BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20180101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181109T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181109T160000
DTSTAMP:20260505T232810
CREATED:20181022T090549Z
LAST-MODIFIED:20240202T052850Z
UID:10001710-1541779200-1541779200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დისკუსია „დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა – StopFake-დან ბალტიის ელფებამდე“
DESCRIPTION:9 ნოემბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მედიის განვითარების ფონდი (MDF) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ დისკუსიაზე „დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა – StopFake-დან ბალტიის ელფებამდე”. \nსტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ\, გაეცნონ ჰიბრიდული ომისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინისა და ლიეტუვას გამოცდილებას. უკრაინის გამოცდილებაზე ისაუბრებს გამომძიებელი ჟურნალისტი\, ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – უკრაინის“ წარმომადგენელი არტემ ბაბაკი\, ხოლო ლიეტუვას ტროლებთან ბრძოლის გამოცდილებაზე – ინტერნეტწინააღმდეგობის მოძრაობა „ბალტიის ელფების” (Baltic Elves) წარმომადგენელი\, ინტერნეტ-აქტივისტი გიედრიუს საკალაუსკასი. \nდასასრულს გაიმართება დისკუსია\, რომელსაც გაუძღვება საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ხელმძღვანელი დავით სიხარულიძე. \nღონისძიებას\, რომელიც ეწყობა პროექტის „ახალგაზრდების მედიაწიგნიერების ლაბორატორია პასუხისმგებლიანი მედიამოხმარებისთვის“ ფარგლებში\, მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო. \nსპიკერების შესახებ \nგიედრიუს საკალაუსკასი\, დეზინფორმაციასთან ბრძოლის ლიეტუველი ექსპერტი\, კრემლის ტროლებისა და რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში 2014 წლიდან ინტერნეტწინააღმდეგობის მოძრაობა „ბალტიის ელფების” (Baltic Elves) საქმიანობას ხელმძღვანელობს. \nარტიომ ბაბაკი\, უკრაინელი გამომძიებელი ჟურნალისტი\, მედიაწიგნიერებისა და ფაქტების გადამოწმების ექსპერტი\, ამჟამად „საერთაშორისო გამჭვირვალობა – უკრაინაში” მუშაობს. წარსულში იგი იყო დეზინფორმაციასთან ბრძოლის ვებპორტალ StopFake.org-ის ექსპერტი და ტრენერი. \nელჩი დავით (ვასილ) სიხარულიძე\, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარე და ილიას სახელწიფო უნივერსიტეტისა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი. 2001-2003 წლებში იგი იყო ნატოს სტიპენდიატი და ფულბრაითის მიწვეული ლექტორი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის საზოგადოებრივ საქმეთა ელიოტის სკოლაში\,      (ვაშინგტონი).  არის რამდენიმე კვლევის თანაავტორი\, მათ შორისაა: „ევროატლანტიკურ საკითხებში საქართველოს ეროვნული სტრატეგიული კომუნიკაციის სისტემის ანალიზი”\, რომელიც 2016 წელს გამოქვეყნდა. დავით სიხარულიძეს აქვს ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი საჯარო ადმინისტრაციაში და ფსიქიატრისა – თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტიდან. აქვს მუშაობის 17-წლიანი გამოცდილება\, მათ შორის მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებზე – იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრი (დეკემბერი\, 2008 – აგვისტო\, 2009)\, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში\, კანადასა და მექსიკაში (დეკემბერი\, 2005 – დეკემბერი\, 2008) და სხვ. \n  \nსამუშაო ენები: ქართული და ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანი) \nდრო: 9 ნოემბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/diskusia-dezinphormatsiis-tsinaaghmdeg-brdzola-stopfake-dan-baltiis-elphebamde/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/10/48839.png
END:VEVENT
END:VCALENDAR