:10001426-1553860800-1553860800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მრავალპროფილური დასაქმების ფორუმი
DESCRIPTION:2019 წლის მარტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება მარი ბურდულის სახელობის დასაქმების თვე\, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია პროფილური დასაქმების ფორუმები სხვადასხვა მიმართულებით და დასაქმებასთან დაკავშირებული ღონისძიებები\, ვორკშოპები და შეხვედრები. \nდასაქმების თვის ფარგლებში დაგეგმილ ფორუმებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის\, კურსისა და მიმართულების სტუდენტებს\, ასევე კურსდამთავრებულებს. \n29 მარტს\, 12:00-დან 15:00 საათამდე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 საკონფერენციო დარბაზში გაიმართება მრავალპროფილური დასაქმების ფორუმი\, რომელშიც დამსაქმებლის სტატუსით წარმოდგენილი იქნებიან შემდეგი ორგანიზაციები: \n\nGeorgian Water & Power – GWP\n\nვაკანსიები: ინჟინერი\, ადმინისტრაციული ასისტენტი\, შესყიდვების სპეციალისტი\, HR სპეციალისტი \nვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის\, ასევე კურსდამთავრებულებისთვის. \n\nთელასი\n\nვაკანსიები: ენერგეტიკა \nვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო\, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების სტუდენტებისთვის. \n\nსაქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი\n\nვაკანსიები: იურისტი\, ბუღალტერი\, მარკეტინგი \nვაკანსიები საინტერესოა საბაკალავრო\, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის. \n\nსოციალური მომსახურების სააგენტო\n\nვაკანსიები: გაყიდვები\, ლოჯისტიკა\,სამომხმარებლო სფერო \nვაკანსიები საინტერესოა საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის\, ასევე კურსდამთავრებულებისთვის. \n\nსაჯარო სამსახურის ბიურო\n\nვაკანსიები: ინფორმაციას გავავრცელებთ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით \nვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო\, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების სტუდენტებისთვის\, ასევე კურსდამთავრებულებისთვის. \n\nრეკრუტირების და კადრების შერჩევის კომპანია – Georgian Service\n\nვაკანსიები: სხვადასხვა \nვაკანსიები საინტერესოა საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურების სტუდენტებისთვის. \n\nEvolution Gaming\n\nვაკანსიები: Legal counsel\, Make-up artist\, Engineer\, Internal Communications\, specialist\, Card Inspector\, Equipment Support Specialist\, Game presenter (English\, Russian and/or Turkish speaking) etc. \nვაკანსიები საინტერესოა საბაკალავრო\, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების სტუდენტებისთვის\, ასევე კურსდამთავრებულებისთვის. \n\nრეკრუტირების და კადრების შერჩევის კომპანია – ეიჩარ პარტნერსი\n\nვაკანსიები: ბუღალტერი\, მენეჯერი \nვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის\, სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. \n\nდასაქმების სააგენტო – ჯობლინკი\n\nვაკანსიები: გაყიდვები\, მარკეტინგი\, ადმინისტრაცია\, ლოჯისტიკა\, შესყიდვები \nვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის\, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. \n\nადამიანური რესურსები ბიზნესისთვის\n\nვაკანსიები: გაყიდვების მენეჯერი\, პრექტის მენეჯერი\, რეკრუტერი \nვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. \n\nთეგეტა მოტორსი\n\nვაკანსიები: პროექტი „დაიწყე კარიერა თეგეტა მოტორსში“ \nვაკანსიები საინტერესოა სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. \n\nლუდის მწარმოებელი კომპანია – გლობალ ბიერ ჯორჯია (აისი)\n\nვაკანსიები: გაყიდვების ანალიტიკოსი\, შესყიდვები\, ბრენდ მენეჯერი\, საწყობის მენეჯერი \nვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის\, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. \n\nმულტიპლატფორმული სისტემა – ჯიჯი\n\nვაკანსიები: გაყიდვები\, მარკეტინგი\, იურისტი \nვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის\, ასევე კურსდამთავრებულებისთვის. \n\nსამშენებლო ტექნიკის სავაჭრო საერთაშორისო კომპანია „ბორუსან მაქინა“ (CAT)\n\nვაკანსიები: გაყიდვები\, ბუღალტერია \nვაკანსიები საინტერესოა სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. \n\nპარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ლუნტეცია“\n\nვაკანსიები: მარკეტინგის ასისტეტი\, ბრენდმენეჯერის ასისტენტი\, გაყიდვების კონსულტანტი \nვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის\, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. \n\nსამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტები „გორგია“\n\nვაკანსიები: გაყიდვები\, მარკეტინგი\, ფინანსები\, ტექნიკური\, დიზაინი \nვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის\, სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. \n\n„ტაკედა ოსტევროპა ჰოლდინგ გმბჰ”-ის წარმომადგენლობა საქართველოში\n\nვაკანსიები: მარკეტინგი\, ბუღალტერია\, გაყიდვები \nვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურების სტუდენტებისთვის. \n\nპეპსიკო\n\nვაკანსიები: ანაზღაურებადი სტაჟირება \nვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის\, სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. \n\nკატარის ავიახაზები\n\nვაკანსიები: გაყიდვები \nვაკანსიები საინტერესოა კურსდამთავრებულებისთვის. \n\nჰოლდინგი ნიკორა\n\nვაკანსიები: მარკეტინგის და დისტრიბუციის მიმართულებით\, სტაჟირება კადრების შერჩევის განყოფილებაში. \nვაკანსიები საინტერესოა კურსდამთავრებულებისთვის. \nდასაქმების ფორუმზე შესაძლებლობა გექნებათ შეხვდეთ თითოეული ორგანიზაციის წარმომადგენელს\, მიიღოთ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ და გაიაროთ პირველადი გასაუბრება. \n\nდრო: 29 მარტი\, 12:00-დან 15:00 საათამდე \nადგილმდებარეობა: B 201 საკონფერენციო დარბაზი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n  \n  \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mravalprophiluri-dasaqmebis-phorumi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/50714.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190329T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190329T160000
DTSTAMP:20260504T101908
CREATED:20190328T123717Z
LAST-MODIFIED:20240201T122156Z
UID:10001425-1553875200-1553875200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას შორის მემორანდუმი გაფორმდება
DESCRIPTION:29 მარტს\, 16:00 საათზე\, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. \nმემორანდუმის მიზანია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას შორის მჭიდრო თანამშრომლობა ქვემო ქართლის რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის\, წარმოჩენისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით; ასევე თანამშრომლობა რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარებაში უნივერსიტეტის ინტელექტუალური რესურსისა და შესაძლებლობების ჩართულობით. \nგთხოვთ\, მობრძანდეთ. \nდრო: 29 მარტი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universitetsa-da-qvemo-qarthlshi-sakhelmtsipho-rtsmunebulis-administratsias-shoris-memorandumi-gaphormdeba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/51102.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190329T160800
