BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20190101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190314T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190314T160000
DTSTAMP:20260505T024456
CREATED:20190311T065900Z
LAST-MODIFIED:20240201T122406Z
UID:10001471-1552579200-1552579200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გერმანიის ელჩის\, ჰუბერტ კნირშის საჯარო ლექცია „1989+30 – გერმანიის გაყოფა და გაერთიანება“
DESCRIPTION:14 მარტს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ კნირში გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: „1989+30 – გერმანიის გაყოფა და გაერთიანება“. \n2019 წელს ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წელი სრულდება. ელჩი კნირში ისაუბრებს გერმანიის ომის შემდგომი გაყოფისა და ხელახალი გაერთიანების ისტორიაზე. განიხილავს ამ პროცესების საერთაშორისო\, დიპლომატიურ და სამართლებრივ ასპექტებს\, მათ შორის არაღიარების საკითხს\, ხელშეკრულებებს გერმანიის ფედერაციულ\, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოს შორის\, ასევე ხელახალი გაერთიანების საერთაშორისო ჩარჩოს. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 14 მარტი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/germaniis-elchis-hubert-knirshis-sajaro-leqtsia-1989-30-germaniis-gaqhopha-da-gaerthianeba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/50698.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190314T163900
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190314T163900
DTSTAMP:20260505T024456
CREATED:20190314T123955Z
LAST-MODIFIED:20240201T122440Z
UID:10001479-1552581540-1552581540@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ვორკშოპი აგამბენის პოლიტიკურ ფილოსოფიაზე
DESCRIPTION:სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი გთავაზობთ ვორკშოპს თემაზე: „სამოქალაქო ომი როგორც პოლიტიკური პარადიგმა: ჯორჯიო აგამბენი და „ბოლო ჟამის პოლიტიკა“ \nვორკშოპი მოიცავს 10 თემატურ შეხვედრას და გულისხმობს აგამბენის\, ფუკოსა და ბაუმანის ნაშრომების გაცნობას. \nსამუშაო ენა: ინგლისური. \nვორკშოპს გარუძღვება სტეფანო პიროდი (MA). სტეფანო პიროდი სწავლობდა ბათის\, ჰუმბოლტის ბერლინის\, ჩრდილოეთ კაროლინისა და ტრენტოს უნივერსიტეტებში. \nძირითადი საკითხავი მასალა: ‘Stasis’ by Giorgio Agamben\, ‘Society Must Be Defended’ by Michel Foucault’\, ’Liquid Modernity’ by Zygmunt Bauman. \nAdditional readings: ‘Homo Sacer’ by Giorgio Agamben\, ’State of Exception’ by Giorgio Agamben\, ’Before the Law’ by Franz Kafka\, plus more. \nრატომ სამოქალაქო ომი და რატომ ახლა?\n\nთანამედროვე გლობალიზებულ და ფრაგმენტირებულ სამყაროში სამოქალაქო ომი არის მუდმივი მოცემულობა\, თუმცა მისი ბუნება ნაკლებადაა გამოკვლეული. მაშინ\, როცა მკვლევართა უმრავლესობა სამოქალაქო ომს განიხილავს ომის\, როგორც ასეთის\, გამოვლენის მრავალთაგან ერთ-ერთ ასპექტს\, ჯორჯიო აგამბენი სამოქალაქო ომის საკითხს განიხილავს\, როგორც სრულიად განცალკევებულ ფენომენს. \nმისი თვალთახედვით\, სამოქალაქო ომი საფუძვლად უდევს დასავლურ პოლიტიკურ აზროვნებას. ვორკშოპის ფარგლებში გავაანალიზებთ\, თუ რამდენადაა აგამბენის ხედვა ახალი პერსპექტივა პოლიტიკური აზროვნების ისტორიაში და რამდენად შეიძლება მიესადაგოს იგი მომავლის ისეთ გამოწვევებს\, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი\, ეკოლოგიური კატასტროფები და დეჰუმანიზაცია. \nრა მოლოდინი უნდა გვქონდეს ვორკშოპისგან? \nვორკშოპის მონაწილეები გააანალიზებენ თანამედროვე პოლიტიკური აზროვნების საფუძვლებში მოცემულ თეორიებსა და კონსტრუქციებს. ისინი ისწავლიან მსგავსი\, მაგრამ მაინც განსხვავებული კონცეპტების საფუძვლიან ანალიზსა და განსჯას. \nვორკშოპზე დასასწრებად რეგისტრაციისთვის 25 მარტამდე გაგზავნეთ იმეილი ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: stefanomelispiroddi@gmail.com \nვორკშოპის განმავლობაში ყველა მასალა მიეწოდებათ მონაწილეებს.  \nვორკშოპში მონაწილეობა სტუდენტებს ჩაეთვლებათ ექსტრაკურიკულურ აქტივობად სასტიპენდიო ქულებისთვის\, ხოლო ვორკშოპის დასასრულს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/vorkshopi-agambenis-politikur-philosophiaze/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/50817.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190314T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190314T170000
DTSTAMP:20260505T024456
CREATED:20190301T124540Z
LAST-MODIFIED:20240201T122436Z
UID:10001478-1552582800-1552582800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო დისკუსია „ბავშვთა მიმართ ძალადობა – რეალობა და გამოწვევები“
DESCRIPTION:გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით\, ბავშვების 21.7% საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ხშირია ბავშვთა მიმართ ძალადობა მისი ყველა ფორმით – იქნება ეს ფიზიკური\, სექსუალური\, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური. ბოლო პერიოდში საზოგადოებამ არაერთხელ იხილა სისტემის ხარვეზის ფატალური შედეგები. რას აკეთებს სახელმწიფო ბავშვთა უფლებების დასაცავად\, მათ მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად? რა პრობლემებთან უწევთ გამკლავება ბავშვთა საკითხებზე მომუშავე სოციალურ მუშაკებს? რამდენად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგების ჩართულობა\, როცა ბავშვთა ძალადობაზე ვსაუბრობთ? სწორედ ამ საკითხებს განვიხილავთ საჯარო დისკუსიაზე დარგის სპეციალისტებთან ერთად. \n„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. \nმომხსნებლები:\nანა არგანაშვილი\, არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი \nქეთი კალანდაძე\, სოციალური მუშაკი \nმაია ცირამუა\, ბავშვთა ფსიქოლოგი \nმოდერატორი: ნანო ლიპარტია\, ილიაუნის სამართლის სკოლის მაგისტრატი \nდრო: 14 მარტი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: აუდიტორია A101 (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-diskusia-bavshvtha-mimarth-dzaladoba-realoba-da-gamotsvevebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/50641.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190314T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190314T190000
DTSTAMP:20260505T024456
CREATED:20190215T075252Z
LAST-MODIFIED:20240201T122431Z
UID:10001477-1552590000-1552590000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამეცნიერო კაფე: „ინტერნეტი\, სოციალური ქსელი\, ბითქოინი – დეცენტრალიზებული ქსელის მუშაობის პრინციპები“
DESCRIPTION:14 მარტს\, 19:00 საათზე\, ვაკის მედიათეკაში პროფესორი სანდრო ასათიანი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ინტერნეტი\, სოციალური ქსელი\, ბითქოინი – დეცენტრალიზებული ქსელის მუშაობის პრინციპები“. \nინტერნეტი დეცენტრალიზებული ქსელია. მისი ცენტრალიზებულად მართვა ან გათიშვა შეუძლებელია. ინტერნეტის შექმნამ განაპირობა ისეთი დეცენტრალიზებული სისტემების ჩამოყალიბება\, როგორებიცაა ვები ანუ ვებგვერდების ერთობლივობა\, სოციალური ქსელი და დეცენტრალიზებული ფულადი ერთეული ბითქოინი.\nმომხსნებელი ისაუბრებს დეცენტრალიზებული სისტემების მუშაობის პრინციპებზე\, კერძოდ\, განხილული იქნება: \n\nინტერნეტის\nვების\nსოციალური ქსელების\nბითქოინის ფუნქციონირების პრინციპები.