BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20170101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171214T163000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171214T163000
DTSTAMP:20260508T065111
CREATED:20171208T132908Z
LAST-MODIFIED:20240202T055508Z
UID:10002028-1513269000-1513269000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ADS Georgia – Leavingstone-ის კვირეული
DESCRIPTION:27 ნოემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ილიაუნის სტუდენტებისთვის ხორციელდება პროექტი “ADS GEORGIA”. \nპროექტი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს\, გაიცნონ საქართველოს სარეკლამო ბაზარზე მოთამაშე ძირითადი კრეატიული სააგენტოები და გაიგონ\, ვინ დგანან მათთვის ცნობილი სარეკლამო აქტივობების უკან. \n11-17 დეკემბერს გაიმართება სააგენტო Leavingstone-ის კვირეული. კომპანია ბაზარზე გამოვიდა 2010 წლიდან. ამ მოკლე ხანში მან მოახერხა 100-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდოს მოპოვება\, მათ შორისაა: Cannes Lions\, Eurobest\, London international awards… ლივინგსტონის ძირითადი მიმართულებებია: დიზაინი\, ვებმობაილ დეველოპმენტი\, ხელოვნური ინტელექტი\, ციფრული მედია. \nკვირეულის ფარგლებში მეორე შეხვედრა ჩატარდება 14 დეკემბერს\, ხუთშაბათს; ლივინგსტონის კრეატიული დირექტორი და ტრადიციების ფუძემდებელი გიორგი ავალიანი ისაუბრებს თემაზე „კულტურის მნიშვნელობა კრეატიულ პროცესში“. \nდრო: 14 დეკემბერი\, 16:30 საათი \nადგილმდებარეობა: E405 (ფორბსის) აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nLeavingston-ის განხორციელებული პროექტები: \n\nOld Irish ვირუსული ვიდეო\nლუდი 34-ის ინტერნეტ კამპანია\nმფრინავი ჰამაკის კამპანია „ნატახტარი ლაითისთვის“\nიკანოს ვიდეორგოლი\nზაზუნების ინტერნეტსერიები\n\nმეტი ინფორმაციის მისაღებად გაწევრიანდით ჯგუფში: https://goo.gl/9eqECD \nპროექტის პარტნიორია Hegemon \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ads-georgia-leavingstone-is-kvireuli-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/12/43054.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171214T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171214T180000
DTSTAMP:20260508T065111
CREATED:20171212T110229Z
LAST-MODIFIED:20240202T055507Z
UID:10002027-1513274400-1513274400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2017
DESCRIPTION:14 დეკემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი თეა გოდოლაძე სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში წარადგენს ანგარიშს „სეისმური მონიტორინგის სისტემები საქართველოში“. \nმომხსენებელი ისაუბრებს მიწისძვრის მონიტორინგის კუთხით საქართველოში არსებული სეისმური ქსელის განახლებაზე\, ასევე მიწისძვრის დროს სწრაფი რეაგირებისათვის პროგრამული სისტემების დახვეწისა და ახალგაზრდა მეცნიერთა ტრენინგის შესახებ. \nდრო: 14 დეკემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის N3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n\n\n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/dedamitsis-shemstsavlel-metsnierebatha-institutis-angarishi-sametsniero-kvireuli-iliaunishi-2017/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/12/43187.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171214T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171214T183000
DTSTAMP:20260508T065111
CREATED:20171212T111512Z
LAST-MODIFIED:20240202T055503Z
UID:10002026-1513276200-1513276200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2017
