BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20190101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190311T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190311T190000
DTSTAMP:20260505T025228
CREATED:20190305T115305Z
LAST-MODIFIED:20240201T122520Z
UID:10001488-1552330800-1552330800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ნინო ცხომელიძის ლექცია: „განსხეულება და რეპრეზენტაცია. შუა საუკუნეების საკულტო გამოსახულებათა რელიკვიური ჩარჩოები“
DESCRIPTION:11 მარტს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მასპინძლობით გაიმართება პროფესორ ნინო ცხომელიძის საჯარო ლექცია: „განსხეულება და რეპრეზენტაცია. შუა საუკუნეების საკულტო გამოსახულებათა რელიკვიური ჩარჩოები“ \nმომხსენებელი განიხილავს შუა საუკუნეების საკულტო სურათებისა და მათი ჩარჩოების ურთიერთქმედების ინტერაქტიურ პროცესს. საკვლევი საკითხის ანალიზი იწყება წმ. ეპისკოპოსის დაზგური პორტრეტით\, რომელიც დაახ. 1360 წლისათვის კარლშტაინის წმ. ჯვრის კაპელაში\, ოსტატ თეოდორიხის სახელოსნოშია შესრულებული. სურათზე გამოსახული წმინდანისათვის ავთენტურობის მისანიჭებლად ტრადიციულ მიმეტურ და ფიქტიურ სტრატეგიებს (რეალურ წმინდანთან მიმსგავსება) აქ ემატება დამატებითი კომპონენტი\, სურათის ჩარჩოში ჩასმული რელიკვიები – წმ. ძვლების ნაწილები. ეს გარკვეულ დაძაბულობას ქმნის როგორც წმინდანის დახატულ\, ფიქტიურ სახესა და თაყვანისცემის რეალურ ობიექტს – წმ. ძვლებს შორის\, ასევე წმინდანის პორტრეტსა და რელიკვიებით აქტივირებულ ჩარჩოს შორის. წმინდანის პორტრეტიდან გადმოსული მძაფრი რელიგიური განცდა მნახველის წარმოსახვაში ჩარჩოში დატანილი რელიკვიების ანიმაციას ახდენს\, რის საშუალებითაც წმ. ძვლების სურათზე გამოსახული წმინდანის ფიქტიურ სახეში განსხეულება ხდება. ამდენად ეს რელიკვიები ნახატისათვის ავთენტურობის მიმანიჭებელი ინსტრუმენტია\, რომლითაც ხაზგასმულია სურათზე წარმოდეგნილი წმინდანის „რეალურობა“. \nმოხსენების მიზანია აჩვენოს\, რომ კარლშტაინის წმინდანის სურათისა და მისი მოჩარჩოების ინტერაქტიული ურთიერთობის მაგალითი შუა საუკუნეების საკულტო სურათებისთვის სპეციალურად შექმნილი ჩარჩოების ხანგრძლივი ტრადიციის გაგრძელებაა\, რომელშიც გამოიყენება სხვადასხვა სახის მედიუმისა და რელიგიური გამოცდილება. ამ სტრატეგიით სურათის ჩარჩო წმინდანთა გამოსახულების ცენტრალური სემანტიკური ველი ხდება\, რომელშიც შექმნილი სახის მთავარი არსია გადმოცემული. \nმომხსენებლის შესახებ \nნინო ცხომელიძე ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის (ბალტიმორი\, აშშ) კრაიგერის სახ. ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტის\, ხელოვნების ისტორიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორია.\nმიუნხენისა და ტიუბინგენის (გერმანია) უნივერსიტეტების ხელოვნების ისტორიის დეპარტამენტებში სწავლის შემდეგ მან 1992 წელს სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ბერნის (შვეიცარია) უნივერსიტეტში\, რასაც მოჰყვა 2001 წელს ტიუბინგენის (გერმანია) უნივერსიტეტში ჰაბილიტაცია. იმავე წელს იგი პრივატ-დოცენტად იწყებს მუშაობას ტიუბინგენის უნივერსიტეტის კულტურის ისტორიის ფაკულტეტის ხელოვნებისა და მეცნიერების დეპარტამენტში.\n2006-2013 წლებში პრინსტონის უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და არქეოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორია\, 2015 წლიდან კი ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში ხელმძღვანელობს ხელოვნების ისტორიის დეპარტამენტის graduate studies პროგრამას.\nშემდეგ ნინო ცხომელიძე აირჩიეს დელავერის (აშშ) შუა საუკუნეების ასოციაციის პრეზიდენტად და ონლაინ აკადემიურ ჟურნალ The Medieval Review სამეცნიერო კოლეგიის წევრად. 2006 წლიდან შუა საუკუნეების კვლევებისადმი მიძღვნილი არაერთი პრესტიჟული სამეცნიერო გამოცემისა და საექსპერტო კომიტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრია. \nნინო ცხომელიძის კვლევის არეალი შუა საუკუნეების ხელოვნებაა\, რომელიც ფოკუსირებულია იტალიასა და ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებზე. მისი სამეცნიერო ინტერესის სფეროა ხელოვნების თეორია და ისტორიოგრაფია\, შუა საუკუნეების ხელოვნების ნიმუშებში გამოყენებული რეპრეზენტაციული და პერფორმატიული სტრატეგიები და მათი რეცეფცია\, ხელოვნებისა და თეოლოგიის გადაკვეთის ზონები და სხვ. \nამჟამად ნინო ცხომელიძე მუშაობს შუა საუკუნების ხელოვნების ნიმუშთა ავთენტურობისა და ავთენტიფიკაციის პროცესების კვლევებზე\, რომლებიც ფოკუსირებულია იმ ვიზუალურ და ინტელექტუალურ სტრატეგიებზე\, რომლებიც განაპირობებდა ქრისტესა და წმინდანების გამოსახვისას მათი\, როგორც რეალური სახეების\, აღქმასა და თაყვანისცემას. ამ კვლევების ამოცანაა გამოიკვეთოს\, არსებობდა თუ არა შუა საუკუნეებში ჩამოყალიბებული თეორიული დისკურსი ჭეშმარიტების შესახებ\, რომელიც ვიზუალიზდა წმინდა სახეებში. რა განაპირობებდა ამ კონტექსტში თაყვანისცემისათვის შექმნილი საკულტო სახეების ავთენტურობას? რამდენად ეხმარება ქრისტესა და წმინდანთა გამოსახულებების შემქმნელთა შესახებ არსებული ცნობები\, მათ მიერ შექმნილი სახეების ავთენტურად აღქმას? ამ კვლევითი პროექტის ერთ-ერთი ნაწილია ილიაუნიში დაგეგმილი მოხსენება. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 11 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-nino-tskhomelidzis-leqtsia-ganskheuleba-da-reprezentatsia-shua-saukuneebis-sakulto-gamosakhulebatha-relikviuri-charchoebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/50655.png
END:VEVENT
END:VCALENDAR