\n\nმომხსენებლის შესახებ \nსანდრო ასათიანი 2018 წლიდან მუშაობს საქართველოს განათლების\, მეცნიერების\, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ექსპერტის თანამდებობაზე.\n2017 წლიდან უკავია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის თანამდებობა.\n2014 წლიდან GeoLab-ის (geolab.edu.ge) დირექტორი და ამავდროულად მისი ერთ-ერთი თანადამფუძნებელია.\n2013-2017 წლებში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) ასისტენტ-პროფესორის თანამდებობა ეკავა.\n2009 წლიდან კითხულობს ლექციებს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სახელმწიფო და კერძო სასწავლებელში\, ესენია: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ILIAUNI)\, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)\, საქართველოს უნივერსიტეტი (GU)\, კავკასიის უნივერსიტეტი (CU).\nსანდრო ასათიანი წლების განმავლობაში მუშაობს ICT სფეროში. მისი უშუალო მონაწილეობით განხორციელდა შემდეგი ონლაინპროექტები: saba.com.ge\, cybegala.me\, kavshirebi.ge\, online.iliuni.edu.ge და სხვ. \nდრო: 14 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ვაკის პარკი\, მედიათეკა \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sametsniero-kaphe-interneti-sotsialuri-qseli-bithqoini-detsentralizebuli-qselis-mushaobis-printsipebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50390.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190314T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190314T190000
DTSTAMP:20260505T024456
CREATED:20190307T074651Z
LAST-MODIFIED:20240201T122427Z
UID:10001476-1552590000-1552590000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გალაკტიონ ტაბიძის „არტისტული ყვავილები“: პოეტიკა და სიმბოლიკა
DESCRIPTION:14 მარტს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გეპატიჟებათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის\, გერმანისტ კონსტანტინე ბრეგაძის ლექციაზე „გალაკტიონ ტაბიძის „არტისტული ყვავილები“: პოეტიკა და სიმბოლიკა“. \nგალაკტიონ ტაბიძის (1891-1959) „არტისტული ყვავილები“ (1919) ზედმიწევნით ასახავს მოდერნის ეპოქაში მიმდინარე მენტალობის ცვალებადობით განპირობებულ მყარ წარმოდგენათა\, ანუ თეოცენტრისტულ და ანთროპოცენტრისტულ წარმოდგენათა\, რღვევას და ამით გამოწვეულ სუბიექტურობის დაშლას\, სუბიექტის განპიროვნებას. კრებულში წინა პლანზე გამოდის არა მყარი ლირიკული „მე“ საკუთარი მყარი მსოფლმხედველობითა და ღრმა და ამაღლებული პიროვნული განცდებითა და ემოციებით\, არამედ აქ უკვე მოცემულია დაშლილი\, დისჰარმონიული\, დეპერსონალიზებული ლირიკული გმირი. \nშესაბამისად\, კრებულის ონტოტექსტუალობაში სამყარო ასახულია ისე\, როგორიც ის არის თავის რეალურ არსში\, სამყარო\, რომელიც კრებულის ლირიკული „მე“-ს ცნობიერებისეული ნებელობის მიღმა\, მისგან მოწყვეტილად და დამოუკიდებლად ეგზისტირებს (ფიხტეანური ნაკადის გაუქმება): აქ გვაქვს ვითარება\, როდესაც ლირიკული გმირის ცნობიერებასა და განცდაში ყოფიერება ფუძნდება თავისი აპრიორული დისჰარმონიულობით\, უსაზრისობითა და მიზანსმოკლებულობით\, რასაც იგი იმთავითვე ვერ ცვლის და ვერ უპირისპირდება\, არამედ პირიქით\, ამ დისჰარმონიულობასა და აპოკალიფსურობას სრულად ექვემდებარება. \n„არტისტული ყვავილების“ დესუბიექტივირებული\, „განპიროვნებული“\, ლირიკული გმირიც სწორედ ასეთ დისჰარმონიულ\, დისოცირებულ\, დაშლილ სამყაროში ეგზისტირებს და სრულად ატომიზდება მასში\, საბოლოოდ ინთქმება და ქრება არარაში\, კრებულის ონტოტექსტუალობაში. \nდრო: 14 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/galaktion-tabidzis-artistuli-qhvavilebi-poetika-da-simbolika/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/50673.png
END:VEVENT
END:VCALENDAR