BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20190101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190328T111400
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190328T111400
DTSTAMP:20260504T101910
CREATED:20190328T071400Z
LAST-MODIFIED:20240201T122229Z
UID:10001434-1553771640-1553771640@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლიდერობის კურსი ილიაუნის სტუდენტებისთვის
DESCRIPTION:18 მარტიდან ყოველ ორშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში ლიდერობის კურსის ფარგლებში გაიმართება მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის მერსი ტემბონისა და გამოფენების ცენტრის დირექტორის\, ასოცირებული პროფესორის\, რესან ქიქავას შეხვედრები სტუდენტებთან. \nლიდერობის კურსი უპირველესად საკუთარი თავის აღმოჩენის\, მართვისა და განვითარების კურსია. ის საშუალებას მისცემს სტუდენტს\, დაფიქრდეს საკუთარ ღირებულებებზე\, მიზნებსა და ამ მიზნების მიღწევის გზებზე. \nშეხვედრებზე ასევე განხილული იქნება გუნდების ლიდერობასთან დაკავშირებული ძირითადი თეორიული და პრაქტიკული საკითხები\, განიხილება მსოფლიოს წამყვანი ბიზნესსკოლების მიერ მომზადებული ქეისები. \nმომხსენებლების შესახებ: \nმერსი ტემბონი\n\nმსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი (ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონი) მერსი ტემბონი სამხრეთ კავკასიის რეგიონს 2015 წლის 1-ლი ოქტომბრიდან კურირებს და ბაზირებულია საქართველოში. \nტემბონი კამერუნის მოქალაქეა. იგი მსოფლიო ბანკს 2000 წელს შეუერთდა\, როგორც აფრიკის რეგიონის ადამიანის უფლებათა განვითარების დეპარტამენტის განათლების სპეციალისტი. მისი სამუშაო გამოცდილება უფლებათა განვითარების სფეროში მოიცავს რამდენიმე რეგიონსა და სხვადასხვა ტექნიკურ და მენეჯერულ თანამდებობას აფრიკის რეგიონში.\nტემბონს აქვს კლიენტებთან მუშაობის მდიდარი გამოცდილება ქვეყნის მასშტაბით სტრატეგიებისა და პროგრამების განხორციელების კუთხით. იგი ხელმძღვანელობდა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობებს სხვადასხვა ქვეყანაში და წარმატებით თანამშრომლობდა დაინტერესებულ მხარეებსა და სხვა პარტნიორებთან. ტემბონის სამუშაო გამოცდილებიდან აღსანიშნავია ტანზანიის ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა გახანგრძლივებული ვადით. ბოლო დროს იყო ბურკინა–ფასოს წარმომადგენლობითი ოფისის მენეჯერი. \nრესან ქიქავა \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის\, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი რესან ქიქავა სს „გამოფენების ცენტრის“ დირექტორია 10-წლიანი მენეჯერული გამოცდილებით საბანკო\, საკონსულტაციო\, უძრავი ქონებისა და ნავთობპროდუქტებით საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებებით. 2010-2013 წლებში ლონდონში (დიდი ბრიტანეთი)\, ერთ-ერთ საერთაშორისო ტრეიდერულ კომპანიაში ეკავა ჯერ რისკების მენეჯერის\, შემდეგ – გენერალური დირექტორის თანამდებობა. სხვადასხვა წლებში რესან ქიქავა იყო ბრიტანული კომპანია Virgin-ის სტრატეგიული კონსულტანტი\, აგრეთვე რამდენიმე საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის კონსულტანტი მენეჯმენტისა და საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებებით. 2005-2006 წლებში იყო სამშენებლო კომპანია „იბერიის“ პროექტის დირექტორი\, ხოლო 2003-2005 წლებში – სს „თიბისი ბანკის“ კომერციული კრედიტების მენეჯერი. \nრესან ქიქავა ფლობს ლონდონის Imperial College London Business School-ის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხსა და Imperial College-ის დიპლომს\, აგრეთვე ESM-თბილისის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს სახელმწიფოს მართვის სპეციალობით. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 18 მარტი – 29 ივნისი (ყოველ ორშაბათს)\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 405 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/liderobis-kursi-iliaunis-studentebisthvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/51048.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190328T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190328T170000
DTSTAMP:20260504T101910
CREATED:20190301T130012Z
LAST-MODIFIED:20240201T122225Z
