BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20180101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181207T090000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181207T090000
DTSTAMP:20260505T194616
CREATED:20181206T203206Z
LAST-MODIFIED:20240202T052353Z
UID:10001652-1544173200-1544173200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სკოლების გამოფენაზე
DESCRIPTION:7-8 დეკემბერს გამოფენების ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ პირველად ჩატარდება სკოლების გამოფენა. \nმეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოფენის სხვადასხვა სივრცეში დამთვალიერებლებს შემეცნებით-გასართობ ინტერაქტიულ სამეცნიერო აქტივობებს შესთავაზებს. \nპროგრამა გათვლილი იქნება ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის  დამთვალიერებლებისთვის. \nთქვენ გექნებათ შესაძლებლობა: \n\nილიაუნის დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებებისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის სტენდთან 3D გამოსახულებითა და VR ტექნოლოგიებით დააკვირდეთ მსოფლიოს დიდ მიწისძვრებს; საქართველოს მიწისძვრებსა და საქართველოში დედამიწის ქერქის სიჩქარული ველის რუკას; წყალმოვარდნის მოდელირებას თბილისის სხვადასხვა უბნისთვის; გაეცნოთ სეისმური და გეოფიზიკური აპარატურის მუშაობის პრინციპებს რეალურ მაგალითზე. სტენდზე წარმოდგენილი იქნება გეოლოგიური ნიმუშები და მიკროსკოპი\, რომლის საშუალებითაც გაეცნობიან\, როგორია მინერალი ბუნებაში და მისი რეალური შინაგანი სტრუქტურა მიკროსკოპში.\nილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და საინჟინრო ფაკულტეტის კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის სივრცეში ილიაუნის პროფესორები და სტუდენტები გათამაშებენ მინიბოტთან\, რომელსაც ესმის ფერების ენა; დაგაპროგრამირებინებენ ვარსკვლავური ომების დროიდს; სტენდთან გაერკვევით მიკროკონტროლერის მუშაობის მექანიზმში და შექმნით ფსევდოთერემინს; დაგახატინებთ სათამაშო ბოტს; ერთმანეთს შეაჯიბრებთ სენსორებიან მანქანებს.\nესტუმროთ პლანეტარიუმს\, რომელშიც ილიაუნის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მკვლევარი თამარ ჭაღიაშვილი დამთვალიერებლებს გააცნობს მზის სისტემას (პლანეტებს\, ასტეროიდებს\, კომეტებს\, მზეს) და ახსნის თითოეული მათგანის ბუნებას; გალაქტიკა – ვისაუბრებთ გალაქტიკის მახასიათებლებზე\, დიდსა თუ მცირე ვარსკვლავებზე\, ვარსკვლავების დაბადებასა და გაქრობაზე\, ვარსკვლავების მტვრის ღრუბლების მნიშვნელობაზე; გალაქტიკათშორისი სივრცე – სხვადასხვა გალაქტიკებს და\, ზოგადად\, სამყაროს სტრუქტურას. პლანეტარიუმში ასევე ვისაუბრებთ სამყაროს წარმოშობაზე.\nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის არქეოლოგიის მიმართულების პროფესორები და სტუდენტები შესაძლებლობას მოგცემენ ჩაერთოთ არქეოლოგიური გათხრების იმიტაციაში. „დაამუშავებთ“ აღმოჩენილ ნივთებს; მიიღებთ მონაწილეობას სახალისო კონკურსებში.\nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრომო სტენდზე კი წარმოდგენილი იქნება სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (FabLab Iliauni) და კომპიუტერული თამაშების ლაბორატორია (GameLab Iliauni) – შესაძლებლობა გექნებათ\, 3D პრინტერზე დაბეჭდოთ სხვადასხვა ნივთი და 3D სკანერზე დაასკანეროთ ობიექტები. ასევე სტენდზე წარმოდგენილი იქნება ილიაუნის ფაბლაბში დამზადებული სხვადასხვა ნივთი და პროექტი.