BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20190101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190227T190100
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190227T190100
DTSTAMP:20260505T025317
CREATED:20190227T150144Z
LAST-MODIFIED:20240201T122611Z
UID:10001514-1551294060-1551294060@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
DESCRIPTION:სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია \nსტუდენტები 21-ე საუკუნის გამოწვევების წინაშე \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, თბილისი\, საქართველო \n18-20 ივლისი\, 2019 წელი \nთეზისების წარმოდგენის ბოლო ვადა: 10 აპრილი\, 2019 წელი \n21-ე საუკუნემ ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა უნივერსიტეტები. მიუხედავად იმისა\, რომ თითქმის ყველა უნივერსიტეტში მიმდინარეობს გარკვეული შიდა ტრანსფორმაციები\, ეს საკმარისი არ არის\, რომ მათ სრულად უპასუხონ იმ საზოგადოების მოთხოვნებს\, რომლის პროდუქტსაც წარმოადგენენ. \nდღევანდელი სამყაროს კომპლექსური ხასიათი\, გლობალიზაცია\, ახალი ტექნოლოგიები\, მიგრაციები\, საერთაშორისო კონკურენცია\, ბაზრების განვითარება\, ისევე როგორც გარემოსა და ტრანსნაციონალური პოლიტიკის გამოწვევები\, ის მნიშვნელოვანი ფაქტორებია\, რომლებიც მოითხოვენ იმ კომპტენციებისა და ცოდნის შეძენას\, რომლებიც დასჭირდებათ სტუდენტებს 21-ე საუკუნეში წარმატების მიღწევაში. \n21-ე საუკუნის გამოწვევები მოითხოვენ ფართო კომპეტენციების ერთობლიობას\, სახელდობრ\, სპეციალიზებულ\, ასევე სოციალურ და ინტერკულტურულ კომპეტენციებს\, ინგლისურთან ერთად სხვა ენებისა და იმ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ძალთა ცოდნასაც\, რომლებიც გავლენას ახდენენ საზოგადოებებზე. \nშესაბამისად\, ბოლო ორი ათეული წელია\, მსოფლიოში წარმოიშვა სწავლა/სწავლების ახალი მოდელის შემუშავების აუცილებლობა. დღეისათვის არსებობს უამრავი ტექსტი\, რომლებიც კონცენტრირებულია ძირითადად სამ თემაზე –სწავლა/სწავლების ახალი მოდელის შემუშავების მოტივაციები\, სპეციფიკური კომპეტენციები და უნარ-ჩვევები\, რომელთა გამომუშავება აუცილებელია\, რათა უპასუხო 21-ე საუკუნის გამოწვევებს\, და ამ უნარების სტიმულირების პედაგოგიკა (Cynthia Luna Scott\, 2015). \nიუნესკოს მიერ სასწავლო პროცესის ტრანსფორმაციის მიზნით 2015 წელს შემუშავებული დოკუმენტი გვთავაზობს იმ კომპეტენციებისა და უნარ-ჩვევების ჩამონათვალს\, რომელთა სასწავლო პროცესში დანერგვა და ამ მიზნით შესაბამისი პედაგოგიკის შემუშავება ხელს შეუწყობს\, რომ საუნივერსიტეტო განათლების მიღების შემდეგ ახალგაზრდებმა შეძლონ\, უპასუხონ იმ გამოწვევებს\, რომლებსაც საზოგადოება და შრომის ბაზარი მათ წინაშე აყენებს 21-ე საუკუნეში. \nგამოწვევებს შორის მნიშვნელოვანია ახალი\, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა სასწავლო პროცესში და შესაბამისი პირობების შექმნა სტუდენტებისა და პროფესორებისათვის\, რათა მათ შეძლონ სწავლა/სწავლების ტრადიციულ ფორმებთან ერთად მაქსიმალურად გამოიყენონ ის ახალი ტექნოლოგიები\, რომლებსაც 21-ე საუკუნე გვთავაზობს. ამასთან დღეს\, ციფრულ ეპოქაში\, როდესაც სტუდენტისთვის დროის უმცირეს მონაკვეთში ხელმისაწვდომია ნებისმიერი სახის შემოწმებული თუ შეუმოწმებელი ინფორმაცია\, უნივერსიტეტის მოვალეობაა\, განუვითაროს მათ კრიტიკული ანალიზის უნარი\, ასწავლოს\, როგორ გამოიყენონ ახალი ტექნოლოგიები\, როგორ შეარჩიონ საჭირო ინფორმაცია სპეციალობის დაუფლებისათვის საჭირო ცოდნის მისაღებად და ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად. \nკონფერენციის მიზანია\, გამოარკვიოს\, როგორ მიმდინარეობს ამ მხრივ საჭირო რეფორმები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტებში\, როგორ არიან ჩართულები სტუდენტები ამ რეფორმების