BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20180101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180618T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180618T170000
DTSTAMP:20260506T174220
CREATED:20180614T101916Z
LAST-MODIFIED:20240202T053716Z
UID:10001809-1529341200-1529341200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:იაპონური მუსიკის კონცერტი
DESCRIPTION:18 ივნისს\, 17.00-ზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში ილიაუნის მუსიკის ცენტრის ინიციატივით გაიმართება იაპონური მუსიკის კონცერტი\, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ში მოღვაწე ცნობილი იაპონელი მევიოლინე\, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი კენ აისო და უკრაინელი პიანისტი ვალერია მარგოვსკაია. \nკენ აისო საერთაშორისო არენაზე დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე მუსიკალურ და მრავალმხრივ მევიოლინედ ითვლება. მისი შესრულება ბგერის განსაკუთრებული სილამაზითა და უნიკალური ინტიმური ატმოსფეროს შექმნის უნარით გამოირჩევა. როგორც სოლო და კამერული შემსრულებელი\, ფართოდაა ცნობილი ევროპაში\, აშშ-სა და იაპონიაში\, სადაც ბევრ პრესტიჟულ დარბაზში უკრავს. მათ შორისაა: ლონდონის ვიგმორისა და დედოფალ ელისაბედის სახელობის\, ამსტერდამის კონცერტგებოუ და ტოკიოს სუნტარის დარბაზები. კენ აისო მარგარეტ ლონგისა და ჟაკ ტიბოს (პარიზი) და იაპონიის საერთაშორისო სამუსიკო კონკურსების ლაურეატია. 2005 წელს ლონდონის მუსიკის სამეფო აკადემიის ასოცირებული წევრი გახდა\, ხოლო მშობლიურ იაპონიაში მას იმპერატორისა და დედოფლის წინაშე წარდგენის პატივი ხვდა. 2018 წელს კენ აისომ მიიღო კან-იჩი შიმოუსას მუსიკალური პრიზი საერთაშორისო სამუსიკო არენაზე განსაკუთრებული დამსახურებისთვის. \nმევიოლინე ლოს-ანჯელესის ლოიოლა მერიმაუნთის და ლა-სიერა უნივერსიტეტების წევრია. იგი დაინტერესებულია მუსიკის გამაჯანმრთელებელი ზემოქმედების ძალით\, ამიტომ ჰოსპიტლების\, სკოლებისა და სპეციალური საჭიროებების ბავშვების ინსტიტუტების ხშირი სტუმარია. \nდრო: 18 ივნისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iaponuri-musikis-kontserti/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/06/47255.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180618T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180618T180000
DTSTAMP:20260506T174220
CREATED:20180608T092857Z
LAST-MODIFIED:20240202T053713Z
UID:10001808-1529344800-1529344800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროექტი „აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის – ირანელი და ფრანგი ავტორები მე-19 საუკუნის საქართველოს შესახებ”  წიგნების პრეზენტაციით დასრულდება
DESCRIPTION:18 ივნისს\, 18.00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის – ირანელი და ფრანგი ავტორები მე-19 საუკუნის საქართველოს შესახებ” დასრულებასთან დაკავშირებით გაიმართება პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნების პრეზენტაცია\, ესენია: ამავე სახელწოდების სამეცნიერო კრებული\, „საქართველო ყაჯართა პერიოდის სპარსულ წყაროებში“\, „არფა‘ ად-დოულე და საქართველო“\, ამ წიგნის ინგლისური და სპარსული თარგმანები “Arfa‘ ad-Dowle and Georgia”\, ასევე „ნაპოლეონის დიპლომატიური მისიები ირანში და საქართველოს საკითხი“ და „შარდენის მოგზაურობა“. \nრუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის – ირანელი და ფრანგი ავტორები მე-19 საუკუნის საქართველოს შესახებ” (NFR/269-1) მონაწილეები მიზნად ისახავდნენ ფრანგი და ირანელი ავტორების თხზულებათა თარგმნასა და სამეცნიერო შესწავლას\, პირველწყაროების შედარებითი ანალიზის საფუძველზე აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან დანახული საქართველოს საერთო სურათის წარმოდგენას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ამ პერიოდის საქართველოს ევროპასთან კავშირებსა და ქვეყანაში მიმდინარე ევროპეიზაციის პროცესებზე (როგორც სპარსული\, ისე ფრანგული წყაროების მონაცემთა საფუძველზე). პროექტის მთავარ შედეგს წარმოადგენს ახალი\, ან სამეცნიერო მიმოქცევაში ნაკლებად შემოსული\, წყაროების შესწავლის საფუძველზე მე-19 საუკუნის საქართველოს პოლიტიკური\, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების შეძლებისდაგვარად სრული სურათის წარმოდგენა. \nგამოიცა პროექტით გათვალისწინებული ამავე სახელწოდების სამეცნიერო სტატიების კრებული. თარგმნილი პირველწყაროების ნაწილი აიტვირთა ილიას უნივერსიტეტის ვებგვერდის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოცნეობის ინსტიტუტის სექციაში. \nსამეცნიერო კრებულის გარდა პროექტის მონაწილეებმა პროექტზე მუშაობის პერიოდში გამოსცეს სხვა წიგნებიც: \n\n„საქართველო ყაჯართა პერიოდის სპარსულ წყაროებში“. კრებული შეადგინა\, ტექსტები სპარსულიდან თარგმნა\, შესავალი წერილი და კომენტარები დაურთო მარინა ალექსიძემ. რედაქტორი გრიგოლ ბერაძე. თბ.\, არტანუჯი\, 2016 ;\nმარინა ალექსიძე\, გრიგოლ ბერაძე\, ირინა კოშორიძე. „არფა‘ ად-დოულე და საქართველო“. თბილისი\, არტანუჯი\, 2017;\nიგივე წიგნი ინგლისურ და სპარსულ ენებზე („Arfa‘ ad-Dowle and Georgia“).\nირინე ნაჭყებია. „ნაპოლეონის დიპლომატიური მისიები ირანში და საქართველოს საკითხი“. რედაქტორი გრიგოლ ბერაძე\, თბილისი\, მწიგნობარი\, 2018;\nგიორგი სანიკიძემ გამოაქვეყნა „შარდენის მოგზაურობის“ ახალი\, შევსებული და გადამუშავებული თარგმანი გამოკვლევითა და კომენტარებით. თბილისი\, ილიას უნივერსიტეტის გამომც.\, 2018 (მიუხედავად იმისა\, რომ შარდენის მოგზაურობა პროექტის ეპოქა არ განეკუთვნება\, ის მე-19 საუკუნის ფრანგი ავტორებისთვის საქართველოს შესახებ მთავარ წყაროს წარმოადგენდა და\, შესაბამისად\, პროექტის თემატიკასთან უშუალოდ არის დაკავშირებული).\n\nპრეზენტაციაზე პროექტის მონაწილეები და წიგნების ავტორები ისაუბრებენ განხორციელებული კვლევის შედეგებზე და გამოცემული ნაშრომების შესახებ. \nდრო: 18 ივნისი 18.00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/proeqti-aghmosavlethsa-da-dasavleths-shoris-iraneli-da-phrangi-avtorebi-me-19-saukunis-saqarthvelos-shesakheb-tsignebis-prezentatsiith-dasruldeba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/06/47226.png
END:VEVENT
END:VCALENDAR