\nაქვე საბუნებისმეტყველო და საინჟინრო ფაკულტეტის\, ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრები სტუმრებს შესაძლებლობას მისცემენ მონაწილეობა მიიღონ სახალისო ქიმიური ცდების მომზადებაში და ექსპერიმენტების მონაწილეებს დააჯილდოებენ დამწყები ბიოქიმიკოსის სერტიფიკატით;\n\nილიაუნის სივრცეში გამოფენის მსვლელობის პარალელურად ილიაუნის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელში გაწევრიანებული სკოლებიდან მოსწავლეების ჯგუფები წარმოგიდგენენ სახალისო-სამეცნიერო ექსპერიმენტებს. სტენდთან 20-ზე მეტი სკოლა იქნება წარმოდგენილი. ექსპერიმენტების პარალელურად ისინი დამთვალიერებლებს აუხსნიან ექსპერიმენტების თავისებურებებს და მათაც ჩართავენ აქტივობებში. \nრაც მთავარია\, არ დაგავიწყდეთ\, რომ 7-8 დეკემბერს „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში მოეწყობა ილიაუნის აუდიტორია\, რომელშიც შეძლებთ: \n\nდაესწროთ ილიაუნის STEM (Science\, Technology\, Engineering\, Math) აკადემიაში წამყვანი მეცნიერებისა და მკვლევრების მოხსენებებს.\nასევე ილიაუნის ბიზნესის სკოლის ლექტორები მოგცემენ სასარგებლო რჩევებს მომავლის პროფესიებზე.\n\nგელოდებით და არ დაგავიწყდეთ\, რომ #მეცნიერებასახალისოა. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universiteti-skolebis-gamophenaze/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49344.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181207T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181207T160000
DTSTAMP:20260505T194616
CREATED:20181204T110635Z
LAST-MODIFIED:20240202T052350Z
UID:10001651-1544198400-1544198400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია „უნდობლობის მომენტები სამხრეთ კავკასიაში“
DESCRIPTION:7 დეკემბერს\, პარასკევს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო გიწვევთ ფლორიან მიულფრიდის საჯარო ლექციაზე „უნდობლობის მომენტები სამხრეთ კავკასიაში“. \nფლორიან მიულფრიდის ლექცია მნიშვნელოვანწილად დაფუძნებული იქნება უნდობლობის ამსახველ ეთნოგრაფიულ მასალებზე\, რომლებიც ძირითადად შეგროვებულია აფხაზეთში\, კავკასიაში არსებულ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში. აფხაზეთის საერთაშორისო არაღიარების გამო უნდობლობა დიდწილად ყოველდღიური ცხოვრების არსებითი და განუყოფელი ნაწილია. უნდობლობა კი გარდაიქმნება წარმოდგენად\, თითქოს რაღაც დაფარულია ზედაპირს მიღმა\, მაგალითად\, ფარული დღის წესრიგი. ეს ეჭვი აღვივებს შეთქმულების თეორებს\, მაგრამ\, ამავე დროს\, საშუალებას იძლევა\, მიიღო ის ადამიანები\, რომელთაც არ ენდობი და რომელთაგანაც თავის დაღწევაც შეუძლებელია. ურთიერთსაწინააღმდეგო მასალები საქართველოდან აჩვენებს\, რომ უნდობლობა ფასადების მიმართ შესაძლოა საპირისპირო აზრსაც გულისხმობდეს: ფასადებს მიღმა სხვა არაფერია. \nმომხსნებლის შესახებ\nსოციალური ანთროპოლოგი ფლორიან მიულფრიდი ოც წელზე მეტია მუშაობს კავკასიის\, განსაკუთრებით კი საქართველოს საკითხებზე. მას ეკუთვნის მონოგრაფიები: „უნდობლობის სქემები: გლობალური პერსპექტივა“ (გამოიცემა უახლოეს მომავალში)\, „სახელმწიფო და სახელმწიფოდ ჩამოყალიბება მაღალმთიან საქართველოში (2014) და „პოსტსაბჭოთა დღესასწაული: ქართული ბანკეტი გარდამავალ პერიოდში“ (2006\, გერმანულ ენაზე); იგი „უნდობლობა: ეთნოგრაფიული მიახლოებითი მნიშვნელობების“ რედაქტორია (2018)\, წიგნის „წმინდა ადგილები\, ახალი სივრცეები: რელიგიური პლურალიზმი პოსტ-საბჭოთა კავკასიაში (2018) – თანარედაქტორი ციპილმა დარიევასა და კევინ ტუიტესთან ერთად და გამოცემის „საბჭოთა პერიოდის ანთროპოლოგია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში“ (2012) თანარედაქტორი სერგეი სოკოლოვსკისთან ერთად. \nდრო: 7 დეკემბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-undoblobis-momentebi-samkhreth-kavkasiashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49325.