UID:10001433-1553792400-1553792400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია „საკუთარი ოთახი – ქალების პირადი ცხოვრების უფლება“
DESCRIPTION:ბოლო პერიოდში არაერთხელ გავხდით ლიდერ ქალთა გაქრობისა და გაჩუმების იარაღად პირადი ცხოვრების გამოყენების მოწმეები. პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ვიდეოჩანაწერებით ქალი საჯარო პირების შანტაჟი და მათზე კონტროლის მოპოვების მცდელობები ქართული ყოველდღიურობის ნაწილად იქცა. \nსაჯარო ლექციაზე საუბარი შეეხება ქალების გაჩუმების ისტორიულ პრაქტიკას\, პირადი ცხოვრების უფლებასა და მისი ხელშეუხებლობის მნიშვნელობას. განხილული იქნება ქართული და ამერიკული კონტექსტი. \n„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. \nმომხსენებლები: ბრიჯიტ არიმონდი\, ჩიკაგოს ნორთვესტერნის უნივერსიტეტის პროფესორი\nთამარ ბარამაშვილი\, ილიაუნის სამართლის სკოლის მაგისტრატი \nმოდერატორი: ანა ებანოიძე\, ილიაუნის სამართლის სკოლის მეორე კურსის სტუდენტი \nსამუშაო ენები: ქართული/ინგლისური \nდრო: 28 მარტი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n2019 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-sakuthari-othakhi-qalebis-piradi-tskhovrebis-uphleba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/50645.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190328T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190328T170000
DTSTAMP:20260504T101910
CREATED:20190327T102624Z
LAST-MODIFIED:20240201T122220Z
UID:10001432-1553792400-1553792400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პანელური დისკუსია „საუნივერსიტეტო კვლევითი პოტენციალი ქვეყნის/რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის“
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მეცნიერთა ჯგუფის ინიციატივით იწყებს დისკუსიათა სერიას საუნივერსიტეტო კვლევითი პოტენციალი ქვეყნის/რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის. \n21-ე საუკუნის გეოპოლიტიკური უსაფრთხოების\, კლიმატის ცვლილების\, რესურსებზე მზარდი კონკურენციის\, მიგრაციის\, ტერორიზმისა და სხვა გამოწვევები\, საერთაშორისო და შიდა საარსებო გარემოს სწრაფი ცვლა\, ახალ საფრთხეებს უქმნის საქართველოს მსგავს მცირე ქვეყნებს. ამავე დროს ტექნოლოგიებისა და ეკონომიკის განვითარება\, საერთაშორისო თანამშრომლობა\, ახალი რესურსების ათვისება და არსებულის დაზოგვა\, განათლება და ამ მიმართულებებით სისტემური პოლიტიკის გატარება ახალ მნიშვნელოვან შესაძლებლობებს აჩენს. საჭირო ხდება: \n\nსწრაფად ცვალებად საერთაშორისო ეკონომიკურ და უსაფრთხოების გარემოში ეფექტური პოლიტიკის შემუშავება;\nბუნებრივი და ანთროპოგენული ცვლილებებით გამოწვეულ კატასტროფულ მოვლენებთან – ექსტრემალური ტემპერატურები\, გაუდაბნოება\, ტყის ხანძრები\, წყალმოვარდნები\, მეწყრული პროცესები – ადაპტაციის საჭიროება;\nსიღარიბისა და ეკონომიკური პრობლემების დაძლევის გზების მოძებნა;\nსწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიები და ინტერნეტი და მათთან დაკავშირებული კიბერსაფრთხეები და შესაძლებლობები;\nახალი ავადმყოფობების\, ეპიდემიების და მავნებლების გავრცელება და პრევენციული ზომები;\nეფექტური რეაგირება გარე ძალების აქტიურ მუშაობაზე ქვეყნის იდეოლოგიური\, ინსტიტუციური და საზოგადოებრივი დასუსტების მიზნით;\nმზარდი ენერგეტიკული და რესურსდამოკიდებულება და განახლებადი ენერგიის გამოყენება.\n\nამგვარ ვითარებაში მნიშვნელოვანია ბუნებრივ\, სოციალურ\, ეკონომიკურსა და ტექნოლოგიურ\, მიმართულებებში კვლევებზე დაფუძნებული გრძელვადიანი ხედვების შემუშავება და მათი პოლიტიკაში განხორციელება. \n28 მარტს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე: „საუნივერსიტეტო კვლევითი პოტენციალი ქვეყნის/რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის“. \nმოდერატორი პროფ. მურმან მარგველაშვილი \nგანსახილველი თემები: \n\nუნივერსიტეტის კვლევითი საქმიანობის გააზრება ქვეყნის საჭიროებების შესაბამისად მდგრადი განვითარების ამოცანებთან მიმართებაში\, მდგრადობის კვლევები;\nგანათლება მდგრადი განვითარებისთვის;\nსაუნივერსიტეტო გარემოს მდგრადობა\, ინფრასტრუქტურა\, დიზაინი\, ნარჩენების პოლიტიკა\, წყლისა და ენერგიის დაზოგვა\, მწვანე ლანდშაფტი;\nაღნიშნულ თემებზე საუნივერსიტეტო დისკუსიის ინიცირება ქვეყნის/რეგიონის მასშტაბით.\n\nდრო: 28 მარტი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/paneluri-diskusia-sauniversiteto-kvlevithi-potentsiali-qveqhnis-regionis-mdgradi-ganvitharebisthvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/51083.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190328T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190328T180000
