BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20180101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180529T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180529T190000
DTSTAMP:20260507T031844
CREATED:20180516T082900Z
LAST-MODIFIED:20240202T053846Z
UID:10001837-1527620400-1527620400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პანელური დისკუსია საქართველოს\, სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით
DESCRIPTION:1918 წლის 26-28 მაისს ტფილისში გამოცხადდა სამხრეთ კავკასიის სამი რესპუბლიკის: საქართველოს\, სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა.  29 მაისს\, 19:00 საათზე\, B201 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გამართავს პანელურ დისკუსიას ამ მოვლენის 100 წლისთავთან დაკავშირებით. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოსა და სომხეთის პირველ რესპუბლიკათა ყველაზე აღიარებული სპეციალისტები: მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯის პროფესორი სტივენ ჯონსი და ლოს ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი რიჩარდ ჰოვანესიანი. დისკუსიას გაუძღვება ოქსფორდის უნივერსიტეტის რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის სწავლებათა პოსტსადოქტორო მკვლევარი\, პროფესორი ბექა კობახიძე. \nმომხსენებლების შესახებ \nპროფესორი სტივენ ჯონსი მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯში (აშშ) რუსეთისა და ევრაზიულ სწავლებათა მიმართულების ხელმძღვანელია. ის 1970-იანი წლებიდან მოყოლებული იკვლევს საქართველოს ისტორიასა და პოლიტიკას. დაწერილი აქვს ორი ფუნდამენტური მონოგრაფია: „სოციალიზმი ქართულ ფერებში: ევროპული გზა სოციალ-დემოკრატიისკენ (1883-1917)“ და „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“. ახლა ასრულებს მესამე მონოგრაფიას\, რომელიც უშუალოდ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შეეხება. \nპროფესორი რიჩარდ ჰოვანესიანი ლოს ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტში (UCLA) არმენოლოგიურ სწავლებათა დამფუძნებელია. შეიძლება ითქვას\, რომ არავის უკვლევია კავკასიის პირველ რესპუბლიკათა ისტორია ისე სიღრმისეულად\, როგორც ეს პროფესორმა ჰოვანესიანმა გააკეთა. 1950-იანი წლებიდან მოყოლებული მსოფლიოს სამ კონტინენტზე მან მოიარა\, ფაქტობრივად\, ყველა შესაძლო არქივი. 1967 წელს გამოსცა მონოგრაფია „სომხეთი დამოუკიდებლობის გზაზე“\, რასაც 1971-დან 1996 წლამდე მოჰყვა ოთხტომეული „სომხეთის რესპუბლიკა“. \nმოდერატორი: ბექა კობახიძე \nბექა კობახიძე ოქსფორდის უნივერსიტეტის რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის შემსწავლელი სკოლის პოსტსადოქტორო მკვლევარი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასოცირებული პროფესორია. \nსამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანი) \nდრო: 29 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/paneluri-diskusia-saqarthvelos-somkhethisa-da-azerbaijanis-damoukideblobis-100-tslisthavthan-dakavshirebith/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/05/46390.png
END:VEVENT
END:VCALENDAR