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181207T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181207T190000
DTSTAMP:20260505T194616
CREATED:20181203T092607Z
LAST-MODIFIED:20240202T052343Z
UID:10001649-1544209200-1544209200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ანთროპოლოგ ანდრეა ვაისის კვლევის წარდგენა
DESCRIPTION:7 დეკემბერს\, პარასკევს\, 19:00 საათზე\, ანთროპოლოგიური კვლევითი სემინარების ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C318 აუდიტორიაში ანთროპოლოგი ანდრეა ვაისი წარადგენს კვლევას „საზღვრისპირა პრაქტიკა აფხაზეთსა და აჭარაში თურქეთის როლის გათვალისწინებით: ტრანსსასაზღვრო პროცესები და პოლიტიკური სივრცის (რე)კონფიგურაცია კავკასიაში“. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 7 დეკემბერი\, 19.00 საათი \nადგილმდებარეობა: C318 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/anthropolog-andrea-vaisis-kvlevis-tsardgena/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49306.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181207T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181207T190000
DTSTAMP:20260505T194616
CREATED:20181206T122430Z
LAST-MODIFIED:20240202T052339Z
UID:10001648-1544209200-1544209200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:LECTURA DANTIS /დანტეს წაკითხვა – ოცდამეშვიდე ქება
DESCRIPTION:7 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება შეხვედრა\, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ ოცდამეშვიდე ქებას. \nშეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. \nპროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს\, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ქართული ტექსტი გახდება შეხვედრების კითხვისა და განხილვის საგანი. \nშეხვედრების ციკლის მიზანია დანტეს\, როგორც ევროპულ კულტურაზე რეფლექსიის გამორჩეული ობიექტის\, და დანტეს\, როგორც ევროპული კულტურის თვითრეფლექსიის განსაკუთრებული ფიგურის\, ანალიზი\, რათა უკეთ შევძლოთ იმის გაგება\, თუ რა არის ის\, რასაც დღეს ჩვენ ევროპას ვუწოდებთ. \nდრო: 7 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ილია ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/lectura-dantis-dantes-tsakithkhva-otsdameshvide-qeba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42915.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181207T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181207T190000
DTSTAMP:20260505T194616
CREATED:20181206T123436Z
LAST-MODIFIED:20240202T052336Z
UID:10001647-1544209200-1544209200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გამოფენა „მდგომარეობებს შორის / IN-BETWEEN CONDITIONS“