DESCRIPTION:14 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მკვლევარი ნიკოლოზ ნახუცრიშვილი სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში წარადგენს მოხსენებას „ქართულ-ირანული ურთიერთობები“. \nეირანის ისტორიულ რაიონში\, დულაბში\, მდებარე ქრისტიანული სასაფლაოებისკომპლექსში არსებობს მნიშვნელოვანი ქართული სეგმენტი\, სადაც დაკრძალულია რამდენიმე ათეული ქართველი. ზოგი მათგანის ქვა დიდი ოსტატობითაა შესრულებული და ხელოვნების ნამდვილ ნიმუშს წარმოადგენს. განსაკუთრებით საყურადღებოა\, რომ სასაფლაოზე მდებარეობს ქართული ეკლესიის ანალოგიით შექმნილი მინადორა ხოშტარიას საკმაოდ დიდი მოცულობის აკლდამა\, რომელიც ირანის ტერიტორიაზე არსებული ერთადერთი ქართული არქიტექტურული ძეგლია. ის ამჟამად სავალალო მდგომარეობაშია და საჭიროებს ყურადღებას. დაიწყება დულაბის ქრისტიანულ სასაფლაოზე არსებული ქართული აკლდამისა და საფლავების სრული აღწერა-პასპორტიზაცია\, იქ დასაფლავებული პირების შესახებ ინფორმაციის მოძიება ირანისა და საქართველოს არქივებში\, ქართული მონაცემები ჩაერთვება დულაბის სასაფლაოების კვლევისა და დაცვის საერთაშორისო პროექტში. საქართველოსა და ირანის ხელისუფლებისა და სამეცნიერო წრეების ყურადღება უნდა მიექცეს სასაფლაოს პრობლემებს. პროექტის შედეგები აისახება მონოგრაფიასა და ცალკეულ სტატიებში\, ასევე მომზადდება ფოტოგამოფენა. ამჟამად დასასრულს უახლოვდება პროექტის პირველი ეტაპითგანსაზღვრული სამუშაოები (მოძიებული და დამუშავებულია საქართველოსარქივებში დაცული სათანადო მასალები). \nდრო: 14 დეკემბერი\, 18:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის N3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/g-tserethlis-aghmosavlethmtsodneobis-institutis-angarishi-sametsniero-kvireuli-iliaunishi-2017/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/12/43188.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171214T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171214T190000
DTSTAMP:20260508T065111
CREATED:20171212T120421Z
LAST-MODIFIED:20240202T055501Z
UID:10002025-1513278000-1513278000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ე.ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2017
DESCRIPTION:14 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მკვლევრები სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში წარადგენენ სამეცნიერო-კვლევით ანგარიშებს. \n\nმკვლევარი ალექსანდრე თევზაძე წაიკითხავს მოხსენებას „კოსმოსური ტურბულენტობა ადრეული სამყაროდან დღემდე“.\n\nკოსმოსური მაგნიტური ველების წარმოშობის საკითხი წარმოადგენს თანამედროვე ასტროფიზიკის ერთ-ერთ გადაუჭრელ პრობლემას. მიჩნეულია\, რომ მაგნიტური ველების წარმოშობის ასახსნელად აუცილებელია მცირე „ჩანასახოვანი“ საწყისი ველები და სწორედ ამ ველების გენერაცია წარმოადგენს ასტროფიზიკისა და კოსმოლოგიის ერთ-ერთ უპასუხოდ დარჩენილ კითხვასა და გამოცანას. ამჟამად განიხილება ორი სცენარი: ასტროფიზიკური\, როდესაც საწყისი მაგნიტური ველების გენერაცია ხორციელდება ასტროფიზიკური მექანიზმებით (როგორიცაა\, მაგალითად\, ბირმანის ეფექტი)\, და კოსმოლოგიური\, როცა საწყისი მაგნიტური ველები გენერირდება კოსმოლოგიური მექანიზმებით ადრეულ სამყაროში. იმისთვის\, რომ პასუხი გაეცეს კითხვას\, ამ მექანიზმებიდან რომელია პასუხისმგებელი დაკვირვებული მაგნიტური ველების წარმოშობაზე\, აუცილებელია\, განხორციელდეს მაგნიტოჰიდრონამიკური არამდგრადობის შესწავლა როგორც ასტროფიზიკურ ობიექტებში\, ასევე სამყაროშიც. ადრეულ ეპოქაში სამყარო პრაქტიკულად იდეალური გამტარია (იონიზაციის მაღალი\, 100% მაჩვენებლის გამო). პირველადი მაგნიტური ან სიჩქარის ველების წარმოშობას თან სდევს ტურბულენტობის განვითარება. სწორედ ამ ტურბულენტობის გენერაციისა და შემდგომი ევოლუციის შესწავლაა ობსერვატორიის თეორიული ასტროფიზიკისა და კოსმოლოგიის ჯგუფის (ხელმძღვანელი თინათინ კახნიაშვილი) ერთ-ერთი მთავარი მიზანი. გარდა ამისა\, ჯგუფის წევრები ახორციელებენ აქტიურ კვლევას\, თუ რა დაკვირვებითი გამოვლინებები აქვს პირველად ტურბულენტობას და რა დაკვირვებებით არის შესაძლებელი პირველადი ტურბულენტობის ძირითადი სტატისტიკური პარამეტრების შეზღუდვა. \n\nასოცირებული მკვლევარი ეკა გურგენაშვილი წარდგება მოხსენებით:„რიეგერის ტიპის პერიოდულობა მზის აქტიურობაში და მზის შიდა ფენების სეისმოლოლოგია“.