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190329T160800
DTSTAMP:20260504T101908
CREATED:20190329T120811Z
LAST-MODIFIED:20240201T122155Z
UID:10001423-1553875680-1553875680@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კორპორაციული და სამეწარმეო უნარ-ჩვევების ტრენინგი
DESCRIPTION:კორპორაციული და სამეწარმეო უნარ-ჩვევების ტრენინგი \nმოკლე აღწერა: \nპროგრამის მიზანია სტუდენტების სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარება და შემოქმედებით ინდუსტრიებში სტუდენტური საწარმოების შექმნის ხელშეწყობა. პროგრამა განხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტენსიური ბიზნეს ბუთ კემპ შეხვედრების სახით. პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაეცნონ სტარტაპის შექმნის პრინციპებს\, განივითარონ ბიზნესდაგეგმვის\, იდეების გენერაციისა და პიჩინგის უნარ-ჩვევები. \nპროგრამა განხორციელდება სამ ციკლად:\n\nციკლი I \n\n11 აპრილი\, 13:00-19:00 საათი\n12 აპრილი\, 09:00-12:00 საათი\n\nციკლი II \n\n12 აპრილი\, 13:00-19:00 საათი\n13 აპრილი\, 09:00-12:00 საათი\n\nციკლი III \n\n13 აპრილი\, 13:00-19:00 საათი\n14 აპრილი\, 09:00-12:00 საათი\n\nსამიზნე აუდიტორია: \nსტუდენტები\, რომლებსაც უკვე აქვთ ბიზნესიდეა ან დაინტერესებულები არიან კრეატიულ ინდუსტრიებში სამეწარმეო საქმიანობით. \nამოცანები: \n\nშემოქმედებით ინდუსტრიებში სატარტაპების შესახებ სტუდენტების ცოდნის ამაღლება-განვითარება;\nშემოქმედებით ინდუსტრიებში ბიზნესის დასაწყებად სტუდენტებისთვის საჭირო უნარების განვითარება;\nპროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი” შესახებ ცნობადობის ამაღლება და მეწარმეობის პოპულარიზაცია.\n\nსესია 1. იდეის განვითარება – 11-12-13 აპრილი\, 2019 \n\n13:00-13:45 – ინოვაციაზე დაფუძნებული მეწარმეობა – დავით ჩეჩელაშვილის გაცნობითი ხასიათის სესია თემაზე: „ინოვაციაზე დაფუძნებული მეწარმეობა – ძირითადი საფუძვლები და განვითარება“\n\nგაცნობითი სესიის გარდა პროფესორი გურპრიტ ჯაგპალი იქნება ტრენინგის ძირითადი ხელმძღვანელი. \n\n13:45-14:00 – შესვენება\n14:00-15:15 – იდეაცია – სტუდენტები გაეცნობიან კრეატიული აზროვნებისა და იდეათა გენერირების პრინციპებს; განიხილავენ ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებულ პრობლემებს და იფიქრებენ მათი გადაჭრის გზებზე ბიზნესსოციალური საწარმოების დახმარებით.\n\n\n15:15-16:15 – იდეის განვითარება – სტუდენტები ისწავლიან იდეების ეფექტურად შემოწმებას ფართოდ აპრობირებული ტექნიკების\, მათ შორის შემოქმედებითი აზროვნების (design thinking) პრინციპების საშუალებით.\n16:15-16:30 – შესვენება\n16:30-17:45 – ბაზრის გაგება – სტუდენტებს საშუალება ექნებათ მიიღონ პრაქტიკული რჩევები\, თუ როგორ უნდა დაადგინონ\, არის თუ არა ბაზარი მზად მათი იდეებისთვის და არსებობენ თუ არა ბაზარზე მათი პოტენციური მომხმარებლები. Lean Start Up მეთოდოლოგიის საფუძველზე სტუდენტები ისწავლიან კონკურენტის შეფასებისა და პოტენციური მომხმარებლის განსაზღვრის ტექნიკას.\n17:45-19:00 – იდეის ბაზარზე გატანა – ტრენინგის წინა ნაწილიდან გამომდინარე ამ შეხვედრის მთავარი თემა იქნება პრაქტიკული მარკეტინგული ხერხების სტუდენტებისთვის გაცნობა კლიენტების მოსაზიდად და ბიზნესის პროფილის გასაუმჯობესებლად.\n\nსესია 2. ბიზნესის განვითარება – 12-13-14 აპრილი\, 2019 \n\n9:00-10:20 – დაფინანსება – პრაქტიკული აქტივობების საშუალებით სტუდენტებს საშუალება ექნებათ შეაფასონ იდეის ფინანსური მხარე და სარგებლიანობა. ამასთან მოიძიონ პოტენციური დაფინანსების წყაროები იდეის რეალიზებისა და განვითარებისთვის.