BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20180101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180412T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180412T130000
DTSTAMP:20260507T083845
CREATED:20180410T073700Z
LAST-MODIFIED:20240202T054558Z
UID:10001918-1523538000-1523538000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების რეალობისა და პრობლემების შესახებ
DESCRIPTION:12 აპრილს\, ხუთშაბათს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის\, სოციალური მომსახურებებისა და ინტერვენციების მეცნიერული განვითარების კვლევითი ცენტრის მხარდაჭერით საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“ ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრას. სტუდენტებს გააცნობენ ორგანიზაციის საქმიანობას\, კერძოდ\, მიუსაფარ ბავშვთა ქვეპროგრამას\, რომლის ფარგლებშიც საქართველოს კარიტასი მართავს მობილურ ჯგუფს\, მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრებს და მათთან არსებულ სადღეღამისო თავშესაფრებს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის. \nშეხვედრაზე სტუდენტები ასევე გაეცნობიან სსიპ რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტის „აივ ინფექციის პრევენცია ქუჩასთან დაკავშირებულ ახალგაზრდებთან“ მიზნებს და მის ფარგლებში დაგეგმილ საველე სამუშაოებს\, რომელთაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები\, სოციალური მუშაობის სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები განახორციელებენ საქველმოქმედო ფონდ „საქართველოს კარიტასთან” მჭიდრო თანამშრომლობით. \nშეხვედრის მიზანია\, დაინტერესებულ პირებს მიეცეთ შესაძლებლობა\, მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია\, გაანალიზონ დახმარების კონცეფცია და ქუჩაში ხელგამოწვდილ ბავშვს არ გაუწოდონ ფული\, არამედ შესთავაზონ სხვა ალტერნატივა. \nშეხვედრაზე განიხილება შემდეგი საკითხები: \n\nქვეყანაში არსებული მდგომარეობა;\nვინ არიან ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები;\nრატომ არიან ქუჩაში;\nრა პრობლემებს აწყდებიან;\nრას ვაკეთებთ\, როცა მათ ვხედავთ.\n\nშეხვედრას გაუძღვებიან საქველმოქმედო ფონდ „საქართველოს კარიტასის“ მიუსაფარ ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტები და სოციალური მომსახურებებისა და ინტერვენციების მეცნიერული განვითარების კვლევითი ცენტრის „აივ ინფექციის პრევენცია ქუჩასთან დაკავშირებულ ახალგაზრდებთან“ პროექტის თანამშრომლები. \nდრო: 12 აპრილი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-shekhvedra-quchashi-mtskhovrebi-da-momushave-bavshvebis-realobisa-da-problemebis-shesakheb/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/04/44500.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180412T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180412T160000
DTSTAMP:20260507T083845
CREATED:20180411T070626Z
LAST-MODIFIED:20240202T054558Z
UID:10001917-1523548800-1523548800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დისკუსია თემაზე: „სახელმწიფო ენა წარმატებისთვის“
DESCRIPTION:12 აპრილს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადებისა და ინტეგრაციის საგანმანათლებლო პროგრამა\, ტოლერანტობის\, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდამჭერი პროგრამის საუნივერსიტეტო ახალგაზრდული ცენტრი და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია „სოვლაბი“ სახელმწიფო ენის დღესთან დაკავშირებით გამართავენ დისკუსიას თემაზე: „სახელმწიფო ენა წარმატებისთვის“. \nპროგრამის არაქართულენოვანი სტუდენტები საუნივერსიტეტო კვლევითი პროექტის საქართველოს პირველი რესპუბლიკის პროსოპოგრაფიული ბაზა და სოციალური კლასტერების ანალიზი (http://prosopography.iliauni.edu.ge/) ბაზაზე ქმნიან XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის 20-იანი წლების საქართველოს ეთნიკური მრავალფეროვნების ციფრულ ისტორიას\, სწავლობენ და სტუდენტური მინიპროექტების სახით აქვეყნებენ დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობაში არაქართულენოვანი მოსახლეობის ღვაწლის ამსახველ მასალას. ამ პროგრამის სტუდენტი\, მსოფლიოში პირველი მუსლიმი დეპუტატი ქალის\, ფარი ხანუმ სოფიევას შთამომავალი\, ისმაილ სოფიევი ისაუბრებს საკუთარ გეგმებზე\, როგორ აპირებს უცნობი ისტორიების კვლევა-ძიებით სამოქალაქო მეხსიერების მატიანის შექმნას. ამავე პროგრამის სტუდენტები\, ნარე კაზარიანი და ლილით დავთიანი\, წარადგენენ დამოუკიდებელი საქართველოს მეცენატებს\, რომელთაც დიდი ღვაწლი მიუძღვით საქართველოს როგორც ქართულ\, ისე სომხურ საგანმანათლებლო და კულტურულ სფეროში\, მათ შორის ახალგაზრდებისთვის უცხოეთში სასწავლებლად სასტიპენდიო ფონდების დაარსებაში. \nდრო: 12 აპრილი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გიორგი წერეთლის ქ. №1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/diskusia-themaze-sakhelmtsipho-ena-tsarmatebisthvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/04/45021.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180412T193000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180412T193000
DTSTAMP:20260507T083845
CREATED:20180403T065851Z
LAST-MODIFIED:20240202T054552Z
UID:10001915-1523561400-1523561400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: ნოდარ ლადარიას რომანის „ქარის გამორჩევა“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:12 აპრილს\, 19:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული კლუბი და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გეპატიჟებათ ნოდარ ლადარიას რომანის „ქარის გამორჩევა“ პრეზენტაციაზე. \nწიგნს ავტორი\, ნოდარ ლადარია\, მწერალი ლაშა ბუღაძე და ჟურნალისტი დავით პაიჭაძე წარადგენენ. \nმოდერატორი: მწერალი ანა-კორძაია სამადაშვილი \n„უსახელო და პირობით ქალაქში\, რომელიც თავისი მცხოვრებლების წყალობით ძალიან ემსგავსება თბილისს\, ერთმანეთს ხვდებიან ევდემონი და თეოფორა…“ – ასე იწყება სასაცილო და სევდიანი\, ირონიული და გულწრფელი\, ნატიფი ეროტიკითა და გამოუთქმელი შეზღუდვებით სავსე ისტორია\, რომლის სიღრმეში დაკვირვებული მკითხველი აღმოაჩენს ჩვენი სინამდვილის მოურჩენელ წყლულებს\, ან სულაც დაუფიქრებლად გაჰყვება რომანის დინებას. \nდრო: 12 აპრილი\, 19:30 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturul-klubshi-nodar-ladarias-romanis-qaris-gamorcheva-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/04/44963.png
END:VEVENT
END:VCALENDAR