\n\nმრავალსაუკუნოვანი დაკვირვებების მიუხედავად მზის მაგნიტური ცვალებადობა ისევ რჩება მზის ფიზიკის ერთ-ერთ გადაუჭრელ ამოცანად. აქტიურობის ძირითადი პერიოდი დაახლოებით 11 წელია\, რაც\,სავარაუდოდ\, დაკავშირებულია მზის შიდაფენებში მაგნიტური დინამოს მოქმედებასთან. გარდა 11-წლიანი ციკლისა\, მზეს ახასიათებსშედარებით უფრო მოკლე\, 155-200-დღიანი პერიოდი\, რომელსაც რიეგერის პერიოდს უწოდებენ. აღმოჩნდა\, რომ დაკვირვებული პერიოდულობა შესაბამისობაშია მზის ციკლისსიმძლავრესთან: გრძელი პერიოდები ჩნდება სუსტ ციკლებში და\, პირიქით\, მოკლე პერიოდები – მძლავრ ციკლებში.დაკვირვებული ანტიკორელაცია ვრცელდება მზის ნახევარსფეროებზეც\, რადგან მზის მაგნიტური აქტივობა ნახევარსფერული ასიმეტრიულობით ხასიათდება. სავარაუდოდ\,ეს პერიოდი დაკავშირებულია მაგნიტურ როსბის ტალღებთან და მზის შიდა ფენების მაგნიტური ველის სიდიდის შეფასების საშუალებას იძლევა. მიღებული შედეგი წარმოადგენს თანამედროვე მზის ფიზიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევას მზის მაგნიტური აქტიურობის შესწავლაში. \nდრო: 14 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის N3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n\n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/e-kharadzis-abasthumnis-astrophizikuri-observatoriis-angarishi-sametsniero-kvireuli-iliaunishi-2017/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/12/43189.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171214T193000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171214T193000
DTSTAMP:20260508T065111
CREATED:20171212T121630Z
LAST-MODIFIED:20240202T055458Z
UID:10002024-1513279800-1513279800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფუნდამენტური და ინტერდისციპლინარული მათემატიკური კვლევების ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2017
DESCRIPTION:14 დეკემბერს\,19:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუნდამენტური და ინტერდისციპლინარული მათემატიკური კვლევების ინსტიტუტის პროფესორები სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში წარადგენენ სამეცნიერო-კვლევით ანგარიშებს. \n\nასოცირებული პროფესორი გიორგი რაქვიაშვილი წაიკითხავს მოხსენებას „ჯვარედინი ჯგუფური რგოლების ალგებრული K-ფუნქტორების შესახებ“.\n\nჯვარედინი ჯგუფური რგოლების ალგებრულ K-ფუნქტორებზე აგებულია გროტენდიკის ფუნქტორზე მოდულის სტრუქტურა. მიღებული შედეგები გამოყენებულია ჯვარედინ ჯგუფურ რგოლებზე სასრულწარმომქმნელიანი პროექციული მოდულების შესასწავლად. მათი გამოყენებით ასევე მტკიცდება\, რომ გარკვეულ პირობებში ჯვარედინ ჯგუფურ რგოლებს დედეკინდის რგოლის მსგავსი სტრუქტურა აქვთ\, ანუ ისინი წარმოადგენენ „არაკომუტაციური დედეკინდის რგოლების“ მაგალითს. \n\nპროფესორი მერაბ სვანაძე წარადგებს ანგარიშს „დრეკადობის თეორიის ამოცანები სამგვარი ფოროვნობის სტრუქტურის მქონე მასალებისათვის“.\n\nგამოკვლეულია სამგვარი ფოროვნობის სტრუქტურის მქონე მასალების დრეკადობის თეორიის მდგრადი რხევის ამოცანები და მიღებულია შემდეგი შედეგები: \n1. აიგო სამგვარი ფოროვნობის სტრუქტურის მქონე მასალების დრეკადობის თეორიის მათემატიკური მოდელი და ამ მოდელის მდგრადი რხევის განტოლებათა სისტემის ფუნდამენტური ამონახსნი ელემენტარული ფუნქციების საშუალებით. ამასთან დადგინდა ამ ამონახსნის ძირითადი თვისებები; \n2. მიღებულია მდგრადი რხევის განტოლებათა სისტემის ზოგადი ამონახსნის წარმოდგენის ფორმულები; \n3. აიგო გრინის ფორმულები და დადგინდა რეგულარული ვექტორის უსასრულობაში ქრობის პირობები (გამოსხივების პირობები); \n4. დამტკიცდა მდგრადი რხევის შიგა და გარე სასაზღვრო ამოცანების რეგულარული (კლასიკური) ამონახსნების ერთადერთობის თეორემები; \n5. აიგო მარტივი ფენის\, ორმაგი ფენისა და მოცულობითი პოტენციალები და დადგინდა მათი თვისებები; \n6. დამტკიცდა მდგრადი რხევის შიგა და გარე სასაზღვრო ამოცანების კლასიკური ამონახსნების არსებობის თეორემები. \nდრო: 14 დეკემბერი\, 19:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის N3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n\n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/phundamenturi-da-interdistsiplinaruli-mathematikuri-kvlevebis-institutis-angarishi-sametsniero-kvireuli-iliaunishi-2017/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/12/43190.png
END:VEVENT
END:VCALENDAR