\n10:20-10:30 – შესვენება\n10:30- 11:00 – ინტელექტუალური საკუთრება – სტუდენტები გაეცნობიან ინტელექტუალური საკუთრების ძირითადი პრინციპებს; ასევე მიიღებენ ინფორმაციას მომავალი საქმიანობისთვის აუცილებელი ადგილობრივი რესურსების შესახებ.\n\nსესიას გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის ლიცენზირებისა და პატენტირების სპეციალისტი თეონა ბებია. \n\n11:00-12:00 – იდეის პიჩინგი – სტუდენტები იმუშავებენ ერთწუთიან \,\,Elevator” პიჩებზე\, რომელიც ზუსტად უნდა გამოხატავდეს და ხსნიდეს იდეის არსს. ისინი პიჩებს მცირე ჯგუფებში პრაქტიკულად წარმოადგენენ და ერთმანეთს უკუკავშირით გაუზიარებენ საკუთარ მოსაზრებებს.\n\nსამუშაო ენა: ინგლისური \nტრენინგზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/rqonj6ZUqLrv7Yfd9\n\nრეგისტრაციის ვადა: 10 აპრილი\, 15:00 საათი \nტრენინგზე რეგისტრაციისას უნდა აირჩეს მითითებული 3 ციკლიდან ერთ-ერთი. \nხელმძღვანელების შესახებ \nპროფესორი გურპრიტ ჯაგპალი ოლდრიჯის კორპორაციული და სამეწარმეო ინსტიტუტის პროფესორი და დირექტორია. ოლდრიჯის ინსტიტუტს მოწინავე ადგილი უკავია სამეწარმეო განათლებაში. პროფესორი ჯაგპალი მუდმივად ცდილობს ახალი თაობის მეწარმეთა მხარდაჭერას ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის. \nუფრო ადრე გურპრიტ ჯაგპალი London South Bank University-ის კვლევის\, მეწარმეობისა და ინოვაციის მიმართულებას ხელმძღვანელობდა. ასევე იყო South Bank University EnterprisesLtd-ის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი და მის მთავარ მოვალეობას London South Bank University-ის კვლევისა და მეწარმეობის სფეროში სტრატეგიული და ყოველდღიური საქმიანობის წარმართვა წარმოადგენდა. \nმან\, როგორც ინსპირაციულმა\, გარდაქმნის სულისკვეთებით აღსავსე და სტრატეგიული ხედვის მქონე დირექტორმა\, რომელსაც განათლება სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში აქვს მიღებული\, წარმატებით დააფუძნა და განავითარა არაერთი საწარმოსა და კომპანიის მხარდაჭერის ცენტრი და ხელი შეუწყო მათ დაკავშირებას ადგილობრივ წარმოებასთან. \nპროფესორ გურპრიტ ჯაგპალის პროფესიულ სფეროებს განეკუთვნება: კვლევების მხარდაჭერა; ცოდნის გადაცემა; სამეწარმეო უნარები; მეწარმეობა; ინოვაცია; პერსონალურ განვითარებასთან დაკავშირებით კონსულტირება; მართვის სფეროში კონსულტირება; მენტორინგი; პროექტის მართვა; კომერციული ქონება და ბიზნესის განვითარება. \nგურპრიტ ჯაგპალი ასევე მართავს უძრავი ქონების საკუთარ კომპანიას\, რომელიც ქონების ყიდვითა და გაქირავებით\, ასევე რეკონსტრუქციის პროექტების მართვით არის დაკავებული. \nლორენ დევისი ბრიტანეთის მეწარმეობის პედაგოგთა დირექტორი; სტრატეგიული მარკეტინგისა და ბიზნესის სპეციალისტია.\nლორენ დევისი ბრისტოლის უნივერსიტეტში ოლდრიჯის კორპორაციული და სამეწარმეო ინსტიტუტის ლექტორია მეწარმეობაში. მისი საქმიანობა მოიცავს მასწავლებელთათვის პროფესიული განვითარების პროგრამების შემუშავება-განვითარებასა და სასწავლო პროგრამებში სამეწარმეო უნარ-ჩვევების ჩართულობას. ასევე სკოლის მოსწავლეებისთვის დამატებითი კლასგარეშე პროგრამების შემუშავებას მეწარმეობის მიმართულებით და სკოლამდელი აღზრდის მეთოდიკაში სამეწარმეო განათლების დანერგვის მნიშვნელობის დემონსტრირებას აკადემიური კვლევების ჩატარების საფუძველზე. \nდევისს\, ენთუზიაზმით სავსე პედაგოგს\, აქვს უმაღლესი განათლების სისტემაში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება\, აგრეთვე მრავალწლიანი გამოცდილება მეწარმეობის სწავლების მიმართულებით. უმუშავია სხვადასხვა დისციპლინის წარმომადგენელ სტუდენტებთან. მისი ენთუზიაზმის შედეგია\, რომ აქტიურად მენტორობს სტუდენტებს\, რათა მათ შეძლონ თავიანთი იდეების რეალობად ქცევა. \nლორენ დევისი ამჟამად ბრიტანეთის მეწარმეობის პედაგოგთა დირექტორია. 