DESCRIPTION:7 დეკემბერს\, პარასკევს\, 19:00 საათზე\, KHIDI – თანამედროვე ხელოვნების სივრცე წარმოგიდგენთ მულტიდისციპლინურ საგამოფენო პროექტს „მდგომარეობებს შორის“. \nტექნოლოგიური განვითარების არნახულმა ტემპმა\, კომუნიკაციების დღემდე წარმოუდგენელმა შესაძლებლობებმა და ინფორმაციის სიჭარბემ გლობალური პოლიტიკური და სოციალური დღის წესრიგის ახალი კონტურები ჩამოაყალიბა. ადამიანის ცხოვრების ახალი მდგომარეობების გაჩენა ახალ მითოლოგიებსა და ნარატივებს ქმნის. შესაბამისად\, ტექნოლოგიური განვითარების მასშტაბი სოციალურ და პოლიტიკურ სფეროებში ახალ მანიპულაციათა შესაძლებლობებს ქმნის. ამ პროცესების ლოგიკური თანმდევია ახალი შემოქმედებითი მანიფესტაციების სიმრავლეც. \nგამოფენა „მდგომარეობებს შორის“ ადგილობრივ კონტექსტში მაორიენტირებელ ამოცანას ისახავს მიზნად\, ცდილობს\, უპასუხოს კითხვებს იმის შესახებ\, რა არის ის მდგომარეობები\, რომლებშიც ვარსებობთ\, ან როგორი იქნება ის მდგომარეობები\, რომლებშიც ყოველდღიურობა მუდმივად იცვლება. რა არის ან შეიძლება იყოს ახალი მედიახელოვნება საქართველოში და რა ურთიერთმიმართებებს ავლენს მიმდინარე სოციოპოლიტიკურ კონტექსტთან? \n„მდგომარეობებს შორის“ 18 ნამუშევარს აერთიანებს და ექსპერიმენტის ფორმატით პოლიტიკური ან სოციალური ძვრებით ნასაზრდოებ კულტურულ იმპულსებს ასახავს. გამოფენა ახალი მედიებისა და ტრანსდისციპლინური პრაქტიკების საშუალებით ცდილობს\, ჩაუღრმავდეს იმ სახელოვნებო ტენდენციებსა და დინებებს\, რომელთა კონტექსტუალიზაცია საქართველოში ჯერ არ მომხდარა ან ყურადღების მიღმაა დარჩენილი. \nგამოფენაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი ავტორების ნამუშევრები:\nგიო სუმბაძე\, გიორგი მაღრაძე\, დეთუ ჯინჭარაძე და მარიამ ნატროშვილი\, ვასილ მაჭარაძე და კოკა ვაშაკიძე\, ვატო წერეთელი\, სანდრო ასათიანი და ზურა ჯიშკარიანი\, თამარ გურგენიძე\, თორნიკე ქარჩხა\, ჯასპერ ფუნგი\, ლადო ლომიტაშვილი\, ლადო ონიანი\, მამუკა ჯაფარიძე\, მანუჩარ ოქროცვარიძე\, ნიკა მაჩაიძე\, ნიკოლოზ კაპანაძე\, სანდრო სულაბერიძე\, ტილდა ჯორჯი\, InChina Collective: გოჩა ჟღენტი\, ივეტა ჩხიკვაძე\, ილია მახარაძე და მართა თაბუკაშვილი\, ალექსი სოსელია და გიორგი მელაძე\, ზურა ცოფურაშვილი და ლუკა აქიმიძე\, რამაზ ბაბლუანი\, გვანცა ბერძენიძე\, ბარაგალო\, ელენე გაბრიჩიძე\, დიმა დადიანი\, სკოტ მაკოლაკი. \nკურატორები: ხატია ჭოხონელიძე\, გიორგი სპანდერაშვილი\, ვატო ურუშაძე \nKHIDI – თანამედროვე ხელოვნების სივრცე კლუბის ახალი პლატფორმაა. კლუბის მესამე სართულზე მდებარე მულტიდისციპლინური ფორმატის საგამოფენო დარბაზის მიზანია ახალი სახელოვნებო იმპულსების სინთეზით ელექტრონული მუსიკის აუდიტორიასა და სხვადასხვა შემოქმედებით მიმართულებებს შორის უნიკალური გადაკვეთის წერტილის შექმნა. „მდგომარეობებს შორის” სივრცის პირველი გრძელვადიანი საგამოფენო პროექტია. \nგამოფენის პარალელურად სამი თვის განმავლობაში გაიმართება ცოცხალი პერფორმანსები\, ჩვენებები\, ვორკშოპები და პრეზენტაციები. \nპროექტის მხარდამჭერები და პარტნიორები: \nსაქართველოს განათლების\, მეცნიერების\, კულტურისა და სპორტის სამინისტრო\, ქალაქ თბილისის მერია\, გოეთეს ინსტიტუტი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო\, შემოქმედებითი საქართველო\, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი – თბილისი\, ვიდეოხელოვნებისა და მოძრავი გამოსახულების არქივი\, Georgia Today\, არტარეა\, ჯეოლაბი\, 9 მთა\, marketer.ge\, on.ge \nგამოფენა ნებისმიერი მსურველისათვის იქნება ღია ყოველ სამშაბათს\, 15:00-დან 20:00 საათამდე. ის ასევე