BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20190101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190228T090000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190228T090000
DTSTAMP:20260505T042832
CREATED:20190225T102310Z
LAST-MODIFIED:20240201T122605Z
UID:10001509-1551344400-1551344400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის პირდაპირი ვიდეოტრანსლაცია და ლექცია
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა საზოგადოებასთან თანამშრომლობით\, სეულის საუნივერსიტეტო კლინიკის წამყვანი ტრანსპლანტოლოგებისა და ილიაუნის სამედიცინო მიმართულების პროფესორებისა და ლექტორების მონაწილეობით ილიაუნისთან აფილირებულ კლინიკაში „ინოვა“ ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჩატარდება. \nოპერაციაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო მიმართულების პროფესორები კობა შანავა და ივანე აბიათარი\, ასევე მოწვეული ლექტორები ნიკოლოზ რთველიაშვილი და ლევან ქოიავა. ღვიძლი გადაინერგება ცოცხალი დონორისგან. ოპერაციაში ასევე ჩაერთვება დელეგაცია სეულის საუნივერსიტეტო კლინიკიდან წამყვანი ტრანსპლანტოლოგის\, პროფესორ კვანგ ვუნგ ლის ხელმძღვანელობით. \nდაინტერესებულ პირებს შეუძლიათ 28 თებერვალს\, 9:00 საათიდან\, უყურონ პირდაპირ ტრანსლაციას საოპერაციოდან\, ხოლო 9:30 საათზე პროფესორი კვანგ ვუნგ ლი შეუერთდება აუდიტორიას და წაიკითხავს ლექციას ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში. \n\nდრო: 28 თებერვალი\, 9:00 საათი \nადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის N1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ghvidzlis-gadanergvis-operatsiis-pirdapiri-videotranslatsia-da-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50564.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190228T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190228T190000
DTSTAMP:20260505T042832
CREATED:20190222T090505Z
LAST-MODIFIED:20240201T122603Z
UID:10001508-1551380400-1551380400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: პროფესორ ლევან ცაგარლის საჯარო ლექცია „გივი მარგველაშვილის „კაპიტანი ვაკუში. დოიქსილანდში“
DESCRIPTION:28 თებერვალს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გეპატიჟებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორის\, ფილოლოგ ლევან ცაგარლის ლექციაზე: „გივი მარგველაშვილის „კაპიტანი ვაკუში. დოიქსილანდში“. \nგივი მარგველაშვილის ავტობიოგრაფიული ტრილოგიის კაპიტანი ვაკუში პირველ რომანში (დოიქსილანდში) სივრცე განსაკუთრებული სემანტიკური დატვირთვის მატარებელია. ნეოლოგიზმებით „დოიქსილანდი“ და „დიქსილანდი“ რომანში იქმნება თავისებური ტოპოლოგიური დაპირისპირება\, რომელიც დაკავშირებულია არა იმდენად გეოგრაფიულ (გერმანია და დასავლეთ ევროპა)\, რამდენადაც იდეოლოგიურ (ნაციზმი და ლიბერალიზმი) და პოლიტიკურ (ტოტალიტარიზმი და დემოკრატია) პოზიციებთან. მოხსენებაში გაანალიზდება ტექსტში მოცემული ძირითადი სივრცობრივი ელემენტები — „დიქსიგზა“\, „მოსაცდელი ციხესიმაგრეები“\, „სახლუკები“ და „კავკასიური საჰაერო კოშკი“\, რისთვისაც გამოყენებული იქნება როგორც კლასიკური სტრუქტურალიზმის ფარგლებში შემუშავებული ანალიტიკური მოდელები (ლოტმანი)\, ისე სივრცობრივი გადატრიალების შედეგად კულტურის კვლევებში დამკვიდრებული თეორიული მიდგომები (დელიოზი და გატარი\, ფუკო). ანალიზის საფუძველზე წარმოჩინდება ის ძირითადი მახასიათებელი\, რომლითაც ნაცისტური ხანის გერმანიის ტოტალიტარული სივრცე იმიჯნება\, ერთი მხრივ\, მის მიერ მტრად აღქმული უცხოეთისგან\, და\, მეორე მხრივ\, თავად ამ სივრცეში დაფარული სუბკულტურული და ჰეტეროტოპიული ადგილებისგან. სახელდობრ\, ე. წ. სახლუკებისგან განსხვავებით\, რომლებიც ვერტიკალურობითა და მდგრადობით ხასიათდებიან\, დიქსიგზა და მასზე განლაგებული „გაჩერებები“ (ღამის ბარები) განირჩევიან ჰორიზონტალურობითა და დინამიკურობით. ამგვარი სივრცობრივი დისპოზიცია ემსახურება პროტაგონისტის\, როგორც კულტურათა შორის მავალის\, სუბვერსიული პროფილის გამოკვეთას. \nდრო: 28 თებერვალი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturul-klubshi-prophesor-levan-tsagarlis-sajaro-leqtsia-givi-margvelashvilis-kapitani-vakushi-doiqsilandshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50560.png
END:VEVENT
END:VCALENDAR