DTSTAMP:20260504T101910
CREATED:20190326T072649Z
LAST-MODIFIED:20240201T122215Z
UID:10001431-1553796000-1553796000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა ილიაუნის იტალიური კულტურის ცენტრში
DESCRIPTION:  \n  \n28 მარტს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა იტალიური ენის შემსწავლელ კურსებთან დაკავშირებით. \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული იტალიური კულტურის ცენტრი აგრძელებს მიღებას იტალიური ენის შესწავლის მსურველთათვის ინტენსიურ სამთვიან კურსებზე. \nყველას\, ვისაც გსურს სწრაფად და ხარისხიანად შეისწავლოთ იტალიური ენა\, მობრძანდით ჩვენთან. \nლექციები ჩატარდება კვირაში სამჯერ. ლექციები საათ-ნახევრიანია. კურსებს გაუძღვებიან იტალიელი და ქართველი ლექტორები. \nკურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა ცოდნის დონის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატი. \nასევე გეძლევათ საშუალება\, ჩვენთან ერთად წამობრძანდეთ იტალიაში ცოდნის დონის გასაუმჯობესებლად და მოინახულოთ ულამაზესი ქალაქები: რომი\, ფლორენცია\, ვენეცია\, ბოლონია\, რეკანატი\, გუბიო\, ასიზი\, პიზა\, სანმარინო და ა. შ. \nდრო: 28 მარტი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: S501 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N3)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n\nსაკონტაქტო ტელეფონი: 599 980816 \nE-mail.:cci.tbilisi@gmail.com \nFacebook: იტალიის კულტურის ცენტრი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-shekhvedra-iliaunis-italiuri-kulturis-tsentrshi-4/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/51065.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190328T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190328T190000
DTSTAMP:20260504T101910
CREATED:20190215T075125Z
LAST-MODIFIED:20240201T122212Z
UID:10001430-1553799600-1553799600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ანდრია როგავას საჯარო ლექცია: „ექსტრატერესტრიალური სიცოცხლე\, ცნობიერება და ფერმის პარადოქსი“
DESCRIPTION:28 მარტს\, 19:00 საათზე\, ვაკის მედიათეკაში პროფესორი ანდრია როგავა წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ექსტრატერესტრიალური სიცოცხლე\, ცნობიერება და ფერმის პარადოქსი“. \nმომხსენებელი ისაუბრებს სამყაროში სიცოცხლისა და არამიწიერი (ექსტრატერესტრიალური) ცნობიერების არსებობის პრობლემაზე. განიხილავს ენრიკო ფერმის პარადოქსს (თუ სამყარო სავსეა გონიერი არსებებით\, სად არიან ისინი?!) და მისი გადაჭრის ყველაზე პოპულარულ გზებსა და ჰიპოთეზებს. \nმომხსენებლის შესახებ \nანდრია როგავამ 1986 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი თეორიული ფიზიკის სპეციალობით. 1990 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ფიზიკური პროცესები შავი ხვრელის აკრეციული დისკის შიდა ზონაში“. ამავე წლიდან 2010 წლამდე იყო აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მეცნიერ-თანამშრომელი.\n1991-1997 წლებში ასწავლიდა თსუ-ის ფიზიკის ფაკულტეტზე (იყო მოწვეული ლექტორი\, შემდეგ – დოცენტი). 1995-1996 წლებში იყო თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის (იტალია) პლაზმის ფიზიკის ჯგუფის მკვლევარი\, 1997-2010 წლებში – ამავე ცენტრის ჯერ ახალგაზრდა\, შემდეგ კი უფროსი ასოცირებული წევრი.\n1998-2000\, 2003-2004 და 2006-2009 წლებში მუშაობდა ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის (ბელგია) პლაზმური ასტროფიზიკის ცენტრში პოსტდოკის\, შემდეგ კი მიწვეული პროფესორის სტატუსით.\n2000-2004 წლებში მუშაობდა ტურინის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე (იტალია) მკვლევრის სტატუსით.\n2002 წელს (ჯუმბერ ლომინაძესთან\, გიორგი ჩაგელიშვილსა და რევაზ ჭანიშვილთან ერთად) მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია ფიზიკის დარგში.\nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2007 წლიდან. ილიაუნის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის ერთ-ერთი თანადამაარსებელია. არის სამოცდაათზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. მოწვეული ლექტორის სტატუსით კითხულობდა და კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თავისუფალ უნივერსიტეტში (საქართველო)\, ტურინის უნივერსიტეტსა და ტრიესტის აბდუს სალამის თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრში (იტალია)\, ასევე – ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში (ბელგია). 2002\, 2004\, 2007 და 2011 წლებში იყო თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრში (ტრიესტი\, იტალია) ჩატარებული საერთაშორისო სკოლებისა და კონფერენციების ერთ-ერთი დირექტორი.\n2017 წლიდან ანდრია როგავა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორია. \nდრო: 28 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ვაკის პარკი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-andria-rogavas-sajaro-leqtsia-eqstraterestrialuri-sitsotskhle-tsnobiereba-da-phermis-paradoqsi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50432.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190328T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190328T190000
DTSTAMP:20260504T101910
CREATED:20190322T133457Z
LAST-MODIFIED:20240201T122206Z
UID:10001429-1553799600-1553799600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: ტედ ჰიუზის „ყვავი – მისი ცხოვრება და სიმღერები“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:28 მარტს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „ინტელექტი“ გეპატიჟებათ ტედ ჰიუზის „ყვავი – მისი ცხოვრება და სიმღერები“ პრეზენტაციაზე. \nწიგნი ინგლისურიდან თარგმნა ზვიად რატიანმა. \nგამოცემას მთარგმნელი და გამომცემლობა „ინტელექტის“ მთავარი რედაქტორი ზვიად კვარაცხელია წარადგენენ. \nტედ ჰიუზის წიგნის არსი პირადი სივრციდან\, მათ შორის პირადი პოეტური გამოცდილებიდან\, გასვლის მცდელობაა. ეს არის უცნაური და რაღაც გაგებით ახირებული ეპოსი ორი გამჭოლი პერსონაჟით – ღმერთითა და მისი ქმნილებით\, ყვავით. პოეტი ქმნის მიკროსამყაროს\, რომელსაც გამოცლილი აქვს ლოგიკა\, ჰუმანიზმი\, ქრისტიანული მორალი. არადა წიგნი უხვადაა გაჯერებული ბიბლიური და მითოლოგიური\, ისტორიული და პრეისტორიული ალუზიებით\, თუმცა დარღვეულია ყოველგვარი კავშირი მათ შორის. ყვავი იცვლის სიუჟეტებს\, გადაადგილდება დროსა და სივრცეში\, ჩნდება და იკარგება. \nეს არის თამამი\, მეტიც\, თავხედური ექსპერიმენტი\, რომელშიც პოეტი ამეტყველდა არა ცხოველებისა და ფრინველების\, მცენარეებისა და ელფების\, არამედ ცხოვრების ენით! მან სცადა\, შეექმნა ცხოვრების სტიქიურობისა და აბსურდულობის პოეტური ეკვივალენტი.\nწიგნი გამოიცა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით. \nდრო: 28 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturul-klubshi-ted-hiuzis-qhvavi-misi-tskhovreba-da-simgherebi-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/51039.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190328T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190328T200000
DTSTAMP:20260504T101910
CREATED:20190322T134503Z
LAST-MODIFIED:20240201T122203Z
UID:10001428-1553803200-1553803200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მიქელანჯელო ანტონიონის ფილმის „ზაბრისკი პოინტ“ ჩვენება და დისკუსია
DESCRIPTION:28 მარტს\, ხუთშაბათს\, 20:00 საათზე\, ილიაუნის A101 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კინოკლუბი “CinExpress” წარმოგიდგენთ იტალიელი რეჟისორის\, მიქელანჯელო ანტონიონის ფილმს „ზაბრისკი პოინტ“ (1970). \n60-იანი წლების ამერიკა. სტუდენტების პროტესტი. ერთმანეთს ხვდება ორი ახალგაზრდა\, დარია და მარკი… \nჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია. \nნაჩვენები იქნება ორიგინალი ინგლისური სუბტიტრებით. \n  \nდრო: 28 მარტი\, 20:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\nფეისბუქ გვერდი \n\nფეისბუქ ღონისძიება \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/miqelanjelo-antonionis-philmis-zabriski-point-chveneba-da-diskusia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/51576.png
END:VEVENT
END:VCALENDAR