2018 წლის აგვისტოში გამართული არჩევნების შედეგად მას მმართველობის სამწლიანი მანდატი მიენიჭა. \nმისი\, როგორც დირექტორის\, მოვალეობაა გაზარდოს სამეწარმეო განათლების პოლიტიკის გავლენა\, წარმოადგინოს სამეწარმეო სექტორის შეხედულებები\, დახვეწოს ორგანიზაციის სტრატეგია და შეიმუშავოს მკაფიო სამოქმედო გეგმა.\nახლახანს ლორენ დევისმა მიიღო სტრატეგიული მარკეტინგისა და ბიზნესის სპეციალისტის ხარისხი და ამჟამად პროფესიული აკადემიური პრაქტიკის მაგისტრის ხარისხზე მუშაობს. \n2014 წელს გახდა განათლებაში მეწარმეობის ეროვნული ცენტრის წევრი და დაასრულა მეწარმეობის პედაგოგთა საერთაშორისო პროგრამა. \nდავით ჩეჩელაშვილი\nმეწარმე დავით ჩეჩელაშვილს 1999 წლიდან რამდენიმე სტრატეგიული და ბიზნესის განვითარებაზე პასუხისმგებელი პოზიცია უკავია უმაღლესი ტექნოლოგიების მწარმოებელ საწარმოებში. მისი გამოცდილება ეფუძნება უმთავრესად ისეთი დისციპლინების ცოდნას\, როგორებიცაა: იმერციული ვიზუალიზაცია\, VR/AR\, 3D სტერეოსისტემების მარკეტინგულ ინდუსტრიებში დანერგვა\, როგორც საცალო\, ისე საგანმანათლებლო სფეროებში. \nდავით ჩეჩელაშვილი კომპანია NEUR Optics-ისა და iZ3D-ის ერთ-ერთი დამაარსებელია.\nროგორც სტრატეგიული აღმასრულებელი\, იგი განსაზღვრავს სტრატეგიულ მიმართულებებს X6D კომპანიაში\, რომელიც ცნობილია\, როგორც DBA XPAND\, ასევე NEUR Optics-სა და iZ3D-ში. აქვს გამოცდილება როგორც მცირე (X6D\, Neurok\, iZ3D)\, ისე მსხვილი კომპანიებისთვის (MicroAge\, Deloitte & Touche\, Renaissance Capital) საცალო სავაჭრო წარმომადგენლობის\, სადისტრიბუციო არხებისა და სტრატეგიული პარტნიორობის შექმნაში. \n2014 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და ილიაუნის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების სპეციალისტი\, ასევე პორტუგალიის სტარტაპ ბრაგასა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მენტორია. ამასთან მუდმივად უწევს კონსულტაციას სტარტაპებს. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/korporatsiuli-da-sametsarmeo-unar-chvevebis-treningi-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/51242.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190329T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190329T190000
DTSTAMP:20260504T101908
CREATED:20190326T115616Z
LAST-MODIFIED:20240201T122152Z
UID:10001421-1553886000-1553886000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:LECTURA DANTIS /დანტეს წაკითხვა – ოცდამეთერთმეტე ქება
DESCRIPTION:29 მარტს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება შეხვედრა\, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ ოცდამეთერთმეტე ქებას. \nშეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. \nპროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს\, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ქართული ტექსტი გახდება შეხვედრების კითხვისა და განხილვის საგანი. \nშეხვედრების ციკლის მიზანია დანტეს\, როგორც ევროპულ კულტურაზე რეფლექსიის გამორჩეული ობიექტის\, და დანტეს\, როგორც ევროპული კულტურის თვითრეფლექსიის განსაკუთრებული ფიგურის\, ანალიზი\, რათა უკეთ შევძლოთ იმის გაგება\, თუ რა არის ის\, რასაც დღეს ჩვენ ევროპას ვუწოდებთ. \nდრო: 29 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ილია ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/lectura-dantis-dantes-tsakithkhva-otsdametherthmete-qeba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/50881.png
END:VEVENT
END:VCALENDAR