იმუშავებს კლუბ KHIDI-ის ღონისძიებების პარალელურად პარასკევსა და შაბათს (მხოლოდ ღონისძიებებზე დამსწრე აუდიტორიისთვის) და წინასწარი შეთანხმებით. \nსაკონტაქტო ინფორმაცია:\n+995 577 935 032 / +995 593 750 076 / +995 558 900 400\n✉ inbetweenconditons@gmail.com \nდრო: 7 დეკემბერი\, 19:00 საათი \nმისამართი: ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი\, მარჯვენა სანაპირო / https://goo.gl/maps/CFyi9wUPPR72\n0160 თბილისი \nდასწრება თავისუფალია 19:00 -23:00 საათამდე \n  \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/gamophena-mdgomareobebs-shoris-in-between-conditions/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49341.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181207T193000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181207T193000
DTSTAMP:20260505T194616
CREATED:20181122T134600Z
LAST-MODIFIED:20240202T052332Z
UID:10001646-1544211000-1544211000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„მუსიკა ბავშვის განვითარებისთვის“ – ბავშვის განვითარების ინსტიტუტის\, ილიაუნის მუსიკის ცენტრისა და საქართველოს ორფის ასოციაცია „ჯეორფის“ ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია და ვორკშოპი
DESCRIPTION:7 დეკემბერს\, 19:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 დარბაზში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის\, ილიაუნის მუსიკის ცენტრისა და საქართველოს ორფის ასოციაცია „ჯეორფის“ ერთობლივი პროგრამის „მუსიკა ბავშვის განვითარებისთვის“ პრეზენტაცია. \nპრეზენტაცია მიზნად ისახავს\, დამსწრე საზოგადოებას გააცნოს კარლ ორფის მიერ შემუშავებული და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აპრობირებული მუსიკის სწავლების სისტემა\, რომელიც ამჟამად გამოიყენება ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტში აუტისტური სპექტრის ბავშვებთან მუშაობის პროცესში. \nპრეზენტაცია დასრულდება ვორკშოპით\, რომელსაც ექნება იმპროვიზებული კონცერტის ფორმა – მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ ჩაერთონ/დააკვირდენ კარლ ორფის ინსტრუმენტებით მუზიცირების პროცესს და გაეცნონ აღნიშნულ მეთდოლოგიას. \nგანრიგი \n19:30-19:35 – ღონისძიების გახსნა \nქეთევან ლაკირბაია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი \n19:35-19:45 – თემა: ორფის მეთოდოლოგია \nმომხსენებლები: ეკა ჩუბინიძე\, მაკა ჩაჩხიანი\, კარლ ორფის ასოციაცია \n19:45-19:55 – თემა: ორფის მეთოდოლოგიის მნიშვნელობა ბავშვის განვითარებისთვის მომხსენებელი – ია იაშვილი\, ფსიქოლოგი\, ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი \n19:55-20:05 – თემა: მუსიკის ცენტრის როლი პროგრამაში \nმომხსენებელი – მარინე ადამია\, ილიაუნის მუსიკის ცენტრი \n20:05- 20:15 – თემა: მასწავლებლის მომზადების ერთწლიან საგანმანათლებლო პროგრამაში ორფის მეთოდოლოგიის ინტეგრირება \nმომხსენებელი – ქეთევან შენგელია\, ილიაუნის მუსიკის ცენტრი \n  \nდრო: 7 დეკემბერი\, 19:30 საათი \nადგილმდებარეობა: B201 დარბაზი (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/musika-bavshvis-ganvitharebisthvis-bavshvis-ganvitharebis-institutis-iliaunis-musikis-tsentrisa-da-saqarthvelos-orphis-asotsiatsia-jeorphis-erthoblivi-proeqtis-prezentatsia-da-vorkshopi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/11/49101.png
END:VEVENT
END:VCALENDAR