ინიცირებასა და განხორციელებაში\, როგორ წარმოუდგენიათ მათ ის კავშირი\, რომელიც უნდა არსებობდეს უნივერსიტეტებსა და დასაქმების ბაზარს შორის\, როგორ უნდა ხდებოდეს პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავება სასწავლო პროცესში\, როგორია სტუდენტთა ჩართულობა სხვადასხვა პროექტის შემუშავებასა და განხორციელებაში\, რამდენად აქვთ მათ შანსი და შესაძლებლობა\, სწავლის დროს პროფესორებთან ერთად მონაწილეობა მიიღონ კვლევით საქმიანობაში\, რაც მათ დაეხმარება ისეთი კომპეტენციებისა და უნარ-ჩვევების შეძენაში\, როგორებიცაა: მეტაკოგნიტიური და ინტერკულტურული კომპეტენციები\, გუნდური მუშაობა\, თანამშრომლობა და ლიდერობა\, ინიციატივა და საწარმოს ცოდნა\, მართვა\, ორგანიზება\, ცნობისმოყვარეობა და წარმოსახვის უნარი\, ეფექტური ზეპირი და წერითი კომუნიკაციის\, ინფორმაციის მოპოვების\, კრიტიკული ანალიზისა და პრობლემების გადაჭრის უნარი\, მოქნილობა/მოხერხებულობა და ადაპტაციის უნარი\, გარისკვა და კრეატიულობა (Wagner 2010). \nაღნიშნულიდან გამომდინარე კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები შემდეგ თემებზე: \n\nსწავლა/სწავლება და ციფრული ტექნოლოგიები;\nკვლევის კომპონენტი სასწავლო პროცესში;\nუნივერსიტეტი და დასაქმების ბაზარი: სტუდენტი-უნივერსიტეტი-საწარმო;\nკავშირი სკოლასა და უნივერსიტეტს შორის;\nგანათლების რეფორმა\, მიღწევები და ნაკლოვანებები;\nმისაღები გამოცდები თუ საატესტატო გამოცდები?\nსპეციალობის დასაუფლებლად შედგენილი პროგრამები და სტუდენტთა მოლოდინები;\nარჩეული სპეციალობის დაუფლებისათვის საჭირო მატერიალური და აკადემიური რესურსები;\nსაუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა და ონლაინრესურსებით სარგებლობის პირობები;\nსტუდენტთა პროფესიული ჩართულობა: სტაჟირება\, როგორც პროფესიული დახელოვნების აუცილებელი პირობა\, მაგისტრატურაში სწავლის დროს;\nტრადიციული და ონლაინსწავლების უპირატესობები და ხარვეზები;\nსწავლის (და კვლევის) ინტერნაციონალიზაცია და სტუდენტების მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში – ინტერკულტურული კომპეტენიის შეძენის ერთ-ერთი პირობა;\nენობრივი უნიფორმიზაცია თუ მრავალენოვნება?\n\nკონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ შემოგვთავაზონ საუნივერსიტეტო განათლებასთან დაკავშირებული სხვა თემებიც. \nკონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული\, ფრანგული\, ინგლისური \nანონიმი ექსპერტების მიერ ორმაგი შეფასების შედეგად შერჩეული სტატიები გამოქვეყნდება წარმოდგენილი მოხსენებების ენებზე CODFREURCOR-ის ჟურნალის Études interdisciplinaires en Sciences humaines (ინტერდისციპლინური კვლევები ჰუმანიტარულ მეცნიერებებში) მე-7 ნომრის დამატებაში. \nკონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად: თქვენი განაცხადი უნდა წარმოადგინოთ Word-ის ფორმატში (Times New Roman\, 12 p.p) და ის უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: \n\nსამოქალაქო სტატუსი (ბატონი\, ქალბატონი)\nსტუდენტური სტატუსი: (ბაკალავრი\, მაგისტრანტი\, დოქტორანტი) –\nსახელი –\nგვარი –\nუნივერსიტეტი –\nსაფოსტო მისამართი –\nტელეფონის ნომერი –\n ელექტრონული მისამართი –\n მოხსენების სათაური (მაქსიმუმ 20 სიტყვა) –\n მოხსენების რეზიუმე და საკვანძო სიტყვები მოხსენების ენაზე და ინგლისურად (მაქსიმუმ 250 სიტყვა) –\n\nგთხოვთ\, განაცხადი შესაბამისი ფორმით გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: colloqueetudiant@iliauni.edu.ge \nთარიღები \n\nმოხსენებისათვის განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 10 აპრილი\, 2019 წელი \nმოხსენების მიღების თაობაზე შეტყობინების გაგზავნის ბოლო ვადა: 30 მაისი\, 2019 წელი \nკონფერენციის პროგრამის გამოქვეყნება: 15 ივნისი\, 2019 წელი \n\nსაორგანიზაციო კომიტეტი: \nმეგი გაფრინდაშვილი – megi.gaprindashvili.1@iliauni.edu.ge \nელზა იმნაძე – elza.imnadze@iliauni.edu.ge \nსალომე ლაფაჩიშვილი – salome.lapachishvili@iliauni.edu.ge \nსალომე ფანცულაია – salome.pantsulaia.1@iliauni.edu.ge \nნინო ხარაზიშვილი – ninakharaz@yahoo.fr \nმარიამ ხარებავა – mariami.kharebava.1@iliauni.edu.ge \nსამეცნიერო კომიტეტი: \n\nბლბულიან ტაგუჰი\, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი\nგარნიე ელეონორ\, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი\, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის ატაშე\nგვალია გიორგი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი\nგვანცელაძე თემურ\, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი\nგრიგორიანი კარინე\, ერევნის ბრიუსოვის ლინგვისტიკის სახელმწიფო უნივერსიტეტი\nდობორჯგინიძე ნინო\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, ვიცე-რექტორი\nდოხტურიშვილი მზაღო\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\nეიბენ ნელი\, ტიმიშუარას დასავლეთის უნივერსიტეტი\nვრაბი დიანა\, ბალცის „ალეკუ რუსოს“ სახელმწიფო უნივერსიტეტი\nზბანტ ლუდმილა\, მოლდოვას სახელმწიფო უნივერსიტეტი\nლომიძე მირანდა\, ქუთაისის ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი\, სადოქტორო კოლეჯის CODFREURCOR დირექტორი\nმამაცაშვილი ათინათი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\nნოზაძე ლიანა\, ქუთაისის ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი\nპატარაია ნინო\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\nპატრას როქსანა\, იასის „ალექსანდრუ იოან კუზას“ უნივერსიტეტი\nსურგულაძე ნატალია\, შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი\nფრუმუშანი დანიელა\, ბუქარესტის ინივერსიტეტი\nქავთარაძე ნინო\, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი\nღუტიძე ინგა\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი\nშავერდაშვილი ეკატერინე\, ილიას ახელმწიფო უნივერსიტეტი\nხარებავა მაყვალა\, ეგეოსის უნივერსიტეტი\nხოსიტაშვილი გიგა\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\n\n  \n  \n  \n  \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/studenttha-saerthashoriso-sametsniero-konpherentsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50608.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190227T193000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190227T193000
DTSTAMP:20260505T025317
CREATED:20190221T121800Z
LAST-MODIFIED:20240201T122607Z
UID:10001512-1551295800-1551295800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ირინა სულხანიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი
DESCRIPTION:27 თებერვალს\, 19:30-ზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 აუდიტორიაში ილიაუნის მუსიკის ცენტრი მართავს უნივერსიტეტის თანამშრომლის\, ირინა სულხანიშვილის\, ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტს. \nკონცერტში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოსა და ევროპაში მოღვაწე ახალგაზრდა მუსიკოსები\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ნინო მამრაძის დოქტორანტები და კლასდამთავრებულები: ქეთევან შარუმაშვილი\, სოფიო გელაშვილი-ტროისო\, თინათინ მამულაშვილი\, ნათია ბერაია\, თედო დიაკონიძე და დაჩი თაქთაქიშვილი.\nპროგრამაშია ბეთჰოვენის\, მოცარტის\, შოპენის\, ლისტის\,სკრიაბინის\, ვერდისა და ბოიტოს ნაწარმოებები. \nდრო: 27 თებერვალი\, 19:30 საათი \nადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/irina-sulkhanishvilis-khsovnisadmi-midzghvnili-kontserti/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50528.png
END:VEVENT
END:VCALENDAR